შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ექსკლუზიურად ჩემთვის ხარ ბიჭო შექმნილი (5)


1-03-2017, 15:06
ავტორი qetiqetiA3
ნანახია 2 018

-რა მოხდა?-გაკვირვებულმა იკითხა ზურამ
-ლილეს მანქანაში ჩაჯდომის ეშინია-მოკლედ აუხსნა გაკვირვებულ საზოგადოებას ვატომ
-როგორ?-ყბა ჩამოუვარდა რამის დამიანეს
-როგორ და მეშინია-გაბრაზებით გავხედე მარიამის ტყუპს
-რატომ?-ძალიან ჭკვიანური შეკითხვა დასვა ზურამ
-რამოდენიმე წლის წინ ავარიაში მოყვა და მას შემდეგ,გძელ გზაზე მანქანით არ ყოფილა და ისედაც როგორც ეს ქალბატონი ამბობს მის ტოლებს მანქანაში არ ჩაუჯდება
-სისულელეა-მობეზრებით ჩაილაპარაკა ბიჭმა რომლის სახელიც არ მახსოვს
-ბატონო?-კრიჭაშეკრული შევუტრიალდი
-სისულელეა,აკვიატებაა
-აკვიატება არ არის,შიშია და უსაფრთხოება
-მაინც სისულელეა
-შენი სახელი?-ვკითხე,ბიჭს ჩაეცინა,ჩემი ასაკის სიმპატიური ბიჭი იყო,გამოყვანილი ნაკვთებით,შავგვრემანი,მუქი ფერის სქელი თმითა და მუქი ყავისფერი თვალებით.
-ნიკა,ნიკა გველესიანი
-ოჰ,ბატონო ნიკოლოზ,თუ შეიძლება ჩემი შეხედულეებების დაცინვას მოეშვით თორემ მეტად აღარ მოგითმენთ!
-ბატონო!-პირი დააღო ბიჭმა
-რაც გაიგე!
-ლილე გეყოფა-გამაჩერა ჩემმა ძმამ-წამოდი ეხლა
-არა,მარშუტკით წამოვალ
-მართლა აპირებ?-ზურა
-ვაპირებ
-კარგი წავიდეთ-მცირედი ფიქრის შედეგად მხნედ მიპასუხა-ბარგს დანარჩენები წაიღებენ
-რა?-გაკვირვებისგან თვალები გამიფართოვდა
-მეც მარშუტკით წამოვალ,ანდრო რას იტყვი?მარტო ხომ ვერ გავუშვებთ?
-კარგი აზია ძმაო,მადლობა,გაყევი
-ძიძა არ მჭირდება
-რა ხასიათი აქვს-გავიგე როგორ გადაუჩურჩულა ნიკამ დამიანეს,დამიანემაც თავი დაუქნია,დეგენერატები ამათი გასარჩევია ჩემი ხასიათი?
-რას უწუნებთ ჩემს ხასიათს ბიჭებო?-ირონიული სახით შევტრიალდი მათკენ
-ლილე მორჩი და წამოდი-ხელი ჩამკიდა და ჩქარი ნაბიჯით წამიყვანა ავტობუსუს გაჩერებასთან,ისე რომ მათთვის საკადრისი პასუხის გაცემა ვერ მოვასწარი
-გაგიჟდი!ხელი გამიშვი,იმათ ვაჩვენებ მე....-და გავიბრძოლე,არ გამიშვა,ხელი მომკიდა თუმცა ნაზად ისე რომ არ ეტკინა და თავი გაიქნია შუბლშეჭმუხნულმა.
-ლილე რა გჭირს?რა გემათება?-გვერდით დამიყენა ისე რომ ხელი არ გაუშვია
-არაფერი არ მჭირს
-კარგი,კარგი-სადგურში წავედით და იქიდან გავედით თბილისი-ბათუმის რეისით.მდუმარედ ვიჯექით გვერდიგვერდ,ზურა ტელეფონს იყო მიჩერებული და თავს არ იღებდა მე კი ფანჯრიდან ვიყურებოდი,ნახევარ საათიანი მგზავრობის შემდეგაც რომ არ მომაქცია ყურადღება ნერვები მომეშალა.რაღაცას კრეფდა საჩქაროთ,მისკენ გადავიწიე და შევხედე,ესემესს წერდა ვირაც თაკოს
-ვინ არის თაკო?-მობეზრებით ვკითხე
-რა?-ამომხედა გაკვირვებულმა,ამ მომენტში ისეთი საყვარელი იყო პირველად მომინდა უცხო ადამიანს ჩავხუტებოდი,საშინლად მინდოდა მაგრად მოვხვეოდი,არა ლილე არა,ჩემს თავს ვეწინააღმდეგებოდი,ვერ მოვითმინე,არ შემეძლო,უბრალოდ ძალიან იმპულსური ადამიანი ვარ,არა,საშინელი შეცდომა დავუშვი.ოდნავ ქვემოთ ჩავცურდი და ბიჭის გამხდარ დაკუნთულ წელს მთელი ძალით მოვხვიე ჩემი სუსტი ხელები და გულზე თავი დავადე,არა ნამდვილი დებილი ვარ,ზურა შეკრთა,ჩემდაგასაკვირად არაფერი არ თქვა,ვიგრძეინი როგორ ჩაეღიმა და თავზე ხელი გადამისვა,ისიც ოდნავ ჩამოჩოჩდა აღარ იჯდა ისე გასწორებული,ხელები უფრო კომფოტულად და მძლავრად მოვხვიე,გული ამიჩქარდა,რატომ არაფერს მეუბნება?ან რატომ არ მიშორებს?მგონი ეს ბიჭი იდეალურია,ღმერთმა ჩემთვის შექმნა,ამის გაფიქრების შემდეგ უფრო მაგრად ჩავეხუტე,ბიჭს კიდევ ჩაეღიმა,ხმას არ იღებდა,ეს მაგიჟებდა,საოცრად კომფურტულად ვიყავი,ღმერთო ჩემი თავი ასეთ სიტუაციაში არ წარმომედგინა.
-ლილე-დაიწყო თბილად,აი აქ შემრცხვა და თავი წამოვწიე,მოშორება მინდოდა,უფლება არ მომცა-არა იყავი-ღიმილით შემომხედა
-არა-გავძალიანდი,მაინც არ შემივა ხელი
-ლილე მოისვენე ხელს არ გაგიშვებ-თბილად მიჩურჩულა ყურში,გავჩერდი,განძრევის სურვილი აღარ მქონდა,ჩაეცინა,თავზე ხელი გადამისვა და თვალები დახუჭა,გული გამითბა,მინდოდა მეკოცნა,მაგრამ ამისგან კი თავი შევიკავე,ზედმეტი მომივიდოდა უკვე,მეც გავიღიმე გულზე თავი მივადე და თვალები დავჯუჭე.რათქმაუნდა არ დამიძინია,ვერც დავიძინებდი,გული არ ვიცი მოდი ამას ბედნიერებას დავარქმევ,ბედნიერებით მქონდა სავსე,ზურას ეძინა?არ ვიცი,იქნებ ეძინა,იქნებ არც ეძინა და ჩემსავით იყო,არ ვიცი,მაგრამ მე რომ იმ წუთებში ძალიან კარგად და ბედნიერად ვგრძნობდი თავს ეს ცხადი იყო,ვიგრძენი რომ გრძნობები მქონდა ზურასადმი,მისი ხასიათი,მისი ხმი ტემბრი,მისი დამოკიდებულება ჩემდამი,ვგრძნობდი რომ ყველაფრის მიუხედავად მიგებდა,მიტანდა და უნდოდა მეტი ყოფილიყო ჩემთვის,მეტად მნიშვნელოვანი,ამას ახერხებდა,იმ წუთებიდან მთელი ჩემი ცხოვრების მანძილზე დავიწყე მუდმივი ფიქრი ზურაზე.თითქმის საათი ასე ვიყავით,როგორც ჩანს ბოლოს გზამ და მგზავრობამ დამღალა და ბიჭის გულმკერდძე მიმეძინა,ძილში ვგრძნობდი როგორ მეფერებოდა ძალიან ნაზად ხელით თავზე და ლოყებზე,მინდოდა გამეღიმა,იქნებ ვიღიმოდი კიდეც ან იქნებ სიზმარსაც ვხედავდი,მაგრამ მე ხომ სიზმრებს არ ვნახულობ?არა ეს ნამდვილად ცხადია,ბედნიერება ამას ქვია ნეტა?
რამდენიმე საათით ალბათ გამოვეთიშე სამყაროს,ძილბურანში მყოფს,გამოღვიძების დროს მომესმა საუბარი.ზურა ესაუბრებოდა ვიღაცას
-ქუთაისში შემოვედით ეხლა-ამდენხანს მეძინა?
-თქვენ სად ხართ?-ჩვენ ბავშვებს ელაპარაკებოდა,თან ძალიან დაბალი ხმით-ლილეს სძინავს,კარგადაა ანდრია კარგად,ჩვენც მალე ვიქნებით,კარგი საჭესთან ზიხარ საკმარისია,რომ ჩახვალთ დამირეკე-დავაფასე ზურა.წამოვიწიე,ზურამ ხელი შემიშვა,უხმოდ გავსწორდი წელში და თვალები მოვიფშვნიტე.
-როგორ გეძინა?
-ძალან კარგად-ლოყები ამიხურდა,გავწითლდი
-გაწითლებაც გცოდნია-გაეცინა
-ნერვებს ნუ მომიშლი-შევუბვირე და ლოყებზე ხელები ავიფარე
-ახალგავიძებულზე კი ძალიან ბრაზიანი -გაეცინა
-ნერვებს ნუ მომიშლი ძალიან გთხოვ ზურა-შუბლშეკრულმა შევხედე,თვალებში ჩავხედე,სუფთა,გამჭვირვალე და კეთილი.
-ლილე გეყოფა-თავზე ხელი გადამისვა
-იცი?-ჯერ მას შევხედე,შემდეგ კი ფანჯარას თავი მივადე
-რა?
-მეგობაი მყავდა,კარგი მეგობარი,საუკეთესოც კი,ქუთაისელი იყო,ფეისბუქით გავიცანი
-მერე?
-მეევე კლასში ვიყავით მაგ დროს,ველოდებოდით როდის დავამთავრებდით სკოლას და როდის ჩამოვიდოდა ლიკა თბილისში,მაგრამ არ ჩამოვიდა-ცრემლი მომადგა-იცი რაკარგი მეგობრები ვიყავით-ხმაჩამწყდარმა ამოვილაპარაკე
-რატომ?
-მეთერთმეტე კლასში ავარიაში მოყვა და მოკვდა,ერთმანეთი არასოდეს გვყავდა ნანახი და მე ის პირველად სუდარაში გახვეული ვნახე,დიდი დაღი დამასვა ამან,კარგი გოგო იყო ჟურნალისტობა უნდოდა,საუკეთესო უნივერსიტეტში ისწავლიდა სრული დაფინანსებით დარწმუნებული ვარ,უნდოდა ყვარებოდა,ოჯახი შეექმნა,შვილისთვისაც კი ჰქონდა სახელი შერჩეული-ცრემლები მოვიწმინდე
-სამწუხაროა
-ძალიან-გავჩუმდით,ზურას ტელეფონმა დარეკა
-გისმენ ნატა......ბათუმში.....შენ?არა შენი ადგილი იქ არაა...რატომ?იმიტომ რომ მეგობრები ვართ მარტო...მარშუტკაში...საჭირო იყო და იმიტომ,რა გინდა?....რა?...არ ვიცი!..არა...კარგი-და გათიშა ,ღრმად ამოისუნთქა და მე შომომხედა.
-ვინ არის ნატა?
-რა?-გაეცინა
-ვინ არის ნატა?-უდარდელად გავიმეორე-ოღონდ არ მითხრა რა შენი საქმეაო,შეიძლბა მართლა არ არი ჩემი საქმე მაგრამ მაინტერესებს-ჩაფიქრდა,გაეცინა
-არავინ მნიშვნელოვანი
-თაკო?ვინ არის თაკო?
-ღმერთო ძალიან ეჭვიანი ხარ-თმები ამიბურდა
-მაინტერესებს
-ჩემი სიცოცხლე,ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანი
-რა?-რაღაცნაირი შეგრძნბენა დამეუფლა,სახელს ვერ დავარქმევ არ ვიცი რა ქვია,ასეთი რამე არასოდეს მიგვრძვნია
-ჩემი უმცროსი და-ერთიანად ამოვისუნთქე,სახეზეც შემეტყო შვება,ზურას ჩაეღიმა,რატომ იყო ეს ბიჭი ესეთი,განსხვავებული,კარგი.
-იცი ზურა,შენს შესახებ არაფერი არ ვიცი და მინდა გავიგო,მომიყევი
-რა გაინტერესებს?შეყვარებული არ მყავს -გაეცინა,მხარზე ხელი მივკარი
-ეგ რატომ უნდა მაინტერესებდეს?-დაბღვერილმა შევხედე
-დაბღვერილი არ მომწონხარ!-სრული სერიოზულობით მითხრა,თითქოს ჩემი კითხვა არც გაუგია
-ეგეც მე მადარდე-მხარზე ხელი მივკარგი
-კარგი რა გაინტერესებს მკითხე
-საყვარელი საჭმელი?-ჩაეცინა
-მართალი არაა ეგ რომ კაცის გული ჯუჭზე გადის თუ როგორაა?არ ვთქვი მგონი სწორედ..-ახარხარდა,მარშუტკი მყოფი ყველას ყურადღება მიიქცია,ღიმილით უყურებდნენ გულიანად მოცინარ ზურას
-გაგიჟდი?გაჩუმდი ბიჭო სირცხვილია-ლოყები ამიხურდა,როცა ჩაწყნარდა დავამატე-ეგ საერთოდ არ მიგულისხმია
-აბა რა იგულისხმე?
-უბრალოდ..-შემაწყვეტინა
-ჩემი აზრით კაცის გულის მოსაგებად საჭმელი კი არა ალერსია კარგი ხერხე-გაკვირვებულმა შევხედე,ჩემსკენ დაიხარა და ჩუმად მითხრა-გაითვალისწინე ლილე-და თვალი ჩამიკრა
-აუცილებლად გავითვალისწინებ,გეგასთან ურთიერთობის დროს-უდარდელად ვუპასუხე,თვალები გაუფართოვდა,ძარღვები დაეშიმა.ვინ არის გეგა?არ ვიცი,გეგას არავის არ ვიცნობ აერთოს,მგონი ზურასთან ურთერთობა მცვლის,ესეთი დებილობა და ბანალურობა როგორ მომივიდა აზრათ?არ ვიცი,ზურაზე კი აშკარად იმოქმება.
-ვინ ჯანდაბაა გეგა?-კბილებში გამოცრა
-რა იყო?რა გაგამწარა?
-ვინ არის
-არავინ-გამეცინა-გაუგებრობას და ტყუილს ვერ ვიტან,არ ვიცი რატომ ვთქვი-ჩავილაპარაკე და თავი ფანჯრისკენ მივატირალე


დიდი იმედი ამქვს მოგეწონებათ,მგონი კარგი თავი გამომივიდა,შეცდომებისთვის ბოდიში,დიდი მადლობა რომ კიტხულობთ და აზრს აფიქსირებთ



№1  offline წევრი anuki15

მე მომწონს რაღაცნაირად საყვარელი ურთიერთობა აქვთ ლილეს და ზურას <3 ველოდები შემდეგ თავს <3

 


№2  offline წევრი isterichka123

ვაიმე საყვარლები მომწონს ლილეს ხასიათი მალე დადე

 


№3  offline წევრი qetiqetiA3

isterichka123
ვაიმე საყვარლები მომწონს ლილეს ხასიათი მალე დადე

მიხარია ლილეს ხასითი რომ მოგეწონა,მადლობა heart_eyes heart_eyes

 


№4 სტუმარი Guest Kusaa

Dzaan kargia male dade

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent