შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ყველაფერი უფერულდება #1


1-03-2017, 22:07
ავტორი lanukk
ნანახია 1 404

ქუჩებში მიმავლას ისევ იმაზე ვფიქრობ თუ როგორი ერთფეროვანია ყველაფერი, ქუჩები, სახლები, მაღაზიები ჩემი ცხოვრებაც კი. არც კი ვიცი რა მოვიმოქმედო რომ ცოტა მაინც გამოვფიხზლდე და ისე აღარ მივიწევდე ხალხში ჩემი უჟმური სახით რომელიც არც ისე ხშირად იცვლება. როგორც ყოველთვის უნივერსიტეტიდან სახლში მისვლამდე ჩემს თვალებს არაფერი გამოპარვიათ. ისევ ისე როგორ ადრე ახლაც ყველაფერს ვაკვირდები უბრალოდ ახლა არა გაბრწყინებული არამედ ჩვეულებრივი თვალებით, იმის იმედით რომ რაიმე ახალს დავინახავ . მიყვარს ხალხზე დაკვირვება, თითქოს როდესაც მათ ვუყურებ ვხვდები როგორნი არიან, რა უხარიათ, რა სწყინთ, როგორ ხასიათზე არიან ან თუნდაც ვინ არიან. თუმცა უკვე ყველა ჩემი თვალსთვის ნაცნობი სახეა, ყვეა თითქოს სადღაც მინახავს, არა ხომ ვამბობდი ბათუმი ზედმეტად პატარაა. ეს არის ქალაქი სადაც დავიბადე, გავიზარედე, სადაც ვცხოვრობ. მიყვარს ბათუმი, ზღვა მაგრამ რაც ყველაზე მეტად მაღიზიანებს ეს ერთფეროვნებაა, ხალხი უბრალოდ დინებას მიჰყვება, ამ ქალაქში უკვე აღარავის უნდა სიგიჟის ჩადენა, არც რაიმე ახალი. თითქოს ეს არის მათი ცხოვრება, წავიდნენ სამსახურში, მოვიდნენ, ჭამონ და დაიძინონ. ასე ხომ არ შეძლება, მათ უკვე გართობის სურვილიც აღარ აქვთ, რაც ყველაზე მეტად მაგიჟებს... მინდა რომ ეს ქალაქი გამოვაცოცხლო, არმინდა რომ ზაფხულს ველოდო მხოლოდ იმიტომ რომ ისევ წავიდეს. - ჩემ ფიქრებში ჩართულს მხოლოდ ახლა ვამჩნევ ჩემს წინ „ამხედრებულ პრინცს“. კარგი ცოტა გადავაჭარბე, ჩემს წინ არც ცხენია და არც კეთილმომასწავლებელი პრინცი. მოტოციკლზე მომჯდარი „პრინცი“ ჩაფხუტს იხსნის და ჩხუბს იწყებს:
-თვალები სად გაქვს? არ იხედები წინ? რომ გამეტანე მერე რაშვებოდი? - გამწარებული მეჩხუბება და მისი ჯიხური თვალებით კი ალბათ მჭამს კიდეც. ხო ლანა ახლა უნდა გამოფხიზლდე და აჩვენო ამ ა*ვარს მისი ადგილი, თორემ შეიძლება თავზე გადამა*ვას.
-დაამთავრე? - ირონიულად ვეკითხები, და ტუჩის კუთხეში ღიმილი მეპარება. „პრინცი“ კი ისეთი სახით მიცქერს რომ უფრო მეღიმება.
-შენ ნორმალური ხარ საერთოდ? ორი წუთის წინ კინაღამ გაგიტანე და შენ კიდევ იღიმი?
-ჰო ალბათ ჯერ არ დაგიმთავრებია. - ისევ ვაგრძელებ მის ნერვებზე თამაშს.
-ღმერთო ჩემო ამას ვის გადავყარე, გოგო რას გეუბნები და რას მეუბნები, მეგონა ამ ქალაქში ყველა ნორმალური იყო და არ გამოჩნდა გიჯი?
-მერე არ გიხარია?
-ჰა?
-არ გიხარია რომ ყველა ნორმალური არაა?
-ვაიმე შენთან ლაპარაკი შეუძლებელია.
-თქვა ბიჭმა რომელმაც რომელმაც კინაღამ გოგო გაიტანა და თან მხოლოდ ორი წუთი ელაპარაკა. - ისევ ირონიული ღიმილით ვაგრძელებ
-ვაიმე ჯობია გამეცალო.
-და რომ არა? რა მოხდება? წყობიდან გამოხვალ და შემდეგში მართლა გამიტან?
-პირველად ვხედავ გოგო ასეთი გამაღიზიანები იყოს.
-კომპლიმენტად მივიღებ.
-შენ მემგონი ყველაფერი პირიქით გესმის ხო?
-არვიცი სიმართლე გითხრა, ექიმთან რომ ვიყავი ყველაფერი რიგზე გაქვსო. თუმცა შენ თუ ეჭვი გეპარება ისევ გავისინჯავ. მაგაზე გაწყენინებ კაცო? - უკვე გადაკისკისება მინდება, თუმცა ისე კარგად ვმსახიობობ რომ ვიღაცას ეგონება რომ სერიოზულად ვეუბნები.
-გამეცალე
-ვაიმე კიბატონო, მე გაკავებდი? შენ თვითონ იჯექი მაგ შენ მოტოზე და მელაპარაკებოდი თან არც ჩერდები, მითუმეტეს შენ დაიწყე, მე უბრალოდ გელოდი როდის დაამთავრებდი ჩემს დათვალიერებას თუმცა ვერადავერ მოწყდი.- სრულიად „გულწრფელად“ ვეუბნები და ხელი პირზე მიმაქვს, შეცხადიების ნიშნად თითქოს ამწუთას შეურაწყოფა მომაყენა. ვხედავ „პრინცს“ როგორ ბრაზდება, და როგორ უნდა გამგლიჯოს თუმცა ვერ მივართმევ.
-ვინმეს უთქვამს რომ ზედმეტად დიდი წარმოდგენა გავს საკუთარ თავზე?
-იცი არა. პირიქით მეუბნებიან ზედმეტად თავმდაბალიხარ და შენი თავი დაიფასეო. და რავიცი აბა რჩევა გავითვსლისწინე. კარგი ამდენ სიამოვნებასაც ვერ მოგანიჭებ ჩემთან ლაპარაკით. მეჩქარება კარგად. - კოცნა ჰაერში გავუგზავნე, ირონიულად გავუღიმე და ისე გაოცებული დავტოვე.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent