შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

რა მინდა იცით?


29-03-2016, 17:13
ავტორი keso11
ნანახია 2 103

ყოველი ოთლის შრიალის სმენა
ყოველი წვეთის ზღვად გარდაქცევა,
ყველა ვარსკვლავის ციმციმი ცაზე
და მთვარის შუქზე ჭრიჭინის მღერა!

სურნელი ფიჭვის ქარში გაფრენა,
თივის სურნელი-მასში ჩაძირვა,
სუნი სახლის და მონატრებისა
სუნი მარტის და გაზაფხულისა!

ბალახის ნამში მზის სხივის პოვნა
სისხამი დილის ნიავის ქროლვა,
ბუნების ასე უცნაურობა
ძარღვებში სისხლის უწყვეტად ჩქროლვა!

ჩვილი ბავშვივით აქვითინება
ხან კი გიჯურად გახალისება,
ხან ეკლიანი ეს ბილიკები
ხან ენძელების აყვავილება!

მუსიკის ჰანგი გონის დაბინდვა
ოცნების ზღვაში სულმთლად ჩაძირვა,
მზის მწველი სხივის შეგრძნება კანზე
უცნობი გრძნობის გამოღვიძება!

სულის სხეულში აღარ დატესა
გონების გასვლა ყველა საზღვრიდან,
გულის ფანცქალი სულ უმიზეზოდ
შეგრძნება იმის,რომ ც ო ც ხ ა ლ ი ხ ა რ!!!



№1 სტუმარი sandra

imena mavaria ra

 


№2  offline წევრი keso11

მადლობა ყველას<3<3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent