შეგეჩვიე IV
... თვალი ვერ მოვხუჭე დილამდე. რა დამემართა მე ხომ არასოდეს ვაძლევ გრძნობებს უფლებას დამთრგუნოონ. მეშინია, მეშინია რომ თებეას კითხვები გაუჩნდება მე კი არ მინდა ის დიდი ტკივილი გავიხსენო. საკუთარ თავს ხომ ვერ მოვატყუებ, მართალია ჩემნაირი ადამიანი სიყვარულს არ იმსახურებს. როცა ღმერთმა მისი თავი მაჩუქა მე ვერ გავუფრთხილდი, ვერ დავაფასე. ფიქრებმა წამოღო და ის ტკბილ-მწარე დღეები ერთმანეთის მიყოლებით ამოტივტივდა ჩემს გონებაში. ... 6 წლის წინ. -რა პატარა ბავშვივით ირჯები დიანა. -აუ კარგი რა იოანე რა უჟმური ხარ, მიყიდე რაა მიყიდე გთხოოვ. -კარგი გოგოო რა გიყიდო, ეს ჟინჟილა სამაჯურები რად გინდა. -აუ მიყიდე რა თორე გაგებუტები და წავალ, აღარასოდეს აღარ ვიქნები შენთან. -მეორედ ეგეთი რამ აღარ თქვა თორემ იცოდე ვიჩხუბებთ. შენ ჩემი მიტოვების უფლება არ გაქვს სულ ჩემთან უნდა იყო. მე და შენ ერთი მთლიანობა ვართ ხომ იცი? -ხო კარგი კარგი ვიცი, და მიყიდე ახლა. -კარგი, მაინც გაიტანე შენი. -საშნლად დიდი სითბო და სიყვარული ვიგრძენი მის გახარებულ თვალებს რომ წავაწყდი. სიხარულისგან ტაში შემოკრა და ერთ ადგილზე პატარა ბავშვივით ხტუნვა დაიწყო. როგორ მიყვარს, მინდა მთელ ხმაზე ვიყვირო და მსოფლიოს და გალაქტკის იქეთ გავაგონო ხალხს როგორ ძალიან მიყვარს ჩემი დიანა. -რომ მიყვარხარ გითხარი უკვე? - კისერზე ჩამომეკიდა და ლოყაზე მაკოცა თან სამაჯურების ყუთს წაეპიტინა. -კიდევ რომ მითხრა არაფერი დაშავდება. - ხელი გადავხვიე და ქუჩას გავუყევით. გადიოდა დღეები, კვირეები, თვეები. ჩვენი სიყვარული უფრო და უფრო ძლიერდებოდა. ერთ დღესაც დამირეკა და მთხოვა მივსულიყავი მასთან. ხმაზე შევატყვე რომ კარგად არ იყო. მივედი და რას ვხედავ ჩემოდანს ალაგებს. -იოანე დედაშენმა ფული შემომთავაზა შენთან დაშრების სანაცვლოდ და საშინლად დამამცირა. მაპატიე მაგრამ ასე არ შეიძლება. ჩვენ ერთად ვერ ვიქნებით, ის არასოდეს შეწყვეტს ჩემს დამცირებას. ვიცი ორივეს გული გვეტკინება მაგრამ უნდა წავიდე საერთოდ, ამ ქალაქიდან უნდა წავიდე. -რას ლაპარაკობ დიანა ჭკუიდან ნუ გადამიყვან. არ მაინტერესებს დედაჩემმა რა გითხრა ან რატომ. დღესვე წამოვალ იმ დამპალი სახლიდან, ცალკე გადავიდეთ. ნუ დაანგრევ ამ წვრილმანის გამო ჩვენს ურთიერთობას. -შენთვის შეიძლება წვრილმანია მაგრამ მე ასეთ რაღაცეებს დიდ ყურადღებას ვაქცევ. არ მინდა დედა-შვილს შორის ჩავდგე ჯერ ახალგაზრდები ვართ ამით არც არაფერი იწყება და არც მთავრდება. - სიტყვის თქმის საშუალებას არ მაძლევს თავისი ჩემოდნიანად კიბეებზე ჩადის და ქუჩაში გადის. ტაქსის ხელს უქნევს. ბოლო ხმაზე ვყვირი რომ არ აქვს ასე უმიზეზოდ წასვლის უფლება მაგრამ არ მისმენს. ჩემგან თავის დაღწევა სცადა და ქუჩის მეორე მხარეს გადასვლა დააპირა. -ფრთხილაააააააააად.................................................................................................................................. უცებ გამოვერკვიე, ეს სიზმარი იყო. იმ საშნელი დღის მოგონება. სულ ერთიანად ოფლში ვცურავდი და ჩემივე გულის ცემა ყურებში ჩამესმოდა. დიდი ხანია აღარ დამსიზმრებია. იმ დღეს ჩემი სიზმარივით შეწყდა დიანას სიცოცხლე. გამიფრინდა ჩემი ანგელოზი და იქ დაიდო ბინა სადაც მისი ადგილი იყო. მაგრამ ნუთუ არ ტანჯავს ის რომ მე ასე გამიმეტა სააქაო დარდისა და ტანჯვისთვის. ამბობენ ღმერთი საყვარელ ადამიანებს იმიტომ გვართმევს რომ ზეცაში ავიხედოთ, საკუთარ გულებში ჩავიხედოთ და რწმენა გავიძლიეროთო, მაგრამ ჩემს შემთხვევაში პირიქით მოხდა უფლის რწმენა დავკარგე. რატომ წამართვა, მე ხომ ისეთი არაფერი ჩამიდენა რომ ეს დამემსახურებინა. ჩემს თავზე ჩამოწოლილი დარდის ღრუბელია, კარზე ფრთხილმა კაკუნმა გაანიავა. -ბოდიში იოანე თუ გაგაღვიძე, შენთვის ამანათი მოიტანეს. - რა?? ამანათი, ამ დილაადრიანად? ნეტა ვისგან უნდა იყოს. -კარგი ახლავე გამოვალ. კურიერს ხელში პატარა შავი ყუთი ეჭირა. ნეტა რა უნდა იყოს? ეს თუ დაჩის რაიმე დებილური ხუმრობაა ნამდვილად ვერ გადამირჩება. ხელი მოვაწერე მიღების აქტს და ყუთი გამოვართვი. არც ისე მძიმე იყო. გავხსენი და ადგილზე გავშეშდი. ყელში მობჯენილი ბრაზი და თვალებზე მომდგარი ცრემლები ძლივს გადავაგორე. ისევ ამეშალა მოგონებები და გრძნობები შავი „ბლოკნოტის“ დანახვისას. ეს ჩემი დღიურია. მას შემდეგ არ მინახავს თვალით რაც ის უბედურება დამატყდა თავს. ნეტა აქამდე ვის ქონდა, ან ასე ძალიან ვის უნდა ჩემი გაუბედურება. ერთ ადგილას ვდგავარ გახევებული და არ ვიცი რა უნდა ვქნა. თებეაც გაშტერებული თვალებით მიყურებს. ახლა უნდა დავლიო თორე ნამდვილად გადავალ ჭკუიდან. მანქანის გასაღებს ხელი დავავლე და სახლიდან გავვარდი. მივდიოდი მაგრამ არ ვიცი სად მივდიოდი. მაღაზიასთან გავაჩერე და დიდი ბოთლით არაყი ვიყიდე. გონს რომ მოვედი უკვე ქალაქგარეთ ვიყავი. იქვე კლდის ნაპირთან გავაჩერე მანქანა, მარტომ დავიწყე ლოთივით დალევა. ყველა საათმა, ყველა დღემ კიდევ ერთხელ გამირბინა თვალწინ. ვატყობდი რომ სიმთვრალით ფეღზე დგომაც მიჭირდა უკვე. წვიმის წვეთები ვიგრძენი, მაგრამ მათგან გაქცევის სურვილიც არ გამიჩნდა. მანქანის წინ ჩავიკეცე და სინათლეში წვიმის წვეთებს გაშტერებით ვაკვირდებოდი. ჩემდაუნებურად თვალებიდან ცრემლებმა იწყო დენა. სიბრაზისგან ხმამაღლა ვიღრიალე და ერთიანად გამოვუშვი წლების ნაგროვები ბრაზი და დარდი. ... სად წავიდა ეს გადარეული. ტელეფონიც სახლში დატოვა. ან რა იდო ისეთი იმ ყუთში ასე რომ გადაირია. დაჩისთანაც დავრეკე და აზრზე არაა სად უნა წასულიყო. უნდა დაველოდო სხვა გზა არაა. აივნიდან გადავიხედე და აი მანაც შემოაყენა ეზოში მანქანა. სადარბაზოში ბარბაცით შემოვიდა და ძნელი მისახვედრი არ იყო რომ მთვრალია. ჯერ არ მენახა იოანე ასეთი მთვრალი. კიბეებზე შევეგებე. სულ მთლად გაწუწული იყო წვიმისგან. თვალები დასიებული და საშინელი არაყის სუნი უდიოდა. რაღაცას თავისთვის ლუღლუღებდა მაგრამ ვერ გავარჩიე წესიერად რას ამბობდა. მკლავი მომხვია და ძლივს შევიყვანე სახლში. კიდევ კარგი რომ ასე უგონოდ მთვრალმა საჭესთან არაფერი დამართა საკუთარ თავს. ადამიანს აღარ გავდა თითქოს მისი სიამაყე და სიძლიერე ვიღაცამ ერთბაშად წაართვა. ეს ის იოანე არაა მე რომ ვიცნობ. რის ვაი ვაგლახით შევიყვანე საძინებელში. სველი ტანსაცმლით დაძინების უფლებასაც ვერ მივცემდი, თან მრცხვენოდა როგორ გამეხადა. როგორც იყო ვსძლიე ჩემ თავს და ჯერ მაისური გავხადე. მისი დაკუნთული და ძლიერი სხეულის დანახვისას ერთი ნაბიჯით უკან დავიხიე, თვალები ავაფახურე, ის ისეთი სრულყოფილია ნებისმიერ გოგოს შეშლიდა ჭკუიდა, ცოტათი სიამაყითაც ავივსე რადგან ასეა თუ ისეა ის ჩემი ქმარია. კედები და წინდები გავხადე. შარვლის გახდის დროც მოვიდა, მაგრამ ხელები არ მემორჩილება. ვიცი რომ ვერ მიყურებს მაგრამ სირცვილისჰან ლოყები მიხურს.- მიდი თებეა შენ ამას შეძლებ დიდი არაფერი ტრუსი ხომ აცვია არა, ვითომ ზღვაზე ხარ.- ვიმხნევებდი თავს. ქამარი და შარვლის ღილი შევუხსენი და ფეხებს მხრიდან დავებღაუჭე შარვალს ასე უფრო იოლად შევძლებდი მის მოშორებას. ბოლო ამოცანაა ჩემს წინაშე როგორმე საწოლში სწორად დავაწვინო. ფეხებში ჩავჭიდე და რის ვაი ვაგლახით ჩავაწვინე საწოლში. საბანი დავაფარე და ის ის იყო უნდა გამოვიდე ოთახიდან რომ მაინც მძლია სურვილმა მივტრიალდი და საწოლზე ჩამოვჯექი. არაამქვეყნიურად ლამაზი იყო ახლა იანე. შუბლზე ჩამოყრილი სველი თმა გვერძე გადავუწიე და ლოყაზე ხელი ჩამოვუსვი. ვერ ვიჯერებდი რომ ამას მე ვაკეთებდი უბრალოდ ძალიან მომინდა ამის გაკეთება. კისერზე ჩამოვუჯევი და გულმკერდზე ჩამოვაყოლე თითები. დაკუნთული და ძლიერი სხეული აქვს. საბანი გადავწიე და ახლაღა შევნიშნე რომ მარცხენა მკლავზე ზედა კითხეში კუნთზე ტატუ აქვს. ნამდვილად ნემსიყლაპიაა. ტატუს გაკეთებაშიც არ შემცდარა, ნემსიყლაპია, დახვეწილი ბუნების მქონე ადამიანების სიმბოლოა. ამ ფიქრში ვარ, რომ მის მკერდძე დადებულ ჩემს ხელს ჩაებღაუჭა სახის ქვეშ ამოიდო და გადაბრუნდა. დღეს აღმოჩენების დღეა, ყურის ძირში მეორე ტატუ ქონია ვაჟბატონს. 4 ფოთლიანი სამყურას მონახაზი. სიმბოლო გამორჩეული და უცნაური ხასიათის მქონე ადამიანებისთვის, როგორც ვიცი მას კლოვერსაც ეძახიან და კიდევ ასეთ ტატუს იხტავაენ ადმააიენიბ, როემთლაც საწსუაელიბს და ზეუბენრბვიი მაგიის ჯერათ. თუმცა არამგონია ამ მნიშვნელობით დაეხატა იოანეს. ხელის გამოწევა ვცადე. -არა დიანა არ გაგიშვებ, არ წახვიდე შენ ხომ გიყვარვარ არაა? - გაკვირვებისგან პირი დავაღე. ვინ არის დიანა ან ეს სიტყვები რას ნიშნავს. ხელის გამოწევა ისევ ვცადე და მეორე ხელიც რომ დავადე საშინლად ცხელი მეჩვენა. როგორც იქნა გავინთავისუფლე თითები მისი მუშტისგან. შუბლზე დავადე ხელი. ერთიანად იწვოდა სიცხისგან. თერმომეტრი მოვითანე და 39 გრადუსი მიცვენა. გამახსენდა რომ სადღაც სახლში პირველადი დახმარების ყუთი უნა ჰქონდეს. სააბაზანოში გავვარდი, კარადა გამოვაღე და გამიმართლა პირველივე მცდელობაზე ვიპოვე. მოვძებნე მაგრამ სიცხის დამწევი ვერაფერი ვიპოვე. მისი სარვლიდან მანქანის გასაღები ამოვიღე და აფთიაქში წავედი. წამალი ვიყიდე და მხოლოდ უკანა გზაზე შევნიშნე სავარძელზე დადებული კურიერის მიერ მოტანილი ამანათი. მისი გახსნის და იმის ნახვის სურვილი თუ რა იდო შიგნით მკლავდა მაგრამ ამ ეტაპზე იოანეს მდგომარეობა უფრო მადარდებდა. სულამოუთქმელად ავირბინე კიბეები და სასწრაფოდ დავალევინე წამალი. როცა სიცხეს მაძლევდა ბავშვობაში დედა სველ საფენებს მაფენდა შუბლზე. სამზარეუოში გავვარდი. ჯამში ყინულიანი წყალი ჩავასხი და იქვე დაკიდებული სუფთა ტილოც ავიღე. იქვე მდგარი დივანი მის საწოლთან მივაჩოჩე და საფენების დადება დავუწყე. ყოველ ნახევარ საათში ვუზომავდი სიცხეს მაგრამ არაფერი შედეგი. შემეშინდა და ერთადერთი ვინც მეგულებოდა რომ დამერეკა დაჩი იყო და ასეც მოვიქეცი. ისიც სულ რაღაც 10 წუთში მოვიდა. მოვუყევი რა და როგორ მოხდა და მანაც გაიკვირვა. -ნეტა რა ბზიკი ეტაკა. -არ ვიცი მაგრამ ფაქტა რომ კარგად არ არის. დაჩი საავადმყოფოში ხომ არ წავიყვანოთ ვერაფრით ვუგდებ ტემპერატურას. -ნუ გეშინია, გავაგრძელოთ საფენების დადება და დილამდე თუ არ დაუწია მერე წავიყვანოთ. ერთი კითხვა მოსვენებას არ მაძლევდა. დაჩი იოანეს უახლოესი მეგობარია და არ შეიძლება ამ კითხვაზე პასუხი არ იცოდეს. ცნობის მოყვარეობამ მძლია და ვკითხე. -დაჩი დიანა ვინ არის? - დაჩის მოულოდნელობისგან ლამის ჯამი ხელიდან გაუვარდა და თავისი ბრიალა თვალები კითხვის ნიშანივით მომანათა? -ვინ? - ენა დაება, სათქმელს ბოლომდე ვერ უყრიდა თავს. -რა, რატო მეკითხები? -იცი, სიცხისგან ბოდავდა იოანე და დიანას სახელს იძახდა. -თებეა მე შემიძია გითხრა ვინ არის დიანა მაგრამ ჯობია, იოანეს გამოჯანმრთელებას დაველოდოთ და მისგან გაიგო ყვლაფერი. უბრალოდ ერთს გეტყვი. მისთვის ეს ძალიან მტკივნეულია და აცადე როგორმე ეს მდგომარეობა გადაიტანოს და თვითონ მოგიყვება ყველაფერს. გულში გავიფიქრე რომ შეიძლებოდა ამ კითხვაზე და სხვა ბევრზეც პასუხი იმ შავ ყუთში მეპვნა. იოანესთან დაჩი დავტოვე და გამოვედი. მაგიდაზე დადებული ყუთი გავხსენი და შიგნით შავ ყდიანი „ბლოკნოტი“ იდო. გადავფურცლე და პირველ გვერდზე დიდი ასოებით ეწერა, რაც შენ გაგიცანი. და ინიციალები ი და დ. ძნელი მისახვედრი არ იყო რომ ეს ინიციალები იოანე და დიანა იყო. კარგი მაგრამ რომელი მათგანისაა ეს დღიური, ან რა ურთიერთობა ქონდათ. რატომ ატკინა ამან ასე ძალიან გული იოანეს. -კიდე მოიტანე რა ცივი წყალი.- ოთახიდან გამომძახა დაჩიმ. დღიური დავხურე და ოთახში დავბრუნდი. ... თავი მისკდება ამის დედაც. დალეწილი ვარ, რატომ მაქვს ისეთი შეგრძნება რომ ვიღაცამ მაგრად მცემა. ძლივს წამოვწიე თავი და რას ვხედავ. ჩემს საწოლთან ერთ მხარედ დაჩის მეორე მხარეს თებეას თავები აქვთ ჩამოდებული და თვლემენ. რა ჯანდაბა ხდება. არაფერი მახსოვს. გონება დავძაბე რომ გუშინდელი ღამე აღმედგინა მეხსიერებაში თუმცა ამანათი რომ მივიღე იმის შემდეგ აღარაფერი მახსოვს. პირი საშინლად მიშრებოდა. ვგრძნობდი როგორ მქონდა სხეული ჯერ კიდევ ალკოჰოლით გაჟღენთილი. ხველება ამივარდა, ჩემს ხმაზე ორივე ერთდროულად შეხტა და გამოფხიზლდნენ. თებეამ ხელი სასწრაფოდ გამიშვა და მხოლოდ მერერა ვიგრძენი რომ თურმე ჩემს ხელზე ედო თავი და უხერხულად შეიშმუშნა. -როგროე ხარ . როგორ შეგვაშინე გუშინ. -კარგად ვარ. - ენა ძლივს მოვატრიალე პირშ.- წყალი მომიტანე რა თებეა გთხოვ. - ისიც უხმოდ ადგა და ოთახიდან გავიდა. დაჩიმ დრო იხელთა და პირდაპირ და დაუფარავად მომახალა. ტან ჩურჩულებდა თებეას რომ არ გაეგონა. -ბრატ, თებეამ დიანას შესახებ გაიგო, წუხელ თურმე მის სახელს ბოდავდი. -ჯანდაბა ამის დედაც. რაღაცა ხდება. გუშინ ვიღაცამ დღიური მომიტანა და გამწარებულზე ისე დავთვერი არაფერი არ მახსოვს. -აი დალიე. - ჭიქა გამომიწოდა თებეამ და ჩვენც ელვის სისწრაფით დავდუმდით. დაჩიმ უმანკო სახე მიიღო მაგრამ მე არ გამომპარვია რომ თებეა რაღაცას მიხვდა მაგრამ რას? -კარგი მე წავალ ბავშვებო, თითქმის მთელი ღამე არ მეძინა და მაგარი ცუდად ვარ. აბა შენ იცი ბრატ მალე გამოჯანმრთელდი. -კაი მიდი, მადლობა დაჩი. დაჩი წავიდა და დავრჩით მარტო მე და თებეა. გულში ვიმეორებდი ნეტავ არაფერი მკითხოდ დიანაზეთქო და ვეძებდი რაიმე სხვა სალაპარაკო თემას. საბანი შევისწორე და აი თემაც ვიპივე. შიშველი ვარ. ახლა უნდა გამოვარკვიო ვინ გამხადა და ეს თუ თებეას ჩადენილია თავი ქუდში მაქვს. -წუხელ ხომ არ გისარგებლია ჩემი უმწეობით, შიშველი რატომ ვარ? -მაცდური მზერით გავხედე თებეას და ისე გაწითლდა შემეცოდა კიდეც ამაზე რომ დავუწყე საუბარი. თუმცა რატომ უნდა შემეცოდოს დიდი გოგოა უკვე. -იცი მე, - ტუჩი მოიკვნიტა, აზრებს ალაგებდა გონებაში რაიმე ზედმეტი არ ვთქვაო. - სულ ერთიანად სველი იყავი და ასე დაწოლის უფლებას ვერ მოგცემდი, თან სიცხისგან იწვოდი. -შენ კი ჩემი სურვილით ხო? -კარგი გეყოფა,- ზურგი შემაქცია და ოთახიდან გასვლა დააპირა, მე კი გაჩერებას არ ვაპირებდი როგორმე რომ თავი გადამერჩინა. - მითხარი რომ ჩემმა სხეულმა ჭკუიდან გადაგიყვანა? -გარყვნილი ხარ. - ეს მომაძახა და ოთახიდან გავიდა. ცოტა ამოვისუნთქე, ამ მომენტში დავაღწიე არასასიამოვნო საუბარს თავი მაგრამ როდემდე შევძლებ ამ თემაზე თავის არიდებას. შუადღეზე როგორ იქნა წამოვდექი. სამზარეულოდან ძალიან სასიამოვნო სუნი გამოდიოდა. კუჭმაც სიგნალი მომცა რომ საწვავი ელეოდა. -აბა რას შემომთავაზებ ძვირფასო მეუღლევ, ძალიან მშია. -იმას რაც შენი ჯანმრთელობისთისაა საჭირო. - მითხრა და ირონიული ღიმილით ბულიონით სავსე თეფში დამიდო წინ. როგორ ვერ ვიტან წვნიანებს. ბავშვობას და ბაღში გატარებულ, ჩემთვის ნაკლებად სასიამოვნო წლებს მაგონებს. -ჩემთვის არაფრის თქმა გინდა იოანე? -დღეს არა ძალიან გთხოვ. ჯერ კიდე არ ვარ კარგად. -რომ მეფლირტაო და გამამწარო იმისთვის ხომ ხარ კარგად? -აბა რაა ყოველთვის. -თვალი ჩავუკარი და მანქანის გასაღები მოვეძიე. დაჩისთან მინდოდა წასვლა და დალაპარაკება რომ გამეგო ზუსტად რა იცოდა თებეამ დიანაზე. -გასაღებს თუ ეძებ მისაღებში მაგიდაზე დევს. არ გეწყინოს გუშინ შენს დაუკითხავად წავიყვანე მანქანა. წამლები უნდა მეყიდა შენთვის. -რაა? შენ მანქანის მართვა იცი? მართვის მოწმობა გაქვს? არ ვიცოდი. -შენ ჩემზე ბევრი რამ არ იცი ძვირფასო მეუღლევ. - თვითკმაყოფილი სახით გამომიცახდა და თვალი ჩამიკრა. გასაღები ავიღე და კიბეები სწრაფად ჩავირბინე. კარგა მანძილი მქონდა გავლილი რომ შევამჩნიე ყუთი აღარ იდო სავარძელზე. მოულოდნელად დავამუხრუჭე, მანდვილად თებეას აღებული იქნება. საშინლად გავბრაზდი. ვინ მისცა ჩემი ნივთების დაუკითხავად აღების უფლება. მის ადგილს მივუჩენ დამაცადოს სახლში მივიდე. თავი მართლა ჩემი ცოლო ხომ არ გონია. მემგონი შეცდომა დავუშვი ჩემთან ასე ახლოს მოსვლის საშუალება რომ მივეცი. ვიცოდი ეს ყველაფერი ასე კარგად არ დამთავრდებოდა. უცებ მოვატრიალე მანქანა და სახლში დავბრუნდი. სამზარეულოში რაღაცას აკეთებდა. მივვარდი, მკლავში ვწვდი და სიბრაზისგან თავი ვეღარ მოვთოკე და ყვირილი დავუწყე. -ვინ მოგცა ჩემს პირად ცხოვრებაში ჩარევის უფლება, ხომ არ დაგავიწყდა რას წარმოადგენ, რადგან ერთი ორჯერ გაგიღიმე და შენთან ყოფნის სურვილი გამიჩნდა შენ გგონია მართლა ჩემი ცოლი ხარ? რატომ გინდა ჭკუიდან რომ გადამიყვანო. არ გაბედო და მეორედ ჩემს ნივთებში ქექვა არ დაიწყო თორემ განანებ იცოდე. -იოანე მეტკინა. -როგორც ჩანს ჯერ საკმარისად არ მიტკენია. სად არის ის რაც მანქანიდან ამოიღე. -მეტკინა მეთქი რატომ არ გესმის. - როგორღაც მოახერხა და ხელიდან დამისხლტა. იქვე დადებული ყუთი აიღო და სახეში მესროლა.- აიღე, ვის რაში სჭირდება შენი ნაგავი. უმადური ხარ. -როგორ ბედავ ჩემთან ეგრე ლაპარაკს. ნუ მაიძულებ ჩემი ნამდვილი სახე დაგანახო. -იყოს მადლობა, ისიც საკმარისია რაც ვნახე. მაგრამ იცი რაა? ჩემი ბრალია, აწი სწორედ ისე მოვიქცევი როგორადაც მოითხოვ ჩემგან. თავში ქვა გიხლია, არ მადარდებს რაც გინდა ის ქენი. ოთახში გავარდა და იქედან პატარა ჩემოდნით გამოვიდა. ეს მეტისმეტი იყო. მართალია ძალიან გამაბრაზა მაგრამ სულაც არ მინდოა რომ სახლიდან წასულიყო. -რამოდენიმე დღით ნატუკასთან დავრჩები, როცა ადამიანურად აზროვნებას დაიწყებ დამირეკე და დავბრუნდები. - მისი სიტყვები მწარედ მომხვდა გულზე. ისე მივეჩვიე ყოველდილით მის დანახვას და ახლა როგორ იქნებოდა. ღმერთო რა იდიოტი ვარ. რატომ ვერ ვისწავლე იმის დაფასება რაც მაქვს. არაფრის გამო ვატკინე გული, იქნებ ასე უკეთესია და ჩემს გარეშე უფრო კარგი ცხოვრება ექნება. ჩემი ქმედებებით არ მინდა კიდევ ერთი ძალიან კარგი ადამიანი გავაუბედურო. არ ვიმსახურებ იმ სითბოს რასაც ის ჩემს მიმართ ამჟღავნებს. შეცდომა იყო ჩვენი ქორწინება. ეს ფარსი ორივეს გაგვანადგურებს. მე მარტოობისთვის ვარ გაჩენილი. ყველა და ყველაფერ ლამაზს ვანადგურებ რასაც ვეხები. არავინ მყავს და არავის ვყავარ. ... რამდენიმე დღე გავიდა იოანეს სესახებ არაფერი მსმენია. დაჩის დავურეკე და მითხრა რომ უკვე ორი დღეა მასაც არ შეხმიანებია. მხოლოდ ის მითხრა რომ ცოტა ხნით მარტო ყოფნა მინდაო. ღირსი არაა მაგრამ მაინც მეფიქრებოდა მასზე. რა მოხდა მის წარსულში ისეთი რომ დღემდე ასე იტანჯება. ნეტავ თავს რაიმე შარი არ აუტეხოს. კარზე ზარია -გამარჯობათ. ქალბატონი თებეა ყიფშიძე აქ იმყოფება? ამჟამინდელ ადგილმდებარეობათ ეს მისამართი მომაწოდეს. - კარებში მაღალი, ჰალსტუხიანი მამაკცი დგას და მომღიმარი სახით მელაპარაკება. -მე გახლავართ, რით შემიძლია დაგეხმაროთ. -ძალიან კარგი ქალბატონო თებეა. მე სასამართლოს აღმასრულებელი ორგანოდან ვარ. სასამართლოს უწყება უნდა გადმოგცეთ თქვენი და ბატონი იოანე ლომიძის განქორწინების თაობაზე. კარების სახელურს მაგრად ჩავეჭიდე. მეგონა მეჩვენება რასაც ვისმენდი და ვთხოვე გაემეორებია მოსვლის მიზეზი. საუბედუროდ ისევ ის სიტყვები წარმოთქვა. შოკირებული ვარ. ვეძებ და მიზეზს ვერ ვპოულობ ამას რატომ აკეთებს. მაგრამ რატომ მიკვირს. ის რაც სურდა უკვე მიიღო მის ორიენტაციაზე უკვე აღარავინ აღარ ჭორაობს. მე აღარ ვჭირდები. მაგრამ ჩემთვის ყველაფრის ახსნა მოუწევს. კითხვის ღირსადაც კი არ ჩამთვალა, ყველაფერი მაგრამ ასეთ უპატივცემულობას ნამდვილად არ ვიმსახურებ. ჩანთას ხელი დავავლე და იოანესთან მივედი. კარის სახელური ჩამოვჭიე და ღია დამხვდა კარი შევაღე და რას ვხედავ ვაჟბატონი ვიღაც ქალს, უფრო სწორად ანჩოს ეალერსება დივანზე. გაცოფებისგან ლამის დორბლები ვყარე პირიდან. უცერემონიოდ შევაბიჯე ანჩოს მაშინდელივით მკლავში ხელი ჩავავლე და კარში გავუძახე. მოაკაკუნა ისევ. მის მაისურს და ჩანთას ხელი დავავლე სახეში შევაყარე და ისევ მივუხურე ცხვირწინ კარი. შეხსნილი პერანგის ღილების შეკვრაც კი არ ჩათვალა საჭიროდ. ურცხვად გადაიდო ფეხი ფეხზე და მკლავები დივნის თავზე გადაშალა. -ხომ ვერ ამიხსნი რას ნისნავს შენი საქციელი? -იქნებ ეგ მე უნდა გკითხოთ ბატონო იოანე? - განქორწინების საბუთები წინ დავუყარე. -ამიხსნი ეს რა ჯანდაბას ნიშნავს?. - არც კი დაუხედავს საბუთებისთვის ირონიული ღიმილი გაუკრთა სახეზე და მითხრა -რა იყო კითხვა დაგავიწყდა? განქორწინების საბუთებია. განთავისუფლებ ჩემგან მეტი რა გინდა? მე იდიოტი ვარ. -კარგი იყოს ისე როგორც შენ გინდა. საუბარს აზრი არ ააქვს. შენ ხომ ყოველთვის შენს თავზე ფიქრობ. ამჯერად შენი ეგოისტური ხასიათის მსხვერპლი მე ვარ და ალბათ მაშინ დიანაც შენი ეგოისტობის გამო გააუბედურე. - ენაზე ვიკბინე ეს რა ვთქვი. ისე წამოვროშე სისულელე. მე ხომ არაფერი ვიცი ამ ამბის შესახებ იქნებ ყველაფეი პირიქით იყო. ღირსი ხარ თებეა რამე რომ ჩაგარტყას თავში. -არ გაბედო იმაზე საუბარი რაც არ იცი.- მიღრიალა იოანემ და კლავებზე ისე მომიჭირა ხელები სიმწრისგან ნუნები სულ მთლად დავიჭამე. პირში საშინელი ჯანგის გემო ციგრძენი. აშკარად ზედმეტი მომივიდა. - არ გაბედო მისი სახელის კიდევ ერთხელ ხსენება თორემ გეფიცები ჩემ თავზე პასუხს არ ვაგებ. ხომ გაგაფრთხილე ნუ ერევი ჩემს პირად საქმეშითქო. - ხელი მკრა და წავიქეცი შუბლი იქვე დადგმულ დიდ ლარნაკზე მივარტყი და თავბრუს ხვევა ვიგრძენი. სისველით წარბთან მივხვდი რომ შუბლი გამიტეხა. როგორ შეუძლია ასეთი ცხოველი იყოს. არაკაცი. მაინც ვერ დაიოკა სიბრაზე და იქვე დადგმულ მინის დეკორაციას ხელი გაკრა და იატაკზე ნამსხვრევებად აქცია. ჩემსკენ ზურგით იდგა. წამოდგომა ვცადე მაგრამ ხელი დამისხლტა და ახლა ძირს დაყრილ მინაზე ხელიც გავიჭერი. ისევ წამომცდა ტკივილისგან კვნესა. ჩემსკენ შემოტრიალდა და სისხლიანი რომ დამინახა თვალებში შიში გაუკიაფდა. ჩემთან მოვიდა და ჩაიმუხლა. წამოდგომაში მომეხმარა. - შემეშვი- ხელი ვკარი, არ მჭირდება მისი მოჩვენებითი თანადგომა და სინანული. არ დანებდა ისევ სცადა ჩემი დახმარება. - შემეშვი მეთქი გასაგებად გეუბნები.- შევუღრინე. ძირს დაგდებული ჩანთა ავიღე, კალამი ამოვიღე და განქორწინების საბუთებს მის თვალწინ მოვაწერე ხელი. რამდენიმეჯერ სცადა რაღაცის თქმა მაგრამ აღარ მაინტერესებდა. მისი დანახვაც მაღიზიანებდა უკვე. ერთ კვირაში ისევ მომივიდა უწყება. პირველი შეხვედრა იყო ჩანიშნული მოსამართლესთან. სასამართლოში მისულს იოანე დაჩისთან ერთად ამხვდა. დაჩი გადამეხვია და თბილად მომიკითხა. შუბლზე დადებული სანტავიკის გამო მკითხა ეს რა არისო? აშკარა იყო რომ იოანეს არაფერი მოუყოლია მისთვის. მაინც ვერ შევძელი რომ ძმაკაცის თვალშიც დამეკნინებია და მოვატყუე. - არაფერია ისეთი. კარადის თავიდან ძველი ყუთი გადმომივარდა და პატარაზე გავიკაწრე. -თან იოანეს გავხედე მის თვალებში უდიდესი სინანული ამოვიკითხე, მაგრამ ჩემთვის უკვე სულ ერთი იყო ყველაფერი. -ბატონო იოანე, ქალბატონო თებეა გთხოვთ მობრძანდეთ მოსამართლე გელოდებათ. - მიმღებში მდივანი გოგო გამოვიდა და კაბინეტისაკენ წაგვიძღვა. ყველაფერი ისე წარიმართა როგორც ყველაზე ნაკლებ ველოდი. კანონის თანახმად ერთი თვე კიდევ უნდა გვეცხოვრა ერთად და მხოლოდ ერთი თვის მერე თუ ორივე დავადასტურებდით რომ ისევ გვსურდა განქორწინება მხოლოდ ამის შემდეგ მოხდებოდა ოფიციალურად გაყრა. ჩვენ ორზე მეტად ამ ამბავმა დაჩი გაახარა. ფიქრობდა რომ კიდევ შეიძლებოდა ჩვენი ურთიერთობისგან რამე გამოსულიყო. ის ის იყო ტაქსში უნდა ჩავმჯდარიყავი იოანეს სუნამოს სურნელი ვიგრძენი. მივხვდი რომ ჩემს უკან იდგა და ინსტიქტურად შემოვბრუნდი. თვალებს მარიდებდა. -მაპატიე თუ შეგიძლია. იმ დღეს ძალიან ცუდად გამომივიდა. უხეშად მოგექეცი. -არ მჭირდება შენი პატიების თხოვნა. უბრალოდ საწყენია იმ კარგ საწყსებს რომ კლავ შენში ამ უსარგებლო ბოღმით რაც მე ჩვენი თანაცხოვრებისას დავინახე. სამწუხაროა რომ შენ თავს ბედნიერების უფლებას არ აძლევ. მებრალები შენი ეგოისტობის გამო მთელი ცხოვრება მარტო რომ მოგიწევს ყოფნა. კიდევ ერთი თვეც და დარჩები შენს სიძულვილთან ერთად მარტო. -დაბრუნდი რაა სახლში.- ყველაფერი ის რაც ვუთხარი თითქოს გულთან არც მიაკარა. თავისას აგრძელებდა. -ძალაუნებურად უნდა დავბრუნდე მაგრამ ვიზრუნებ რომ რაც შეიძლება მალე მოვძებნო საცხოვრებელი და თავს არ შეგაწყენ. ... როგორ ვაგრძნობინო რომ ცადენილს საშინლად ვნანობ. ახლა მისთვის რამის თქმას და ახსნას აზრი არ აქვს. ვიცი არ მომისმენს. დროს მივცემ იქნებ ერთად ცხოვრების დროს ცოტათი მაინც მაპატიოს და მერე რამეს მოვიფიქრებ. არა და ჰაერივით მჭირდება. საკუთარ თავს დიდხანს არ ვუტყდებოდი მაგრამ ფაქტია რომ იმ დღეს რაც ლუნას ვუთხარი სიმართლეა. მან სითბოთი და სილამაზით აავსო ჩემი ცხოვრება. ცდილობდა უფრო პოზიტიურად დამენახა ყველაფერი. უარი მეთქვა საკუთარ ეგოზე და სხვების დაფასება მესწავლა, მაგრამ ამაოდ. სანამ ისიც არ წავიდა ჩემგან ვერ მივხვდი რაოდენ ძვირფასია ჩემთვის. თუმცა მეშინია ნაადრევად არ დავაჭკნო მისი ყვავილი. გული მტკივა რომ დღეები ისე გადის ხშირად ხმასაც კი არ ვცემთ ერთმანეთს. ეს თანაცხოვრება არაა. გამუდმებით თავს მარიდებს. ისე იქცევა თითქოს არც ვარსებობ და ვერც გავამტყუნებ. თანდათან ვატყობ სასმელმა როგორ დამრია ხელი. დღე არ გავა რომ არ დავლიო. ის არც აპროტესტებს და მხოლოდ სახლის დალაგებისას ცარიელი ბოთლების გადაყრით შემოიფარგლება ხოლმე. ისე მინდა დრო უკან დავაბრუნო. ტელეფონი აწკრიალდა დაჩია -ხო დაჩი გისმენ. კარგი წამოვალ. თებეა დაჩიმ ქალაქგარეთ დაგვპატიჯა თავისთან სახლში და წამოხვალ. -არა. შენ წადი და ჩემი სახელით ბოდიში მოუხადე. - დაძალებას აზრი არ ქონა. -კარგი. - სინამდვილეში ვიცოდი რომ უარს მეტყოდა უბრალოდ გავაგებინე სად მივდიოდი რადგან ძველი ჩვევიდან გამომდინარე კიდევ ვფიქრობდი რომ იქნებ ჩემს მოსვლამდე არ დაიძინებდა არ მინდოდა ჩემს გამო ენერვიულა. მაგრამ რისი იმედი მაქვს, ჩემს მიმართ მხოლოდ ზიზღს განიცდის. თითქმის მივედი დაჩის სახლთან თელეფონზე ესემესი რომ მომივიდა. თებეას გარდა არასდროს არავის მოუწერია და ცოტათი გამიხარდა კიდეც. იქნებ ჩვენს შორის არსებული ყინული ცოტათი მაინც გაქრა. ჯიბიდან ტელეფონი ამოვიღე და თებეას სახელი აწერია. მოლოდინით გავხსენი ესემესი -ამ დღეს იმდენ ხანს ველოდი. შენი გოგო ჩემთანაა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.