შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი ნინა! (2)


2-03-2017, 00:38
ავტორი Anye-Any
ნანახია 2 501

ყველაფერს აქვს დასაწყიდი და ასევე დასასრულიც,ის ცდილობდა ჩემთან ურთიერთობას,რომელი მხოლოდ გართობა იყო მისთვის,ჩემნაირ გოგონებს ის ვერასოდეს გაუგებდა,იმიტომ რომ მისი მოტივი მხოლოდ გართობა იყო,ყველასთან ვისთანაც მას მოუნდება,თუმცა არ ვაპირებდი მისი მორიგი სათამაშო და გასართობი ვყოფილიყავი. სახლში შემოვუშვი მხოლოდ იმიტომ,რომ მისთვის დამენახებინა ჩემი სიძლიერე,არ მინდა ეგონოს,რომ მისი მეშინია ან მის ანკესზე წამოვეგები.საერთოდ რა აზრი ავს ურთიერთობის დაწყებას როდესაც წინასწარვე იცი რომ ის დასრულდება? უბრალოდ კიდევ ერთხელ უნდა მეტკინოს გული,ის ჩემნაირ გოგოს სერიოზულად არასოდეს შეხედავს,მას სხვა შეხედულებები გააჩნია მე კიდევ სხვა.როგორც ცა და დედამიწა ისე განვსხვავდებით ერთმანეთისგან.მას ჩემთან სექსი უნდა მეტი არაფერი.
-არ გინდა გავისეირნოთ?-მკითხა და თვალი ჩემს სავსე მკერდს გაუსწორა
-შენ ჩემთან სექსი გინდა?-პირდაპირ ვკითხე სრულიად მოულოდნელად
-ვაუ,რა პირდაპირი ხარ ნინა?-გაეცინა და უხერხულად გადმომხედა
-მოდი მოვილაპრაკოთ
-გისმენ აბა-ხელები გულზე დაიკრიფა და ინტერესით შემომხედა
-არანაირი გრძნობები მხოლოდ სექსი-არ ვიცი თავში რამ დამარტყა,თუმცა მინდოდა საბოლოოდ დაენებებინა თავი,ასე ადვილად რომ დავთანხმდებოდი მეგონა აღარ მოუნდებოდა და შემეშვებოდა.
-დარწმუნბული ხარ?-დაეჭვებულმა შემომხედა
-რა თქმა უნდა,შენი მოტივი ხომ სწორედ ესაა-ამაყად გავეცი პასუხი
-როდის შევუდგეთ საქმეს?-ტუჩის კუთხეში გაეცინა და ნიკაპი მოისრისა
-თუნდაც ახლავე-ისეთი სახე მივიღე გეგონებათ ეს ჩემთვის ჩვეულებრივი ამბავი ყოფილიყო,ახლა დედაჩემს რომ დავენახე ამ სიტუაციაში მეც მომკლავდა და თავსაც მოიკლავდა.
-მეთამაშები ხო?
-მე ჩემი გითხარი,თუ არ გინდა შეგიძლია წახვიდე
-საინტერესოდ ჟღერს შენი წინადადება,თუმცა არ მინდა-რაო? მომესმა ხომ? ყურებს არ ვუჯერებდი
-ანუ?-დაბნეულმა ვკითხე
-სექსის ხამი არ ვარ ნინა,თუ მომინდება ნებისმიერთან მექნება,თუმცა შენთან არ მინდა
-ნუ რა გაეწყობა თუ არ გინდა-კმაყოფილმა შემოვკარი გულში ტაში და ისეთი სახე მივიღე ვითომ ძალიან მეწყინა
-არ გშია?-სულ სხვა თემაზე გადაიტანა საუბარი რამაც კიდევ უფრო გამაკვირვა და გამახარა
-აქ საჭმელად მოხვედი თუ?-თვალები მოვჭუტე და ინტერესით გადავხედე
-როგორი ცელქი ყოფილხარ ნინა!-ტუჩები გაილოკა
-ძალიან-მაცდურად გავუღიმე
-არადა რეალურად სულ სხვანაირი ხარ,დაგინახე თუ არა ეს სხვანაირი ნინა მომეწონა ზუსტად! გარყვნილი ქალები არ მინდა
-მე საშინლად გარყვნილი ვარ-ყველანაირად ვცდილობდი ჩემზე უარი ეთქვა
-თან ვიცი როგორიც ხარ და თან არა,კარგი გვეყოფა ეხლა მაგრად მშია,რას შეჭამ?
-ჯობს შენს საცოლესთან ერთად ისაუზმო ძვირფასო-ირონიული ღიმილიც არ დავაკელი
-მე რო შენთან მისწორდება ?-ოდნავ გაიღიმა
-ძალიან ბევრი დამიგროვდა სამეცადინო მე კიდევ ცოტა დრო მაქვს,ასე რომ უარი უნდა გითხრა
-დაგელოდები,რომ მორჩები წავიდეთ
-ასეთი ჯიუტი ხარ ზოგადად თუ მარტო ჩემთან?-მობეზრებულმა თვალები გადავატრიალე
-იცი რა მინდა? ოღონდ მართლა,უბრალოდ მინდა შენთან ერთად გავატარო დღე,ერთად ვჭამოთ ვილაპარაკოთ ვისეირნოთ და ერთად დავიძინოთ
-კიდევ რამე ხო არ გინდა? გადავლე თვალი რამე ხომ არ გამოგრჩა?
-სექსი არ მინდა შენთან-მკაცრად მიპასუხა,ცოტა არიყოს შემაკრთო მისმა ნათქვამმა
-კარგი,გავიგე რო არ გინდა! -გაბრაზებულმა მოკლედ მოვუჭერი
მოვემზადე და პიცერიაში წავედით,არ ვიცოდი რა უნდოდა ჩემგან,დავიჯერო სექსი არუნდა? უბრალოდ ის გაუტყდა მე რომ შევთავაზე,ჩემი მიზანიც ხომ ეს იყო? თუმცა ახლა პატარა შეყვარებული ბიჭვით იქცევა,ღმერთო რა შარში ვარ! პიცისთვის პირი არ დამიკარებია,მან ჭამა რამდენიმე ნაჭერი და წამოვედით,მანქანაში უხმოდ ვისხედით.
-რაზე სწავლობ?
-სამართალზე
-საინტერესოა
-ძალიან
-შეყვარებული გყავს?
-არა-ორივეს გაგვეცინა
-გიხდება ღიმილი
-მადლობა
-არაფერს
-რა გინდა ჩემგან?
-თვითონაც არ ვიცი
-აბა ვის ვკითხო?
-არც ეგ არ ვიცი
-ნუკა რომ გაიგებს...
-ნუკა ვერ გაიგებს
-თუ გაიგო?
-დიდი ამბავი
-არ გიყვარს?
-სიყვარულს რას ეძახი?
-სიყვარული სიყვარულია
-უფრო ზუსტად?
-აი მის გარეშე რომ ვერ ძლებ,როცა ხედავ მუცელში პეპლები და დინოზავრები დაძვრებიან
-ანუ არ მიყვარს-გაეცინა
-ცოლად ხომ მოგყავს?
-მერე რა
-ის შენი მეორე ნახევარი გახდება
-შენ ეს აზრი გაწუხებს?
-მე რა შუაში ვარ?-გაკვირვებულმა გავხედე
-უბრალოდ გკითხე
-ეს შენი ცხოვრებაა როგორც გინდა ისე უნდა მოიქცე,თუმცა არამგონია სწორად იქცეოდე ნუკასთან
-დილით სექსი რატო შემომთავაზე?
-არ ვიცი,უბრალოდ-მხრები ავიჩეჩე
-მე ვიცი
-რატო აბა?
-იმიტო რო იცოდი არ დაგთანხმდებოდი და ამით გადაწყვიტე თავიდან მოგეშორებინე
-არ მინდა პრობლემები
-მე პრობლემებს გიქმნი?
-ახლა არა,თუმცა ვიცი ამას კარგი არაფერი მოყვება
-ნუ ფიქრობ მომავალზე,დღევანდელი დღით იცხოვრე
-მე ასე ცხოვრება არ შემიძლია
-სახლში წაგიყვან,დილით ალბათ მუშაობ
მანქანა დაოქა,სახლამდე ისე მივედი ხმა არ ამოუღია,არც მე მითქვამს რამე,წყალი გადავივლე და დავწექი.დილით ჩვეულ რიტმში გავიღვიძე,ისევ ყოველდღიური რუტინა. საშინლად დაღლილი დავბრუნდი სახლში და კონსპექტებს ჩავუჯექი,დილით გამოცდა მქონდა. იმ დღეს არ გამოჩენლა ალექსანდრე,ასეც ჯობდა,არ მინდოდა მასთან სიახლოვე,ვიცოდი საკუტარი თავის ამბავი და ისიც ვიცოდი თუ მას ახლოს მოვუშვბდი წინ დიდი ბრძოლა და ტანჯვა მელოდა.არ მინდოდა კიდევ ვინმე შემყვარებოდა და ისევ ისე ძლიერად მტკენოდა გული,ეს კი გარდაუვალი იყო თუ მას ახლოს მოვუშვებდი. საკუთარ თავს გავურბივარ უკვე,იმდენად ჩავიკეტე შინაგანად რომ ესე მგნია ცხოვრებაში სიყვარული არ მეღირსება,სისულელეა უბრალოდ,ბოლოს მაინც ყველა მიდის,გტოვებს... და შენ არაფრის შეცვლა არ შეგიძლია... ვერც ვიგრძენი ისე ჩამეძინა.დაახლოებით 3 საათი იქნებოდა სიცივემ რომ გამომაღვიძა. აკანკალებული წამოვდექი ისევ ძილბურანში მყოფი და საწოლში ჩავწექი,ვერაფრით გავთბი,შიშმა ამიტანა,სრულიად მარტო,ზამთრის ბნელ ღამეში.თვალები მაგრად დავხუჭე, ემბრიონის ფორმაში ვიწექი,გული გამალებით მტკიოდა,მახსენდებოდა წარსულში განცდილი ტკივილი და ცრემლებს ვერ ვიკავებდი,ყველა დაგროვილი ემოცია ერთიანად მომაწვა,მარტოობა,ეს ხომ საშინელებაა.გონება გავთიშე და ჩამეძინა.დილით სწრაფად მოვემზადე და უნივერსიტეტში წავედი,გამოცაზე რომ შევედი არ დამიშვეს თანხის გადაუხდელობის გამო,კინაღამ ადგილზე მოვკვდი,ვერ წარმოიდგენთ იმ წუთში რა დამემართა.სიმწრისგან ტირილი ამიტყდა,სწრაფად გავიქეცი საპირფარეშოში,არ მინდოდა ვინმეს ატირებული დავენახე.ჩავიკცე და პირზე ხელები ავიფარე რომ არავის გაეგო ხმა.არ ვიცი ასე რამდენ ხანს ვიჯექი უნივერსიტეტის საპირფარეშოში,გონს ტელეფნის ხმამ მომიყვანა
-გისმენთ-სრუტუნით ვუპასუხე
-როგორ ხარ დედიკო?
-კარგად დე,თქვენ?
-არაგვიშავს დედა,რა ქენი გამოცდაზე დაწერე?
-კი,კი დედა დავწერე-მას ნამდვილად ვერ ვეტყოდი რომ რა დამიშვეს,ვერც ფულის გამოგზავნას მოვთხოვდი,ვიცოდი არაფერი ქონდათ,თან ჩემი ძმის გადამკიდე,სულ თამაშში წააგო რაც კი ებადა საცოდავ მამაჩემს. დეკანთან როგორც გავარკვიე გადაუხდელობის გამო სტუდენტის სტატუსიც შეჩერებული მქონდა,და ამას დაბალი ქულები და არებიც ემატებოდა,მოკლედ მაგარ შარში ვიყავი,ხელი უნდა დამექნია უმაღლესი განათლებისთვის,სხვ გზა ამ ეტაპზე არ მქონდა,მაღაზიაში მოლარედ მუშაობით კიდევ ვერაფერს გავხდებოდი,თვეში 300 ლარით თავს ვერ გავიტანდი.ძალაგამოცლილი წამოვედი უნივერსიტეტიდან,საშინლად ციოდა,სიცივე ძვალსა და რბილში ატანდა.ისეთი განადგურებული ვიყავი სახლში ყონა და ძილის მეტი არაფერი მინდოდა.გადავწყვიტე მუშაობისთვის თავი დამენებებინა და რაიონში დავბრუნებულიყავი. მთელი ღამე არ მძინება,არც ალექსანდრე გამოჩენილა,რა თქმა უნდა ვის ახსოვს ნინა,საკუთარ თავზე გამეცინა.დილით მაღაზიაში წავედი,რომ ნანულისთვის მეთქვა წამოსვლის შესახებ,რეზერვი მოლარეები ყავდათ და იმათ ჩასვამდნენ ჩემს მაგივრად.
-რატომ მიდიხარ ნინა? -გაუკვირდა აშკარად ნანულის წასვლის შესახებ რომ ვუთხარი
-რაიონში ვბრუნდები,დიიდ მალდობა ყველაფრისთვის
-ძალიან ცუდია,მეწყნა შენნაირი კარგი მოლარის გაშვება,ხელფასის ასაღებად ხომ მოხვალ?
-ალბათ მოვალ,დიდი მადლობა
თავაზიანად დავემშვიდობე ნანულის,გოგონებსაც და წამოვედი.მთელი დღე ჩაის ფინჯნით ხელში ფანჯარასთან აყუდებლმა გავატარე,საშინლად ციოდა გარეთ,ცივი და გამყინავი ქარი ქროდა.აქ არც მეგობარი მყავდა და არც ისეთი ადამიანი ვისაც ოდნავ მაინც დავეყრდნობოდი და ჩემს ტკივილს გავუზიარებდი.საღამოს 8 საათი იქნებოდა კარებზე ზარი რომ გავიგონე,არავის ველოდი,სწრაფად მივირბინე და გავიხედე,ალექსანდე იყო,ვერც კი წრამოიდგენთ იმ წუთში რამხელა ბედნიერება ვიგრძენი,არ ვიცი რატომ მაგრამ უზომოდ გამიხარდა მისი გამოჩენა.კარები სწრაფად გავუღე
-ნინა,კარგად ხარ?
-კი,ხდება რამე?-ვითომ არ მესიამოვნა მისი დანახვა
-სამსახურიდან რატო წამოხვედი? ან რაიონში რატო ბრუნდები? რა მოხდა ? თუ ჩემს გამო გეფიცები ახლოს არ გაგეკარები
-არა ალექს,შენ რა შუეაში ხარ,უბრალოდ მარტო ცხოვრება აღარ შემიძლია და გადავწვიტე დავბრუნდე მშობლებთან
-და მერე უნივერსიტეტი?
-არ ვიცი,აკადემიურს ავიღებ და მერე დავასრულებ
-ნინა არ დამიმალო თუ რამე ისე არ არის
-ძალიან გთხოვ არ გინდა-სახეზე ხელი მოვისვი და ღრმად ამოვისუნთქე-არ გინდა ე მზრუნველობა,საერთოდ რა გინდა ჩემგან? წადი მიხედე შენს ცხოვრებას,არ მინდა ვინმესთვის მეორე ქალი ვიყო,არ მჭრდება აეთი ურთიერთობები,საკმარისად ვიტანჯე უკვე,მეტი აღარ მინდა-თავი ვეღარ შევიკავე და არც ცრემლებმა დააყოვნეს,გული ამოვარდნას მქონდა,ერთიანად ვკანკალებდი.
-კარგი ნუღარ ტირი ნინა,მესმის შენი,მე უბრალოდ არ ვიცი ასე რატო ვიქცევი,წარმოდგენაც კი არ მაქვს,უბრალოდ შენთან მსიამოვნებს გესმის?მშვიდად ვგრძნობ თავს,მხოლოდ სექსი კი არა შენს გვერდით წოლაც კი გამაბედნიერებს.
-აღარ მინდა მორიგი იმედგაცრუება,ახლა ისდაც რთული პერიოდი მაქვს ცხოვრებაში,თხოვ მიხედე შენს თავს და შენს ცხოვრებას მე დამივიწყე,ვითომ არც არასოდეს შევხვედრილვართ.-ცრემლები მოვიწმინდე და ვთხოვე წასულიყო.
-შენ გინდა ჩემთან?-ჩემი სახე ხელეში მოიქცია და თვალებში ჩამხედა
-არ მინდა შემიყვარდე-თავი ჩავხარე
-და მე რო უკვე უშენოდ ვეღარ ვძლებ იცი ეგ?-გამიღიმა და შუბლზე მაკოცა



№1 სტუმარი Guest Eka

კარგია გააგრძელე ♥

 


№2  offline წევრი მარიამი”

მომეწონა მაგრამ ერთი ნაკლი აქვს,ძაან პატარა თავებია

 


№3  offline წევრი Madridista Girl

ძალიან კარგიიია

 


№4 სტუმარი Uhuu

Momcoons dzalian da dade malee gtxoov

 


№5  offline აქტიური მკითხველი La-Na

პატარაააააა.კარგია მომეწონა ეს თავი.მეწყინა ნინას გამო და იმედია მალე გამოსწორდება ა მისი ცხოვრება
--------------------
ლანა

 


№6  offline აქტიური მკითხველი Anuki96

საინტერესოოა ძალიაან. ოღონდ შუა გზაში ნუ მიატოვებ ისტორიას და დაასრულე რა. თავების გაზრდას არ გთხოვ უბრალოდ ნუ დააგვიანებ ხოლმე.

 


№7 სტუმარი მარიი

მალე დადე ახალიიი

 


№8 სტუმარი Uhuu

Rato ikargevi xolme dade ra malee an gvitxari ame

 


№9 სტუმარი მარიი

რატომ არ დებ ახალს ???

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent