ამქვეყნიურ ჯოჯოხეთს მოგიწყობ +18 (10)
ყურებში ისეთი ხმა ჩამესმოდა თითქოს განგაშის ზარები რეკდნენ, ჭყვიტინა სიგნალიზაციას ჰგავდა, ძილს თავს ვერ ვაღწევდი მეგონა რომ მესიზმრებოდა ანდაც ჩვეულებრივ 6 საათი იყო და ვარჯიშის გამო გვაღვიძებდნენ, მაგრამ არ ჰგავდა ეს იმ სიგნალს რითიც 6 საათს გვამცნობენ ხოლმე, თალის გახელა და კარის შემოგლეჯა ერთი იყო, ზღურბლზე აღელვებული ალექსანდრე იდგა, ჩემკენ სწრაფი ნაბიჯით დაიძრა -ადექი სწრაფად, ცოტა შეშფოთებული ხმით მითხრა და შარვალი და მაისური გადმომიგდო. -რა... რა ჯანდაბას აკეთებ? დაბნეული ვბლუყუნებდი და მის მიერ მოცემულ ტანსაცმელს ვიცვამდი -სწრაფად, მკაცრი ტონით მითხრა -რა ჯანდაბა ხდება ალექსანდრე? ჩემკენ შემოვატრიალე და თვალებში ჩავხედე -ჯანდაბა ვიქტორია ჯანდაბა, მიღრიალა და ვიგრძენი მისი დაკუნთული მკლავი ჩემს წელზე და ჰაერში აღმოვჩნდი, მთლად ავხურდი და ყველა იმ ადგილზე მომედო ცეცხლი სადაც კი შემეხო, გული საგულეში აღრ მქონდა, მექანიკურად ხელები კისერზე შემოვხვიე, რასაც მისი კმაყოფილი ჩაღიმება მოჰყვა. სწრაფად გავედით ჩემი ოთახიდან, ხმის ამოღებას არ ვაპირებდი მაგრამ როგორც კი შენობიდან გავედით დავიძაბე, მთელი სხეული დამეჭმა და მიუხედავად იმისა რომ ალექსის მკლავებში ყველაზე დაცულად და ბედნიერად ვგრძობდი თავს, მაინც დავარღვიე სიჩუმე -მოთმინების ფიალა მევსება ალექსანდრე და ბოლობოლო მეტყვი სად მივდივართ? მომთხოვნი ტონი მქონდა -ცოტა ხანს მოკეტე, გაღიზიანება აშკარად ეტყობოდა, კარგი ახლა ჩემი ჯერია, ამას პატარა ბავშვი ხომ არ ვგონივარ? როგორც უნდა ისე მათამაშებს ხომ? ვერ მოგართვი ბატონო ალექსანდრე. მის ხელებში ავფართხალდი -რას აკეთებ გოგო? დამიღრიალა და ძირს დამსვა -სანამ არ ამიხსნი რა ხდება ფეხს არ მოვიცვლი აქედან, გავჯიუტდი და ერთ ადგილს მივეყინე, შენობაში საგანგებო სიტუაცია იყო, ხალხის ევაკუაცია მიმდინარეობდა მეკი ვიდექი ასე ჯიუტად და ახსნა-განმარტებას ველოდებოდი, მოდი ვაღიარებ რომ ღირსი ვიყავი იქვე მოვეკალი ალექსს, მაგრამ უკვე დავიღალე ამდენი გაურკვევლობით, მათი თოჯინა და საცდელი ობიექტი არ ვარ, მეც მაქვს რღცეების გაგების უფლება ამიტომ ჩემს პოზიციას არ ვთმობდი -მოგაგნეს ვიქტო...... მისი სიტყვები გამაყრუებელმა წუილმა შეცვალა და ტალღამ დამარტყა, მერე კი თავის არეში წვა ვიგრძენი, გონება არ დამიკარგავს, დაბურული მქონდა ყურები, დაახლოებით ათ მეტრში დავვარდი, ზურგი მტკიოდა, თვალები მეწვოდა და ირგვლივ შავი ბოლი იდგა, გონებაშ რაც პირველად გამახსენდა ალექსანდრე იყო და დაფეთებული წამოვხტი, ცოტა შევბარბაცდი თავბრუ დამესხა მაგრამ დაახლოებით ხუთ წამში გონს მოვეგე და ხმამაღლა დავიძახე ალექსანდრეს სახელი, წელში გავსწორდი და მაინც ვერაფერს ვხედავდი შავი ბოლის გარდა, მერე მკლავზე ძიერი დაქაჩვა ვიგრძენი, მოულოდნელობისგან შევკივლე და ძირს დავეცი, თავი რომ შევაბრინე გაღიმებული ალექსი დავინახე, -ცოცხალი ხარ, სასწორაკვეთილი ხმით ვუთხარი და სახეზე ჩამოვუსვი ჩემი აკანკალებული თითები, პასუხად მისი ხელები ვიგრძენი ბეჭებზე და შემდეგ ყველაზე თბილი და ტკბილი ჩახუტება, მეც მთელი სხეულით მივეკარი ზედ, რაც არ უნდა ყოფილიყო არ მინდოდა მისი სიკვდილი, იქ გულის სიღრმეში არც არასდროს მდომებია, უცნაური შეგრძნება მქონდა, ამ ორომტრიალში სულ არ მადარდებდა რომ ეს ყველაფერი ჩემ გამო ხებოდა, ბედნიერი ვიყავი რომ ადამინი რომელიც მიყვარდა მიცავდა და ჩემთან იყო -ნუ გეშინია აქ ვარ, ყურთან ჩამჩურჩულა. -ახლა სად უნდა წავიდეთ? ქვემოდან ავხედე და ინტერესიანი თვალებით მივაჩერდი -ალისია მოაგვარებს, მითხრა და კიდევ უფრო მომეკრო მაგრამ იმ გველის ხსენებაზე ცივად მოვიშორე მისი ხელები და ფეხზე წამოვდექი, არც გამიხედია გარშემო, იქვე მდგარ მანქანასთან ჩავიცუცქე და სიტუაციის დაზვერვა დავიწყე -აქედან როგორ გავაღწევთ? როგორც კი მომიახლოვდა ჩუმი ნაბიჯებით მაშინვე ვკითხე მაგრამ ამჯერად მკაცრი ტონი მქონდა -ამას საიდუმლოდ დავტოვებ, გაოცებულმა შევხედე და ხელი მოვამზადე დასარტყმელად როცა მის ხელში თეთრი ნაჭერი დავინახე -არც გაბედო ალე..... ვერ დავამთავრე ლაპარაკი, მისი მარწუხების ქვეშ აღმოვჩნდი, ვერ შევებრძოლე ამ ველურს და გაიმარჯვა კიდეც, ცხვირში უსიამოვნოდ მიღიტინებდა რაღაც მძაფრი სუნი, მერე კი რაც მახსოვს მანქანის კარის ჩაკეტვა იყო და უსასრულობაში გადავეშვი... .............. გონს რომ მოვედი თავის ტკივილს ვგრძნობდი, ვერაფერს ვამოძრავებდი, თვალი მძმედ გავახილე და არემარეს თვალი მოვავლე, რგორც მივხვდი კოტეჯში ვიყავი, ტახტისმაგვარ საწოლზე თოკებით შეკრული და პირზე სკოჩი მქონდა მოწებებული, ღმერთო რა ველურია თითქოს ცივსისხლიანი დამნაშავე ვარ, ყელი მიშრებოდა და წყურვილი მკლავდა, როგორც ჩანს თენდებოდა, ნეტავ რამდენ ხანს მეძინა ანს აერთოდ მარტო ვარ ამ ჯანდაბაში? უკმაყოფილოდ ამოვიზმუვლე და თავი წინ წამოვწიე, ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს უროებს მირტყამდნენ, უნდა გამეძლო სხვა გამოსავალს ვერ ვხედავდი, უმოქმედობა მომკალვდა. ზედ დავიხედე და კიდევ კარგი საწოლზე არ ვიყავი მიბმული, კიდევ ერთხელ შედარებით ხმამაღლა ამოვიზმუვლე მაგრამ არანაირი ხმა არ ისმოდა, წამოდგომა ვცადე, ნელნელა წამოვიწიე მთელი სხეულით და ფეხები ძირს დავდე, რადგანაც ხელები უკან მქონდა შეკრული უფრო რთულად იყო საქმე, გარშემო მიმოვიხედე, მხოლოდ ერთი მაგიდა, პატარა ტუმბო, და რამდენიმე სკამი იდგა ოთახში, მაგრამ ის კი შევატყე რომ ეს ადგილი მხოლოდ ამ ოთახისგან არ შედგებოდა, რამე ბასრი საგანი უნდა მეპოვა რომ თავი გამენთავისუფლებინა, მაგრამ ვერაფერი ვერ ვიპოვე, სულელი არ არის ალექსანდრე რას დამიტოვებდა აქ რამეს, მოიცა მოიცა არც მე ვარ სულელი, გონებაში ნათურა ამენთო და ფანჯრისკენ გავიხედე, უკან შეკრული ხელები საჯდომის ქვემოთ ჩავწიე და ფეხები მოვკეცე რომ წინ გადმომეტანა, კმაყოფილი წამოვხტი და იმის შემდეგ რაც დავრწმუნდი რომ ოთახში მარტო ვიყავი იქვე მდგარი სკამი ავიღე და ფანჯარას გავუქანე -ესეც ასე, ეშმაკურად გავიღიმე და ერთ-ერთი ნატეხი ავიღე, სანამ ხელებს და ფეხებს ვიხსნიდი გონებაშ საკმაოდ კარგი გეგმა დავსახე და აბა გამოიცანით რაა? რათქმაუნდა გაქცევა არა, არ ვთვლი რომ გაქცევა გამოსავალია, არასდროს უნდა გექცე პრობლემებს რადგან ადრე თუ გვიან ის მაინც შენი გადასჭრელი იქნება ისევ და სჯობს ადრე მოაგვარო ვიდრე რამდენიმე თის ან წლის შემდეგ... ფიქრებიდან კარის ხმამ გამოიყვანა და სანამ ოთახის კარებსაც შემოაღებნენ მანამდე ფანჯარაზე ფარდები ჩამოვაფარე და ტახტს მივვარდი და ზედ ისევ იგივე მდგომარეობაში დავწექი, გული სწრაფად მიცემდა ასეთი მოქმედების შემდეგ -ფუუ ჯანდაბა პირზე სკოჩი აღარ მაქვს აკრული, გულში გავიფიქრე და საკუთარი თავის ცემა მომინდა. კარის ჭრიალიც გაისმა და შგნით ალექსანდრე შემოვიდა, მაშინვე ფანჯრისკენ წავიდა მაგრამ შუა გზაში შედგა, რამდენიმე წამი ასე იდგა მერე ჩაიცინა და ჩემკენ წამოვიდა, ამას ვგრძNობდი და სახე მიხურდებოდა მის სიახლოვეზე რომ ვფიქრობდი, ნელა მომიახლოვდა და თითი ლოყაზე ჩამომისვა სწორედ ამ დროს მარჯვენა ხელში დამალული შუშის ნატეხი ამოვიღე, ორვე ხელით მხრებში ვეცი და ტახტზე დავაგდე, ზემოდან დავაჯექი და შუშა კისერთან მივუტანე -მშვიდად ფისოო, ეშმაკური ღიმილით მომაშტერდა-ასეთი სიფიცხე არ არის საჭირო -სად ჯანდაბაში მომათრიე, თვალები ალბათ მართლაც კატასავით მიელავდა ისეთ მრისხანებას ვგრძნობდი -როგორ გიხდება გაბრაზება ვერც წარმოიდგენ, არც კი ცდილობდა გათავისუფლებას, სამაგიეროდ კარგად გამოსდიოდა ჩემი დაიგნორება და გაბრაზება -პასუხს ველოდები, უფრო მეტად მივაჭირე ყელზე შუშის ნატეხი -იცი რა სექსუალური ხარ -გეყოფა, გამოვცერი კბილებში -ველური ფისოები რომ აღმაგზნებენ გითხარი უკვე? მის თვალებში ათამაშებული ჭინკები კონცენტრაციის საშუალებას არ მაძლევდნენ -მოკეტე, დავუღრიალე -ისე ასეთ საწოლზე სე*სზე უარს არ ვიტყოდი, თვალები კინაღამ გადმომცვივდა -თავხედი ხარ, ესღა ვუთხარი და ისე დავიბენი სულ დამავიწყდა რომ რამდენიმე წუთის წინ მისთვის ინფორმაციის გამოძალვას ვაპირებდი, რათქმაუნდა ისარგებლა ვაჟბატონმა ამით და თავისი მკლავები თეძოებზე მომიჭირა და ზემოდან მომექცა, უკვე პიკზე მქონდა ნერვები, მთელი ძალით ვკარი ხელი და გვერძე გადმოვხტი -რა ინდა ალექსანდრე რა? მთელი ხმით ვუღრიიალე და მრისხანება ამოვაყოლე ამ ხმას-გინდა შენი სათამაშო ვიყო? არ გამოგივა გესმის? მე ალისია არ ვარ რომელსაც თავისივე კაბინეტში ჟი*ავ, (სხეული ერთიანად მიხურდა და ვეღარ ვაკონტროლებდი რას ვამბობდი) -სულელი ხარ გოგო? ვერაფერს ხვდები? მეგონა ჭკვიანი იყავი. მის სიტყვებზე მთლად დავიბენი-რამდენჯერ მიგანიშნე და ვცადე რამით მიმეხვედრებინე, ნელა მიახლოვდებოდა და ინსტინქტურად უკან ვიხევდი, პირდაპირ თვალებშ მიყურებდა -ჯანდაბას შენი მინიშნებები, დავიღალე ამ მინიშნებებით და ქარაგმებით, კუთხეში მდგარი სკამი ავიღე და გავუქანე, სწრაფად დაიხარა და აიცილა, ჩემკენ უსწრაფესი ნაბიჯებით წამოვიდა და მკვლელის სახე ჰქონდა, არც კი შეუნელებია ისე მოვიდა ჩემთან და ორივე ხელი წელზეე მომკიდა და კედელზე მიმახეთქა -ახლა რომ არ გაკოცო გავგიჟდები, პასუხს არც დალოდებია ისე მეცა, ყველაფერი ერთად მომაწვა და ძლიერმა ვნებამ შემიპყრო, ხელში ამიყვანა და წელზე შემომაწყობინა ფეხები, მთელი არსებით და ვნებით ვკოცნიდით ერთმანეთს, მისი ცივი ხელები ჩემს დასუსხულ ბეჭებზე მოძრაობდნენ, ყელთან მომწვდა მისი რბილი ტუჩები და სიამოვნებისგან ამოვიოხრე, არ მინდოდა რომ ეს წამი როდისმე დასრულებულიყო, არ გავუშვებდი ის მხოლოდ ჩემი იყო და ამას მის თითოეულ მოძრაობაში ვგრძნობდი, ნელნელა მისი ტუჩემი მომშორდა, მეც სუნთქვის დარეგულირება დავიწყე, ერთმანეთთან ისევ ახლოს ვიდექით და ჩვენს სუნთქვას ვუსმენდით რომელიც საპირისპირო მიმართულებით ორივეს გვეცემოდა სახეზე -შენ ჩემი ხარ და მხოლოდ მე მეკუთვნი! მისგან წამოსული ეს სიტყვები სწრაფად მოედო ჩემს სხეულს და სასიამოვნოდ დამბურძგლა, არ ვაპირებდი აქ ალისიას ხსენებას რადგან ვყელაფერი ნათელი იყო, მაგრამ დარწმუნებული ვიყავი ალექსი მაინც ამიხსნიდა ყველაფერს.. -უკაცრავად ხელი ხომ არ შეგიშალეთ? ამ ხმის გაგონებაზე ელვის სისწრაფით შევტრიალდი ამ სიტყვების ავტორისკენ და მოულოდნელობისგან გავშეშდი, ალექსანდრემ წელზე ხელი მომკიდა რომ დავეჭირე, შოკირებული და გამოშტერებული ვიდექი, ყველას წარმოდგენას და ნახვას ველოდი ამ ოთახში მაგრამ არა მისას, აბათ მესიზმრება მაგრა ალექსის ხელს იმდენად კარგად ვგრძNობ რომ სიზმარი ვერ იქნება, სიმწრისგან ორი სიტყვის თქმაღა მოვასწარი -ჯანდაბა იოანე......... ........ ჩემო ტკბილებო როგორც დაგპირდით დღესაც დავდე ახალი თავი და იემდია ისიამოვნებთ, ველოდები ემოციებს <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.