შეგეჩვიე V
-ამ დღეს დიდხანს ველოდი, შენი გოგო ჩემთანაა. - ნომერი ავკრიბე და სუნთქვა მეკვროდა სანამ ტელეფონში მეორე მხრიდან ხმას გავიგონებდი. მამაკაცის ხმა არის. -არ მელოდი? როგორც იქნა მოვახერხე და მე მყავს შენი გოგო. -დაჩი შენ შიგ ხომ არ გაქვს. სიბრაზემ ლამის გამაგიჟა.- სიცილის ხმა გაისმა ტელეფონში. ისე მინდოდა იმ მომენტში ახლოს მყოლოდა რომ მეცემა. რამ მოაფიქრა ასეთი რამის გაკეთება ამ დეგენერატს. მე ლამის გული გამისკდა. თავში ათასმა აზრმა გამიელვა. -კაი რა იყო. გაგეხუმრე. ვიცოდი რომ თებეა არ გამოგყვებოდა ამიტო სახლში მოვაკითხე მინდა რომ ცოტა გავამხიარულო. მას არ გაუბრაზდე ეს ჩემი იდეა იყო. -რაებს ჩალიჩობ. სად ხარ ბოლო ბოლო სად წავიდე. -მიდი ჩემთან ჩვენც მალე მოვალთ. მოვიდნენ დაჩი. თებეა და ნატუკა. ცოტა გავბრაზდი კიდეც ჩემთნ ერთად წამოსვლაზე რომ უარი თქვა, თუმცა არც გაემტყუნება. დაჩი ტვინს გაუბურღავდა სანამ წამოსვლაზე არ დაითანხმებდა. მისთვისაც ჯობია რომ წამოვიდა. უკვე ერთი კვირა გავიდა რაც სახლიდან არც კი გასულა. თავის ოთახში იყო შეკეტილი და უცხოებივით ვცხოვრობდით ერთ სახლში. გამუდმებით მარიდებდა თავს. ყავასაც კი არ სვამდა ჩემთან ერთად საჭმლის ჭამაზე ხომ ზედმეტია საუბარი. თუმცა მაცივარი ყოველთვის სავსე ქონდა და საჭმელიც მომზადებული. თანდათან იკრიბებოდა დაჩის სამეგობრო. ბევრს ვიცნობდი ბევრიც უცნობი იყო. რომ მეგონა რომ ყველანი შეკრებილი იყვნენ.კარზე ისევ ზარი გაისმა. დაჩი მეგობარს მიეგება. -ნიკოლოოზ, როგორ მომენატრე ძმა, როგორ ხარ? რამდენი ხანია აღარ გამოჩენილხარ. -აუ რა ვიცი, ხან რა და ხან რა გამოჩნდა, ხშირად აღარ დავდივარ „ტუსოვკებზე“ -შენს ლამაზ მეგობარს არ გამაცნობ? -შენ არ იცვლები რაა, გაიცანი ეს ლოლიტაა. -გამარჯობათ, სასიამოვნოა თქვენი გაცნობა. -ყურში ნაცნობი სახელი და ხმა მომხვდა. ნუთუ ეს ის ლოლიტაა ვინც მე მგონია. მოუთმენლად შევტრიალდი და ღიმილი სახეზე მიმეყინა. ეს ხომ ლოლიტაა დიანას და. მე ხომ ის მისი დაკრძალვის შემდეგ არ მენახა. მანაც დამინახა და სახე შეეცვალა. დაჩის ხელიდან გამოსტაცა ვისკის ჭიქა და ერთიანად გადაკრა. დაჩიმ გაოცებისგან პირი დააღო. -მაპატიეთ თუ შეგიძლიად, უბრალოდ ყელი გამიშრა. -არაუშავს, არაუშავს, კიდევ შემოგთავაზებთ. -წაეკეკლუცა დაჩი. ვცდილობდი მარტო ჩამეგდო ლოლიტა რომ დავლაპარაკებოდი. მას კი ვატყობდი რომ თავს მარიდებდა. არც მიკვირს რომ ჩემი ნახვა არ უნდა. ვის ენდომება საკუთარი დის ,,მკვლელის“ ნახვა. ბიჭებს ბოდიში მოუხადა, ბრბოს გაერიდა და აივანზე გავიდა. უნდა გავყვე და დაველაპარაკო. -გამარჯობა ლოლიტა როგორ ხარ? -კარგად იოანე შენ როგორ ხარ. -მადლობა, მეც კარგად. - უხერხული სიჩუმე ჩამოწვა. იმდენი რამის კითხვა და თქმა მინდოდა მისთვის, მაგრამ არ ვიცოდი საიდან დამეწყო. - როგორ მიდის შენი საქმეები. შენები როგორ არია. -იტალიაში გადავედით საცხოვრებლად, მას შემდეგ, ხო იცი არაა რთუული იყო აქ ყოპნა. ახლა დროებით ჩამოვედი, სამშობლო მომენატრა. სასტუმროში გავჩერდი და, –არაა საჭირო სასტუმროში დარჩენა, ჩემთან წამოდიი უკეთესად იგრძნობ თავს. –შენთან? დარწმუნებული ხარ იოანე? –კი აბსოლუტურად. –ხო მაგრამ მე მითხრეს რომ დაქორწინდი და შენი მეუღლე რას იტყვის. – თებეა სულ აღარ გამახსენდა. არა მაინც რა იდიოტი ვარ, მაგრამ არამგონია ეს მისთვის პრობლემა იყოს. –არაუშავს, ეგ პრობლემა არაა. თანაც ერთი თავისუფალი ოთახი გვაქვს. –არ მინდა რომ შეგაწუხოთ. –არა რას ამბობ პირიქით. გამიხარდება ჩვენთან თუ იცხოვრე. –ჰო, შენს მეუღლესაც გავიცნობ და იმედია დავმეგობრდებით. –ვისთან უნდა ვიმეგობრო არ გამაცნობ? – აივანზე გამოვიდა და მხარზე ხელი ჩამომადო თებეამ. მგონი საკმარისზე მეტი დალია. –გამარჯობა მე ლოლიტა ვარ, თქვენ ალბათ თებეა, იოანეს მეუღლე. – ინიციატივა თავის თავზე აიღო ლოლიტამ და თებეას ხელი გაუწოდა. –დიახ თებეა, იოანეს მეუღლე. – ირონიულად უპასუხა თებამ. ჯობდა წამოვსულიყავით. ლოლიტას დავემშვიდობე, გაბრაზებულმა ჩავავლე თებეას ხელი და იქაურობა სასწრაფოდ დავტოვეთ. –რატომ დალიე ამდენი შეგიძლია ამიხსნა? –ის გოგო ვინ იყო შეგიძლია ამიხსნა? – კითხვაზე კითხვითვე მიპასუხა. –ჩემი მეგობარია და ხვალიდან დროებით ჩვენთან იცხოვრებს. შენს ოთახს დაიკავებს. –და მე სად ჯანდაბაში წავიდე ხომ ვერ მეტყვი? –ჩემს ოთახში გადმოხვალ. მას ნამდვილი წყვილი ვგონივართ და ასეც უნდა ეგონოს. –ისე მადლობელი დაგრჩებოდი სანამ მას შეუთანხმდებოდი ჯერ ჩემთვის რომ გეკითხა აზრი. –ვერ ვხვდები რა საჭიროა. სახლი ჩემია, ოთახი ჩემია. რასაც მინდა იმას ვიზამ. –მართალია, შენია. – თვალები ამარიდა თებეამ, ფანჯარა ჩამოწია და ხელები ზედ ჩამოადო. ქარმა მისი სუნამოს სურნელი მომიტანა ცხვირში. ის სურნელი რომელიც ასე მიზიდავდა. არა იოანე, ეგ არ გააკეთო, თავიდან ნუ დაიწყებ, შენ ყველაფრის დამთავრება მოინდომე ხო და შენს არჩევანს პატივი ეცი. სახლში მისული, ისეთ დაღლილობას ვგრძნობდი მხოლოდ დაძინება მინდა. აბაზანიდან რომ დავბრუნდი ჩემს ლოგინში თებეა დამხვდა. თავისი ჩემოდნები იქვე ქონდა კუთხეში დაწყობილი. –რა ჯანდაბას აკეთებ აქ? –შენ ხომ მითხარი რომ შენს ოთახში უნდა გადმოვიდე, ხო და გადმოვედი. ჩამოყალიბდი რა რა გინდა გთხოვ. ახლა მეძინება დილით ვილაპარაკოთ. –კი მაგრამ მე სად დავიძინო. –ეგ ჩემი პრობლემა არაა. – ჩემს ბალიშს ჩაეხუტა, და ზურგი შემაქცია. ჩემივე სიტყვებს ჩემს წინააღმდეგ იყენებს. საზიზღარი გოგო. ჯანდაბას ამ ერთხელ დავიძინებ დივანზე მაგრამ სხვა დროს თვითონ მოუწევს. ჩემი ბალიში გამოვგლიჯე მკლავებიდან. პასუხად მისი წუწუნი მივიღე, თვალები არც კი გაუხელია. დილით საშინელი კისრის ტკივილი მაღვიძებს, ვცდილობ გავსწორდე მაგრამ ამის დედაც წელი გამიშეშდა. ოხ თებეა რა აუტანელი ხარ. ლოგინიდან წამოყო თავი. მშვიდი სახე აქვს, ფაქტია მოეწონა ჩემს ლოგინში ნავარდობა. თვალი ჩამიკრა და ლოგინიდან ფეხი გადმოყო. ეს რაღაც ახალია. კოჭზე ლაქა აქვს. ალბათ თანდაყოლილი ნიშანია. –იჩქარე შენი ნივთები ბოლომდე გადმოიტანე სადაცაა ლოლიტა მოვა. – სიტყვა დამთავრებული არ მქონდა ისიც მოვიდა. –კეთილი იყოს ჩემი ფეხი თქვენს ოჯახშია. იმედია ბედნიერებას მოგიტანთ. – თქვა და ტორტი მიაწოდა თებეას. –მადლობა, შემობრძანდი. – არ ველოდი, იმდენად თავაზიანად მიიღო თებეამ. ოთახისკენ წაუძღვა და ისიც კი უთხრა თუ დასჭირდებოდა ნივთების ამოლაგებაშიც დაეხმარებოდა. ... უკვე მეხუთე დღეა ლოლიტა ჩვენთანაა და ბოლომდე ვერ გავიგე ვინ არის ის იოანესთვის. მას თავისი ნივთების უკითხავად აღების უფლებასაც კი არ აძლევს. რისთვისაც მე მზად იყო მოვეკალი. ამ ბოლო დროს თავს ცოტა შეუძლოდ ვგრძნობ და მგონი სჯობს ექიმთან წავიდე. ნატუკას დავურეკავ გამყვეს. –როგორ ხარ ნატუ? –კარგად თებე შეენ? კარგი მოიცა. – იქ ვიღაც იყო და იმას უთხრა რაღაც. –სად ხარ გოგო, ვის ელაპარაკები? –პრივეტ რძალო როგორ ხარ? – დაჩის ხმა გაისმა ტელეფონში. –დაჩი? კარგად შენ როგორ ხარ? თქვენ ერთად რა გინდათ ამ დილა ადრიანად? –უუმ ჩვენ.. არა ისეთი არაფერი.. – ენა დაება დაჩის. რაღაც ისე ვერ არის. –დროზე მითხარით რას მიმალავთ თორემ გაგებუტებით ორივეს. –მიდი ვუთხრათ, მასთან დამალვას რა აზრი აქვს. თუ ვინმეს აქვს ცოდნის უფლება ხო იცი თებეაა. – ერთმანეთში განიხილავდნენ უნდა ეთქვათ თუ არა. –ამოღერღავთ ბოლო ბოლო? –რძალო შენმა დაქალმა ჭკუიდან გადამიყვანა და ის ხდება. – ეს ცუღლუტები უყურე რა დღეში ყოფილან. –შენ გიჟი და გადარეული იყო ჩემს ნატუკას ნურაფერს აბრალებ. –ხო არ გვიბრაზდები თებე? –ძალიან არა, მაგრამ რომ არ დამერეკა როდის აპირებდით ამის თქმას? –ჯერ შენი და იოანეს ამბის მოგვარება გვინდოდა. –ნატუ ხო იცი რომ ჩვენს შორის მოსაგვარებელი არაფერია. სულ რამოდენიმე კვირაც და ჩვენ ჩვენი გზით წვალთ. თანაც მგონი უკვე იპოვა ის ერთადერთი. –რა? ვინ ერთადერთი ვისზე ლაპარაკობ თებეა? – საუბარში დაჩი ჩაერთო. –არც მე ვიცი დაჩი. ვიღაც ლოლიტა მოიყვანა სახლში ჩემი მეგობარიაო. –რაა? მაგან სულ მთლად გაუბერა? ყავა დაადგი მოვდივართ. მგონი საჭიროზე მეტი ვთქვი. არ მინდა ენატანია გამოვიდე ან ჩემს გამო მეგობრებს ურთიერთობა აერიოთ. –მოიცა დაჩი არ გათიშო ნატუს მიეცი ტელეფონი. –ჰო თებე რა იყო/ –ნატუ ამ ბოლო დროს ცოტა ვერ ვარ კარგად და ჩავეწერე და ხვალ ექიმთან ხო გამყვები? –ექიმთან? ახლა კარგად ხარ? ისე ამ ბოლო დროს ცუდი ფერი გადევს ხოლმე. – შიში შევნიშნე ნატუკას ხმაში. –კი, ახლა კარგად ვარ. ოთახიდან გავედი. იოანე და ლოლიტა სამზარეულოში იდგნენ და რაღაცაზე გულიანად იცინოდნენ. ამან ცოტა გამაღიზიანა. თუმცა მისი ჩაცმულობა აშკარად მეტად მაღიზიანებდა. მიუხედავად იმისა რომ იცოდა იოანეს მეუღლე ვარ თან სახლში ვარ მაინც, ძალიან მოკლე შორტით და მაისურით უტრიალებდა იოანეს წინ. ცდილობდა ყოველთვის მის გვერდით ყოფილიყო. რამოდენიმეჯერ ჩახუტებულებიც კი დავინახე. არამგონია მხოლოდ მეგობრები იყვნენ. ეს ყველაფერი უკვე შეურაცხმყოფელი ხდება ჩემთვის. კარზე ზარია. დაჩი და ნატუკა მოვიდნენ. დაჩი უგულოდ მიესალმა ლოლიტას. –გამარჯობა თქვენ ნიკოლოზის მეგობარი ხომ? უკაცრავად სახელი დამავიწყდა. – ხელი გაუწოდა და სანამ პასუხ მიიღებდა ხელი უკან გამოწია მე, რომ დამინახა. – ვაა რძალო როგორ ხარ?– და მაგრად ჩამეხუტა. ლოლიტას ნახევრად გამოწეული ხელი მომხვდა თვალში. იოანეს ბრაზი შეეტყო. აშკარად არ მოეწონა დაჩის ეს საქციელი. ლოლიტას ნატუკა გავაცვნე. –კარგი გოგონებო თქვენ იჭორავეთ ჩვენ ერთი წუთით გავალთ კაცური საქმეა. – გვითხრა დაჩიმ და იოანეს ანიშნა გამოდიო. ... –გაგიჟდი ? რეებს აკეთებ. სულ დაკარგე ნამუსი? მე შენ კარგი ადამიანი მეგონე და არაკაცი ყოფილხარ. –რაც არ იცი დაჩი იმასთან დაკავშირებით ძალიან გთხოვ ნურაფერს მეტყვი. იცოდე მერე ინანებ შენს სიტყვებს. –კაი თუ ძმა ხარ, რა უნდა ვიცოდე, ცოლი და საყვარელი ერთად რომ გყავს სახლში კაცობაა? –დაჩი ლოლიტა ჩემი საყვარელი არ არის. –აბა მითუმეტეს ვინ ჯანდაბაა და იმის გამო თებეას რომ გულს ტკენ არაფერს ნიშნავს შენთვის? როდის მერე გაჩნდა ჩვენს შორის საიდუმლოებები? მემგონი თანდათან მშორდები იოანე. –თქვენ მე გადამიყვანთ ჭკუიდან რაა. ლოლიტა დიანას და არის. – დაჩისთვის ჩემი ნათქვამი მოულოდნელი იყო. გვერდით ჩამომიჯდა ლოგინზე და მითხრა. –ვინც არ უნდა იყოს სახლში არ უნდა მოგეყვანა. ძალიან ამცირებ შენ ცოლს. მითუმეტეს რომ გაიგებს ვინ არის უფრო ცუდად იქნება. –ჯერ ეს ერთი შენ კარგად იცი რომ მე მას ცოლად არ ვაღიარებ და ეს ფარსია და მერე მეორე ვერ გაიგებს. –თებეა მართალია როცა შენგან წასვლა უნდა. არ იმსახურებ მაგ გოგოს და არც არავის საერთოდ. დაჩის სიტყვებმა თითქოს დამშანთა. რა ვქნა თავს ვეღარ ვაკონტროლებ. ლოლიტას აქ ყოფნით დიანას სიახლოვეს ვგრძნობ და ასე მარტივად ვერ გავუშვებ. მეორეს მხრივ ვიცი თებას გულს ვტკენ მაგრამ ვერცერთს ვერ ვთმობ. რა უნდა ვქნა არ ვიცი. ფაქტია რომ საუკეთესო მეგობრის ნდობაც დავკარგე და ჩემს თავთან ისევ მარტო აღმოვჩნდი. – იმდენად ეგოისტი ხარ რომ იმასაც ვერ ამჩნევ რომ თებეა ცუდადაა. –რა? რა ჭირს თებეას? –იქნებ მისთვის გეკითხა. მაგრამ ახლა შენ ხომ სხვა რამით ხარ დაკავებული თანაც რას წარმოადგენს ის შენთვის. კაი დაიკიდე. –არა მოიცა რა ხდება? –არაფერი იოანე არაფერი. შენი იმედი რომ ქონდეს და გენდობოდეს პირველად შენთან მოვიდოდა და გეტყოდა მაგრამ არა. დაფიქრდი შენს ცხოვრებაზე იოანე ისე ნუ იზამ რომ სულ მარტო დარჩე. ნუ შეაქცევ იმ ადამიანებს ზურგს ვისთვისაც ძვირფასი ხარ და ვისაც შენზე გული შეტკივა. ... ნატუკა და ლოლიტა ბართან დგანან და რაღაცაზე საუბრობენ. ვატყობ რომ ფეხები მეკვეთება. ყელში სიმწარეს ვგრძნობ და ვხვდები რომ გული საშინლად მერევა. საპირფარეშოში შესვლას ძლივ ვასწრებ რომ გული ამერია. ტელი სხეული დამეჭიმა. რა საშინელი გრძნობაა ნამდვილად მომწამლა რაღაცამ. თავი ცოტა მოვიწესრიგე და საპირფარეშოდან გამოვედი. კართან შეშინებული ნატუკა და ლოლიტა დამხვდნენ. –თებე კარგად ხარ? რა დაგემართა? ხომ არაფერი გინდა? – კითხვები მომაყარა ნატუკამ თან მკლავში ხელი ჩამჭიდა რომ არ წავქცეულიყავი. – ფერი სულ არ გადევს. გინდა სასწრაფოში დავრეკავ. –ჯობია იოანეს დავუძახოთ და სასიხარულო ამბავი ვუთხრათ. – ირონიული ღიმილი აიკრა სახეზე ლოლიტამ და თითები ერთმანეთში გადააჯვარედინა. გაოცებისგან პირი დავაღე, რა სასიხარულო ამბავი რას ბოდავს ეს გოგო. –რა ამბავი, რას ამბობთ? –ჩაეკითხა ნატუკა. –რა და ის რომ მალე მამა გახდება. თებეას სიმპტომები ხომ ამას მოწმობს. – მე და ნატუკამ ერთმანეთს გაფართოებული თვალებით გავხედეთ და გაოცებისგან ლამის ყბა ჩამომივარდა. ამაზე მეტად იქვე მდგარი დაჩის და იოანეს განცვიფრებული სახეების დანახვამ გამაოგნა. რა უბედურება ხდება ჩემს თავს. –არა, არა, გამორიცხულია. – ვიძახი და მისაღებისკენ მივიწევ. ისევ საშინელი თავბრუსხვევა და იოანე ჩემს დაჭერას ასწრებს სანამ იატაკზე დავენარცხები. ბოლო რაც მახსოვს მისი გაკვირვებული თვალებია. გონს საავადმყოფოში მოვდივარ. თეთრ ხალათიანები თავს დამტრიალებენ და გაპრწყინებული თვალებით მიყურებენ. –ძალიან კარგია რომ გონს მოხვედით. – გამიღიმა ერთერთმა თეთხალათიანმა. – თქვენს მეუღლეს დავუძახებ ახლავე. – ახლა ყველაზე ნაკლებად იოანეს ნახვა მინდოდა მაგრამ იმის თავიც არ მქონდა რომ ექიმს შევწინააღმდეგებოდი. პალატაში იოანე შემოდის და თავზე მადგება. თვალები დასიებული და ჩაწითლებული აქვს. აშკარად უძილარია. ნეტა რამდენ ხანს ვიყავი უგონოდ. მარცხენა ხელით ჩემს მარჯვენა ხელს ჩაეჭიდა და მეორე ხელით თმაზე მომეფერა. –კარგად ხარ? ყველა შეგვაშინე. – მისი მოჩვენებითი თანაგძნობა გულს მირებდა. ხელის განთავისუფლება ვცადე მაგრამ არ გამიშვა. პალატაში ერთმანეთის მიყოლებით შემოდიან დაჩი და ნატუკა. სულ უკან კი ის ქალბატონი მოყვებათ. –კარგად ხარ თებე? – შეშინებულ თვალებს მანათებს ნატუკა. მარჯვენა ხელით მოვახერხე სუნთქვის ნიღაბის მოხსნა. უკეთ ვგრძნობდი თავს. –ნუ გეშინია ნატუ ეგრე იოლად ხო იცი სარეველა არ გადაშენდება. –ნუ ხუმრობ ეგრე. შენ ყველაზე კარგი და ტკბილი მყავვხარ. – მეუბნება ნატუკა, ცრემლები სკდება თვალებიდან და მაგრად მეხუტება. ჩემი დიდი იმედია ეს გოგო. –მიხარია რომ კარგად ხარ და გამოძვერი რძალო. – მხარზე ხელი დამადო დაჩიმ. –მადლობა მაგრამ ვინმე მეტყვით რა მჭირს? –საბედნიეროთ თუ საუბედუროთ ის არა რაც მე მეგონა. – ირონიულად გაიცინა ლოლიტამ და დაჩის და ნატუკას ზიზღით სავსე მზერას რომ გადავაწყდი გამეცინა კიდეც. ამ ორმა ჩემს გამო როგორ მარტივად შეიძულეს სრულიად უცნობი ადამიანი. –ინტოკსიკაცია თებეა. რაღაცით მოიწამლე. – არ ველოდი, მაგრამ პასუხი იოანემ გამცა და თან დამნაშავესავით დახარა თავი. –რაღაცით მოვიწამლე რას ნიშნავს? –სხეულში უცნობი ნივთიერების კვალი გიპოვეთ, რამაც შენი იმუნიტეტი დაასუსტა და გულისრევაც და თავბრუსხვევაც, შენი სისუსტეც ამის შედეგი იყო. სრულად გამოსაკვლევად ლაბორატორიაში გადავაგზავნეთ შენი ანალიზები და ზუსტი პასუხები მალე გვექნება. ხვალ თქვენი გაწერაც შესაძლებელი იქნება. – საუბარში თეთრხალათიანი ჩაერია და სიტუაციის არსში გაგვარკვია. –მადლობა ექიმო.–უცნობი ნივთიერება როგორ მოხვდა ჩემს სხეულში. კვების რაციონი არ შემიცვლია, არც თავის მოვლის საშუალებები. რაღაც რიგზე ვერ არის. მეორე დღეს სახლში დავბრუნდით. მანქანიდან გადმოსვლისას თავბრუ დამეხვა. რამდენიმე დღიანი წოლის შემდეგ ფეღზე დგომა მიჭირდა. უცებ ვიგძენი რომ ფეხქვეშ მიწა გამომეცალა. იოანემ ხელში ამიყვანა და ისე დაიძრა სახლისკენ. მზერას მარიდებდა. უკვე მერამდენე დღეა თვალებში აღარ შემოუხედავს ჩემთვის. მის ამ საქციელს ვერაფრით ვხსნი. ოთახში შემიყვანა, საწოლში ჩამაწვინა და საბანი დამაფარა. –კომფორტულად ხარ? ხომ არაფერი მოგიტანო? –მადლობა იოანე არაფერი მინდა.– ვუთხარი და გადმოვბრუნდი. ზურგი შევაქციე. ორიოდე წუთი ხმაამოუღებლად იჯდა ლოგინის კუთხეში მერე უხმოდ ადგა და წავიდა. –ძალიან გთხოვ კარი გაიხურე, შენს ოთახში ხმაური მარტივად შემოდის. –ჩვენ ოთახში. – თქვა და კარი გაიხურა. რა? ჩვენი ოთახიო? მგონი მომეჩვენა რაც თქვა. თავი გადავაქნიე და დაძინება ვცადე. საავადმყოფოს გარემო ჩემზე საშინლად მოქმედებდა. გამოძინება ვერც კი მოვახერხე. ძილში სულ ერთი და იგივე კითხვაზე ვცდილობდი პასუხის გაცემას. როგორ აღმოჩნდა ეს რაღაც ნივთიერება ჩემს ორგანიზმში. სისუსტე როდის შემდეგ დამჩემდა. ვითომ? ნამდვილაად ასეა. ყველა სიმპტომი იოანეს მისტიკური მეგობრის გადმოსვლის შემდეგ დამეწყო. ევრიკა გონებამ წამოიძახა და გამეღვიძა. თითქოს ბურუსიდან გამოვერკვიე. სხეული მითრთოდა. გამიკვირდა ჩემს საწოლთან ლოლიტას დანახვა. –კარგია რომ გაიღვიძე თებეა. წამლის დალეის დროა. –აქ რას აკეთებ. – ამ გოგოს ნდობა არ ღირს. ჩემს თავთან ლაპარაკს ვაგრძელებ. –შენზე ვზრუნავ. შემოვედი რომ დამეხედა შენთვის ხომ არაფერი გინდოდა. იოანემ დამრთო უფლემა მის ოთახში შემოსვლის. –თქვენს ოთახში შემოსვლის,.... ეს ჩემი და თებეას საძინებელია. – შეუსწორა კარის ზღურბლზე მდგომმა იოანემ. მისი ეს ტრანსფორმაცია აშკარაა რომ ჩემი ავადმყოფობის შედეგია. –კარგი. იყოს ისე როგორც შენ გინდა იოანე. თქვენი ოთახი. – დამარცვლით გაიმეორა ლოლიტამ. თანდათან უკეთ ვგრძნობ თავს. დღეს ლოგინიდან წამოვდექი. დავიღალე წოლით და ერთ ადგილას წოლით. ნატუკა და დაჩი ყოველდღე მსტუმრობდნენ. ჩემი ამბების გამო ვეღარ დაველაპარაკე ნატუკას, რომ გამეგო რა ხდებოდა მათ შორის. თუმცა არც ისე რთული მისახვედრი იყო. ერთმანეთს თვალებში შესციცინებდნენ. სამზარეულოში გავედი. წყალი მინდოდა წამლის დასალევად. –ნუ მაჩქარებ ხომ იცი ეგრე მარტივი არ არის. – ვიღაცას ტელეფონზე ელაპარაკება ლოლიტა, თან ცდილობს დარწმუნდეს რომ მისი ლაპარაკი არავის ესმის. მე ისე ვიდექი ვერ მხედავდა. – უკვე მელევა მალე დამჭირდება კიდე. – ჯიბიდან რაღაც ვარდისფერი ფხვნილი ამოიღო და წვნიანში ჩაყარა. არ დავენახე მაინტერესებდა რას აპირებდა. წვნიანის თეფში ლანგარზე დადგა და ჩემი ოთახისკენ აიღო გეზი. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.