სიგიჟის ზღვარზე (თავი 3)
მზის პირველ სხივებს გისოსებიან ფანჯარასთან შევეგებე. თვალებჩაწითლებული გავყურებდი ამომავალ ოქროს ბურთს და თითქოს ქრებოდა ყველაფერი: საშინელი საავადმყოფოთი დაწყებული და ჩემი სიგიჟით დამთავრებული. ერთადერთი, რაც მინდოდა ძილი იყო. მხოლოდ რამდენიმე წუთით მაინც. როცა უძილობა გაქვს რეალურად აღარაფერი გეჩვენება. ასეთ დროს არც გღვიძავს და არც გძინავს. წარმოიდგინეთ, გეძინებათ, მაგრამ თქვენი ტვინი რატომღაც იმდენად დაძაბულია რომ ამის უფლებას არ გაძლევთ. რას გავაწყობდი? მითუმეტეს მეზობლის დამღლელი ქვითინის თანხლებით. გამწარებული სიგარეტის კოლოფს ვეცი, ბოლო ღერი დამრჩენოდა. ჩაიწვა თუ არა მაშინვე ოთახიდან გამოვედი და კაფეტერიისკენ გავემართე ახლის ასაღებად. მედდებს და შეშლილებს ჯერ, რა თქმა უნდა, ეძინათ. შეუმჩნევლად მოვახერხე ქვევით ჩაპარვა, სიგარეტის აღება და უკან ამობრუნება. ვიფიქრე, საძინებელში შებრუნებას აზრი აღარ ჰქონდა, ამიტომაც საერთო ოთახში შევედი და სავარძელში მივესვენე. ვცდილობდი მოვდუნებულიყავი და „გამომშრალი“ თვალები მაინც დამესვენებინა. დაახლოებით ათ წუთში დერეფნიდან კარების ჭრიალი მომესმა. ავღელდი, ვიმედოვნებდი ევა, ელენი ან რომელიმე უწყინარი პაციენტი იქნებოდა. ჯერ კიდევ საკმაოდ ბნელოდა და მოძრავ სილუეტს შორიდან კარგად ვერ ვამჩნევდი. იმას კი მივხვდი, აშკარად ბიჭი იყო. ევა და ელენი გამოირიცხნენ. ნელი ნაბიჯით მიახლოვდებოდა, ისე დავიძაბე თვალსაც კი არ ვახამხამებდი, აღარ ვსუნთქავდი. ვგრძნობდი თვითონ მიყურებდა. წამოვდექი და ჩემს ოთახში წასვლა დავაპირე, მაგრამ უცნობმა ხელი მკრა და ისევ სავარძელზე დამანარცხა. ისე სწრაფად წამიჭირა ყელში რომ დაყვირებაც ვერ მოვასწარი. ვცდილობდი, მაგრამ ხმა არ ამომდიოდა. -შენ წაიყვანე ჩემი კატა? - ყურში ამაზრზენად ჩამსისინებდა მე კი თავს უარის ნიშნად ვიქნევდი და მთელი ტანით ვიბრძოდი, რომ როგორმე თავი დამეღწია. რა უაზროდ ვკვდებოდი რაღაც სულელი კატის გამო, რომელიც შეიძლება არცკი არსებობდა. წნევა სახესა და თვალებზე მომაწვა, ხრიალისა და შეწინააღმდეგების ძალაც აღარ მქონდა და ალბათ, გონებასაც მალე დავკარგავდი თავდამსხმელს ვიღაც მეორე უცნობი კისერში რომ არ ჩაფრენოდა და ჩემი ყელიდან მისი ბინძური ხელები არ მოეცილებინა. თავიდან მეგონა, რომელიმე მედდა ან დაცვის თანამშრომელი იყო, მაგრამ შევცდი. ცოტა მოვსულიერდი თუ არა მაშინვე დავაკვირდი და დავინახე, როგორ მიახეთქა კედელზე ზემოთხსენებული კატის პატრონი და ხმადაბლა შეიგინა. რამდენიმე წამში, ვერ გავიაზრე როგორ, ხელიდან დაუსხლტა და კარებისკენ გაიქცა. ალბათ სხვა სართულიდან ამედევნა კაფეტერიიდან ამოსვლისას. ჩემს მხსნელს მივუახლოვდი და გაოცებისგან ენა ჩამივარდა. ის იყო, ის შიზოფრენიკი, რომელზეც ელენმა გამაფრთხილა. ხელები დაემუშტა და გახშირებულად სუნთქავდა. მერე შემობრუნდა და ისე შემომხედა თითქოს რაღაცას ამოწმებდა. მისი თვალების დანახვისას ისევ გული ამიჩქარდა. ჯანდაბა! ნუთუ მართლა რამე სუპერძალა ჰქონდა და ჩემ წინააღმდეგ იყენებდა? მივხვდი, არაფრის დაშავებას არ აპირებდა თორემ სხვა შემთხვევაში არ გადამარჩენდა. ან შეიძლება აპირებდა და უბრალოდ კონკურენტი მოიცილა. გული რომ დავიმშვიდე უხერხული სიჩუმის გასაფანტავად დავუწყე იმაზე ლაპარაკი თუ როგორი მადლობელი ვიყავი და რა დამემართებოდა მის გარეშე. მან კი თითქოს აქ არაფერიაო ზურგი მაქცია, თავისი ოთახისკენ წავიდა. ვერ მივხვდი ეს ქმედება როგორ უნდა გამეგო და გადავწყვიტე ყურადრება აღარ მიმექცია. ბოლოს და ბოლოს ის ხომ გიჟი იყო. დილით მომხდარზე არავის არაფერი ვუთხარი, არც ევას. ყველაფერი მოსაწყენად მიდიოდა იქამდე, სანამ საერთო ოთახში მთავარი ექიმი არ შემოვიდა და კრება არ დაიწყო. ვიფიქრე ვიმხიარულებდი. ფილმებში მქონდა ნანახი ზუსტად ასე, წრეზე რომ სხდებიან პაციენტები და სისულელეებს ლაპარაკობენ. ჩვენც ანალოგიურად მოვიქეცით. მე ექიმსა და ევას შორის მოვხვდი. ვეწეოდი და თან ხალისიანად ველოდი რომელი დარტყმული დაიწყებდა, თუმცა, არავინ ჩქარობდა. რა თქმა უნდა, ჩემი შეშლილი მხსნელიც იქ იყო. როცა ექიმი გრინი მიხვდა, რომ ხმის ამომღები მაინც არავინ იყო, თვითონ დაიწყო კითხვების დასმა. -ალბათ შეამჩნევდით, რომ ახალი პაციენტი გვყვავს. ალექსანდრა, იქნებ მოგვიყვე შენს შესახებ და გვითხრა აქ რატომ მოხვდი. ისეთი გამაღიზიანებელი ქალი იყო. -შემეშვი ნაგავო. - ირონიულად გავუღიმე და სახეში შევაბოლე. ეს სრულიად საკმარისი აღმოჩნდა ევასთვის და ბოროტად ახარხარდა. გარშემო მიმოვიხედე. ელენს წარბიც არ შეუხრია, ისევ წიგნს კითხულობდა. გენერალი ჩიბუხს აბოლებდა. კიდევ რამდენიმე პაციენტი ჩუმად იცინოდა. მეც ზუსტად ეს მინდოდა. გრინი სიბრაზისგან მართლა გამწვანებულიყო. ბოლოს ამოღერღა: -შემიძლია მე გითხრა. შენ აქ იმიტომ მოგიყვანეს რომ ფსიქოლოგიური პრობლემები გაქვს და მკურნალობა გჭირდება. ამ სიტყვებმა საერთოდ დამაკარგვინა მოთმინება. მან ფაქტობრივად სულით ავადმყოფი მიწოდა. გიჟივით ვეცი და სიგარეტი ყელზე მივაწვი. თან სალანძღავ სიტყვებს ვყვიროდი, რამდენჯერმე შეჯანჯღარებაც მოვახერხე, მაგრამ მერე მედდები მკლავებში მწვდნენ და დერეფნისკენ წამათრიეს. ძალიან რომ გავჯიუტდი რომელირაცამ ნაცნობი ნემსი დამარტყა მხარში. გავითიშე. *** გონს რომ მოვედი ისევ იმ წყეულ ოთახში ვიწექი. პირველი დღე გამახსენდა. საღამო იყო. მაშინვე ჩავიცვი და კაფეტერიისაკენ გავეშურე, ძალიან მშიოდა. შესვლისთანავე საჭმელი ავიღე და ცარიელ მაგიდას მივუჯექი. დებილების ყურების თავი აღარ მქონდა. უკვე ადგომას ვაპირებდი და სწორედ ამ დროს ის გამოჩნდა, ლურჯთვალა მხსნელი. უკვე არარ ვიცოდი მისთვის რა დამეძახა. -გუშინ კარგად გამოგივიდა. - სხვათაშორის აღნიშნა და ჩემ წინ დაჯდა. სასიამოვნო ხმა ჰქონდა, დამამშვიდებელივით. სულ შავები ეცვა. მგონი რაღაცით მგავდა კიდეც. -რა გქვია? - მისი კომპლიმენტი ისე დავაიგნორე, როგორც თვითონ ჩემი მადლიერება. -ალექსანდრე - უხალისოდ წარმოთქვა. ხომ ვთქვი რაღაცით მგავს მეთქი. -მე ალექსანდრა. თავი დამიქნია, მანიშნა უკვე ვიციო. დიდად კარგი მოსაუბრე არუნდა ყოფილიყო. -ალბათ ჩემზე უკვე მოგიყვნენ. -მითხრეს, რომ შიზოფრენია გაქვს. - პირდაპირ მივახალე და ისეთი დატანჯული თვალებით შემომხედა, მაშინვე ვინანე. -გეშინია? -უნდა მეშინოდეს? -ახლა არა. - გაეცინა, ოღონდ ისე სარკასტულად არა როგორც პირველ დღეს. ეს ნამდვილი ღიმილი იყო. იმ მომენტში მისი თვალები ზღვას მივამსგავსე. ზღვასავით ლურჯი იყო, მაგრამ მშვიდი არა, პირიქით. თითქოს მღელვარე ტალღები ნაპირებს ეხეთქებოდნენ და ჩემკენ მოიწევდნენ. -ის ტიპი ვინ იყო თავს რომ დამესხა? - თემა იმაზე გადავიტანე, ვისიც მართლა მეშინოდა. -დაივიწყე, არ დაბრუნდება. -და რომ დაბრუნდეს? ცოტა შეყოყმანდა, მერე ჯიბიდან პატარა დაკეცილი დანა ამოიღო და მაგიდის ქვემოდან მომაწოდა. უარი ვუთხარი. მერჩივნა ის დარტყმული დაბრუნებულიყო და დავეხრჩე ვიდრე იარაღი ვინმეს წინააღმდეგ გამომეყენებინა. ძალა არ დაუტანებია, ისევ ჯიბეში შეინახა. კაფეტერიაში დიდხანს აღარ გავჩერებულვართ. ზემოთ ავედით. ალექსანდრე თავის ოთახში შევიდა, მგონი საერთო ოთახსა და ხალხმრავლობას ვერ იტანდა. მე ისევ ევას მივუჯექი ტელევიზორის წინ. დამინახა თუარა ხელები გაშალა და მაგრად ჩამეხუტა. -როდის გაიღვიძე ტკბილო? მეც მოვეხვიე. თვითონაც მიკვირდა როგორ შევეჩვიე ამ ორი დღის განმავლობაში, მაგრამ მასთან ერთი საათიც რომ გაგეტარებინათ მაშინვე შეგიყვარდებოდათ. სულ მოკლე ხანში ევა ჩემთვის გახდა ის ძვირფასი მეგობარი, რომელიც გარეთ არასდროს მყოლია. P.S. თუ კითხულობთ ვინმე კომენტარებში დააფიქსირეთ თქვენი აზრი, რომ ვიცოდე გავაგრძელო თუ არა. ბოდიში გრამატიკული შეცდომებისთვის, მაგრამ გადაკითხვას ვერ ვასწრებ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.