შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გულწრფელობის საღამო (1)


3-03-2017, 06:33
ავტორი gvanc(a) 15
ნანახია 1 692

ყველაფერი დაიწყო რამდენიმე წლის წინ.
მაშინ არც ციოდა და არც ცხელოდა იმდენად რამდენადაც გვსურდა რამე შეგვეცვალა. ამინდი სტაბილური და უფრო მეტად დამაფიქრებელი იყო, ყველა იმ მინიმალურ დეტალზეც კი,რომელსაც ადრე ყურადღებას არ ვაქცევდით. სიცივე საფეთქლებზე გვცემდა სითბო კი ხელის მტევნის ვენაზე გადადიოდა როგორც წარუშლელი შთაბეჭდილება. გაზაფხულისა და მარტის სუნი იდგა მაშინ, კოკრები ჯერ ისევ არ გადაშლილიყვნენ და საღამოებიც ისევ მეტად სევდიანი და უძირო იყო.
ცვლილებებისთვის კი ზოგჯერ, ესეც კი კმარა.

გადავწყვიტეთ შეგვეცვალა რამე რადგან ყოველდღიური რუტინისგან ისე ვიყავით გასავათებულები, ისე გვინდოდა ფიქრების განდევნა ჩვენი ყოვლისმომცველი სხეულიდან რომ წამიერად დავივიწყეთ რას ემსახურებოდა ჩვენი იმქვეყნად არსებობა. მე ფერწერით ვიყავი გატაცებული და ჩემი ოთახი სავსე იყო მოხატული ქოთნებითა და მათზე წამოზრდილი მცენარეებით. ყოველ კუთხეში რაღაც ხარობდა, იზრდებოდა და ვითარდებოდა. მათი თავისებური სუნი და სიმწვანე ყველასთვის შესამჩნევი და საყვარელი იყო და მეც მთელი ენთუზიაზმით ვუვლიდი. როცა წელიწადის დროების მიხედვით,მისი ცვალებადობა შევნიშნე, მაშინ როცა საკუთარ არსებობაში- არაფერი არ ხდებოდა გარდა დროის გასვლისა გამიჩნდა შეგრძნება რომ ყველაფერს ჰქონდა გარკვეული განვითარება,საკუთარი თავის გარდა.
ფული არასოდეს მქონია და უფრო მეტად იმას ვცდილობდი რამენაირად მეარსება. ოცი წლიდან საკუთარი თავის მარჩენალი,მრჩეველი და მესაიდუმლე ვიყავი და ეს ალბათ ყველაზე სასარგებლოა რაც შეიძლება შენი პიროვნებისთვის მოიმოქმედო. ღამის ცვლაში მუშაობა და კაპიკებად შენი შემოქმედების გაყიდვა, არ აღმოჩნდა საკმარისი. საჭმლისა და სახლის ხარჯებისთვის ფული ძლივს მყოფნიდა მაგრამ არასოდეს დამიწუწუნია რადგან ვიაზრებდი იმას რომ ჩემი გარემოცვა უამრავი კარგი ადამიანით იყო სავსე და ამ მხრივ მე ნამდვილად უბედნიერესი ვიყავი,რომელიც ყოველთვის გამონახავდა გზას საქმის გვერდით გადასადებლად და იმ დროის საკუთარ თავთან დასათმობად.
ჩვენ უკვე ჩამოყალიბებული ადამიანები ვიყავით. უკვე ასაკში შესულები და გარკვეული გზაც გვქონდა არჩეული და არავინ არ აღნიშნავდა უიღბლობასა და გაჭირვებას.
რადგან ჩვენ გვყავდა ერთმანეთი.
მე და ჩემი მეგობრები ყოველთვის ჯვარედინად ვკონტაქტობდით. ხშირად არ შეგვეძლო ერთად შეკრება თუმცა ერთმანეთის შესახებ თითქმის ყველაფერი იყო ცნობილი. ვინტერესდებოდი მათი წარმატებითა და დაცემით, სიყვარულის ისტორიებითა და იმედგაცრუებებით, ბედნიერებითა და უბედობით. სასიხარულო ამბებს მათთან ერთად ლუდით ავღნიშნავდი და უსიამოვნო გასახსენებელს მეც თვალცრემლიანი ვიხსენებდი, მაგრამ რა თქმა უნდა ეს არ იყო საკმარისი.

როცა გაგვიჩნდა გრძნობა რომ უფრო მეტი რამ უნდა ყოფილიყო ჩვენ შორის.
ვერ ვიტყვი რომ ეს იდეა, ყველასთვის სასარგებლო გამოდგა თუმცა ვგრძნობ რომ დამეხმარა. დამეხმარა გამეგო უფრო მეტი და თვალი გამეხილა იმ ყველა დაბურულ სიმართლეზე,რომელიც არსებობდა. ეს მარტივი არ ყოფილა, სამალავების აღმოჩენა ყველა კუნჭულში იყო შესაძლებელი და ვინც ამბობს რომ მათი ყველა ურთიერთობა ჩრდილ-გარეშეა, მათ წარმოდგენა არ აქვთ ურთიერთობების შესახებ. ყველაზე წმინდა და სუფთა სიზმარშიც ვერ წარმოვიდგენდი,ყველა იმ დეტალს,რაც რამდენიმე წლის განმავლობაში, ყოველი გაზაფხულის დასაწყისს გამჟღავნდებოდა ხოლმე და ჩვენ ყოველდღიურობაში ჩაიღვრებოდა ბონუსად. ერთი შეხედვით იდეალური კავშირისგან, ნელნელა მხოლოდ ფერფლი და იმედგაცრუება დაგვრჩა, მაგრამ ეს სიყვარულის გარეშე არ არსებობდა. მისი გაქრობა ასე მარტივად ვერ ხერხდება.
თუ იმ დღეს მე ზიზღის გარდა არაფერი დამრჩენოდა, ერთი კვირის შემდეგ-როცა უშუალოდ იმ სიცოცხლეზე დავფიქრდებოდი რომელშიც უნებურად ყველა ვმონაწილეობთ, ჩემი წყენა,წამსვე უფასურდებოდა და ქრებოდა ხოლმე. აღდგებოდა ის რაც დავიწყეთ, თუმცა სხვა ბევრი რამ შეცვლილი იყო.
სამაგიეროდ ნდობა დაგვრჩა.
ვიცოდით რომ დღის იმ პერიოდში,როცა საათი თორმეტს ჩამოკრავს და ჩვენი შეკრება გვირგვინდება, ჩვენ ყველა, ჩვენი ცოდვებითა და სიკეთით ერთ მოჩუქურთმებულ ადგილას ვგროვდებოდით და ირგვლივ ნოსტალგიურ და სასოწარკვეთილ სუნს ვქმნიდით,რომელიც ყველაზე გულწრფელი და აუხსნელი ტკივილით იყო სავსე.
ხოდა ვამბობდი რომ უნდა შეგვეცვალა რამე.
და ეს რაც მოხდა...
იყო ცვლილებათა მწვერვალი და მწველი სიგარეტის ნამწვავი,რომელიც ჩვენივე სურვილით დავიდეთ კანზე.
ეს იყო ყველაზე დიდი გადაწყვეტილება და ალბათ აუხსნელად საშიში ექპერიმენტი.
ამის გახსენება, ჩვენთვის-ყველასთვის, ძალიან რთული იყო.
თუმცა მისი შეჩერება...
<<

- გასულ საუკუნეებში ჯერ ისევ არ არსებობდა სოციალური ქსელები, მაგრამ ხალხი მაინც ბედნიერი იყო. ამის მიხედვით, იმის თქმა მინდა რომ სისულელეა რასაც შენ იძახი. ეს პრაქტიკულობა არ არის, ზომბირებაა.
- იმაზე არ გედავები რომ მიჩვევა ყველაფრის მიმართ არსებობს. მაგრამ ხომ უნდა აყვე იმ რითმს,რაშიც ცხოვრობ?
- უკვე თავი ამატკივე. მე არ მჭირდება არაფერი, ინფორმაციის მისაღებად.
- მაინც ცოტა უფრო მარტივად უნდა შეხედო-არ ვნებდებოდი-რით ხარ უკეთესი, მაგალითად ჩემზე,რომელიც იყენებს სოციალურ სივრცეს?
- გარემოცვით.
- გინდა თქვა რომ შენი გარემოცვა, მხოლოდ იმიტომ არის ჩემსაზე უკეთესი რომ მე ინსტაგრამზე ზოგჯერ ფოტოებს ვტვირთავ?
- საერთოდ მეგონა ერთ გარემოცვაში მოვიაზრებოდით-მიპასუხა წყენით-უკვე ყველაფერს ერთმანეთში ურევ. ესეც უარყოფითი თვისებები.
- ბოდავ...
- დღის რეჟიმში, რომელი სიმღერაა გასაზიარებლად მზად? სამწუხაროა რომ შენი მუსიკალური გემოვნება ფეისბუქის გარეშეც ვიცი. ამას ვეძახი სიახლოვეს. შენი პოსტოლოგია არ მჭირდება საიმისოდ,რომ გიცნობდე.
- რატომ გიყვარს ესე გართულება?
- ეს სიმარტივე აღარ არის. ეს დასასრულია. მალე ყველაფერი, ყველა ადამიანი, დეტალები ადამიანში, ხასიათები, შტრიხები, ემოციები, ყველაფერი დეკორაციულ ყვავილებს დაემსგავსება. რაღა დარჩა საიმისოდ რომ ამაზე არ ვიდარდო. შეგიძლია მითხრა ბოლოს როდის შევიკრიბეთ? მე გეტყვი... ღრმა ბავშვობაში,მაშინ როდესაც ჯერ ისევ ქსელების გარეშე ვიყავით ერთად. აბა ახლა რა ხდება? მჟავე პასუხები ამ ყველაფერზე, მერე (თუ გაგვიმართლა) და გაგრძელდა საუბარი რას ვიტყვით გარდა უაზრობისა? სად ახლა მე და შენ რომ ვუზივართ ამ პატარა მაგიდას და სად ის-რადაც ვიქეცით...
- რაღაც ერქვა ამ შიშს,რაღაცის ფობია... ზუსტად აღარ მახსოვს. ზედმეტად ბევრს ფიქრობ.
- მე სხვა რაღაცას ვხედავ-თქვა გიორგიმ- მე ვხედავ სიშორეს, მე ვგრძნობ სიშორეს... და ეს მწყინს. აღარ მინდა ასე შორს ვიყო.
- მარტივია. ფეისბუქი გააკეთე.
- დაახვიე აქედან !
- ფოტოები გადაიღე, შენი ჩანაწერები დაუტოვე წიგნაკს. რა პრობლემაა?

ბუზღუნით წამოდგა ფეხზე და მაცივრიდან ლუდი გამოიღო.
- ნიცა, ნარი, ერეკლე, ნეკო... ლელა. ნაბიჭვრები!
- ისინი არ არიან შორს, შენ უფრო მეტად ხარ დაცილებული.
- ეგეც ჩემი ბრალია ხო? ის სულელი გოგო რომ გათხოვდა და სანამ მაგას იზამდა ერთი თვით ადრე რომ წამაკითხინა ლექცია, ოჯახსა და სირთულეთა ყველა შესაძლო ვარიანტზე? რომ იცინოდა,არაფერს ვაპირებო და მეც რომ დამაჯერა. ვიფიქრე გონს მოეგო. ვინღა თხოვდება ოცდაერთი წლის? ყველა და ყველაფერი შეიშალა.
- სხვათაშორის ლელას გათხოვებას ხელი არ შეუშლია ახლა შუშებიან შენობაში იჯდეს და ორი ათასამდე ჰქონდეს შემოსავალი...
- მისი ჭკუით,გაცილებით მეტი შეეძლო ვიდრე უბრალოდ...
- სულ ვფიქრობდი რომ მოგწონდა.
- ნუ დებილობ.
- კარგი რა იყო. მართლა მასე მეგონა... რომ დაინახავდი,რაღაც სხვანაირი ხდებოდი... უფრო მეტად კარგი,ვიდრე ხარ.

გიორგიმ გადაიხარხარა და ლუდი მოსვა.
- წამოდი დღეს...-ვუთხარი მუდარით
- მეხვეწონ...
- წამოდი რა გთხოვ.
- ერთი თვის წინ გავაჟღერე, მეთქი კარგი ივენთი კეთდება, ან რომც არ გაკეთდეს მე მაქვს საკმარისად სახლში ყველაფერი რომ ერთხელ, როგორც ადრე ხდებოდა,ისე მოხდეს -ავდგეთ და მეგობრულად ჩავუსხდეთ და ყველა ის *ირობა განვიხილოთ,რაც აქამდე გამოგვრჩათქო. ყველაფრის ორგანიზებას მე ვაპირებდი, ბავშვებს ჩამოვურეკე და თუ მიხვდები რა პასუხი მივიღე მათგან?
- ,,არ მცალია?“
- მეხვეწონ...-თქვა უფრო მკაფიოდ.
- ხომ იცი რომ გვიყვარხარ.
- არ ვიცი.
- ის ხომ იცი რომ მე მიყვარხარ...

მასთან ახლოს მივწექი და თავი მხარზე ჩამოვდე.
- ნუ მეპირფერები.
- არასოდეს!-ვუთხარი მტკიცედ.
- მეხვეწონ...-

ნაწყენი ფეხზე წამოვდექი და ტანსაცმელი ჩამოვიბერტყე.
- ჯიუტი ვირი-შვილი ხარ.
- მეხვეწეთ...

შუა თითი ვაჩვენე და სახლიდან გავედი.
ზუსტად ვიცოდი, დათქმულ დროს და სივრცეში, ეს ერთი შეხედვით მტკიცე და მორწმუნე ადამიანი,პირველი მოკალათდებოდა იმ ადგილას,რომელიც სულ მისი იყო...
და ჩვენ ყველას გვქონდა ჩვენი კუთვნილი ადგილი.
სამაზროვანი ფიქრებიდან მარშუტის ხმამ გამომაფხიზლა და ნახევრად გათიშულმა გზა განვაგრძე.

<<

- კარგად ხარ?-ჩემმა თანამშრომელმა როგორც ჩანს შენიშნა აკანკალებული და თოვლივით გათეთრებული თითები და ყავის ლამბაქები ხელიდან გამომგლიჯა.
- ექიმთან ისევ არ მისულხარ?-
- ყველაფერი კარგად არის.
- არაფერიც არ არის კარგად. ვინმემ იცის რომ ავადმყოფობ? ამ კვირაში მესამედ გემართება უკვე.
- გითხარი რომ...- ღრმად ჩავისუნთქე და თბილად მოვეფერე მხარზე- ყველაფერი კარგად არის. ვიყავი ექიმთან... ანალიზებს ველოდები. საგანგაშო არაფერია. დრამაში ხომ არ ვთამაშობთ ბოლოს და ბოლოს.
- ვნერვიულობ...
- ეს კინო არ არის, არც სიმსივნე აღმომაჩნდება,არც ლიმფომა და არც თმა გამცვივდება. ყველაფერს უფრო ნათელი კუთხით უნდა შევხედოთ.... ეს ყველაფერი რომც მოხდეს, ესეიგი საჭიროა ასე განვითარება. მარტივია...
- შეშლილი ხარ-მითხრა ღიმილით და მომშორდა.
ათრთოლებული ხელები როგორღაც დავიმორჩილე და უკანასკნელი ყავის ჭიქაც, ზედმეტი უზუსტობების გარეშე მივიტანე ადრესატთან...



№1  offline წევრი Violeta_ia

საინტერრსოა საკმაოდ. გიორგი კაი ტიპი ჩანს, თუმცა ეტყობა ამ ეპოქას ფერ უწყობს ფეხს. დიალოგი კარგი იყო ძალიან. ველი მეორე თავს heart_eyes

 


№2 სტუმარი Babi

Sainteresoa da sheneuli ceris stili gak momcons ♥♥♥♥

 


№3  offline ახალბედა მწერალი ლორელაი

რა კარგია ტომ დაბრუნდი და ტანა ასე საინტერესოდ.
ჯერ ვერაფერს ვიტყვი ამბავზე, თუმცა უკვე ეტყობა რომ სასიამოვნო და საინტერესო იქნება.
დიალოგი მეც მომეწონა.
წარმატებები

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent