უცნობი (1)
გოგო რა ქენიი? ჩავაბარე მომილოცე ღმერთო როგორ მიხარიააა, უი შენ რა ქენი? კაი რას მეკითხები რას ვიზამდი შენი აზრით. ღმერთო თეკლა სტუდენტები ვართ. გოგო ბილეთები როდისთვის ავიღო? არვიცი დედას უნდა დაველაპარაკო კარგი წავედი უნდა ვჭამო კაი მიდი. ტელეფონი გავთიშე და სამზარეულოში გავედი დედა ნათიას (დეიდაჩემს) უყვებოდა როგორ ჩავაბარე სად მოვხვდი... კვერცხის გარჩევას ვიწყებ როდესაც კარზე ზარის ხმა ისმის დედამ კარი გააღო, მამა იყო გიორგისთან (მამაჩემის ძმაკაცი) და ვიღაც ბიჭთან ერთად კარგი ტიპი ჩანდა. თეკლა ყავა გაგვიკეთე რა მა. შაქარი რამდენი? მე უშაქრო. მიპასუხა უცნობმა. ყავას ვაკეთებ და მისაღებში გამაქვს, ჭიქებს მაგიდაზე ვაწყობ და ამდროს მამა მეუბნება: თეკი მა მიშოც იტალიაში მიდის კვირის ბოლოს, ერთად ხოარ გაგაზავდით? რავი თუ მოვასწრებთ რატომაც არა. ვამბობ და ოთახიდან გავდივარ, ღმერთო ესეც იტალიაში, ღმერთო იტალიაში ამასთან ერთად? მაგარია. შევჭამე და ოთახში გავედი მეძინებოდა ისე გადავიღალე ამ გამოცდებით, ნერვიულობით აღარაფრის თავი აღარ მაქვს, დაჟე ისე გადავიღალე რომ გავიგე რომ ჩავაბარე რექაცია არ ქონია არადა მთელი ბავშვობა ამ დღეზე ვოცნებობდი, როდის წავალ იტაიაში რომ ნორმალურად დავისვენო. ამ ფიქრებში ჩამეძინა. ტელეფონის ვიბრაცია მაღვიძებს, მარია... ჰოო. ვუთხარი ნამძინარევი ხმით. გოგო ველაპარაკე დედაჩემს და ბილეთებს შენ აიღებ ხო? ხოოო. უიმეეე გეძინაა??? ხო. მოკლედ ბილეთებს შენ იღებ. ხოო და კიდევ ამ კვირის ბოლოს თუ წავალთ ჩვენთან ერთად მიშო წამოვა. რააა?? ვინ ჯანდაბაა მიშო? აზრზე არ ვარ მამაჩემმის ვიღაცაა. სიმპატიურია? არის რაა. კაი ხოო, ფულს გადმოგირიცხავ. ოკ. მუსიკების მოსმენა დავიწყე და ისევ ჩამეძინა ალბათ უკვე მიხვდით რომ მე და ძილი ძალიან ვმეგობრობთ არადა ადრე ვფიქრობდი რომ ადამიანმა დრო არაერში არ უნდა დაკარგოს და ყვეანაირად ვცდილობდი ზილისთვის მინიმალური დრო დამეთმო ახლა კი პირიქითაა. დილით დათუნას (ჩემი ძმა) ბუზღუნი მაღვიძებს უცბად წამოვდექი და თავბრუ დამეხვა სამზარეულოში გავედი. რა გაწუწუნებს. ვეკითხები დათუნას. უთხარი რომ ბაკურიანში გამიშვან მარტო? ხოოო აბა თქვენ თუ წამოხვედით გაშვება რათ მინდა. ვაი შე ცოდო რომ იყავი მარტო ვნახეთ რაც მოხდა ამიტომ ეგ დაივიწყე. გთხოვ რაა უთხარი მამას ხოიცი შენ დაგიჯერებს. არც იოცნებო მერე რამე რომ მოხდეს და ვიცი რომ მოხდება არ ვაპირებ მე დავისაჯო ამიტომ ეგ დაივიწყე. შენ მიბრძანდები და რაში გაინტერესებს მე სად ვიქნები. მართალი ხარ საერთოდ არ მაინტერესებს. ცინიკურად გავუღიმე და ჩემს ოთახში გავედი. მე და ჩემს ძმას ასეტი სწერვული ლაპარაკი ხშირად გვახასიათებს. ოთახში ტანსაცმლის არჩევა დავიწყე ჯინსი, კონვერსები და supreme-ს მაისური ჩავიცვი თმა გავისწორე და დედას ვუთხარი რომ გავდიოდი. რიკო კრედიტში მივედი პეკინზე ყველაზე კარგი ფასი ბილეთებს აქ ააქვს. ბილეტები ვიყიდე. ფრენაა პარასკევსაა სუზე ვარ ეს დღე როდის დადგება. მარიი მაგვიანდება რეგისტრაცია დაიწყო უკვე?? სად ჯანდაბაში ხარ ყველგან როგორ აგვიანებ მოვდივარ მოვდივარ ჩემს გარეშე არ გაფრინდე შე გველო გოგო ის ვიღაცა მოდიის? ვინ ვიღაცა აიიი მიშო ვაიმეე მარიამ რა დროს მიშოა დამანებე თავი აუ რა დამპალი ხარ. კაი მოდი მალე. აეროპორტში შევდივარ მარიამს ნინო დეიდას (მარიამის დედა) და ლიკას (მარიამის და) ვხედავ. მეც მთელი ამალა მომყვება დედაჩემი მამაჩემი და დათუნა. რეგისტრაციის დროც მოდის იწყება ერთმანეთსი გადაკოცვნა ცახუტება დარიგებები და ა.შ. რეგისტრაციას გავდიბართ და ექსკალატორზე ავდივართ. ამ დროს კი მამა მეძახის მიშოს დაელოდეთო და ისიც მორბის რეგისტრაცია სწრაფად გაიარა და ექსკალატორზე ამოდის, ღმერთო რა სიმპატიურია, დიდი თვალები გრძელი წამწამები და პატარა ცხვირი აქვს. მისი გამოხედვა ღმერთო გოგოები ალბათ ამაზე გიჟდებიან და მემგონი მეც ვგიჟდები, ღმერთო თეკლა რა დროს მიშოა იტალიაში მიდიხარ ამ ყველაფერს ვფიქრობ და მარიამი თეძოზე მუშტს მირტყამს როგორც ყოველთვის ეს მისი დაძახეის ერთერთი ფორმაა მეც გამოვფიზლდი. გოგო ეს არის ისე რაა? ნახე რა სიმპატიურია. რაიყო ხოარ მოგეწონა? გაგიჟდიი გოგოო მე თოკო (მარიამის შეყვარებული სამი წელია ერთად არიან) მყავს. ხოდა გაჩუმდი. მიშოც ამოვიდა. თეკლა როგორ ხარ? მკითხა და გადამკოცნა ღმერთო რა თბილი თუჩები აქვს, ნეტარებით ვუპასუხე ძაან კარგად შენ? მეც ეგრე. გაიცანი ეს ჩემი მეგობარია მარი. ძალიან სასიამოვნოა ჩემთვისაც. უპასუხა მარიმ. თვითმფრინავში ავედით და ჩვენი ადგილები დავიკავეთ მე მიშოსა და მარის შორის ვიჯექი არადა ფანჯარასთან როგორ მინდოდა Instagram-ზე სთორებს დავდებდი მაგრამ ამ ქაჯ მარიამს ვინ დაასწრებს იდიოტი. დრო ისე გაიწელა თან ძალიან მშიოდა და საჭმელიც არ მოქონდათ მე შემრცხვა მეთქვა ჯერ ერთი საატი იყო რაც თვითმფრიანვში ვიყავით. მარიამი სელფებს გაუწყვეტლივ იღებდა მიშო კი რაგაც ფილმს უყურებდა ძალიან მშვიდად მხოლოდ მე ვიყვაი ესე უაზროდ გადავწყვიტე დამეძინა მუსიკები ჩავრთე და ყურსასმენები გავიკეთე. თვალებს ვახელ ტავი გვერდულად მაქვს ღმერთო თავი ვიღაცის მხარზე მიდევს ღმერთო თავი მიშოს მხარზე მიდევს ამ ყველაფერს ვაანალიზებ და მაშინვე მთელი სისწრაფით ვწევ თავს და წინა სკამს ვარტყამ ეს ისეთი მტკინვეული იყო მარიამი და მიშო ბოლო ხმაზე იცინიან, ძალიან შემრცხვა და ალბატ გავწითლდი კიდევაც როგორც მემართება ესეთ მომენტებში მარიამს ბრაზიანი თვალებით გავხედე და მიხვდა რომ უნდა დაწყნარებულიყო მერე კი მიშოს მივუბრუნდი და ვუთხარი: ბოდიში თავი რომ დაგადე, რატომ არ გამაღვიძე ალბათ შეგაწუხე ვუთახრი და ჩავიცინე. კარგი რა რა შემაწუხე, შუბლი ხოარ გტკივა? მკითხა და მანაც გაიღიმა. ცოტა. ვუპასუხე მე და მარიამისკენ ვბრუნდები რომ ვეჩხუბო ის კი გამწარებული ჭამს ვითომ არაფერი მომხდარა. გოგო შენ ნორმალური ხარ? რატომ არ გამაღვიძე თავი რომ დავადე ან რა ჯანდაბა გაკისკისებდა??? კარგი რა თეკლა იციი რა საყვარლები იყავიით ფოტოც გადაგიღეთ. მეუბნება, ფოტოს მაჩვენებს და იცინის მე კი ნერვები ისე მეშლება მაგრამ ფოტო მომეწონა მართლა საყვარლები ვიყავით რასაკვირველია ეს არ შევიმჩნიე და ფოტო წავშალე. გამოაცხადეს რომ ნახევარ საათში ჩავფრინდებოდით და ჩემს სიხარულს საზღვარი არ ქონდა. ძალიან გემრიელად მივირთმევდი საჭმელს როდესაც გამოაცხადეს რომ უკვე ჩავფრინდით და უნდა მოვემზადოთ ღმერთო არადა რა გემრიელად ვჭამდი. ხელჩანთა ავიღე და ჩასასვლელად მოვემზადე. სად მიდიხართ გაგიყვანთ. გვითხრა მიშომ არა მადლობა ტაქსით წავალთ. ვუპასუხე მე კარგი რა ტაქსით როგორ გაგიშვებთ წამოდით ჩემი ძმაკაცი მელოდება გაგიყვანთ. ამ დროს მარიამი მეჩურჩულება გაგვიყვანოს რააა უთხარიი. და მეც დავთანხმდი.გარეთ გავედით და მანქანაში ჩავჯექით მიშომ მისი ძმაკაცი გაგვაცნო ისიც ქართველი იყო საბა ერქვა. მე მშობლებს ვწერდი და ვუყვებოდი როგორ ვიმგზავე სად ვარ და ა.შ და ვერც გავიგე როგორ მკითხა საბამ თუ სად მივდიოდით. თეკლაა გამოფხიზლდი, სად მივდივართ უთხარი მეჯუჯღურებოდა მარი ბოდიში ვერ გავიგე ჩვენ სასტუმრო Villa Tolomei Hotel-ში მივდივართ. დიდი ხნით რჩებით? გვკითხა საბამ. არაა ერთი კვირა და ყველაფრის დათვალიერება უნდა მოვასწროტ. უპასუხა მარიმ. ძალიან ცუდი. გიდი გყაავთ? არვიცი, თეკლა გიდი გვყაავს? მკითხა მარიმ კი მარიამ გვყავს. გიდიც გვყოლია. მთელ კვირას ვენეციაში გაატარებთ? არა მხოლოდ ოთხი დღე ვენეციაში მერე რომში წავალთ და სამი დღე იქ ვიქნებით. უპასუხა მარიმ თეკლა შენ რატომ არ ლაპარაკობ? მკითხა საბამ ღმერთოო ეს ისეთი უჟმურიაა. წამოაყრანტალა მარიამმა რა შუაშია უბრალოდ გადაღლილი ვარ. ვთვქი მე. სიჩუმე იყო მხოლოდ მიშოს ,,კევის“ ღეჭვის ხმა ისმოდა, ღმერთო ამ ბიჭის სრულყოფილება მკლავს ყველაფერს ისე აკეთებს, უნაკლოდ მის თითოეულ მოძრაობას ვაკვირდებოდი იმასაც კი თუ როგორ ათამაშებდა თითებს დამავიწყდა საბა და მარიამი და მხოლოდ მისი მოძრაობების ხმა მესმოდა ყველაფერს შენელებული კადრის სახით ვხედავდი, ღმერთო თეკლა რა გჭირს შენ ასეთი არ ხარ რა დროს მიშოს თითებია ვენეციაში ხარ და დატკბი ამით, მაგრამ როგორ არ უნდა შეამჩნიო მისი ესეთი გრძელი და ლამაზი თითები. მოვედიით. თქვა საბამ სასტუმროს ავხედე მომეწონა ისეტი იყო როგორიც ფოტოებში. საბამ და მიშომ ბარგი გადმოალაგეს და მომსახურე პერსონალს მისცეს შემდეგ კი დაგვემშვიდობნენ. მიშოს თვალი გავაყოლე ღმერთო არაფერი ზედმეთი? მხოლოდ დამშვიდობება და ამით მორჩა? მე ხო ბედი არ მაქვს რაა. ფიქრებში ვიყავი გართული და ამ დროს მარიამი მომვარდა ჩამეხუტა და ბოლო ხმაზე იყვირა თეკლააა იტალიაში ვართ მხოლოდ მე და შენ. დაიწყო დაიწყოო. მარიამ მემგონი სიზმარში ვარ. ხო მემგონი. მითხრა მარიამმა და ხელი მკრა. ლამის ძირს დავვარდი და მივხვდი რომ ეს რეალობა იყო მე და ჩემი საუკეთესო მეგობარი ფაქტობრივად და იქ ვიყავით სადაც ყოფნაზე მთელი ცხოვრება ვვოცნებობდით. სასტუმროში შევედით იქაურობა ულამაზესი იყო წინ მომსახურე პერსონალი გაგვიძღვა და ჩვენს ნომერში შეგვიყვანა იქაურობა ისეთი მაგარი იყო სიტყვებით ვერ ავღწერ. ცოტა დავისვენეთ შემდეგ კი აუზზე გავედით გადავწყვიტეთ ქალაქში საღამოსკენ გავსულიყავით. აუზზე მამაცემმა დამირეკა და მომიკითხა ამ დროს ვიღაც მირეკავდა იტალიური ნომრით მამას დავემშვიდობე და ვუპასუხე. თეკლა მე ვარ მიშო, ხოარ შეგაწუხე? ღმერთო, მიშო? არარსებობს წარმომიდგენია ამ დროს როგორ გავწითლდი. არა მიშო რასამბობ რა შემაწუხე რამე ხოარ გინდოდა? არა უნრალოდ მოგიკითხეთ რამე თუ დაგჭირდეთ დამირეკეთ ამ ნომერზე ვიქნები. ააა კარგი დიდი მადლობა. არაფრის, კარგი კარგად. ნახვამდის ვუპასუხე და გათიშა მე სულელს მეგონა სადმე დაგვპატიჟებდა ან რაიმე მან კი უბრალოდ მოვალეობა მოიხადა და მოგვიკითხა საშინელებაა ნეტა რას ველოდებოდი რისი იმედი მქონდა ჩემთვის ვბურტყუნებ და ამ დროს მარიამი გაშტრებული მიყურებს და მეუბნება: ხო მშვიდობით ხარ? მე კი შენ რაიყო მოგწყინდა ჭყუმპალაობა? გოგო რა ჭყუმპალაობა შენს თავს ელაპარაკებოდი ნორმალური ხარ? არაფერს არ ველაპარაკებოდი უბრალოდ ხმამაღლა ვფიქრობდი. შენ მემგონი სულ გარეკე. მიშომ დარეკა. რააა? მერე? ეხლა უნდა მეუბნებოდე გოგო მაგას?? ჯერ ერთი ეხლა დარეკა და მეორეც ისეთი არაფერი მოგვიკითხა უბრალოდ. მოგვიკითხა არა რაა მოგიკითხა. მარიამ გაჩუმდი ვუთხარი და ვიგრზენი რომ გავწითლდი. ღმერთო თეკლა გაწითლდი თეკლაა აჰაჰააა მოგწონს მიშო მოგწონსს. არა გოგო გაგიჟდი??? რა მომწონს ხოარ აფრენ.ვეუბნებოდი მაგრამ ვიცოდი რომ ვერაფერს გავხდებოდი მარიამი ხუთი თითივით მიცნობს შეიძლება ისიც კი იცოდეს რის თქმას ვაპირებ და ამას გამოვაპარებდი? კიკი მე ვაფრენ მაგრამ შენც მოგწონს მიშო აღიარე თეკლა აღიარე. კარგი ხოო ცოტა ოღონდ იცოდე არაფერი შეიმჩნიო არა გოგო რა შევიმჩნიო პროსტა დაგეხმარები რაა. არა რა დამეხმარები რაში დამეხმარები ხოარ გაგიჟდი. კაი რა აბა სამუდამოდ მარტოსულად უნდა დარჩე? არ მინდა შინაბერა დაქალი წარმოიდგინე 17 წლის ხარ და ჯერ შეყვარებული არ გყოლია. ნუ გეშინია მოვასწრებ გაჩენას მაგრამ ეს მიშო არ იქნება მამაჩემმა რომ გაიგოს მომკლავს. ოოო ეგრე მამაშენი ყველაზე მოგკლავს. გოგო ეს მისი ძმაკაცის შვილია და ვაფშე რაზე მალაპარაკეებ დაწექი რა გაირუჯე. აი დავწვები კიდევაც და იმაზეც ვიფიქრებ როგორი იქნება შენი და მიშოს ქორწილი. წარმატებები ჩვენი იტალიაში ყოფნის ბოლო დღეა რომში ვართ ამ საღამოს მივფრინავთ მიშომ ერთხელ დამირეკა და ისევ ისე ოფიციალურად მომიკითხა მის მერე თავი არც შეუწუხებია, მაგრამ ამაზე საერთოდ არ ვფიქრობდი ჩვენი მარშრუტი შევცვალეთ და ვენეციაში სამი დღე ვიყავით მეოთხე დღეს მილანში გადავფრინდით და იქ უამრავი ტანსაცმელი საჩუქრები და კიდევ სხვა რაღაცეები შევიძინეთ შემდეგ რომში წამოვედით და მესამე დღეა აქ ვართ და ვიღებტ უამრავ ფოტოებს. ეხლა კაფეში ვზივართ და მარიამი მისი ახლად ნასწავლი გერმანულით ელაპარაკება ტურისტს გერმანიიდან, მე კი უგემრიელეს პასტას ვჭამ ეს ის არის რაც იტალიელებს მართლაც საოცარი აქვთ, ამ დროს ტელეფონი რეკავს თოკოა: თეკლა ხო თოკო, ხო მშვიდობაა?? მე მაქვს მშვიდობა მაგრამ თქვენ? მარიამს სადააქვს ტელეფონი არვიცი ვკითხავ ვიღაცას ელაპარაკება და ალბათ ვერ გაიგო, მოიცა დაგალაპარაკებ ვუთხარი და ტელეფონი მარიამს მივეცი ისე გაუხარდა რომ ვუთხარი თორნიკე იყო ამდენი ხანია მისი შეყვარებულია და ისევ ისე უხარია მისი ხმის გაგონება როგორც პირველ კვირას, საოცარი წყვილია. თვითმფრინავში ვართ, ამჯერად ფანჯარასთან მე ვზივარ მარიამს კი ვიღაც ხუთი წლის ბავშვი უზის გვერდით საოცრად მოუსვენარია როგორც გავიგე ნატაშკა ქვია, დარწმუნებულივარ მარიამი გულში მაგინებს რადგან ადგილი გავუცვალე. მთელი გზა ფანჯრიდან ვიყურებოდი საერთოდ არ დამიძინია არც მარიამ უფროსწორად ვერ დაიძინა ის ბავშვი სასწაულებს უკეთებდა. საქართველოში ვართ არვიცი მომეჩვენა თუ მართლაც ასე იყო მაგრამ მგონია რომ იტალიიდან უფრო სწრაფად ჩამოვედით ვიდრე წავედით. აეროპორტში მამა დამხვდა, მარიამს კი ლიკა. მამამ ყველაფერი გამომკითხა ისიც კი მაქცევდა თუარა ყურადღებას მიშო რამაც ისევ მისი თავი გამახსენა მაგრამ არ მივეცი ჩემს თავს უფლება რომ ამაზე მეფიქრა რადგან მამაჩემმა სწორედ ამ დროს დაიწყო იმაზე ლაპარაკი თუ როგორ ამაყობდა ჩემით რომ მისი იმედები გავამართლე, მართლაც ასე იყო მან ადრე ორი პირობა წამომიყენა რომ კარგად მესწავლა და შეყვარებული არ მყოლოდა რადგან ისეთი რწმენა ქონდა რომ შეყვარებულის ყოლით პირველი პირობა ავტომატურად დაირღვეოდა მაგრამ მე უფრო ვფიქრობ რომ ეს მამაჩემის ხასიათი იყო ვერ წარმოედგინა ჩემს გვერდით ვინმე თან იცოდა რომ პირველი ურთიერთობა ასეთ პატარა ასაკში არასდროს არ გრძელდება და ალბათ ჩემს სახეზე მწუხარების დანახვის ეშინოდა, თუ ამ ორ პირობას არ დავარღვევდი ის დამპირდა რომ რასაც მოვისურვებდი ყველაფერს შემისრულებდა და მართლაც ასე იყო. სახლში მივედით დედა მომვარდა ჩამეხუტა ყველაფერი გამომკითხა დაწვრილებით შემდეგ საჩუქრები ამოვალაგე დედას ის gucci-ს ფეხსაცმელი ჩამოვუტანე რომლის ფოტოები მის ტელეფონში ენ რაოდენობას აღწევდა, მამას კი როგორც ყოველთვის margiela-ს ფეხსაცმელი ეს არის ის რასაც ის ალბათ ვერასოდეს შეელევა დათუნას რაღაც ჯოისტიკი ჩამოვუტანე რა იყ წესიერად არცმე ვიცოდი მაგრამ სახლში არ დამხვდა ბაკურიანში წასულა მაინც მიაღწია მისას. თვალებს ვახელ და მახსენდება რომ დღეს პირველად მივდივარ უნივერსიტეტში კარგა ხანს ვიყავი გაშტერებუი და ჭერს შევყურებდი სანამ დედაჩემმა კარი არ შემოაღო და გამახსენა რომ მაგვიანდება მე ხომ ყველგან მაგვიანდება სწრაფად ავდექი დავიბანე ტანსაცმელი ჩავიცვი და მამა გავაღვიძე სანამ ის ემზადებოდა მე ძალიან მუსბუქი მაკიაჟი გავიკეთე საერთოდ მაკიაჟის დიდი მოყვარული არ ვარ მაგრამ ჩავთვალე რომ რადგან პირველი დღე იყო ლამაზად უნდა ვყოფილიყავი. მამაც მოემზადა და უნივერსიტეტში გავვარდით მარიამმა ტელეფონი ამიფეთქა ყოველ ხუთ წუთში მირეკავდა უი დამავიწყდა რომ მეთქვა მე და მარიამი ერთ უნივერსიტეტში ერთ ფაკულტეტზე მოვხვდით მოვხვდით რა მარტო ეს ფაკულტეტი გვეწერა ორივეს. როგორც იქნა მივაღწიეთ უნივერსიტეტამდე პირველმა დღემ ფანტასტიურად ჩაიარა მე და მარიამი ისეთი გახარებულები ვართ ძალიან აგარი ჯგუფი გვყავს. მარიამთან ვარ და საღამოსთვის ვემზადებით უნივერსიტეტი პირველ დღეს ერთერთ კლუბში გვპატიჟებს სწავლის დასაწყების აღსანიშნავად, მე შავ მომდგარ კაბას და შავ მაღალქუსლიან ფეხსაცმელებს ვიცმევ, მარიამი კი ზურგამოღებულ ღია იასამნისფერ კაბას და ბეჟ მაღალქუსლიან ფეხსაცმელს, თმა დავისწორე და მაკიჟი გავიკეთე ამჯერად უფრო მუქი აქცენტი უფრო თვალებზე გავაკეთე რადგან ტუჩებზე მუქი ფერი არ მიხდება მარიამი შედარებით უფრო მსუბუქ მაკიაჟს იკეთებს, მარიამის ტელეფონი რეკავს თოკოა ალბათ მოვიდა ჩანთას ვიღებ და მარიამს ვეძახი, დაბლა ჩავდივართ და ვაუ თოკო ძალიან მაგრად გამოიყურება მარიამი გაჩერდა უყურებს ამ დროს თოკო ხელებს შლის და მარიამი მისკენ მიდის კისერზე ეკიდება და კოცნის ისეთი მაგარი სანახავი იყო ღმერთო მეც კი მომინდა შეყვარებული ერთი საატი ვუყურებდი და ბოლოს როგორც იქნა მიხვდნენ რომ მეც იქ ვიყავი, ძლივს მანქანაში ვჯდებით მარიამი ისეთი თვალებით უყურებს თოკოს თავს ძალიან ზედმეტად ვგრძნობ მაგრამ ვინ ამჩნევს, როგორც იქნა მივედით და ცოტას მეც გავერთობი. კლუბში შევდივართ და თოკო გვაფრთხილებს რომ ზედმეტი არაფერი გავაკეთოთ მე ჩემს ჯგუფელებს ვპოულობ და მათთან გავდივარ, გაუჩერებლად ვცეკვავ და ვსვამ ღმერთო ვგრძნობ რომ ვიღაც ძალიან მაშტერდება, ვაიმე ჩემსკენ მოდის ვაა სიმპატიურია მე ვითომ ვერ ვამჩნევ და ცეკვას ვაგრძელებ ამ დროს მხარზე ხელს მადებს და მეუბნება: შეიძლობა შენთვან ერთად ვიცეკვო? მე უარით ვისტუმრებ და საპირფარეშოში გავდივარ შარის თავი ნამდვილად არ მაქვს. მაკიაჟს ვისწორებ და დედას ვურეკავ ვუთხარი რომ ყველაფერი კარგადაა და ოდნავ შემაგვიანდება საპირფარეშოდან გამოვდივარ და რას ვხედავ ის ბიჭი მელოდება ვცდილობ ისე გავიარო რომ თავი ავარიდო მაგრამ მკლავზე ხელს მკიდებს და მეუბნება: რა გქვია? ხელი გამიშვი ჯერ მითხარი რა გქვია? ხელი გაიშვი თორემ კივილს დავიწყებ აზრი არ აქვს მაინც ვერავინ გაიგებს მუსიკის ხმა არ გესმის? მეუბნება და ხელს უფრო მიჭერს. მაშინ მე მოგივლი. ვუთხარი და ხელის დარტყმა ვცადე მაგრამ დაიჭირა და სცადა შემებრუნებია მაგრამ ამ დროს ვიღაც მისი ხელებიდან მანთავისუფლებს და იმ ბიჭს ძირს აგდებს, მე გაოცებული ვუყურებ და კარგად ვერ ვარჩევ მის სახეს ამ დროს ის მიახლოვდება და მეკითხება: კარგად ხარ? მეკითხება უცნობი ამ დროს მის თვალებს ვხედავ და ღმერთო ეს მიშოა მიშო? აქ რასაკეთებ? მემგონი შენ უნდა მითხრა აქ რას აკეთებ, მამაშენმა იცის აქ რომ ხარ? კი იცის დარწმუნებული ხარ? არა ვუპასუხე რადგან მამაჩემმა იცოდა რომ უნივერსიტეტში გვიწყობდნენ საღამოს რომ გაეგო რომ კლუბში მოვდიოდი არ გამომიშვებდა. ასეც ვიცოდი, წამოდი სახლში მივდივართ. რაა?? ნორმალური ხარ? კი მე ნორმალური ვარ მეუბნება მკლავზე ხელს მკიდებს და კარებისკენ მივყავარ რას აკეთებ? კარგად ხარ?? ხელი გამიშვი სახლში მიგიყვან და გაგიშვებ უკაცრავად რა ძალიან დიდი მადლობა რომ იმ იდიოტისგან დამიხსენი მაგრამ არ გაქვს უფლება ასე მოიქცე ახლავე გამიშვი ხელი. ვეუბნები ძალიან ხმამაღლა და მხოლოდ მაშინ ვხვდები რომ უკვე ქუჩაში ვართ. კარგი გაგიშვებ მაგრამ მამაშენს დავურეკავ და ვეტყვი რომ აქ ხარ რაა? არა არ დარეკო. კარგი წამოვალ ვუთხარი და თავი დავხარე. ძალიან კარგი. მანქანაში ჩავჯექით სამარისებული სიჩუმე იყო და ამ დროს ტელეფონი რეკავს მარიამია: გოგოოო სად ხაარ? სახლში მივდივარ. რაა? რატომ ჩვენ გაგიყვანდით რატომ წახვედი? ხვალ მოგიყვები. ვუთხარი და გავუთიშე. მარიამი იყო? ხო. რა გინდოდა იმ კლუბში? უნივერსიტეტიდან ვიყავი მერე ყველგან უნდა წახვიდე საფაც უნივერსიტეტი გაგიშვებს? მე არაფერი ვუპასუხე უბრალოდ თავი დავხარე დამნაშავე ბავშვივით. მიშომ შეამჩნია რომ თავს დამნაშავედ ვგრძნობდი და აღარაფერი უკითხავს. ღმერთო ეს ბიჭი საოცრებაა მისი თვალები ისეთია ისეთი მრავლის მთქმელია და იმდენ რამეს გამოხატავს თითქოს ყველაფერი აქვს ნანახი მისი თითები მისი სურნელი ღმერთო ეს ბიჭი მკლავს. შენ საიდან გაჩნდი იქ? ვკითხე მიშოს. იმ კლუბში ვიყავი და დაგინახე როგორ გახვედი დიდხანს რომ არ გამოხვედი დავეჭვდი რამე ხოარ დაგემართა და ჩემი ეჭვები გამართლდა. და შენ რა გინდოდა იმ კლუბში? შენი საქმე არ არის. იდიოტი ვფიქრობ გულში ჩემი საქმე არარის და მისი საქმე არის ხო? იმედია მამას არ ეტყვის ამ ამბავს თორემ აღარასოდეს მენდობიან ჩემი მშობლები. სახლტან მივედით. ყველაფრისთვის მადლობა. ვუთხარი მიშოს და მანქანიდან გადმოსვლას ვაპირებდი როდესაც დამიძახა: თეკლა გისმენ მეთქი უნდა მეპასუხა მაგრამ ამ დროს მისკენ მიმწია და მაკოცა ღმერთო ეს იდენად მოულოდნელი იყო დიდხანს ვერ დავარეგულირე სუნთქვა თვალები დავხუჭე და მეც ავყევი... ბოდიში. მითხრა მან მე ერთხანს თვალებში ვუყურებდი შემდეგ მოვტრიალდი და მანქანიდან უსიტყვოდ გადმოვედი, სადარბაზოსკენ წავედი ტანში ისევ ჟრუანტელი მივლიდა ეს ხომ ჩემთვის პირველი იყო... ისტორია გოგონაზე რომელიც სტუდენტი ხდება და ცდილობს უფრო საინტერესოცხოვრება დაიწყოს |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.