ამქვეყნიურ ჯოჯოხეთს მოგიწყობ +18 (9)
სააბაზანოში წყლის ქვეშ ვიდექი და დღევანდელზე ვფიქრობდი, ორი ადამიანი მოვკალი, მკვლელი ვარ და ჩემს ნამუსზე ორი ადამიანის სიცოცხლეა, მემგონი გავგიჟდი რადგან სულაც არ ვგრძნობ თავს დამნაშავედ, არც იმ სულელური არგუმენტით ვამართლებ ჩემს თავს რომ მათ ჩემი მოკვლა უნდოდათ და ამიტომაც სწორად მოვიქეცი, მინდოდა მათი მოკვლა და მოვკალი კიდეც. როდიდან გახდი ვიქტორია ასეთი უგულო? როდიდან არ გადარდებს სხვისი სიცოცხლე? როდიდან გაგიცივდა ასე გული? არცერთ კითხვაზე მქონდა პასუხი რადგან კონკრეტული მომენტი არ ყოფილა ჩემს ცხოვრებაში, მას შემდეგ რაც აქ მოვედი მხოლოდ ალექსანდრესგან ვიგრძენი სითბო და ისიც ყალბი, არადა რთული გამოსაცნობი აღმოჩნდა მასში ეს სიყალბე. ასე თუ ისე არ ვნანობდი ჩემს საქციელს, ვინც რას დაიმსახურებდა იმას მიიღებდა ჩემგან. ბანაობას მოვრჩი და ტანსაცმელი ჩავიცვი, თავს დაღლოილად აღარ ვგრძნობდი, ენერგიულად ვიყავი და შმშლმაც შემაწუხა ამიტომ სასადილო ოთახისკენ წავედი, სადაც ყველა მიდიოდა ხოლმე შიმშლის დასაკმაყოფილებლად. ერთ-ერთ მაგოდასთნ სარა შევნიშნე, აი ის გოგო პირველად ვინც გამომელაპარაკა ვარჯიშს დროს, მასთან საუბრის ხასიათზე არ ვიყავი და ცალკე მაგიდასთან დავჯექი, სალათ და ყავა ავიღე და ჭამა დავიწყე, ჩემს მაგიდას სამი ახალგაზრდა მოუახლოვდა მათ შორის სარაც და დანარჩენ ორ ბიჭს არ ვიცნობდი -შეიძლება? სარამ მკითხა, თავით ვანიშნე დასხედითმეთქი და ჭამა გავაგრძელე. -მე ანდრეა ვარ, ერთ-ერთმა მომაჯადოებლად გამიღიმა რაზეც გამეცინა -მე დემეტრე, მეორემაც გამაცნო თავი, ამასობაში სალათის ჭამას მოვრჩი და ყავას მივადექი თან მათთისაც მოვიცალე -ვიქტორია, მხოლოდ ეს ვუთხარი უემოციოდ -ვიცით, აქ ყველა შენზე და შენს უნიკალურ შესაძლებლობებზე ლაპარაკობს, არ გვეტყვი რა გაქვს განსაკუთრებული? ეშმაკურად მკითხა დემეტრემ -არ გინდა შენთვითონ გაიგო? სახე მისკენ შევაბრუნე და წარბი მაღლა ავწიე -ვიქტორია დემე მართალს ამბობს, ამდენი ხანია აქ ვართ და აქაური თანამშრომელი არავის მოუკლავს მითუმეტეს ტესტის დროს, სარა აღფრთოვანებული მეუბნებოდა -ვაუუ ახალი ამებები სწრაფად ვრცელდება ხომ? ყავის ბოლო ყლუპიც მოვსვი -ასეთები კიი, გამიცინა ანდრეამ -გასაგებია, თავი გადავაქნიე -დავალებაზე ჯერ არ გიშვებენ? სარამ თემა შეცვალა -არ ვიცი ალისიას არ დავლაპარაკებივარ ჯერ, თქვენ პირველად რამდენი ხნის შემდეგ იყავით? დავინტერესდი -ანდრეა პირველად ორი თვის შემდეგ რადგან ყველაზე კარგი შედეგები აქვს, დემეტრე და მე ექვსი თვის შემდეგ -შესაძლოა შენ ერთ თვეშიც გაგიშვან, დემეტრე ჩართო საუბარში. -რა სახის დავალებები შეგხვდათ შეიძლება გავიგო? ვკითხე და მთელი სხეული დამეძაბა პასუხის მოლოდინში -სხვადასხვა სახის დავალებები შეგვხვდა, სარამ დაიწყო-მაგალითად მე საფრანგეთის ატეშე უნდა დამეცვა, რომელიც დროებით აქ იმალებოდა -აჰამ გასაგებია და შენ ანდრეა? -პირველივე დავალებაზე არასრულწლოვანი ბავშვი მოვკალი, სინანული დავინახე მის თვალებში, სევდა და გულისტკივილი-შეკვეთილი სხვისი მკვლელობა მქონდა და ის ბავშვი უბრალოდ გარემოებათა და ჩემი მსხვერპლი აღმოჩნდა. კიდევ რაღცის თქმას აპირებდა ზურგს უკან ვიღაცის ირონიული ხმა რომ გავიგე -ოუუ ოუუ ნახეთ აქ ვინ ყოფილა, არ მეცნობოდა ეს ბიჭი მაგრამ ეტყობოდა აქაურებს მისი ეშინოდათ ან ერიდებოდნენ, ვცადე ყურადღება არ მიმექცია, მენანებოდა მასზე დროის დაკარგვა მაგრამ არ მომასვენა და როგორც ეტყობოდა არც მოისვენებდა. -ლუკა პრობლემები არ გვჭირდება, აღელდა სარა -სარიტა შენთან არ მაქვს საქმე საყვარელო, ცინიკურად გაუღიმა, სარა ადგა და წასვლას აპირებდა როცა გავაჩერე -სად მიდიხარ? -დავისვენებ ცოტა ხანს, ისე მომაძახა უკან აღარ მოუხედავს, ანდრეა და დემეტრე არ ინძრეოდნენ ადგილიდან, ჩემი ვარაუდოით ამათ ერთმანეთთან ნეიტრალური ჰქონდათ დაჭერილი. -ჩემ ადგილას რომ ზიხარ იცი? ისევ მე მომიბრუნდა ლუკა, მისკენ მივტრიალდი და პირდაპირ თვალებში შევხედე -რამდენი წლის ხარ? მის სახეზე გაოცება გამოისახა -24ის -ბავშვივით რატომ იქცევი? -იცი ახლა ვის ელაპარაკები? ნელნელა ბრაზდებოდა მაგრამ არც მე ვაპირებდი პოზიციების დათმობას -მისმინე ლუკიტო, ცინიკურად მივმართე და კიდევ უფრო ახლოს მივედი მასთან-თუ ჩხუბი გინდა პირდაპირ მითხარი, ადგილის და ასეთი სისულელეების მსგავს რაღაცეებს ნუ იგონებ. შევატყე როგორ დაებერა კისერზე ძარღვები, ალნბათ ანდრეამ და დემეტრემაც შეამჩნიეს ეს ფაქტი და მოსალოდნელი მოვლენის თავიდან ასაცილებლად მოგვიახლოვდნენ მაგრამ ხელით ვანიშნე ნუ ჩაერევითმეთქი და ადგილზე შედგნენ. -შე პატარა ძუ*ნა, ყელში მეცა ლუკა და სასადილოს მაგიდაზე დამახეთქა, მთელი ძალით მიჭერდა კისერში, მის ხელს ჩემი ხელი მოვუჭირე, მეორე ხელით მაგიდაზე დადებულ სინს დავწვდი და თავში ჩავარტყი, მისი მოდუნებული ხელები რომ ვიგრძენი ჩემს ყელზე დრო ვიხელთე და მარჯვენა ხელი დავუჭირე მერე მაგიდაზე დავადებინე და ჩანგალი, რომლითაც რამდენიმე წუთის წინ სალათს მივირთმევდი, პირდაპირ თითებშუა ჩავარჭე, საცოდავს ეგონა რომ ხელში დავარტყი და ღრიალი დაიწყო, თავისუფალი ხელით კისერი დავუჭირე და ძირს დვახრევინე, მერე მეც დავიხარე და ყურში ჩავძახე -შემდეგში დანა მოგხვდება კვე*ცხებში და ალბათ გაგიგია რომ დანას მიზანში ვარტყავ. იქაურობას თალი მოვავლე და ახლაღა დავინახე ალექსანდრეს განრისხებული სახე -ახლა არ დაიწყო რა, მობეზრებულად გავხედე და ხელი ავუქნიე. ყველას მზერა ჩემკენ იყო მომართული, ზოგი შურით ზოგი სიამაყით ზოგიც კი შიშით მიყურებდა, მაგრამ ყველა ფეხებზე მეკიდა. ალექსანდრეს გვერდი ავუარე და ოთახისკენ წავედი, წუთი არ იყო გასული რომ გიჟივით შემოგლიჯა კარი, მაჯაში მწვდა და ლოგინზე უხეშად დამაგდო, თვალებიდან ნაპერწკლებს ყრიდა, კარებთან მივიდა და გადაკეტა, ტვალებმოჭუტული და ცოტა ღიმილნარევი სახით ვუყურებდი -რა ჯანდაბას აკეთებ? დამიღრიალა და ხელები გულზე გადაიჯვარედინა, ღმერთო როგორ უხდებოდა გაბრაზება, წინ ჩამოყრილი თმა და მისი ქვეშიდან მომზირალი თვალები ალბათ მკლავდნენ სურვილისგან, ჩემს ფიქრებზევე გამეცინა -რაც საჭიროა იმას, უდარდელად ავიჩეჩე მხრები -რა არის საჭირო გოგო? გაგიჟდი? თანამშრომლების მოკვლა და ჯგუფის წევრებთან ჩხუბი ნორმალურია? -მორჩი? რაც შემეძლო ირონიულად ვკითხე. ცოტა ხანს მიყურა მერე ალბათ იფიქრა აზრი არ აქვს ამასთან ლაპარაკსო და ღრმად ამოისუნთქა, ალბათ დამნებდამეთქი კმაყოფილმა გავიფიქრე, წამოვდექი და კარისკენ წავედი, უკან გამომყვა და მეგონა გასვლას აპირებდა, კარებთან რომ მივედი უკნიდან მთელი ძალით მომეკრო, აი სად დამერხა, ეგრევე დამბურძგლა, უკნიდან მიბერავდა მისი ჰაერი,კისერზე ვიგრძენი როგორ მაკოცა, ხელზე ხელი ჩამომისვა ნელა და ჩემს თითებში ახლართა, სიამოვნებისგან თვალები დამეხუჭა და თავი უკან გადავწიე, უკნიდან მივეკარი მეც და ახლა მეორე ხელი ვიგრეძენი მუცელთან, ყურის ბიბილოზე მსუბუქად მიკბინა და სველი კოცნა დამიტოვე მის ქვეშ, შეტრიალებას ვაპირებდი მაგრამ დამასწრო, ერთი ხელით უხეშად შემომატრიალა და ისევ კარზე ამაკრო, ზემოდან დამყურებდა ვნებიანი თვალებით, მეც ჯიუტად შევყურებდი და ველოდებოდი რას მოიმოქმედებდა, ხელები აქეთ-იქიდან დაალაგა კარებზე და ისევ მომაშტერდა, როგორ მინდოდა კისერზე შემომეხვია ხელები და მეკოცნა, მისი კოცნის სურვილი მწვავდა, ისეთ ემოციებს აღძრავდა ჩემში რომ საკუთარ თავს ვეღარ ვგრძნობდი, ის იყო მისგან უნდა გავთავისუბლებულიყავი რომ ტუჩებზე ვიგრძენი მისი გავარვარებული და რბილი ტუჩების შეხება, ვეღარ მოვითმინე ვერ შევებრძოლე ჩემს ტვინს და ჯანდაბაში მოვისროლე ყველა და ყველაფერი, ამ წუთს გავაკეთებდი იმას რაც მაბედნიერებდა, კოცნაში ავყევი, ჯერ ნელა და ნაზად მკოცნიდა მაგრამ საპასუხო კოცნა რომ მიიღო უფრო გახელდა და მომთხოვნად მკოცნიდა, ხან ზედა და ხან ქცედა ტუჩზე მკბენდა და ისევ მკოცნიდა, თმაში ხელი შევუცურე და ჩემკენ მოვქაჩე, მეორე ხელი მკერდზე მივადე, მერე მოვშორდი როგორც იქნა მას კი არ უნდოდა ჩემი გაშვება, ისევ ჩემკენ იწევდა საკოცნელად მაგრამ თითი მივადე ტუჩებზე -არ გინდა, ხმადაბლა ვუთხარი -მინდა, ვნებამორეული ხმით მითხრა -შეგიძლია ალისიათი დაიკმაყოფილო აღვირახსნილი სურვილები, ჩემთან კი მაშინ მოხვალ როცა ეს მე მომინდება და არა შენ, ხელი ვკარი, სწრაფად გავაღე კარი და თავით ვანიშნე გასულიყო. უნდა გენახათ რა სახე ჰქონდამ გაკვირვება, გაოცება, დაბნეულობა, სიბრაზე, ვნება, ყველაფერი ერთად ეწერა სახეზე -საიდან გაიგე? გამაღიზიანებელი ტონით მითხრა-ამის დედაშ*ვეცი როგორ გაიგე? ხელი კარებს ჰკრა და მიღრიალა, წარბიც არ შემიხრია ისე ვიდექი -გადი! მტკიცე და მომთხოვნი ვიყავი. უკანმოუხედავად გავარდა და კარი მთელი ძალით გაიჯახუნა. არანაირ ემოციას ვგრძნობდი, მხოლოდ ძილი მსურდა, საწოლზე დავწექი და თვალები დავხუჭე.... ........... ჩემო ძვირფასებო გუშინ ვერ მოვახერხე დადება მოვიწამლე და ბოდიშს გიხდით, ველოდები თქვენს ემოციებს და აზრებს <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.