ჩემი ერთი ცალი ხარ! (4)
ლილე შემოვარდა ოთახში -გოგო მომიყევი რა ხდება ტთქვენს შორის დავინახე როგორ "ჟღურტულებდით" -მიყვაარს!!მიყვარს!! ვკიოდი და თან საწოლზე დავიწყე ხტუნვა -შენ სულ გადაირიე გოგონი სიცილი დაიწყო ლილემ.ტკბილი ძილი მისურვა და ოთახიდან გავიდა. დილით თვალი,რომ გავახილეე თავი სამოთხეში მეგონა იმდენი ყვავილი იყო ჩემს ოთახში.მერე ხელზე ვიპწიკინე სიზმარი ხომ არაათქო და შევიგრძენი,რომ ეს რეალობა იყო.უცებ დავინახე კედელზე აბრა "მე ფხიზელი ვარ,თუმცა შენ კვლავ მშვენიერი ხარ". სასწრაფოდ წამოვხტი საწოლიდან,გადავიცვი ის რაც პირველი მომხვდა ხელში და გავვარდი ბექას ოთახში,მაგრამ იქ არავინ დამხვდა.ჩავირბინე კიბეები და შევეჩეხე ბექას მწველ მზერას -უკაცრავად ქალბატონო,ვინმეს ეძებთ?(იცინის) -ბექა შეგიძლია ამიხსნა რას ნიშნავს ეს? -ეს იმას ნიშნავს,რომ მე შენ მიყვარხარ! პულსი ამიჩქარდა,გულსაც ვეღარ ვაკონტროლებდი ორჯერ წრაფად დაიწყო ძგერა.ეს ყველაფერი გამოიწვია მხოლოდ სამმა სიტყვამ. -არაფერს მეტყვი? -მეეც მეც მიყვარხარ ამასობაში ვიგრძენი როგორ მოვწყდი მიწას და ჰაერში აღმოვჩნდი.. -ჩემი ხარ ქალბატონო მხოლოდ ჩემი! -ბექა გეყოს დამსვი. ვიცინოდით და ვტკბებოდით ერთმანეთით და უცებ გამახსენდნე ბავშვები.. -ბექა ლილე და ლაშა სად არიან? -საქმე გამოუჩნდათ და თბილისში წავიდნენ.ორ დღეში ჩამოვლენ -კარგი და ჩვენ რა ვაკეთოთ? -იდეა მაქვს, ბათუმში წავიდეთ ორი დღით -მომწონს ეს იდეა დღესვე წავიდეთ.. საღამოს უკვე ბათუმში ვიყავით სასტუმროში მივედით მოვეწყვეთ ოთახებში და ცოტა ხანში ბექა შემოვიდა -ანუკ მიდი რა ჩაიცვი და სანაპიროზე გავიდეთ -კარგი სიყვარულო ორ წუთში მზად ვიქნები ჩავიცვი თეთრი გრძელი სარაფანი,თმები გავიშალე და ბექამაც მომიკაკუნა -ჩემი დახვეწილი ქალბატონი ხარ.გამიცინა და თავზე მაკოცა. ვსეირნობდით სანაპიროზე სასიამოვნო სიმშვიდე სუფევდა იყო ზღვა და ჩვენ.სასიამოვნო ნიავი მოდიოდაა ზღვიდან,ვუყურებდით როგორ მოილტბოდნენ ჩვენკენ ტალღები და როგორ გამალებით ეხეთქებოდნენ ნაპირს .ასეთ ნეტარებაში ვიყავით როცა უცებ ვიგრძენი როგორ მჭიდროდ შემომეხვია ბექას ხელი წელზე,მისკენ მიმიზიდა და შევიგრძენი მისი ბაგის შეხება ჩემს ბაგეზე და შემდეგ წყნარი თბილი დაბალი ტონით მითხრა -მიყვარხარ ყველაზე მეტად,უშენოდ ვერ გავძლებ -მეც მიყვარხარ და სისულელეებზე ნუ ფიქრობ. თავი ნამდვილ ზღაპარში მეგონა სიმშვიდე,ღამე,ზღვა და გვერდით საყვარელი ადამიანი ეს მართლაც უსაზღვრო ბედნიერება მთელი ღამე ვიბოდიალეთ შემდეგ სასტუმროში ავედით -არ მინდა შენი გაშვება დასაძინებლად მომენატრები(ბექა) -მასხარა ხარ გავუცინე,ჩავეხუტეე ბევრი ვაკოცე და ძლივს მოვწყდით ერთმანეთს დილით რვა საათზე ჩამესმის ტელეფონის ხმა ძლივს გავახილე ერთი თვალი და ვუპასუხე -გაიღვიძე საყვარელოო -ვაიმე ბექაა მოგკლავ გაგიჟდი?ასე ადრე რა გინდა -ვერ ვიძინებ როცა ვიცი,რომ ასე ახლოს ხარ და ვერ გხედავ.ადექი რაა გამეცინაა და ვუთხარი გავიდეთთქო.ჩავედით სანაპიროზე.მე ცურვა არ ვიცი და ამიტომ რუჯის მისაღებად დავწექი და ბექამ ამასობაში ლამის მთელი შავი ზღვა გადაცურა(ვიცინი) უცებ ამიტაცა ხელში და ზღვაში შემიყვანა -ბექა მეშინია წყლის და გამიყვანე რა -არა ნუ გეშინია ხელი მომკიდე მოდ შევყევი და უცებ მივხვდი რომ ფეხს ვეღარ ვადგამდი ძირს და საშინლად შემეშინდა ლამისს გული ამომივარდა უცებ ბექას კისერზე შემოვეხვიე და ჩემდაუნებურად ცრემლები წამომივიდა -ან შემომხედე,დაწყნარდი აი ვსო გამყავხარ როგორც იქნა გამომიყვანა ნაპირზე.დავჯექი ნაპირზე ბექა მოვიდა და ჩაემეხუტა -მაპატიე,მართლა არ მეგონა ასე თუ გეშინოდა -არაუშავს -ისე შენ ჩემს გვერდით არასდროს უნდა შეგეშინდეს.სიცოცხლის ფასად დაგიცავ. მიმიხუტა და შუბლზე მაკოცა . ბექამ მითხრა რომ მისი მეგობრებიც ბათუმში ყოფილან და შემომთავაზა საღამოს კლუბში წასვლა მათ გასაცნობად თან გამაფრთხილა,რომ მისი ყოფილი გოგოც იქნებოდა და წინასწარ შემამზადა სიტუაციისთვის.. საღამოს მოკლე წითელი კაბა ჩავიცვი ფეხზე შავი ტუფლი და თმები ზემოთ ავიწიე. -ანოუკ რა ქალი მყავხარ,შექებას იმსახურებ -მადლობა საყვარელო. გავუღიმე და ვაკოცე. მივედით კლუბში გავიცანი ბექას ყველა მეგობარი მათ შორის მარიც(ბექას ყოფილი).ვხედავდი როგორ მათვალიერებდა მთელი ღამე და ბექას ისე ეკეკლუცებოდა თითქოს იქ არც ვიყავი..ბექას მეგობარმა გამიყვანა საცეკვაოდ და უკან რომ დავბრუნდი ბექა ვერსად ვეღარ ვნახე მერე გარეთ გამოვედი და დავინახე როგორ ეხუტებოდა მარი და კოცნიდა ბექას.. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.