ექსკლუზიურად ჩემთვის ხარ ბიჭო შექმნილი (5)
-ლილე როგორი ხარ?-მონუსხულმა მკითხა -როგორი? -განსხვავებული,კარგი -მადლობა-დავიმორცხვე -ლილე თავი ამტკივდა ცოტა ხანი შევეცდები დავიძინო კარგი-გამიღიმა -კარგი-ბიჭმა თვალები დახუჭა და სკამს თავით მიეყრდნო,მე კი ყურსასმენები ძლივს გავასწორე და როგორც იქნა მოვარგე ტელეფონს.ასე ფიქრებში ვიყავი წასული,საკმაოდ დიდხანს,ზღვა რომ დავინახე თვალები გამიფართოვდა,გამიხარდა მიყვარს ზღვა.ყურსასმენები სასწრაფოდ მოვიძრე და ზურა შევანჯღრიე,რომელიც მშვიდად სუნთქავდა,თვალები შეშინებულმა ჭყიდა,ჩემი სახე რომ დაინახა გაეღიმა -რა მოხდა? -შეხედე ზღვა,ბათუმში შევალთ მალე -ძალიან კარგი-დაამთქნარაა -ჩემს ტელეფონზე არავის დაურეკია? -არ ვიცი,სიმღერებს ვუსმენდი -კარგი-შეამოწმა-ანდრიას დანარეკია,გადავურეკავ...სად ხართ?ჩახვედით?..ძალიან კარგი,ჩვენც მალე შემოვალთ ბათუმში,პირდაპირ სასტუმროში მოვალთ...მახსოვს ბიჭო სახელი...ვიცი სადაც არის..კარგი-თავი გაიქნია და ღიმილით შემომხედა. -აბა ლილე როგო ხარ? -დღეს კიდევ რამდენჯერ უნდა მკითხო?-გამეცინა -არ ვიცი-მხრები აიჩეჩა -ჰმ -რა? -არაფერი. სასტუმროში მალე მივედით,ეს სასტუმრო მეც ვიცოდი სულ აქ ვჩერდებოდით.მისული მარიამს გადავეხვიე. -როგორ ხარ ჩემო გოგო?ხომ არ გაგაბრაზეს? -არა-გამიღიმა და ლოყაზე მაკოცა -ჩვენ გასვლას ვაპირებთ უკვე და თქვენ რას იზავთ?-ვატო -მე დავრჩები ცოტას დავისვენებ შსემდეგ კი ბულვარში გავისეირნებ-ვთქვი მთქნარებით მე -მე წამოვალ,ხუთი წუთი დამელოდეთ-კიბეზე აირბინა ზურამ,ჰმ ტუჩები ავიბზუე,მგონი ზურაზე ეჭვიანობას სერიოზულად,ძალიან სერიოზულად ვიწყებ -მე თავი მტკივა რაღაც-ჩაილაპარაკა ნიკამ-დავიძინებ ჯობია -კარგი-დაეთანხმა ჩემი ძმა -მე წავედი ჩემს ოთახში -შენ,თამო და ანი ერთად ხართ-მომაძახა მარიამმა,ხელი ავუწიე და მეც კიბეზე ავირბინე,ვერ გავიგე ბავშვები როდის წავიდნენ,ნახევარი საათი მაინც საწოლზე ვიწექი ზღვის ვარსკვლავის ფორმაში,არაფერზე ვფიქრობდი უბრალოდ ვიწექი და ერთ თეთრ წერტილს მივჩერებოდი,ბოლოს უსაქმურობამ დამღალა,დასვენებამაც კი დამღალა,წამოვდექი,ჩემი საყვარელი მწვანე სარაფანა ჩავიცვი და გარეთ გავედი,მესიამოვნა სღვის სურნელი რომელიც ნელ ნიავს ჩემამდე მოქონდა,მწველი მზე,რომელიც მხრებს მიწვავდა,ნაყინი ვიყიდე და პირველივე სკამზე ჩამოვჯექი,მივითმევდი ნაყინს და ადამიანებს ვაკვირდებოდი,მომწონდა მათი ფუსფუსი ჭიანჭველებივით,თოთქოს მე ერთერთი მათგანი არ ვყოფილვარ. -ლილე შეიძლება ჩამოვჯდე?-ცოტახანში შემომიერთდა ნიკა -შეიძლება -იცი..დილით ზედმეტი მომივიდა-დაიწყო შუბლშეჭმუხნულმა -ნამდვილად-დავეთანხმე-რატომ არ წახვედი ბავშვებთან ერთად? -ცუდად ვიყავი,მგონი არც ეხლა ვარ კარგად-ნაძალადევად გაიღიმა -ცუდია,რა გტკივა? -თავი,კუჭი,მგონი მოვიწამლე-გამეცინა ისეთი სახით მითხრა,შემეცოდა კიდეც -კარგი მიდი ადი შენ ოთახში და აფთიაქში წავალ მე-ფეხზე წამოვდექი -არა ლილე არ შეწუხდე გამივლის მალე -რატომ უნდა იტანჯებოდე ტკივილით როცა შეგვიძლია მოვაგვაროთ -გამეცინა-მიდი დამიჯერე და ადი ოთახში-მტკიცედ ვუთხარი,გაეცინა -კარგით უფროსო-წამლები ვიყიდე და მალე დავბრუნდი ოთახში,ნიკა დაწვა,ტკივილგამაყუჩებელიც დავალევინე. -კარგი მაშინ გავალ მე და დაისვენე-ფეხზე წამოვდექი -არა ლილე დარჩი გთხოვ-მუდარით შემომხედა -მგონი ჯობია დაისვენო -არა მარტო ყოფნა არ მინდა-გამიღიმა ბევრი ვისაუბრეთ მე და ნიკან,კარგი,დადებითი ადამიანი აღმოჩნდა,ბევრი მაცინა,მიყვებოდა სახალისო ამბებს ტყუპებზე,რა ქაჯანა რძალი მყოლია,გულიანად ვიცინოდით,ამდენ სიცილ-ხარხარში დრო როგო გავიდა ვერ გავიგეთ სანამ შუბშეჭმუხნულმა ზურამ არ შემოგვიღო კარი. -ხელი ხომ არ შეგიშალეთ?-ირონიულად იკითხა,გავბრაზდი,სახეზე იმხელა ირონია გამოესახა რომ ნერვები მომიშალა -შეგვიშალე უკვე -ლილე სალაპარაკო მაქვს გამოდი!-ჩემი ნათქვამი არ შეიმჩნია -კარგი,დაიძინე ეხლა ნიკა და კარგად იქნები-გავუღიმე -მადლობა-თავი დავუქნიე და ოთახის კარი გამოვიხურე -რა გინდა? -უნდა ვილაპარაკოთ! -რა გვაქვს სალაპარაკო ზურა? -შენი აზრით არ გვაქვს? -არა-სახე დაეღრიცა,გული მეტკინა -იცი?-ჩემთან ახლოს მოვიდა და წელზე ხელი შემომხვია-მარშუტკაში რომ ჩამეხუტე რა ვიგრძენი?-გამიღიმა და გულმკერდზე მიმიკრო,დავიბენი,გაძალიანება ვცადე მაგრამ არ გამომივიდა გაბრუებული ვიყავი -რა?-დაპროგრამებულმა ვუპასუხე -რომ გული შენც გაქვს-გესლიანად ჩაილაპარაკა,რა დავუშავე? -რა დაგიშავე?-შუბლშეჭმუხნულმა შევხედე -ა..არაფერი-ჩემს შეწუხებულ სახელზე მგონი ისიც შეწუხდა -გახსოვს რომ მითხარი კეთილი გული გაქვსო?-ჩუმად ჩავილაპარაკე -მახსოვს.... -მაშინ რატომ მითხარი რომ თურმე გული მეც მქონია? -ლილე..-დაიბნა და მგონი ყველაზე დიდი სისულელე თქვა თავის სიცოხლეში-ვიგულისხმე რომ შენც ტიპიური გოგო ხარ!-ბოლოს მაინც გესლიანად ჩაილაპარაკა,შევკრთი -ხელი გამიშვი-კბილებში გამოვცერი-გამიშვი მეთქი-უხეშად გამოვეცალე,ერთი ნაბიჯით უკან დავიხიე-ზურა მომისმინე!-თითი დავუქნიე,საშინლად ვბრაზდებოდი-მე ჩვეულებრივი,ტიპიური ადამიანი არ ვარ გაიგე?არ ვარ!მე ლილე ავალიანი ვარ,ჩემნაირი ადამიანი არ არსებობს,წადი იპოვე!იპოვი?რათქმაუნდა ვერ იპოვი.მე არ ვამბობ რომ ვინმეზე მეტი ვარ მაგრამ არც არავიზე ნაკლები არ ვარ და არც ერთფეროვანი ადამიანი არ ვარ....-ცოტახანს გავჩუმდი,ვერაფერს ვამბობდი,ზუაც არ იღებდა ხმას-იცი?შენში შევცდი მგონი,არ მომიახლოვდე ამის შემდეგ,ხმა აღარ გამცე,არ მინდა..-და ოთახის კარი ცხვიწრინ მივუბრახუნე,საშინლად გავბრაზდი.საწოლზე დავწექი და თვალებზე მომდგარი ცრემლი მოვიწმინდე.გოგოების შემოსვლა არ შევიმჩნიე,თავი არ ამიწევია,ისინიც დაღლილები იყვნენ,ლაპარაკის თავიც არ ქონდათ და მგონი მთვრალებიც ალკოჰოლის სუნი შემოიტანეს,შეეცადნენ უხმაუროდ გამოეცვალათ და დაწვნენ,მალევე ჩაეძინათ,მე კი ალბათ ძილის სამფლობელოში ძალიან გვიან გადავეშვი,ვფიქრობდი,ზეწარი დავასველე ჩემი მლაშე ცრემლებით,გული მტკიოდა,საშინლად მეწყინა.დილაუთენია გამეღვიძა,მაშინვე წამოვდექი,სააბაზანოში მოვწესრიგდი ,შემდეგ კი ბარგის ცალაგება დავიწყე,გოგოებს ისე მშვიდად ეძინათ გაგუდულებს ალბათ ბომბი რომ ამეფეთქებინა მაინც ვერ გაიგებდნენ,ჩემი ამოლაგებული ტანსაცმელი უკან ჩავტენე ჩემოდანში,ტელეფონი ავიღე და სასტუმროდან გამოვედი,ჩემი გასვლა ვერავინ შეამჩნია,გეზი სადგურისკენ ავიღე,კიდევ კარგი გუშინ მარშუტკით მოვედი და ზუსტი ადგილმდებარეობა ვიცოდი,იქ მისულმა ადვილად ვიპოვე სასურველი ტრანსპორტი და შიგ მოვთავსდი.ფიქრებში ჩაძირულმა,მარშუტკის გრუხუნმა გამომაფხიზლა,შევხედე,სვანეთში მიდიოდა არც დავფიქრებულვარ,ისე ფართხაფურთხით ჩამოვედი თბილისისკენ მიმავალი მარშუტკიდან და სვანეთისკენ მიმავალს გავეკიდე,მძღოლმა შემამჩნია და სხვა შეანელა,მარშუტკაში ასულმა მადლობა გადავუხადე მძღოლს და თავისუფალ ადგილზე კომფორტულად მოვთავსდი. -გისმენ დედას სიხარულო-დედას დავურეკე -დე სვანეთში მივდივარ -სად?ბათუმში არ ხარ შვილო?ლილე... -იმიტომ დაგიეკე რომ არ გენერვიულა დე,კი ბათუმში ვიყავი მაგრამ ეხლა სვანეთში მივდივარ,მომენატრა ჩემი სვანეთი და თავ სახლში რამდენი ხანია არ ვყოფილვართ,თან მარტო ვიქნები და დავისვენებ რა... -მარტო? -ჰო -მარტო დედა?არ გეშინია?იქ კი სულ ჩვენიანები არიან მაგრამ მაინც ,დე საშიშია -არაფერი მოხდება,თუ რამეა ნელიკოს გადავუვლი -დედა ვნერვიულობ,დამირეკე რომ მიხვალ -კარგი დე მიყვარხარ -მეც ჩემო მზეო ბედნიერი ვარ,სვანეთში მივდივარ,მომენატრა ჩემი ლამაზი სვანეთი. 8888888888888 ბავშვები სასტუმროს მოსაცდელში იყვნენ და ელოდებოდნენ როდის ჩამოვიდოდა სუყველა,ბოლოები ანი და თამო ჩამოვიდნენ და ბავშვებს მხიარულად მიესალმენ.ადგილიდან მაინც არავინ იძვროდა. -ვის ველოდებით?ყველანი აქ არ ვართ?-იკითხა გაკვირვებულმა ანამ ყველას რომ გადახედა -ლილეს-ნიკა -ლილეს?ლილე ჩამოვიდა უკვე-გაეცინა თამოს-ჩვენ რომ გავიღვიძეთ ლილე არ იყო ოთახში -აბა სად არის?-ანერვიულდა მარიამი -ნახეთ დღეს ვინმემ ლილე?-იკითხა ანდრიამ -ხო არ ვარჯიშობს?-დამიანე -არა ლილე არ ვარჯიშობს-ანდრია ჩაფიქრდა-მოიცა ვიკითხავ-უკან გაფითრებული დაბრუნდა-დაახლოვებით სამი საათის წინ გავიდა ჩემოდნით ხელშიო -რა?-წამოიყვირა ზურამ -რა დაემართა?სად წავიდა?-ნიკა -რას გაუგებ-ჩაიბურტყუნა ვატომ, -არ იღებს ტელეფონს-კედელს მიეყრდნო ანდრია -ბიჭო იქნებ დედაშენს დაურეკო?იქნებ იცის?-ამოიჩურჩულა ვატომ,ზურა ადგილზე ვეღარ ჩერდებოდა -დედა როგორ ხარ?-მშვიდად დაიწყო საუბარი ანდრიამ,არ უნდოდა დედა ენერვიულებინა -კარგად დე,შვილო მითხარი შენს დას რა დაემართა? -რა დაემართა?-ხმა ჩაუწყდა ანდრიას -ბათუმიდან სვანეთში რომ წავიდა.... -სვანეთში?-თითქოს ყველამ ამოისუნთქა -არ იცოდი დე -არა,უთქმელად წავიდე?-თმაზე ხელი მოისვა ნერვიულობით -შვილო მარტოა,იქნებ წახვიდეთ? -კარგი დედა,გავთიშავ ეხლა დავურეკავ -კარგი დე დამირეკე მერე -კარგი დე-როგორც კი გათიშა შეშლილი სახით შეხედა ზურამ -რატომ წავიდა სვანეთში?-ვატო -არ ვიცი,რა მიზეზი უნდა ჰქონოდა?-ანდრია -იქნებ უმიზეზოთ...-დამიანე -არა,მიზეზი ყოველთვის აქვს-თამო -მარტოა?-ზურა -კი-ანდრია -უნდა წავიდეთ-მარიამი -იქნებ მარტო უნდა ყოფნა,ხო ვიცით ლილეს ხასიათი სულ არ გაგიჯდეს-ვატო -მე წავალ-ხმამაღლა თქვა ზურამ-თქვენ აქ დარჩით -არა მეც მინდა წამოსვლა მეც წამოვალ-ანდრია -ანდრია ახალდაქორწინებული ხარ,ჯობია მე წავალ მგონი მე ვაწყენინე -როგორ?-ყბა მოეღრიცა ვატოს-რას ქვია აწყენინე? -არ მეგონა თუ ვაწყენინებდი -ლილე ყველაფერს თავისებურად იგებს-თამო -ნუ გამოგყავთ ლილე გიჟი და არანორმალური!ყველაზე მაგარი ადამიანია!საუკეთესოა!-უხეშად თქვა მარიამმა -ჩვენ...-დაიწყეს ბურტყუნი ანიმ და თამუნამ -არავითარი თქვენ ,დააფასეთ ლილე,დააფასეთ უბრალოდ-მოკლედ გადაწყდა რომ ზურა სვანეთში წავიდოდა,დანარჩენები კი ბათუმში დარჩებოდნენ. 888888888888888888888888 სახლში მოფუსფუსეს ხმაური შემომესმა,ტელეფონზე სიმღერა გამოვრთე და კაისკენ ნელი სვლით წავედი,კარები წამში გამოვაღე და შუბლშეწმუხნული ზურა რომ დავინახე ყვირილი დავიწყე -ვაიმეეე-შევიცხადე,გულზე ხელი მივიდე და ინსტიქტურად კარებიც ცხვირ წინ მივუხურე |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.