შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჰილეგი (15)


3-03-2017, 00:05
ავტორი MariamG
ნანახია 3 001

***
ქეთი გაოცებული მისჩერებოდა მის წინ დაკეტილ კარს. წარბებს შორის ნაოჭი გაუჩნდა, ოღონდ ნახევრად ბრაზის და ნახევრად, გაბზარული იმედის. როგორ ელოდა მოსმენას. და სწორედ, ეს იყო შეცდომა, რომ უსაზღვროდ ბევრჯერ შეეძლო მობრუნება, ხელის გაწოდება და ჭაობიდან ამოთრევა. მაქსიმემ ისევ მიატოვა. და, ქეთის მოეჩვენა, რომ ახლოს მყოფის მიტოვება უფრო მტკივნეულია, ვიდრე გადაკარგულის. დროთა განმავლობაში, ადამიანს სხვა გზა არ რჩება, ეგუება, რომ მიტოვება ადამიანის თვისებაა, გაწირვისა და ხელის კვრის გარდა, ბევრი არაფერი შეუძლია.
ქეთი ხელისგულებით კარს შეეხო. თვალები დახუჭა, შუბლით მიეყრდნო. გრძნობდა, ან უნდოდა ასე დაეჯერებინა, რომ მაქსიმეც ასევე იდგა, კარს აყუდებული და საკუთარ განაჩენს გლოვობდა.
-მაქსიმე. -ხმადაბლა დაილაპარაკა ქეთიმ. თვალებიდან მძიმე ცრემლები გადმოსცვივდა, აკანკალებული სუნთქვა ამოუშვა.
-ღმერთს გეფიცები მაქსიმე, მჭირდება რომ გაპატიო. მომეცი მიზეზი! -ხმა აიმაღლა ქეთიმ. კარზე აბრახუნებდა, ხელისგულები აეწვა, თითქოს იარები ეხსნებოდა. კარს უკან რაღაც ხმები ისმოდა. ერთი შეხედვით, ბავშვობაში ყველა საყვარელი ზღაპარი, მოზრდილ ასაკში, საშინელ მოგონებად იქცევა. ყვებიან, რომ ულამაზეს პრინცესას ღრმა ძილით ჩაეძინა (წარმოდგენა არავის აქვს რას ხედავდნენ სიზმრად) და მოაკითხა პრინცმა, რომელმაც სასახლეში წაიყვანა. ყველა ზღაპარი ერთნაირად სრულდება - ცხოვრობდნენ დიდ ხანს და ბედნიერად. მართალია ვერავინ ამჩნევს, თუმცა ეს ყოველივე ისე ილექება გონებაში, ცხოვრების ერთ მშვენიერ დღეს უსამართლობას მძაფრად შეიგრძნობ და გიკვირს, რატომ არ დაგეძინა ,რატომ არ გამოჩნდა პრინცი, რატომ არსადაა სასახლე და დიდ ხანს, ბედნიერად ცხოვრება. მერე, დროც გადის, ძილსა და სასახლეზე ამბობ უარს, მხოლოდ ის გინდა შენი საკუთარი პრინცი არსებობდეს, ბედნიერი დასასრული და ხანგრძლივი სიცოცხლე. და ბოლოს, ყველაფერი ქაღალდს ემსგავსება. სულ მცირე ძალდატანებაა საჭირო, რომ მოიკეცოს და მოკეცილ ადგილს ვეღარაფერი ასწორებს. ქრება ძილის, პრინცისა და ბედნიერების ილუზია. რჩები იმ ზღაპარში, სადაც მუდამ უღრანი ტყეა, სადაც არ არსებობს სინათლე მხოლოდ იმიტომ რომ ამ უკანასკნელის ავტორი შენ თვითონ ხარ და ბინძური გამოცდილებით, იცი რომ არაფერია სამუდამო და მითუმეტეს, - სამუდამოდ ბედნიერი.
საკეტის გადატრიალების ხმამ ქეთი გამოაფხიზლა, სახელური გამოძრავდა, კარი გაიღო და ზღურბლს იქით, მაქსიმე გამოჩნდა. ცივი, დალაგებული მზერით. წარბებს შორის გაჩენილი ნაოჭით, დაჭიმული ნაკვთებით. ქეთიმ ხელები ჩამოყარა, თავი გვერდზე გადასწია და ამოისუნთქა. მამაკაცს აშკარად ეტყობოდა, ქეთის მოსასმენად არ გაეღო კარი. თითქოს,სადღაც ეჩქარებოდა. მოუსვენრობა დაეტყო მთელს მის სხეულს. ქეთიმ აათვალირა. დეტალურად იმახსოვრებდა მის ყველა ნაწილს, თითქოს ერთდროულად ემშვიდობებოდა და თავიდან ეგებებოდა. იდგა, ფიქრობდა. სიტყვებს აკოწიწებდა, ერთმანეთთან ათანხმებდა.
-იცი, მაქსიმე, ზოგს უმართლებს. -დაიწყო ქეთიმ. ხმა გაბზარვოდა და საცოდავი შესახედაობისა იყო. -თუ რაიმეს დაკარგავენ, ან ისევ უბრუნდებათ, ან კიდევ უკეთესს იღებენ. მე არა, მე ყოველთვის ბოლომდე მეკარგება. ხომ ამბობდი, ერთმანეთთს მაშინ ვესაუბრებით, როცა რაღაცას ვაკეთებთო, ხოდა, ახლა არაფერი გავაკეთოთ, არ ვიფიქროთ, უბრალოდ დავჯდები, მოგიყვები როგორია ჩემი დილა შენდამი ზიზღის გარეშე. და მერე, ყველაფერი დალაგდება, ძველებურად შემძულდები, ისევ მომინდება შენი გაქრობა. ოღონდ გთხოვ, ჩემთვის, უბრალოდ რომ გაპატიო, გაჩერდი, დანებდი, წადი შორს და თავიდან იცხოვრე, ისევ დაიბადე, განახლდი, გამოცოცხლდი. -მაქსიმე დაძაბული უსმენდა. მერე, თავი დახარა, თვალი გაუშტერა ზღურბლს. ასე იდგნენ, დამანგრეველი სიჩუმე გამეფებულიყო. მაქსიმემ თავი ასწია, სხვა მხარეს შეავლო თვალი. თითქოს,სიტყვებს იგლეჯდა, ინიღბებოდა და ისევ პატარავდებოდა.
-რატომ გინდა, რომ მაპატიო?
-მხოლოდ ჩემთვის. ეგოისტი ვარ. -თავი დახარა ქეთიმ. თავდახრილი იდგა მაქსიმეც.
-შეშინებული ეგოისტი.
-ალბათ, ადამიანური შიშია.
-და რა გგონია, რა გაშინებს? მართლა თვლი რომ დაგაკლდი? ილუზიაა. ნუ აფუჭებ ყველაფერს, ქეთი. ზოგი რამ, დაუსრულებელი უფრო ლამაზია.
-ეს მათ რიცხვში არ შედის. არ მოგცემ უფლებას. -ქვედა ყბა აუკანკალდა ქეთის.
-გამდაბლებს.
-რა?
-სიცრუე.
-ყველა ცრუობს.
-ანუ ყველა ხარ, ანუ შევცდი?
-შენც ხომ ცრუობ? -მაქსიმე გაჩუმდა. თანხმობის ნიშნად. -მითხარი, ადამიანურად მითხარი ოღონდ, უარესის მოსახდენად, შიშის გარდა, კიდევ რა არის? -პასუხი არ ისმოდა. ქეთი მისჩერებოდა უაზროდ, როგორც ყოველთვის, ჩაფიქრებულ და რაღაცნაირად, დარდიან მაქსიმეს. ვითომ არაფერი და ამავდროულად, ყველაფერი იყო. გონება განგაშის ზარებს სცემდა, ქეთის აიძულებდა ამ დამამცირებელი სიჩუმისთვის მიბრუნებულიყო, გაუჩინარებულიყო და მაქსიმე დაევიწყებინა, თუმცა გული დალოდებას სთხოვდა და, გული რასაც ამბობს, კარგია.
-კიდევ, ალბათ, მის ჩრდილს უნდა გრძნობდე. -თავი ასწია მაქსიმემ. -იმდენად უნდა გეშინოდეს, სიახლოვეს რომ გაუფრთხილდე. კიდევ, მეტად რომ არ ატკინო, წასვლა უნდა შეგეძლოს. როცა გიყვარს, ეგოისტი ვერ იქნები და მითუმეტეს, შეშინებული ეგოისტი. ეს ყოველივე შიშისგან გამომდინარეობს და ეს ადამიანურია. ეგოიზმი საზღვარზე არ დგას, ღრმადაა.
-და რას ფიქრობ, ერთი წამითაც არ შეგიძლია უკან დახევა?
- შენ ზღაპრის გოგო ხარ, ბედნიერებისთვის შექმნილი. მე შენი ურჩხული არ ვარ, ნეტავ ისე იყოს, ყველაფერი ადამიანებად ქცეული საგნები გახდეს. შენი საყვარელი ზღაპრები ჩემს რეალობაში პირიქით ხდება. შენ ვერც ამაზე მეტს იგრძნობ, ვერც ნაკლებს.
-ანუ, ყოველთვის „ცუდი“ იქნები? ყოველთვის მატკენ?
-შენს თავს თვითონ ატკენ. -მაქსიმემ შარვლის უკანა მხარეს რაღაც ჩაიდო. ხმა აღარ ამოუღია, სახლის გასაღები ხელში აატრიალა, გამოვიდა, ქეთის გვერდით დადგა და კარი გადაკეტა. ქეთიმ თვალი გააპარა, მაქსიმეს იარაღი ედო. ფეხქვეშ მიწა გამოეცალა, მართლა ასე იყო? ამდენად უმოქმედო იყო, რომ არაფერი შეეძლო? პირველად არ ხედავდა მაქსიმეს სიახლოვეს იარაღას, თუმცა ამჯერად უფრო მტკივნეული იყო, ამჯერად უფრო მძაფრი.
-ალბათ გადაწყვიტე. -მწარედ ჩაეცინა ქეთის. მაქსიმეს ყურადღება სხვა რამეზე გადაეტანა. -გადაწყვიტე, რომ წახვალ, დატოვებ ყველაფერს, ცხოვრებას დაინგრევ. მე სამუდამოდ დამშლი, საბოლოოდ გამანადგურებ, რასაც ვგრძნობ, იმდენად მძაფრ სიძულვილს შეიცავს, არ შემეძლება მეტად უკეთესი სიყვარული ვამჯობინო. შენს საზღვარზე დავრჩები. მაქსიმე, არ მინდა. -ამოიკვნესა ქეთიმ. ახალგაზრდა კაცმა შეხედა. ალბათ ,ებრალებოდა.
-სამყაროს ყველა ბოროტება შენზე გადმოვიდა. სასჯელი ვარ შენთვის.
-სიცოცხლეს მიმწარებ, მაგრამ თან მიზეზს მაძლევ.
-ანუ?
-მეზიზღები.
-სასიამოვნო მოსასმენია.
-უარესი არ შეიძლება.
-არ შეიძლება.
-და. -ქეთის სიტყვა გაუწყდა. მძიმედ გადააგორა ბურთი. -ერთ დღეს, ქუჩაში რომ შემხვდე და გვერდით ჩამიარო.
-გული არ გეტკინება.
-ხო. არ მეტკინება.რატომ უნდა მეტკინოს?!
-არ უნდა გეტკინოს. არ ვიმსახურებ.
-დამსახურების მიხედვით არ იყვარებენ. -შეეპასუხა ქეთი. მაქსიმეს ტუჩის კუთხე ძლივსშესამჩნევად ჩაუტყდა.
-იყვარებენ ,როცა ეშინიათ. -დაამატა ახალგაზრდა კაცმა.
-და როცა თან დაგყვება. კიდევ, როცა წასვლას გაიძულებენ. -გული აუჩუყდა ქეთის. მზერა გადაიტანა. გადაეგლისა თვალებზე ცრემლის ფენები.
-არასდროს მოყვე, რომ ეს იგრძენი.
-სისულელეა და ამიტომ?
-არა. ყველა ვერ მიხვდება, რომ საზღვარია სიკვდილსა და სიცოცხლეს შორის.
-გძულს და გჭირდება.
-ასეა.
-ანუ წახვალ.
-წავალ.
-არ გაპატიებ.
-ესე იგი, ყოველთვის გემახსოვრები.
-პირიქით, გაქრები.
-მაშინ, არ თქვა რომ ცუდად ხარ, როცა გკითხავენ.
-რადგან თანაგრძნობა ამძიმებს ტკივილს. -დაამატა ქეთიმ მაქსიმეს ფრაზა და იგრძნო, როგორ დაეცალა სხეული. მოდუნდა, მოეშვა, ერთ წამში შეეგუა. ახალგაზრდა კაცმა თავი დაუქნია, გაბრუნდა. ნელი ნაბიჯებით მიიწევდა წინ. ქეთიმ დანანებით გადააქნია თავი, დამძიმებული ცრემლი ჩამოუგორდა, სისუსტე იგრძნო. ყოველ ნაბიჯში შორდებოდა და ეცლებოდა, სიახლოვე მცირდებოდა და მერე, საერთოდ გაუჩინარდებოდა. თითქოს, ადამიანებს მართლაც აქვთ რაღაც, შიგნით, რაც ძლიერი ტკივილის განცდისას, იშლება და წყდება. ქეთის მტკივნეულად ჩასწყდა რაღაც, ყვირილი უნდოდა ისე ეტკინა, ხმა აღარ ამოსდიოდა, მხოლოდ იდგა და სძულდა საკუთარი თავი, რომ უშვებდა. ფიქრობდა, რომ ყველა გაამტყუნებდა, რომ დააბრალებდნენ, თითქოს არაფერი გააკეთა და თვითონ გაუშვა, მაგრამ აბსურდი იყო. ქეთი იყო უკანასკნელი, ვინც მაქსიმეს იმ გზაზე გაუშვებდა, ოღონდ, ერთი დარდი კი მიჰყვებოდა, საკმარისად არ უყვარდა, მოსაბრუნებლად არ იყო საკმარისი. და ვინ იცის, წასული ადამიანები, როგორ ნატრობენ უკნიდან წარმოთქმულ სახელს, ნაბიჯების ხმის გაგონებას, ძლიერ შეჯახებას სხეულებს შორის. არავინ იცის, როცა ტოვებენ, რამდენ ხანს უწევთ მიტოვებულებს მათი სურნელით სუნთქვა, რამდენ ხანს ითვლიან წამებს და როგორ იშლება ილუზია, რომ სიყვარულს ყველაფერი შეუძლია. სწორედ რომ, სიყვარულია დამნაშავე, ამდენი დატოვებულის წინაშე. სიყვარულია, ყველაფერს რომ ამართლებს და მათ შორის, ცოდვათა შორის უპირველესს - ღალატს. იმედის, სულის ღალატს, თორემ ხორციელად რა ხანია გაიხრწნა.
-მაგრამ იცოდე, რომ ბანალურობაზე მეტია. არ მოგაბრუნებ, არ გთხოვ, მაგრამ მჯერა, გულის სიღრმეში შენც ისეთივე ეგოისტი ხარ, როგორიც მე და ისევე გეშინია, როგორც მე. არ მიყვარხარ, მძულხარ. უარესი არ იქნება, მეზიზღები, მთელი არსებით. -მიაძახა საბოლოო ხმით. მაქსიმეს სხეული დაეჭიმა, არ შეჩერებულა, თუმცა ეტყობოდა, კარგად გაიგო. და მაინც წავიდა, ყველაფრის მიღება შეეძლო და არაფრისკენ წავიდა. უარესს იზამდა, ჭიშკარსაც გასცდებოდა და კიდევ მეტსაც, იმ იარაღს დამიზნებულზე გაისროდა. მოკლავდა მასში ქეთის და ყველა სიკეთეს, რაც კი სიძულვილმა გააჩინა.

და საბოლოოდ, ქეთი, ზღაპრის გოგონა, სწყევლიდა ყველა ზღაპარს, რომელიც სრულდება ფრაზით - „ცხოვრობდნენ დიდ ხანს და ბედნიერად.“

***

მანქანა სადარბაზოსთან გაჩერდა. ქეთი ჩაფიქრებული იჯდა.
-შენ ყველაფერი გააკეთე, არ ხარ დამნაშავე, შვილო.
-ამას მაშინ ამბობენ, როცა არაფერს აკეთებენ. ასეც არის, ნამდვილად.
-შენ გგონია, რომ არაფერი გაგიკეთებია? -ჩაეცინა მერაბს. ქეთი გაღიზიანდა. უარესად წამოუარა ბრაზმა. ზიზღით ანთებული თვალებით გადახედა მერაბს.
-სადმე ხედავთ მაქსიმეს? ესე იგი, არ გამიკეთებია.
-შენ მას რწმენა მიეცი. რწმენის გარეშე ადამიანები იფიტებიან და კვდომას იწყებენ.
-რისი რწმენა, ზიზღისა და გაშვების? ზოგჯერ, საჭიროა ბანალური და მოსაბეზრებელი იყო, ზოგჯერ უნდა გაიქცე და ჩამოეკიდო, უნდა დაიმცირო თავი, სამაგიეროდ, გაიმარჯვო და დაიბრუნო.
-რწმენა, რომ ნებისმიერ შემთხვევაში დაელოდები.
-არ ღირს ლოდინი, როცა არ ბრუნდებიან.
-რას იზამ, ყვავილებს გადაყრი?
-რატომ მეკითხებით?
-ხომ გითხრა, თუ გეყვარებიო...
-ჯანდაბასაც წაუღია სიყვარული, ვიოლები უბრალოდ... ლამაზია. -ხელი ჩაიქნია ქეთიმ.
-მაქსიმე დაბრუნდება.
-ანეტას მოკლავს? -უეცრად იკითხა ქეთიმ. ტკივილით სავსე თვალებიდან ეჭვით იყურებოდა. მერაბი დაიძაბა, ჩაფიქრდა, ნელა დააქნია თავი. ქეთიმ თვალები დახუჭა, თავი გააქნია, ტუჩები მოკუმა, ცალი ხელი სახეზე აიფარა.
-ადამიანს ყველაფერი ბუმერანგივით უბრუნდება.
-ანეტამ მოკლა მისი მშობლები? ამიტომ იყიდა მეგი, ამიტომ გაამწარა, შიზოფრენიამდე მიიყვანა, ამიტომ მოაკვლევინა თავი. რა მარტივია. მაქსიმე მარტივია.
-გამწარებულია.
-გეთანხმები, მეც სიამოვნებით მოვკლავდი მაქსიმეს. სამართლიანობისთვის ზედმეტად ბევრი საშუალებაა და არა მკვლელობა. ყველაზე მძიმე კი ისაა, რომ მეგი მოკლა. ჰო, მაქსიმემ მისცა მიზეზი და ეს კიდევ უარესია, ვიდრე იარაღის ქნევა. -საფეთქლები დაიზილა ქეთიმ. ერთი სული ჰქონდა სახლში წასულიყო.
-მიზეზებს აგროვებ, რომ გძულდეს? -გაეცინა მერაბს. გულის სიღრმეში, ეთანხმებოდა კიდეც. ვინ იცის, ამ დღის შემდეგ, რამდენ ვერდიქტს გამოიტანდა, რამდენ სასიკვდილო განაჩენს მოუმზადებდა მაქსიმეს, ოღონდაც არ ეგრძნო შიში, არ ეფიქრა რომ შესაძლოა, დაესწროთ. საერთოდ, მკვლელობაც დასწრებაზეა. ამ დროს იმდენად შიშვლდები, სუსტი მხარეები ფეხებში მოგსდევს, ჯერ იქ გესვრიან, მერე თუ გაგაჩნია, გულს დაგისერავენ და საბოლოოდ, შეკოწიწებული არსებობით იცლები.
-ყოველი მათგანი ცხვირწინ მაქვს. -მოუჭრა ქეთიმ. საკეტი გადასწია და კარი გააღო, გადასვლამდე, მობრუნდა. -თუ ოდესმე ნახავ და გკითხავს, უთხარი რომ ბედნიერი ვარ, თუ ჩამჭრელ კითხვას დაგისვამს, უთხარი რომ სიყვარული ყველაფრისთვის არ კმარა და ბედნიერი ვარ. -პასუხის გარეშე გადავიდა, კარი ძლიერად მოაჯახუნა. უსწორმასწორო გზაზე მანქანის ხმა რამდენიმე წამის განმავლობაში ისმოდა, ქეთიმ სადარბაზოში შეაბიჯა, კიბე უხმოდ აიარა, კარზე ძლივს მოახერხა დაკაკუნება. ეტყობოდა, დედამისი ელოდა, სწრაფადვე გაუღო კარი. ქეთი წაშლილი სახით იდგა, ზღურბლს გადააბიჯა, ერთ ხანს უყურა დედას და მერე, ძალიან ძლიერად მოეხვია. ყველაზე ჩუმი, უსიტყვო, ეჭვგარეშე ტკივილი გადადიოდა ორ სხეულს შორის. საერთოდ, როცა ისე ხარ, რომ ყველაფერი დაგიმთავრდა, სახეზე გაწერია და ახსნა არ გჭირდება. ქალმა მისაღებში გაიყვანა, სავარძელზე ჩამოსვა. წყალი მოუტანა, ქეთიმ პირი არ დაადო. იჯდა. მერე, გაუბედავად დაიწყო.
-ვბრაზობ და მწყინს. ყველაფერი. და თითქოს, ჩემი ბრალია, რომ წავიდა. შეიძლება შენც ვერ გამიგო, ან უნდა დავასრულო თავის მართლება და ბოლოს და ბოლოს, ვაღიარო, რომ ყველაფერი ბოლომდე გავაფუჭე. ვერ გავუძელი ნელ დინებას და ავაჩქარე. ყველაფერი ბედს მივუგდე, ვიცოდი რომ თავზე დამენგრეოდა და გავიბრძოლე. ყოველთვის მარცხდებიან? ანუ, ბრძოლაზე, რომელზეც ბავშვობიდან მეჩურჩულებოდი, რომელსაც მთხოვდი, მაინც ამით დასრულდებოდა? მაქსიმე წავიდა, არ ვიცი რას გააკეთებს, მაგრამ ჩემგან წავიდა. არც ერთი სიტყვა არ დაიჯერა, რომ ვერ შევიყვარე, მაგრამ შევიძულე. გავუშვი, გესმის? არაფერი გავაკეთე. მხოლოდ კითხვები დავუსვი, მისი სიტყვებითა და ხასიათით ვისაუბრე, მხოლოდ დავანახე, რომ მართალია და მორჩა. დამთავრდა. -ნერვიულად ჩაეცინა ქეთის. ხელები თმაში ახლართა. -არ ვარ ღირსი, რომ მაქსიმე ვაკრიტიკო. მეტი შემეძლო, მეტი უნდა გამეკეთებინა. ყოველთვის ასეთი მძიმეა იმედგაცრუება? -ამოიკვნესა ქეთიმ და ატირდა. ქალი მიუახლოვდა, ძლიერად მოეხვია, თმაზე ფერება დაუწყო.
-არც ერთად შეგიძლიათ და არც უერთმანეთოდ. დამიჯერებ რომ გითხრა, მონატრებას მაქსიმეც კი ვერ გაექცევა-თქო?
-ერთად ყველაფერი გვაფუჭებს, უერთმანეთოდ კი, ჩვენ ვუთხრით ძირს ნებისმიერს.
-თუ გინდა იტირე.
-არ მინდა. არ ვიცი რა მინდა. რომ ვიცოდე, სხვანაირი ვიქნებოდი. საზიზღარი ვარ, საშინელი.
-არ ღირს.
-როგორც არ უნდა მიჭირდეს, ყველაფერი ღირს, დედა, შენ ვერც კი წარმოიდგენ, როგორ. სიცოცხლედ ღირს, მთელს არსებობად.
-გიყვარს ქეთი?
-რა უცნაურია, არა? ამ გრძნობას მაინც სჯობნიდეს ზიზღი.
-ადამიანებს,რომლებსაც ძლიერად უყვართ ერთმანეთი, ამაზე მეტად შეუძლიათ, სძულდეთ. ნუ შეგრცხვება, რომ ორივეს გრძნობ. -ქეთი წამოდგა. ოთახში შევიდა, კარი შიგნიდან გადაკეტა და მიეყრდნო. გვერდით, ჩამრთველისკენ გადაასრიალა ხელი. თაროდან ვიოლები იღიმოდნენ. და მერე, როგორი სევდიანი ღიმილით, არშემდგარი სიყვარულის, დაუმსახურებელი სევდისთვის.
ყველაფერს აქვს გამართლება? ქეთი საწოლზე ჩამოჯდა. ვიოლებით სავსე, პატარა ქოთანი კალთაში ედო და ფიქრობდა, რომ მათ ცოტა ხანში მიწისა და ქოთნის გამოცვლა მოუწევდათ. ნაზ ფურცლებს თითებს უსვამდა. და მართლაც, სევდიანი იყო ფიქრი, რომ ყველაფრის მიუხედავად, არ შეეძლო ვიოლების მოშორება.
ბუნების, მაქსიმესა და ქეთის სასწაულისამებრ, იმ ღამეს ძლიერად გაწვიმდა. თითქოს, ჩამოკიდებულ მთვარესაც ჩამოაგდებდა, ჩამორეცხავდა. შავ ცაზე წვეთებად იღვენთებოდა მთვარე და ტოვებდა ილუზიას, რომ ვარსკვლავები იბადებოდნენ. იკლაკნებოდა ელვა, ორჭოფობდა მთვარე და გრგვინავდა წვიმა, ისევ და ისევ, არშემდგარი სიყვარულის გამო.



№1  offline ახალბედა მწერალი ლორელაი

ქეთის ვერ გავამართლებ, აკი თივითონ თქვა გამომეჩინა ნეტავს სისუსტე და ჩამოვკიდებოდი ყელზეო. ჯობდა ასე ექნა. ძლიერი და სამარტლიანი გოგოს როლს ისეა მორგებული რომ ნამდვილი ქეთი სულ დაივიწყა.ნაზი და საყვარელი გოგოდან მოსამართლედ იქცა.მეგის გავლენაა ეს. მეგის გამო თითქობს შურს ძიობს.
მეტკინა მაქსიმეს ღიმილი

 


№2  offline წევრი მეამბოხე ^^

სიძულვილსა და სიყვარულს შორის ერთი ნაბიჯიაო,ამბობენ...
მართალიცაა,როგორც ქეთის და მაქსიმეს შორის. სიძლუვილით დაიწყეს ურთიერთობა და სიყვარულში გადაეზარდათ( დარწმუნებული ვარ მაქსსაც უყვარს :დ ) ... ქეთიმ გაიბრძლა და მივიდა მაქსიმესთან,ესეც ხომ გადადგმული ნაბიჯია?! მაქსიმემ კი წასვლა არჩია. იქნებ სჯობდა კიდეც?! მონატრებას,ხომ ბევრი რამის გაკეთება შუძლია... მიხარიხარ და ველი შემდეგ თავს heart_eyes

 


№3  offline მოდერი sopiko

აი, მივედით იქამდე, საიდანაც დავიწყეთ.
სიცოცხლესა და სიკვდილს შორის ზღვარზე.
სიძულვილსა და სიყვარულს შორის ზღვარზე.
სიცოცხლის მიმცემზე.
ჰილეგზე.
აღფრთოვანებული ვარ ''ჰილეგით'', მარიალა heart_eyes
ყველა ისტორიისგან შორს დგას!
ყოველი ეპიზოდი ინტერესს მიღვივებს!
დარწმუნებული ვარ, მაქსიმე ვერ დაივიწყებს ქეთის. ვერ იტყვის უარს მასზე, როგორიც არ უნდა იყოს თავად.
გელი heart_eyes

 


№4  offline წევრი ბაბუაწვერა

ახლახანს ერთად წავიკითხე ყველა თავი...
რა გითხრა..
შენ რომ არანორმალურად კარგად წერ ეს უჩემოდაც მშვენივრად გეცოდინება. heart_eyes უბრალოდ აღფრთოვანებული ვარ შენი ნიჭით.
რაც შეეხება პერსონაჟებს. აქამდე რაც კი ოდესმე წამიკითხავს, ყველას მიმართ გამჩენია რაღაც გრძნობა, იქნებოდა ეს სიძულვილი, სიყვარული, სიბრალული და ა.შ. აი რაც შეეხება მაქსიმეს, პირველად მაქვს ისეთი შემთხვევა, რომ პერსონაჟის მიმართ საერთოდ ვერაფერს ვერ ვგრძნობ. ისეთივე ცივი და უგულო დამოკიდებულება მაქვს მაქსიმეს მიმართ, როგორიც თავად გამოამჟავნა პირველ თავებში. ვერ წარმომიდგენია რა უნდა მოხდეს ისეთი, რომ მაქსიმეს ვთანაგრძნო და გავუგო. ალბათ არაფერი.
შენ კი ასე გააგრძელე და რაც შეიძლება მალე გაგვახარე ახალი თავით heart_eyes

 


№5  offline ახალბედა მწერალი MariamG

ლორელაი
ქეთის ვერ გავამართლებ, აკი თივითონ თქვა გამომეჩინა ნეტავს სისუსტე და ჩამოვკიდებოდი ყელზეო. ჯობდა ასე ექნა. ძლიერი და სამარტლიანი გოგოს როლს ისეა მორგებული რომ ნამდვილი ქეთი სულ დაივიწყა.ნაზი და საყვარელი გოგოდან მოსამართლედ იქცა.მეგის გავლენაა ეს. მეგის გამო თითქობს შურს ძიობს.
მეტკინა მაქსიმეს ღიმილი

ალბათ, მოვლენების ასე გავითარებამ აიძულა, თუმცა რავიცი, ასეა, მეგის ამბავს ვერ ივიწყებს. მეც ძალიან მტკივა მაქსიმე, ღიმილით და წასვლით.

თამაკო
სიძულვილსა და სიყვარულს შორის ერთი ნაბიჯიაო,ამბობენ...
მართალიცაა,როგორც ქეთის და მაქსიმეს შორის. სიძლუვილით დაიწყეს ურთიერთობა და სიყვარულში გადაეზარდათ( დარწმუნებული ვარ მაქსსაც უყვარს :დ ) ... ქეთიმ გაიბრძლა და მივიდა მაქსიმესთან,ესეც ხომ გადადგმული ნაბიჯია?! მაქსიმემ კი წასვლა არჩია. იქნებ სჯობდა კიდეც?! მონატრებას,ხომ ბევრი რამის გაკეთება შუძლია... მიხარიხარ და ველი შემდეგ თავს heart_eyes

ვერ წარმოიდგენ როგორ მახარებ. კი, ნამდვილად ასეა. როცა ძალიან ძლიერად უყვართ, სიძულვილამდე სულ ერთი ნაბიჯია. გავკადნიერდები და ვიტყვი, რომ სიყვარულზე მეტიც მგონია. ძალიან დიდი მადლობა თამაკო, ძალიან! heart_eyes

sopiko
აი, მივედით იქამდე, საიდანაც დავიწყეთ.
სიცოცხლესა და სიკვდილს შორის ზღვარზე.
სიძულვილსა და სიყვარულს შორის ზღვარზე.
სიცოცხლის მიმცემზე.
ჰილეგზე.
აღფრთოვანებული ვარ ''ჰილეგით'', მარიალა heart_eyes
ყველა ისტორიისგან შორს დგას!
ყოველი ეპიზოდი ინტერესს მიღვივებს!
დარწმუნებული ვარ, მაქსიმე ვერ დაივიწყებს ქეთის. ვერ იტყვის უარს მასზე, როგორიც არ უნდა იყოს თავად.
გელი heart_eyes

ნამდვილად, ძალიან ნელა, მაგრამ მაინც მივუახლოვდით საზღვარს და სიცოცხლის მიმცემს. ერთმანეთს ყველაფერს ართმევენ და აძლევენ. რას გაუგებ ჰილეგს. ვერ წარმოიდგენ როგორ მიხარია, როცა მეუბნებიან რომ შორს დგას და რომ კარგია. ძალიან ბედნიერი ვარ და ძალიან დიდი მადლობა!
ვერ დაივიწყებს, გპირდები.

ბაბუაწვერა
ახლახანს ერთად წავიკითხე ყველა თავი...
რა გითხრა..
შენ რომ არანორმალურად კარგად წერ ეს უჩემოდაც მშვენივრად გეცოდინება. heart_eyes უბრალოდ აღფრთოვანებული ვარ შენი ნიჭით.
რაც შეეხება პერსონაჟებს. აქამდე რაც კი ოდესმე წამიკითხავს, ყველას მიმართ გამჩენია რაღაც გრძნობა, იქნებოდა ეს სიძულვილი, სიყვარული, სიბრალული და ა.შ. აი რაც შეეხება მაქსიმეს, პირველად მაქვს ისეთი შემთხვევა, რომ პერსონაჟის მიმართ საერთოდ ვერაფერს ვერ ვგრძნობ. ისეთივე ცივი და უგულო დამოკიდებულება მაქვს მაქსიმეს მიმართ, როგორიც თავად გამოამჟავნა პირველ თავებში. ვერ წარმომიდგენია რა უნდა მოხდეს ისეთი, რომ მაქსიმეს ვთანაგრძნო და გავუგო. ალბათ არაფერი.
შენ კი ასე გააგრძელე და რაც შეიძლება მალე გაგვახარე ახალი თავით heart_eyes

პირველ რიგში, უღრმესი მადლობა! ასეთი შეფასებები ყოველთვის მამუნჯებს. გაგიკვირდება და მაქსიმე ჩემთვის ყველაზე ძვირფასი პერსონაჟია. მის შექმნაში მთელი ჩემი "გამოცცდილება" და ძალისხმევა მოვიხმარე. ალბათ, კარგიცაა რომ გრძნობებს არ გიჩენს, სხვანაირად რომ იყოს, ძალიან გატკენდა მისი საქციელები, ისევე როგორც მე მტკენს, როცა მიდის,როცა იღიმის pensive მიხარია რომ მკითხულობ! ბედნიერი ვარ heart_eyes

 


№6 სტუმარი Guest baby girl

სიმართლე უნდა ვთქვა მაქსიმეში მე ვეძებ იმ დამალულ გრძნობებს რაც შეიძლება ახასიათებდეს ყველას, heart_eyes ის ჩემთვის გულცივი ადამიანი არაა ის უბრალოდ გამორჩეულია და ამიტომაა რომ ის ყველაზე ძვირფასი პერსონაჟია ჩემთვის kissing_heart <3 მაგარი ხარ smiling_imp

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent