შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჰილეგი (14)


1-03-2017, 22:23
ავტორი MariamG
ნანახია 2 312

***

მანქანა სწრაფად მიდიოდა გზაზე. წამის მეასედებში სცდებოდა ხეებსა და გადაფენილ, გადაკეცილ გზებს. ქეთი თვალს არ აშორებდა ხედს. თან ეცნობოდა და თან, ეუცხოებოდა იქაურობა. ყოველ წამს იმაზე ფიქრობდა, რისი ნიშანი იყო ვიოლები და ლეგენდის ამბავი?! ნებისმიერი ქალისთვის, ასეთი უეცარი, წამიერი გამოჩენა ბედნიერება იქნებოდა, თუმცა ახლაღა ჩაფიქრდა, გზამ როგორც ყოველთვის, დარდი გაუმძაფრა. იქნებ, სულაც არ ყოფილა დაბრუნების მიზეზი და უბრალოდ, გამოსამშვიდობებელი, შეცდომის გამოსასყიდი გზა იყო? დაიბნა.
-მერაბ, მითხარი რა, რა ხდება? -მერაბს ხმა არ ამოუღია. სარკიდანაც კი არ გამოუხედავს. ჩაფიქრებული ატრიალებდა საჭეს. ეტყობოდა, თავიდანვე ეტყობოდა, რომ მაქსიმესთან იმაზე უფრო ახლოს იყო, ვიდრე ამჟღავნებდა. რა ერქვა ასეთ ადამიანს? საერთოდ, რა ჰქვიათ ადამიანებს, რომლებსაც ხშირად უწევთ ერთის დასაცავად, მეორე გამოიყენონ? და საერთოდ, იყენებდა ქეთის? ბოლოს და ბოლოს, ეს ფიქრები უნდა მოეშორებინა. ისეთი ფიქრიანი, დარდიანი და დაბნეული გახდა, რეალობის აღქმის უნარი თითქმის დაკარგა. მერაბის სიმშვიდემ გაანერვიულა. თვითონ ასე მაშინ იქცეოდა, როცა ეშინოდა რაღაცის აღიარების, რაღაცის მოყოლის. მაგალითად, ჩუმდებოდა, უდარდელ სახეს იღებდა, როცა რაღაც ისეთი უნდა ეთქვა, რაც თავისთავად გაუბზარავდა ხმას და ბგერებს ჩამოუწყვეტდა. რამდენიმე წუთი სიჩუმეში გაატარეს. მერაბმა სადღაც გადაუხვია, ძლიერად დაამუხრუჭა, ქეთიმ წონასწორობა დაკარგა და მკერდით წინა სავარძელს მიეხეთქა. ტკივილი დააიგნორა, ვითომ არც ყოფილა, გასწორდა. სანამ რაიმეს იტყოდა, მერაბმა ღვედი შეიხსნა, კომფორტულად მოთავსდა და მობრუნდა.
-წინ გადმოდი. -ქეთიმ ეჭვით აათვალიერა, მერე აწ გაღებული საკეტი გამოსწია, კარი დახურა და წინა სავარძელში ჩაენარცხა. უყურებდა სახეშეცვლილ მერაბს. განა ბოროტება ეწერა? არა! პირიქით, მშობელივით დარდიანი ეჩვენა, სწორედ ისეთი სახე ჰქონდა, ქეთის დედა რომ იღებდა ნერვიულობისას. ზღვისფერ თვალებში ტალღებივით ელვარებდა დარდი.
-ჭკვიანი გოგონა ხარ, შეამჩნევდი ყველაფერს. ამ უცნაურობას, აუხსნელ ქმედებებს. ალბათ, შენც დაიბენი და აირიე, ისევე როგორც სხვები დამეც. -ქეთიმ სიტყვის ჩაბმა ვერ გაბედა, გაჩუმდა, ოღონდ ისე, რომ საკუთარი გულის ცემა ჩაესმოდა ყურებში.
-ოდესღაც ყველა ვიყავით იმ ეტაპზე,რომელსაც შენ გადიხარ. ძნელია, ძალიან მტკივნეული საფეხურია. თავისთავად გიცრუვდება იმედები და ძალის მოკრების ყოველ მცდელობას, დაცემა და ტკივილი მოჰყვება. მაგრამ მაქსიმეს ნურაფერს დააბრალებ. ვიცი, არ ამბობ, მაგრამ აპროტესტებ. ალბათ მართალიც ხარ. ეს ახალგაზრდა კაცი ბევრ პრობლემას ქმნის. მაქსიმე ჩემი ნათლულია. ერთადერთი, ვინც დარჩა, მე ვარ. -ქეთი დაიძაბა. სევდამ შეიპყრო. იმ ამბის მოსმენას იწყებდა, რომელიც კიდევ ერთხელ გამოიწვევდა მასში ტკივილის საზიზღარ გრძნობას.
-მას აღარავინ ჰყავს. არც ერთი ნათესავი, არც ერთი ოჯახის წევრი. სიმართლე ითქვას, არც სჭირდება. ბავშვობიდან ასეთი იყო -მერაბს ჩაეცინა. -არა მხოლოდ მისი ნათლია, მისი ოჯახის განუყრელი მეგობარიც ვიყავი. ჩემთან იზრდებოდა და მასში ყოველთვის ღვივდებოდა ის ფესვები, რაც ახლა ტანადი, მაღალი ხეა. მაქსიმე ასეთივე უხასიათო და ცივი გაიზარდა. ალბათ, ფიქრობდი რომ მიზეზი ჰქონდა. არა -მერაბმა დანანებით გადააქნია თავი. -მაქსიმე შესაშურ ოჯახში იზრდებოდა. საოცარი მშობლები ჰყავდა, სიგიჟემდე უყვარდა ისინი, მაგრამ რა ექნა, გამოხატვა არ შეეძლო. ეწყინებოდა და მარტო რჩებოდა, გაუხარდებოდა და მაშინაც მარტო ყოფნას ნატრობდა. დედასთან ძალიან ახლოს იყო. -ქეთი გასწორდა, თვალები ოდნავ აეწვა, უკეთესად მოთავსდა და სმენად იქცა.
-დასასრული ალბათ იცი.
-ვხვდები, რომ მისი მშობლები გარდაიცვალნენ, მაგრამ ნამდვილად ვერ ვხვდები რატომ ვსაუბრობთ მაქსიმეს პიროვნებაზე? რა კავშირშია, მითუმეტეს, თუ ახლა დახმარება სჭირდება და უნდა ვიჩქაროთ? -ქეთი ანერვიულდა. მერაბმა თავი გადასწია, ერთ ხანს უყურა ქეთის და მერე ხელი ჩაიქნია.
-შვილო, გამოფხიზლდი. მართალია, მაქსიმემ ნახევარი ცხოვრება ტრაგედიაში გაატარა, მაგრამ ის ასეთად დაიბადა, მას ვერ შეცვლი.
-მე მისი შეცვლა არ მსურს -გამოსცრა ქეთიმ.
-მართლა? მაშ, რატომ ხარ იმედებით სავსე?
-ეს უბრალოდ ეტაპია, რომელიც გადაილახება. -იმართლა თავი ქეთიმ და სხვა მხარეს გაიხედა. მერაბს გაეცინა.
-მაქსიმეს მშობლები არც მძიმე სენისგან გარდაცვლილან, არც დილით დახვედრიათ მკვდრები. უბრალოდ მოკლეს. -ჩაილაპარაკა მერაბმა. ქეთიმ თავი მოაბრუნა, სახიდან ფერები გადაეცალა, ტუჩები აუკანკალდა და გაუთეთრდა. გადაჯვარედინებული ხელები დაუშვა, ოდნავ უკან გადაიწია, საზურგეს მიეყრდნო და ცალი ხელი პირზე აიფარა.
-და ახლა, მაქსიმე იმას ასრულებს, რაც ათი წლის წინ დაიფიცა. პირველი იქნება-თქო ვერ გეტყვი, მაგრამ. -მერაბი გაჩუმდა. საკუთარ ხელებს დახედა. ისე, თითქოს ყველაზე ბინძურ ნივთებს აკვირდებოდა. -ადამიანს ბევრი შეუძლია, ქეთი. თითქმის ყველაფრის ძალა აქვს. და გამწარებულ ადამიანს კიდევ უფრო მეტის. აქამდე, მაქსიმეს ზურგსუკან ვიდექი და ტყვიებს მე ვაწვდიდი, როცა სამიზნე აერეოდა მე ვუსწორებდი და მიუხედავად იმისა, რომ ყოველთვის ვაცნოებიერებდი, ეს ცოდვა იყო, მაქსიმეს დატოვება არ შემეძლო. ვიცოდი, ერთ დღეს გამოჩნდებოდა ადამიანი, რომელიც ჩემს ადგილს დაიკავებდა მის ზურგთან, ოღონდ ტყვიებს წაართმევდა, შემოაბრუნებდა და ეტყოდა, რომ საკმარისია. ეს ადამიანი მეგი არ იყო. გვეგონა, მაგრამ არ იყო. მეგი უბრალოდ მსხვერპლად შეეწირა მაქსიმეს, ის სუსტი, გამოუცდელი ბავშვი იყო, რომელიც პირდაპირ ხელებში ჩაუგდეს. -ქეთი ყურებს არ უჯერებდა. გაოცებული მიშტერებოდა ცრემლმორეულ მერაბს. წარმოდგენა არ ჰქონდა რას გრძნობდა. იცოდა, ეჭვობდა, რომ მაქსიმეს მშობლები ასე უბრალოდ არ გაუჩინარდებოდნენ, ერთი შეხედვით, ზედმეტი ფანტაზიის უნარის გამომჟღავნებას ჰგავს ყველა დეტალში საეჭვოს ძიება, თუმცა თვითონ მაქსიმე იყო უცნაური, რთული დასაჯერებელი გახდა, რომ მის გარშემო ჩვეულებრივი რაღაცებიც ხდებოდა. ქეთიმ მძიმედ გადაუშვა ჰაერი ფილტვებში, ყელში გეჩხირა სიმწრის უზარმაზარი ბურთი.
-მე? თვლით რომ მე შემიძლია მაქსიმე ცხოვრებისკენ მოვაბრუნო? -ნერვიულად ჩაეცინა ქეთის. ხელები თმაში ახლართა. -ყველანი გიჟები ხართ! მაქსიმემ ცხოვრება დამინგრია. იმ დღიდან ვემსგავსები მეგის, რაც იმ დაწყევლილ სახლში მივედი. ვაღიარებ, თავისი წილი სინანულიც და მონატრებაც დამიტოვა , მაგრამ სულ ასე იქნება? სულ ფარად გამომიყენებთ? ყოველთვის მე დამაყენებთ იმ დარტყმების წინ, რომლებსაც თავად ვერ უძლებთ?
-ქეთი, დამშვიდდი. ასე არ არის.
-ჯანდაბასაც წაუღია მაქსიმე! ღმერთო! მგონია, რომ მისკენ გზა მეხსნება, რომ მისი სიძულვილის მიზეზი აღარ მაქვს,რომ დამშვიდებულს შემიძლია დაძინება და შემიძლია ვაპატიო, მაგრამ ჩნდება რაღაც, რაც ნდობას მართმევს, რაც მაზიზღებს ყოველ წამს, რომ მაქსიმეს ვიცნობ.
-ქეთი, ადამიანს შანსს ართმევ.
-მერაბ, შანსი მეც წამართვეს!
-სამაგიეროს გადახდა რამეს გარგებს?
-რატომ არ მიხვალთ მაქსიმესთან და მას არ გაუზიარებთ ამას? -ეჭვით გახედა ქეთიმ. ხმა აღარ ამოუღია მერაბს. აღარც ქეთის დაუმატებია რამე. ათი წუთის განმავლობაში ჩუმად ისხდნენ. ქეთის თავი უსკდებოდა. როგორც ყოველთვის, მაქსიმე შეცდომას უშვებდა და ქეთი შუაში უნდა მდგარიყო, აუცილებლად უნდა მიეღო ყველა დარტყმა საკუთარ თავზე. ერთი წამით გაიფიქრა, ერთი დახმარება სიკეთედ დარჩესო, მაგრამ უკან ის გზა დაუდგა, რომელსაც საკუთარ სახლამდე მიჰყავდა, სადაც დედა ელოდებოდა, თავისი ძველი ცხოვრება ჰქონდა. მართალია ეს ყველაფერი პატარა და ერთფეროვანი იყო, მაგრამ მაინც...
-ერთმანეთისთვის გაჩენილები. ყველაზე უაზრო ნაბოდვარი მითია, არა ქეთი? -ეჭვით გახედა მერაბმა. თვალებში ცრემლები ჩასდგომოდა. -ეს ყველაფერი ოდესმე დავიწყებას მიეცემა, მაგრამ სამუდამოდ რჩება გონებაში ის, რაც აუცილებლად უნდა მომხდარიყო, მაგრამ არ მოხდა. ქეთი, მანქანა მოვაბრუნო? -სძულდა, ვერ იტანდა მერაბს, მაქსიმეს, საკუთარი ცხოვრებაც კი სძულდა. კბილები ძლიერად დააჭირა ქვედა ტუჩს, თავი უკან გადადო, თვალები დახუჭა. ერთი წუთის შემდეგ თავი დაუქნია. მანქანა სწრაფად მობრუნდა, სახლისკენ მიმავალ გზას დაუბრუნდა. ინანებდა, აუცილებლად ინანებდა. წარმოდგენა არ ჰქონდა რისთვის გაწირა მაქსიმე, სულიერი სიკვდილისთვის, თუ ფიზიკური? მაგრამ იმსახურებდა. იმსახურებდა, იმიტომ რომ ადამიანს, რომელსაც ენდობი, ფიქრობს, რომ ყველაფრის უფლება აქვს და სწორედ ამიტომ, ყველაფერს აკეთებს და გღალატობს. მანქანა საშუალო სიჩქარით მიდიოდა, ქეთი დაძაბული იჯდა, წარმოდგენა არ ჰქონდა რისთვის აკეთებდა ამ ყველაფერს. ან, რატომ მოადგნენ, მსხვერპლშეწირვის რიტუალივით, შუაში ყოველთვის ქეთი იდგა და ყველაფერი ქეთიზე გადადიოდა. ვიოლები. რა თქმა უნდა, გადაბირების უნაკლო საშუალება. ქეთიმ თავი გადააქნია, ჩამოგორებული ცრემლი მოიწმინდა. ვერაფრით ივიწყებდა იმ ღამის დიალოგს, არ ავიწყდებოდა მაქსიმეს ზრუნვა, მწარე სიტყვები, საშინელი საქციელები, ბუხრის წინ ჯდომა,ვისკის წრუპვა და ფიქრი. ფიქრიანი მაქსიმე, რომელიც ყველაფრის მიუხედავად, საოცარ შარმს ატარებდა, საოცარი თავისებურება ჰქონდა. ლეგენდა გოგონაზე, რომელსაც გულცივი ბიჭი შეუყვარდა, დარდისა და ტკივილისგან მოკვდა, მის საფლავზე კი სამი ფერის ყვავილი ამოვიდა. ირონიულია.
-მობრუნდი. -თქვა ქეთიმ. მერაბმა დაამუხრუჭა. საერთოდ არ ეტყობოდა გაოცება, პირიქით, თითქოს ამ მომენტს ელოდაო. წუთიერი ფიქრის შემდეგ, მანქანა მობრუნდა, სწრაფად დაიწყო საწინააღმდეგო მიმართულებით სვლა. მერაბი ყოველ წამს საათს უყურებდა. დაახლოებით ოცი წუთი იმგზავრეს, მანქანამ სადღაც გადაუხვია, ნელ-ნელა ღამდებოდა. სუსტად ჩაბნელებულ ქუჩებში ლამპიონები უკვე ანთებულიყო. შორიდანვე ჩანდა უზარმაზარი სახლის სახურავი. მანქანა სწრაფად შევიდა ეზოში, ჭიშკართან ერთი კაციც არ იდგა, საოცარი იყო მაქსიმეს მხრიდან ასეთი დაუცველი გარემო. მერაბს ეტყობოდა, დრო აღარ ჰყოფნიდა, სწრაფად გადმოვიდა მანქანიდან, ქეთიც მას მიჰყვა. ვერც კი შეამჩნია, ისე სწრაფად აუძგერდა გული, თითქოს დაამტვრევდა ძვლებს, გახევდა ხორცს და გარეთ გადმოვარდებოდა. თვალები ცრემლის სქელი ფენით აევსო. მაქსიმე ეგულებოდა და თან, თითქოს ხვდებოდა, რომ მოლოდინი გვიანი იყო. მანქანასთან იდგა, სანამ მერაბი მოუსვენრად აკაკუნებდა კარზე. ქეთი თითქმის დანებდა, თითქმის შეეგუა, რომ სულ არაფრისთვის მობრუნდა. მანქანის სახელურს ჩაჰკიდა ხელი, გამოსწია და სახლის კარის ჭრიალმა, მუხლები მოუკეცა, წონასწორობა ძლივს შეინარჩუნა, როცა კარში მდგომი, თეთრ პერანგში გამოწყობილი მაქსიმე დაინახა. სახე ძველებურად უემოციოდ უელავდა, ნაკვთები დაჭიმული ჰქონდა, თვალები - ცივი. მერაბი აათვალიერა, მზერა ქეთიზე გადაიტანა და თითქოს, შორიდანვე გაშრა. თვალებზე სხივი დაეცა, ეტყობოდა, თავს კონტროლს უწევდა და არაფერს იმჩნევდა. ქეთი მაგრად მოეჭიდა სახელურს, სულ ცოტაც აკლდა და დაეცემოდა. უყურებდა თვალებში ახალგაზრდა კაცს და ხვდებოდა, რომ სასიამოვნოდ თუ უსიამოვნოდ, მაინც გიყვარს!

***
მაქსიმემ კარი ფართოდ გააღო. ქეთი ადგილიდან არ დაძრულა. თვალს არ აშორებდა მაქსიმე ქეთის. მერაბს შეუღრინა, რაღაც გადაუჩურჩულა და ზღრუბლს უკან გადგა. ქეთის წამწამებზე ჩამოეკიდა ცრემლები, უნდოდა მასთან მისულიყო, მაგრად გაერტყა, ეყვირა და მერე, დასუსტებული მოხვეოდა. სძულდა და არ უყვარდა. არ უყვარდა. ზღვარზე იყო.
-ქეთი. -ამოილაპარაკა მამაკაცმა. ქეთი დაფრთხა. -ახლავე მოშორდი. -შეუღრინა მაქსიმემ. ქეთიმ თვალები დახუჭა. მერე რა, რომ ვერაფერს ხვდებოდა. მმიხვდებოდა, ახლა თუ ვერა, მერე მაინც.
-მაქსიმე.
-აქედან მოშორდი! -იღრიალა კაცმა. ირგვლივ ყველაფერი ჩაწყნარდა. გარემო სიჩუმეში ჩაიძირა. ერთადერთი, რაც დარჩენოდა დაჯერება და წასვლა იყო, თუმცა არ შეეძლო. მერაბი ჩუმად იდგა, ხან ერთს უყურებდა, ხან - მეორეს. მერე, წავიდა, მანქანაში ჩაჯდა და ქეთის ანიშნა, იქით მისულიყო. ქეთი სწრაფად გაიქცა, მაქსიმეს წინ აიტუზა.
-გაეთრიე.
-მომისმინე!
-რა ჯანდაბა გინდა აქ?
-მიდი, რომ დამშვიდდები, მერე ვისაუბროთ.
-მშვიდად ვარ.
-არა, მე მიყურებ და ღელავ. -არ ცხრებოდა ქეთი.
-მოშორდი!
-ვიოლები. აი შენი სიმართლე. -მაქსიმეს ნაკვთები დაეჭიმა. მთელი სხეულით დაძაბული იდგა.
-არანაირი სიმართლე არ დევს ყვავილებში.
-მატყუარა.
-წახვალ?
-არ წავალ.
-რა ჯანდაბა გინდა ჩემთან?
-შენ თვითონ რა გინდა?
-შენთან?
-ჩემგან, მაქსიმე!
-ხომ გაგაგდე? ქეთი. -მხრებში ჩააფრინა მამაკაცი. მძიმედ ამოისუნთქა. -არ ვიცი რას ფიქრობ, არ ვიცი რა გგონია, მეც არ ვიცი. ხო, ვიოლები გამოგიგზავნე, რაღაც დაგიტოვე, დაგიწერე, მაგრამ არ გამოვა. გაიგე, რომ არ გამოვა. ჩემი ცხოვრებით შენ ვერ იცხოვრებ. მე შენ არ მიყვარხარ, არ შემიძლია და თან ვერ გიძლებ. გიყურებ და ვერ გიძლებ.
-ვიცი,რომ არ გიყვარვარ. მეც იგივეს ვგრძნობ, ზუსტად ისეთივე ამაზრზენი ხარ ჩემთვის, როგორც ყველაფერი დანარჩენი, მაგრამ რაღაც ხომ მაინც არსებობს? ძალიან რომ გთხოვო, იმ ყველაფრის ხათრით, არ გაჩერდები? მე წავალ, გავქრები, მაგრამ შენ?
-ქეთი.
-მეშინია მაქსიმე. -აღმოხდა ქეთის. თვალებიდან ცრემლები გადმოსცვივდა. -მეშინია, რომ კარგად არ იქნები. -ახალგაზრდა კაცი დაფრთხა. ხელები ჩამოუშვა და უკან დაიწია.
-კიდევ უფრო უარესიც შეიძლებოდა, ხო? -ჩაეცინა. -მეტიც მაქსიმე? -კაცი ჩუმად იდგა. აკვირდებოდა, ქეთის სახეს სწავლობდა.
-უარესის შემთხვევაში, ვიოლები გადაყარე. -კარი ძლიერად მოიქნია მაქსიმემ და ქეთის ცხვირწინ დაუხურა. იდგა, საცოდავად, საკუთარ მცდელობას გლოვობდა და ხვდებოდა, რომ არ დასრულებულა.

__
ბოდიშს ვიხდი მცირე თავისთვის და კიდევ იმისთვის, რომ ამ თავს ბევრი რამ აკლია. სხვანაირად ვერ დავწერდი, უნდა დამეკლო.



№1  offline ახალბედა მწერალი ლორელაი

მომეწონა. უბრალოდ ვერ ვიგებ რატომ გაიბრძოლა მაქსიმემ ბოლოს მაინც, თუკი ყვავილებმა მაინც გაყიდეს მისი სურვილები.

 


№2  offline წევრი kakulia

ძალიან კარგია kissing_heart

 


№3 სტუმარი Guest baby girl

საოცრებააა heart_eyes არა რა მართლა დიდი ინტრიგანი ხარ smiling_imp მარა შენც ტოვებ მინიშნებებს მაქსიმესავით (ადვილად შესამჩნევად თან) :D ვამაყობ შენით heart_eyes kissing_heart საუკეთესოზე საუკეთესოა<3

 


№4  offline ახალბედა მწერალი lullaby

ოოხ ამათი დიალოგები მკლავენ მე!!!
არა მარიამ, საერთოდ არ მომჩვენებია, რომ ამ თავს რამე აკლდა... უბრალოდ შენ რომ გაქვს ასეთი შეგრძნება ეგაა ცუდი... აწი ეცადე, რომ არ იჩქარო დადება რაც არ უნდა შეგაწუხონ მკითხველებმა.
რატო გადაიფიქრა მაქსიმემ, რატო? (( საკუთარი თავი ხომ უკვე გაყიდა ყვავილებით?
როგორი კარგია მაინც...

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent