შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სხვა რაღაც ვიგრძენი, სულ სხვა რაღაც..


3-03-2017, 01:53
ავტორი rainey
ნანახია 1 336

მეხუთე გაკვეთილი იწურებოდა, როცა შემოაბიჯა და უთქმელად მოთავსდა ადგილზე. კედლის მხარეს, საკლასო ოთახის კართან ახლოს ედგა მერხი. მასწავლებელმა,როგორც ყოველთვის, ირონიულად გაკვირვებული მზერა დაახვედრა და მისი ,,პუნქტუალიზმი'' განსაკუთრებულად აღნიშნა.
გაკვეთილი უაზროდ მიდიოდა, არა, მიბობღავდა. მეთერთმეტე კლასში სხვავარი შეგრძნება ვერ გექნება მოსწავლეს: სკოლა უფრო და უფრო აუტანელი ხდება, თითქოს უსასრულო დროა ეს 45 წუთი..
ხო, ნუ, 45 წუთი არ მობეზრებია მესიჯობა, თავი არც აუწევია. ისეთი მონდომებით ჩასჩერებოდა ტელეფონს, შენდაუნებურად იეჭვიანებდი ადამიანი,მითუმეტეს, რომ, დროდადრო, ღიმილი ეფინებოდა სახეზე. ვუყურებდი, ვუყურებდი, მაგრამ ეს მზერა სულაც არ გამოდგა მისთვის მწველი, წამითაც არ ამოუხედავს, შემთხვევითაც კი..
გაიზლაზნა, როგორც იქნა, ეს დრო. მასწავლებლის გაუჩერებელმა ლაპარაკმა მთელი გაკვეთილის განმავლობაში შედეგი გამოიღო: ყურებში საშინელი წუილი ამივარდა, თუმცა, როგორც წესი, მალევე მივლის ხოლმე.
იანვრის შუა რიცხვები იქნებოდა, ახალი არდადეგებგამომშვიდებულები ვიყავით. თოვლიც იყო. თუმცა მზეს უკვე კარგად დაედნო, ბიჭებმა მაინც მოახერხეს გოგოებისთვის გაესინჯებინათ. რამოდენიმემ თავი დავაღწიეთ. სწრაფად გავშორდი ყველას და, იქვე, პარკს მივაშურე,იმ იმედით რომ კლასელები ყინვაგამძლეები არ აღმოჩნდებოდნენ და პარკში გაჩერებას არავინ მოინდომებდა. უცნაურად შეიძლება მოგეჩვენოთ, მაგრამ მიყვარდა მარტო, სიცივეში,ხეებს შორის თოვლის დაბილიკება, ამ დროს ხომ არაამქვეყნიურ ცხოვრებებში ვმოგზაურობდი, ჩემ მიერ შექმნილ ცხოვრებებში, არაერთში, იმასთან ერთად. ხო, ვაღიარებ, მექალთანეა, ან, შეიძლება.. ხო შეიძლება მაეჭვიანებდეს? თუმცა.. ფიჭვის ხის ტოტებზე თოვლისგან გაკეთებული გული შევამჩნიე და ხელით მის ჩამოღებას ვცდილობდი რომ ფიქრებში გართულმა გაწვდილ მკლავზე მწარე ტკივილი ვიგრძენი, გუნდა მომხვდა.. საშინელი ტკივილი იყო,შეცბუნებულმა გულის ფანცქალით შემოვავლე თვალი იქაურობას, ერთი შეხედვით ვერავინ დავლანდე, მხოლოდ ხუთი წუთის შემდეგ გამოჩნდა... ფეხის ცერიდან დამიარა ჟრუანტელმა და ყველა ტიპისა და ფუნქციის უჯრედში, ქსოვილში, ორგანოში, ორგანოთა სისტემაში და ორგანიზმში გავრცელდა. კანკალმა ამიტანა, თუმცა, საბედნიეროდ, ეკლებმა ტვინამდეც მიაღწია, ამ უკანასკნელმა კი სასწაფოდ გასცა ბრძანება მობილიზებისა. ასე რომ, ,,მისი" განზრახვა განზრახვად დარჩა და სულ არ შემმჩნევია (მხოლოდ წამიერად) დაბნეულობა... .. .
ღმერთო, არა, შევცდი, სწორედ მობილიზება აღმოჩნდა წამიერი.
სადაც არა სჯობს გაცლა სჯობსო, თუ რაღაც მსგავსი, მაგრამ ამ შემთხვევაში აღნიშნული ყველაზე ცუდი გამოსავალი აღმოჩნდა (არ მინდოდა ეფიქრა რომ ვერიდებოდი).
ნელი ნაბიჯებით მიახლოვდებოდა. მკლავი გაწვდილი დამრჩა, ისე მეტკინა რომ ვერ შევძელი გამოძრავება, პარალელურად კი მის კმაყოფილებით აღსავსე სახეს ვუყურებდი და ნერვები მეშლებოდა.
- ჰიტლერის პაროდიას აკეთებ?
ირონიანარევი სიმკაცრით მკითხა გაწვდილ ხელზე, თუმცა არ შეუხედავს მეორე ხელისთვის, რომელიც მზად იყო ტოტებზე ბავშვების დატოვებული წყლიანი გუნდებიდან ერთ-ერთი პირდაპირ სახეში ეთავაზებინა. მეორე ხელი ძნელად, თუმცა მაინც ჩამოვწიე, წამის მეასედში შევმართე მეორე, რომელშიც სველი გუნდა მეჭირა, სახეში გავუქანე და კმაყოფილმა სირბილით გავარღვიე ფიჭვის ტოტები, რომლებიც ერთმანეთისკენ გაეფარჩხათ დაბალ ხეებს. თუმცა კმაყოფილება ბოლოდე არ გამყვა. აღმოჩნდა, რომ ,,მოწინააღმდეგე'' გუნდას ძალიან გაუბრაზებია, ირმის ნახტომებით გამომეკიდა და წინ გადამიდგა. ვუყურებდი გაწითლებულ თვალებში. ჩემკენ ერთი ნაბიჯი გადმოდგა და ისე ახლოს მოვიდა რომ მისი ამოსუნთქვები თმაზე ვიგრძენი. ინსტინქტით უკან დავიწიე, თუმცა კიდევ გადმოდგა ნაბიჯი. უცებ ხელით მწვდა ყელში და თოვლზე დამაგდო. მისმა ამგვარმა საქციელმა გაკვირვება უფრო გამოიწვია ჩემში ვიდრე შიში. გვერდით მომიწვა მხარ-თეძოზე და სიცილი აუტყდა. მოულოდნელად შეწყვიტა, რამოდენიმე წამს ჩუმად მიყურებდა, ჩემკენ გამოიწია და ზემოდან დაკვირვება დამიწყო ისე, რომ თავის გათავისუფლებაც არ შემეძლო. მიუხედავად იმისა რომ ძალიან ცუდ ,,პოზაში" აღმოვჩნდი, სადღაც, გულის სიღრმეში ცამდე მიხაროდა, თუმცა, რაღათქმაუნდა, ეს არ შევიმჩნიე და ავქვითინდი კიდეც, იმ იმედით რომ უხერხულ სიტუაციას დავაღწევდი თავს. თუმცა ამან, როგორც ჩანს უფრო გათამამა და ჩემს ტუჩებს ,,გაეთამაშა''. ამან მოულოდნელად ჩემში დიდი გაღიზიანება გამოიწვია, ეტყობა ძალის მოზღვავებას განვიცდიდი, რომ მთელი ძალისხმევით გადავისროლე გვერდზე. უსწრაფესად ავდექი ზეზე და ამჯერად თავქულმოგლეჯილი გავექანე გაჩერებისკენ.
მიუხედავად ჩემი ქცევებისა მასთან მიმართებაში, რომელსაც, უპირველეს ყოვლისა, სუპერ ეგოს უნდა ვუმადლოდე, მაინც ძალიან მიჭირდა.
დრო გადიოდა და მის თავს ვერაფერი აიძულებდა მაღლა აეხედა))) ცუდად ვიყავი, ძალიან. საერთოდ ვერ ვძლებ ხოლმე უსიყვარულოდ, სულ შევიგრძნობდე მინდა პეპლების ფრენას. ამიტომ ექვსი წლიდან სულ მიყვარს. ესეც ალბათ გატაცებაა, მაგრამ ძალიან შემშლელი და მღრღნელი, თითქოს სიხალისის შეგრძნება ნელ-ნელა მშორდება და ,,მას'' უერთდება. მარტო ეს არა, ყველაფერი მას უერთდება, ცხოვრებაში ოდესმე რასაც კი გავუხალისებივარ ყველაფერი ,,მასში'' გადადის, მას უკავშირდება, ისე რომ თითქოს მისი ნაწილი ვხდები და თანდათან ვკარგავ საკუთარ თავს. საშინელი უსუსურობის შეგრძნებაა.
ეს ურთიერთობები დასაწყისში სასიამოვნო და ზედაპირულია, უდარდელია. მხოლოდ შემდეგ, აღწევს შენში, როგორც სისხლი მიეწოდება სხეულის ყველა ნაწილს, ყველა ორგანოს. იმით საზრდოობ და ცოცხლობ. შეჩერება შეუძლებელია, რადგან შეჩერება გულის გაჩერებას უდრის. ეს გრძნობა სისხლის მნიშვნელობას იძენს იდეაში, იბყრობს ყველაფერს არა მხოლოდ შიგნითა, არამედ გარეთა სამყაროშიც. გარემოც ,,სისხლისფერია'', იმ გრძნობის ფერია რომელიც გიჩქეფს ძარღვებში. ჩიტები უფრო საამურად სტვენენ, თითქოს გულის წადილს სცნობენ და ,,ბანს გაძლევენ". ცხოვრება იცვლება, იცვლება უკეთესობისკენ, არა, ეს უკეთესობა არ არის, ეს ტკივილი უფრო ხდება დროდადრო,თუმცა მაინც სასიამოვნო ტკივილი, მტანჯველი ტკივილი,მაგრამ ამავდროულად მაცოცხლებელი, სულიდან ამომავალი, სულში გაერთიანებული.
დრო გადიოდა, მისი შეხებები სიყვარულის იმედს მიტოვებდა ..
წლებმა კი მაინც გაიტანა თავისი და მივიწყებას მიეცა გრძნობები, მისი შეხებები სხვისი გახდა, სხვას გახდა მისი ნახევარი, სხვას მიუძღვნა, სიკვდილამდე......

პირველი ისტორიაა ჩემი, იმედია მოგეწონებათ))) :blush



№1 სტუმარი Guest ნინი

საინტერესოა!იღონდ თავები გაზარდე *-*

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent