შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დრამინა თავი 10


4-03-2017, 22:27
ავტორი bla.ell
ნანახია 1 369

სახლის გზას ვედექი,ღიმილით მივუყვებოდი ქუჩას ელისგან გახალისებული,თან ვფიქრობდი მომავალზე...ჩემს ჯანმრთელობაზე და სიყვარულზე...გეგაზე რომელიც ვერ გავიგე ჩემი ბავშვური გრძნობებია თუ ნამდვილად მიყვარს...სახლში რომ,მივედი დედა დავინახე,დივანზე იჯდა და ტელევიზორს უყურებდა,ჩუმად მივუახლოვდი, სივრცეს მიშტერებოდა,ქუთუთოები ჩაშავებოდა,აშკარად ბევრს ნერვიულობს ჩემი დედიკო,ვინანე ჩემი დაბადება,რატომ გავჩნდი?!არ მიდა რომ,ასეთ მდგომარეობაში ვხედავდე,არ შემიძლია ვუყურო ჩემ გამო როგორ იტანჯება..."შენ რომ თავი მოიკლა გიფიქრია დედაშენი როგორ დაიტანჯება?!"გამახსენდა ელის სიტყვები და მივხვდი ახლა სიკვდილზე ფიქტის კი არა,არამედ ბრძოლის დროა...დედას ჩუმად მივუახლოვდი და მხარძე ხელი დავადე,შეშინებულმა ამომხედა ფიქრებიდან გამორკვეულმა და მშვიდად მიმიჯინა გვერდით და მიმიხუტა,
-ყველაფერი კარგად იქნება! ჩაიბურტყუნა მისთვის,მაგრამ გავიგონე...შუბლზე ვაკოცე და სახალისო ფილმი მოვძებნე. ნელა-ნელა გუნება გამოგვიკეთდა და ორივე ერთად ვიცინოდით.
***
-ლილეე გაიღვიძე დეე!ისადილე და მოემზადე რომ,სკოლაში არ დააგვიანო!
-მმმმ...ავდგები ჰოო! ზმუილით გავძახე ოთახიდან,ვიცოდი ვერ გაიგებდა,მაგრამ ხომ გავეცი პასუხი მაინც...
ბუზღუნით წამოვჯექი საწოლზე,
ფეხებით გოჭის ფუმფულა ჩუსტები მოვძებნე და სწრაფად შევაცურე ფეხები ფუმფულა სათამაშო, "ჩუსტებში"...ხელ-პირი დავიბანე,მოვემზადე,ჩანთა მოვიკიდე და სკოლისკენ ავიღე გეზი. გზად ალექსი შემხვდა,თითქოს ჩემი ტკივილი გაიზიარა და საწყლად ჩამომართვა ხელი და გადამკოცნა. სკოლაში რომ,მივედით ხალხის მზერა იმდენად აღარ მაწუხებდა როგორც ეს პირველად იყო,გაკვეთილებზეც არ ვიჯექი მოწყენილად,მასწავლებლებიც არ მიძახებდნენ,მეც ვიჯექი და კლასგარეშე საკითხავით ვირთობდი თავს,გამოსვლის ზარი,რომ დაირეკა წიგნი მერხის ქვეშ შევდე მე კი კლასიდან გამოვედი,სკოლის დაცვა მიახლოვდებოდა ფანჯარასთან მდგარს და მეც ინტერესით ველოდი მომენტს როცა,მეტყოდა თუ რისთვის ამოიარა მესამე სართული.
-ლილეჩკა!
-კახა?! ჩვენს დაცვასთან ყოველთვის კარგი ურთიერთობა მქონდა...
-ლილეჩკა ეს ყუთი შენთან გამომატანეს!
-რა არის?
-არ ვიცი!მხრები აიჩეჩა კახამ,მე კი პარკი სწრაფად გავხენი და ყუთიდან ipone 6s ამოვიღე
-ახალი მობილური...ღიმილით წარმოვთქვი მე
-მობილურებს კი ვიბარებთ გაკვეთილების ბოლომდე მაგრამ,შენთვის გამონაკლისს დავუშვებთ ფერია!
-მადლობა კახაა!მოვეხვიე ასე 34 წლის სიმპატიურ კახას,რომლის ცოლიც ამ სკოლის ექთანი და ჩემი მეგობარია,როგორც წინათ გითხარით...
ჩემს ახალ მობილურთან ერთად გავიარე კლასის მერხები და ჩემს ადგილას დავჯექი,მობილურში ახალი კარტა იდო,დედაჩემმა ესეც გაითვალისწინა...იმედია ზუკა ამ ნომერს ვერ გაიგებს...
თანხა შევამოწმე,მეგაბაიტებიც ვიყიდე და ინტერნეტში შევძვერი...დასვენებაზე ბუფეტში ჩავედი,მარტო მივდიოდი დერეფანში,გეგა რომ მოვარდა და არაფრის თქმა არ მაცადა ეგრევე ჩამიკრა გულში ძლიერად,მერე ლოყაზე ხმაურით მაკოცა და ლოყაზე მიიდო თითი და სახე მომიშვირა
-მაკოცე!მეც მონატრებულმა ვაკოცე ხმაურით და შერცხვენილმა ავუარე გვერდი
-სად გამირბიხარ დაიცა რა ლიიი...
მეც შევჩერდი მომენტალურად და მივუტრიალდი.
-როგორ ხარ?!ვერ ვიტან ამ კითხვას რომ,მისვამენ როცა იციან როგორც ვარ...
-ცუდად. უხეშად გამომივიდა მაგრამ დიდად არ მინანია...
-ლი შენთან სალაპარაკო მაქვს და გაკვეთილების დასრულების შემდეგ ერთად წავიდეთ გთხოვ. არაფერი არ მიპასუხია,ბუფეტში სანდრო შეგვეგება და გადამკოცნა მე კი ღიმილით შემოვიფარგლე,ჩემი წილი საჭმელი ავიღე,ვეგეტარიანელი ვეღარ ვიქნები რადგან ექიმმა მითხრა არ შეიძლება ვიტამინები აუცილებელია ახლა მითუმეტესო,ამიტომ ძალით შევჭამე ფილე და სალათზე გადავედი,ვიღაცის მზერას ვგრძნობდი,მარჯვნივ გავიხედე,გეგა ღიმილით მიყურებდა...ლუკმა მძიმედ გადავყლაპე და ნელა ჭამა გავაგრძელე,არ ვიმჩნევდი მაგრამ,მის მზერას მაინც ვგრძნობდი...გაკვეთილებმა უაზროდ ჩაიარა ჩემთვის სწავლა მეზარებოდა,თითქოს მაინც ვკვდებოდი და აზრი არ ქონდა...გაკვეთილების შემდეგ გრძელი დერეფანი გავიარე და გარეთ გავედი,კართან იდგა გეგა და გამსვლელებს გვიყურებდა,მე რომ,დამინახა გამიღიმა და ჩემკენ დაიძვრა
-ლი წამო გავისეირნოთ
-არა გეგა!
-რატომ?
-ზუკა რომ გამოჩნდეს?მაშინაც ეს დრო იყო...დავიჩურჩულე და მაჯის საათს მოვაშორე მზერა
-ნუ გეშინია ლი
-მჰჰ...არ გესმის!
-მესმის ლილე!...კარგი მაშინ წამო რომელიმე კლასი იქნება ღია...გვერდი ამიარა და მეც უკან ნელი ნაბიჯებით გავყევი,მეშინოდა...იმედია რამე ცუდის თქმას არ აპირებს...
ერთ-ერთი კარი ხელით მოსინჯა მერე კი შემიძღვა კლასში და კარი მიხურა,მე სკამი გამოვაჩოჩე დავჯექი და ხელი მერხზე ჩამოვდე...
-ლი
-ჰომ..!
-ჰჰჰ მოკლედ მინდოდა მეთქვა რომ...
-ამოღერღე რა...შეწუხებულმა ნერვიულობით ავხედე
-მიყვარხარ!
-...
-ლილე!
-...
-ლილე მითხარი რამე!
-...
-გასაგებია!ხელი მერხს ძლიერად დაარტყა მე კი სულელივით ვიჯექი და ვერ ვიაზრებდი რა მითხრა გეგამ...
-მეც...ხმა ჩახლეჩილმა ამოვიხავლე...ის კი სწრაფად შემობრუნდა,თითქოს რაღაც მოესმა და ელის მეორედ როდის გაიმეორებენო...
-რა თქვი?
-...
-ლილეე!
-მეც-მეთქი!...ისევ წვრილი ჩახლეჩილი ხმით გავუმეორე და ჩემს ფეხსაცმელებს დავაშტერდი...ის კი სწრაფად მოვარდა და წამომაყენა მერე კი ძლიერად ჩამიკრა გულში და ყელში მაკოცა,ჟრუანტელმა დამიარა და ნაკოცნი ადგილი ამეწვა თითქოს,სახეზე სიმხურვალე ვიგრძენი...ბიჭთან არ მქონია ასეთი ურთიერთობა,მითუმეტეს შეყვარებული არ მყოლია...
-ერთად ვართ?!მკითხა გეგამ სიხარულით...მაგრამ საღაციდან ჩემმა მეორე მემ ამომძახა,ლილე იქნებ ეცოდები დაამიტომ აკეთებს?!ლილე რომც არ გატყუებდეს არ გეცოდება?რომ მოკვდები იქნებ ძნელად გადაიტანოს?...
-ვერა გეგა!
-რაა?!
-რაც გაიგე!
-რატომ ეს მაინც მითხარი! მისი მოწყენილი სახის გამომეტყველებამ ჩემში საშინელი ემოცია გამოიწვია და ცრემლები გადმომცვივდა...
-არ მინდა და იმიტომ...გთხოვ არ დამელაპარაკო,გთხოვ წარმოიდგინე რომ არ ვარსებობ რადგან მალე ასეც იქნება...ხმამაღლა გამომივიდა ამის თქმა და ტირილით გამოვვარდი კლასიდან,სწრაფად ჩავირბინე კიბეებზე და ტირილით გავაგრძელე გზა,
-ლილე!...მამაო ჩვენო...გულმა ბაგა-ბუგი გააჩუმა...ის არის...რომელი ხარ ცათა შინა...მამაო ჩვენო...ლოცვასაც ვერ ვამბობდი...მამაო ჩვენო...მამაო ჩვენო!მამაო ჩვენო შემიწყალენ!...უფალო შემიწყალენ...უფალ...
-ლილე!მხარზე შეხება ვიგრძენი...ეს ის შეხებაა ყველაზე მეტად რომ,მძულს...ყველაზე მეტად რომ მკლავს და სულს მიმძიმებს...კანკალმა ამიტანა,სადაცაა იქვე მოვრთავდი ღრიალს...მაგრამა არ მაცადა იქვე დამიჭირა და ტუჩებზე მეცა,გავიბრძოლე მაგრამ ვერ მოვიშორე,მოვკვდი,სულიერად მოვკვდი,საკუთარი თავი შემძულდა რომ მისი ტუჩები მეხებოდნენ მე კი მოშორებაც არ შემეძლო,საკუთარი თავი შემძულდა რომ ჩემი პირველი კოცნა მას ეკუთვნოდა...თვალებში დამიბნელდა და ძირს დავეცი,გული არ წამსვლია მაგრამ ძალა აღარ მქონდა ამდენი ბრძოლისგან
-ბოლო იყო...დაიჩუჩულა,წამომაყენა იქვე სკამზე ჩამომსვა და წავიდა...გაშეშებული ვიჯექი,არ ვიცი რამდენი ხანი...ვფიქრობდი მასზე და მის საქციელზე,მის ბოლო სიტყვებზე "ბოლო იყო" და ვერ ვიაზრებდი რატომ?რატომ მაინც მე?!...სახლში გადაღლილი მივედი,აი რასაც ქვია არაფრის თავი არ მქონდა...დედას ვაკოცე და ოთახში შევიკეტე...ცარიელ ოთახში,სადაც მხოლოდ ჩემი რასა ქვია "აკვნიდან მოყოლებული" ბალიში მელოდა მხოლოდ...ჩემს ბალიშს ჩავეხიტე და ჩურჩული დავიწყე,მას ველაპარაკებოდი...მთელი დღის გახსენებამ საშინლად ამაღელვა,გეგა გამახსენდა მისი სახე,კამათი,ზუკა,კოცნა...ცრემლები ჩამომცვივდა და თავი ბალიშში ჩავრგე და ხმადახშული კივილი ამოვუშვი,როგორ მინდოდა ხმამაღლა მეღრიალა იქამდე სანამ არ დავმუნჯდებოდი...მობილური აბზუილდა და სმს გავხსენი
-"ლილე!ვიცი გეგონა ამ ნომერს ვერ გავიგებდი მაგრამ მაინც გავიგე...ვიცი იმაზეც ბევრი იფიქრე რომ,გითხარი ბოლო იყო-მეთქი...ცხოვრება გაგიმწარე,ვიცი ჯოჯოხეთად გიქციე...მაპატიე,არ ვიცი,მე ცხოვრებამ ასე დამტანჯა,ნაშვილები ვყოფილვარ,ჩემმა მშობლებმა კი თავი მოიკლეს თურმე როცა მე ჩამაბარეს ამ ოჯახს სადაც ვიზრდებოდი აქამდე...ეს პატარაობაში გავიგე...საშინელებად ვიქეცი...პატარა ვიყავი მაგრამ ყველაფერს ვხვდებოდი ჩემს მშობლებზე...არ ვიცოდი ჯინები რაზე მეყარა და კატა მოვკალი...რომელიც ძალიან მიყვარდა...შენ კი ზუსტად ამ გასაჭირის დროს მომახალე რომ საშინლად ვხატავდი,როცა მხოლოდ ამით ვინუგეშებდი თავს...შემძულდი,მინდოდა გამემწარებინე და ჩვევად მექეცი...როცა გხედავდი ჩემს დანახვაზე როგორ ცბებოდი,მეცოდებოდი...თანდათან შენს მიმართ თითქოს რაღაცას ვგრძნობდი...შენი შიშის დანახვისას ცუდად ვხდებოდი და ვირეოდი...მაგიჟებდი...შემიყვარდი...თუმცა მაინც ჩამრჩა ის ბოღმა გულში...ვერ მოგკლავდი მაგრამ უნდა გამემწარებინე,რადგან დავიფიცე რომ,ასე იქნებოდა სანამ მოვკვდებოდი,პატარა ვიყავი რა ვიცოდი...მეგონა თუ პირობას დავარღვევდი კაცი არ ვიქნებოდი...ამ დრომდე ასე ვფიქრობდი...სანამ დაგინახავდი განადგურებულს ჩემსავით,ემოციებისგან დაღლილს...მაგრამ მე პირობა დავდე და შევასრულებ...ახლა ამ წერილს შენი კორპუსის სახურავიდან გწერ...იქნებ მკვდარიც ვარ და გადავხტი ან ვერ გავბედე...ვერ გავბედე სიკვდილი...მაგრამ ნუ გეშინია...როცა გადავხტები ან უკვე გადავხტი...დამივიწყე...და მაპატიე რაც გავაკეთე...გთხოვ...რადგანაც პირობა დავდე რომ,სიკვდილამდე არ შეგეშვებოდი...ახლა შევასრულებ...შეგეშვები და თავს მოვიკლავ...მშვიდობით ლილე...მიყვარხარ...მაზოხისტურად და ყველაზე გიჟურად..."
წერილი ცრემლიანმა ჩავიკითხე და სწრაფად წამოვხტი...შანსი მქონდა რომ მენახა და მეპატიებინა და გადამერჩინა...კარები გამოვგლიჯე ლიფტში შევვარდი და მე-15 სართულზე ავედი...გავვარდი და ხელებ გაშლილ ზუკას მივაშტერდი...ვერ გაბედა ამ დრომდე გადახტომა...ვიცოდი
-გიჟურ სიყვარულს გაფიცებ არ გადახტე!სწრაფად შემობრუნდა ზუკა ჩემგან...თავი დრამაში მეგონა,ბანალური მსახიობის როლში...სწრაფად მივირბინე და კიდიდან გამოვათრიე...მერე კი ძლიერად ჩავეხუტე...არ ვიცი,მან ამდენი ცუდი გამიკეთა თუმცა არ შემეძლო მისი სასიკვდილოდ გამეტება...არ შემეძლო
-გთხოვ არ გააკეთო ეს...თუ საბოლოოდ არ გინდა რომ გამანადგურო გესმის არ გააკეთო!არა ვაჯაჯგურებდი და ხმამაღლა ტირილით ვუყვიროდი
-ლილე!სახე დაემანჭა და ცრემლები გადმოსცვივდა ადამიანს რომელსაც მეგონა რომ გული არ გააჩნდა...ნუ მთხოვ...საშინელი ადამიანი ვარ...არ მესმის ასეთი რატომ ვარ...ჩემი ბრალი არ არის გესმის?!არაა! ხელებ გაშლილი ტირილით ღრიალებდა და ცას უყურებდა,მერე ხელები უღინოდ ჩამოუშვა და თვალებში შემომხედა...
-არა!მას არ გააკეთებ...მე გაპატიებ...ყველაფერს გაპატიებ მაგრამ არ გადახტე თორემ ვერასდროს დაიმკვიდრებ წმინდა სასუფეველს,ამას გპირდები...თუ გინდა მშვიდად წასვლა ამის შემდეგ აკეთე სიკეთე და ღმერთი ინებებს თი როდის წახვიდე...
-მართლა მაპატიებ?!
-კი...გაპატიე უკვე...ეგ პირობა კი დაივიწყე გთხოვ...
-მადლობა ლილე!მიყვარხარ...ვიცი შენ ვერასდროს შეგიყვარდები ამდენი რამის მერე,თუმცა არაუშავს სადმე შორს წავალ...მქდლობა...ის შავი კატა მაიძულებდა...აი ის...ხელი ჩემს უკან გაიშვირა,რომ გავიხედე არაფერი არ იყო...
-აქ არაფერია ზუკა...
-როგორ არა შეხედე როგორ გვიყურებს.
-წამოდი ზუკა გთხოვ.
-კარგი დროზე თორემ მას ვძულვარ და მაიძულებს გადახტომას.
-წამოდი ზუკა!...არ ვიცი იმ დღეს ზუკა როგორ გავუშვი მარტო სახლში მაგრამ გავუშვი...მეშინოდა რამე არ დამართნოდა. ღამე თეთრად გავათნე არ მძინებია...დილით ზუკას ნომერზე მივწერე იქნებ მიპასუხოსთქო...მიპასუხა...კარგად ვარო და მეც მშვიდად დავხუჭე თვალები და მთელი ღამის უძინარი გადავეშვი შავ სამყაროში...დილით სკოლაში თვაებ დასიებული მივედი...მაგრამ უფრო მშვიდად...თითქოს ერთი დიდი ლოდი მომხსნესო...მაგრამ თან მეშინოდა რამე არ დამართნოდა ზუკას...სკოლაში არავის ვაქცევდი ყურადღებას...დერეფანში მივდიოდი გეგა რომ,დავინახე მან კი საშნელი გამომეტყველებით შემომზედა და ჩამიარა მე უკამ მივიხედე და შემოხედვისას ვიღაცას კლასის კარი გააღო და პირდაპირ თავში მომარტყა...ამ ბოლო დროს ავადმყოფობის გამო საშინლად დავსუსტდი...ახლაც ძირს გონება დაბინდული დავეცი და გულის რევა ვიგრძენი...სწრაფად წამოვხტი რომ იქ არ ამრეოდა გული და თავბრუ დამეხვა,ისევ ძირს უნდა დავცემულიყავი რომ,კივილი მომესმა და ვიღაც ქალი შემეშველა...მეტი კი არაფერი არ მახსოვს...რომ,გავიღვიძე აშკარად პალატაში ვიყავი,არავინ იყო,ხელზე დავიხედე,გადასხმის აპარატი მქონდა მიერთებული...პალატის კარი გაიღო და ექთანი შემოვიდა
-ლამაზო როგორ ხარ?
-გმადლობთ...დედა სად არის?
-ახლავე დავუძახებ საყვარელო...პალატიდან გავიდა ცოტახანში კი დედა შემოვიდა და და მომეხვია მერე კი შუბლზე ნელა მაკოცა
-კარგად ხარ დე?
-კი დე არ ინერვიულო
-შენთან ერთი სიმპატიური ბიჭია, მე რომ მოვედი აქ იყო,შენს დირექტორთან ერთად,დირექტორი წავიდა ეს კი არა...შემოვუშვა?
-ნეტა ვინაა...შემოუშვი...
-კაი დეე!ისევ მაკოცა შუბლზე და პალატიდან გავიდა...კარი კი გაფითრებულმა გეგამ შემოაღო
-ლი კარგად ხარ?მომვარდა და კანკალით გადამისვა თავზე ხელი და ლოყაზე მაკოცა მერე კი შუბლი შუბლზე მომაკრო და თვალებში ასე მიყურებდა...მე კი უხერხულობისგან არ ვიცოდი რა მექნა...ბოლოს მიხვდა და თავი აწია და უკან დაიხია...იქვე მდგარი სკამი უფრო ახლოს მოაჩოჩა და ჩამომიჯდა გვერდით...
-გეგა რა გინდა?
-შენი კარგად ყოფნა...
-გეცოდები?
-ჰაჰ რა აქვს ჩემს ანგელოზს შესაცოდებელი რო?სიცილით მკითხა და ჩემი ხელი მის თბილ ხელებში მოიქცია
-გაყინულხარ...მოწყენით ამოილაპარაკა და ეცადა გაეთბო...
-დღეს ისე შემომხედე...ხმა ჩამწყდარმა ამოვიხავლე და ცხვირი ამეწვა...ცრემლები მიყოლებით გადმომცვიბდა თვალებიდან...
-კარფი რა არ იტირო...უბრალოდ საშინლად ნაწყენი ვარ შენზე...
-რატომ გეგა?!
-უბრალოდ შეგიძლია რომ,დამთანხმდე ერთად ყოფნაზე...
-კარგი...
-რაა?ანუ?
-ერთად ვართ...
-მართლა?
-კი...სწრაფად წამოვარდა და ტუჩები ნაზად მომაკრო მერე კი სწრაფად დაუბრუნდა თავის ადგილს...უცებ პალატაში ელი შემოვარდა
-კუუუ რა გჭირს ჩემო მახინჯო...მომვარდა და მომეხვია
-ოჰ შემოვარდა პოზიტივი...სიცილით ვუთხარი ელის
-კარგი ამბავია!
-რა ამბავი?!ვიკითხე გაკვირვებულმა
-მოკლედ...ხომ გეუბნებოდი არაფერი არ გჭირს-მეთქი,თბილისიდან პასუხები მოვიდა...სიმსივნე არ გაქვს...
-რაააა?დავიკივლე ხმამაღლა და ვიგრძენი სიცოცხლე ჩემს ძარღვებში...
-ჰოოო ჩემი კუ ჯანმრთელია,უბრალოდ რადგანაც ხორცს არ ჭამდი რაღაც ის ვიტამინი გაკლდა და ჯირკვალი გაგიმიზეზდა ეს კია საშიში მაგრამ,ახლა რომ აგიღეს ანალიზი თქვეს რომ,ჯირკვალი დაპატარავებულა...მოკლედ ზუსტად ვერ გეტყვი რა ხდება მაგრამ ასეა...
-მამაო ჩვენო რომელი ხარ ცათა შინა...სანამ ყველა ვდუმდით გულში ლოცვა ვთქვი და პირჯვარი გადავისახე...
-ჩემო ანგელოზო...ელისაბედს დავექაჩე სახელოზე და ჩავეხუტე...
-ეს ბიჭუკა ვინ არის?
-ეს ბიჭუკა ჩემი შეყვარებულია...
-ვოვ!ბარო სიძე სიცილით ჩამოართვა გახარებულმა ელიმ გეგას ხელი და ორივემ მე გამომხედეს...
-ღმერთო როგორ მიყვარხარ!დავიყვირე რაც კი ხმა გამაჩნდა და ორივეს მოვეხვიე,პალატაში ექთანი შემოვიდა და გაგვაბრთხილა პაციენტებს აწუხებთო...მერე დედა შემოვიდა ტირლით და გახარებული მომეხვია...ზუკა გამახსენდა...
-ელი!
-ჰოუ
-ტელე მომაწოდე რა
-აიღე!მობილური მომაწოდა მე კი სმს გავუგზავნე ზუკას...
-"მადლობა. რომ ახალი ცხოვრების უფლება მომეცი...იმედია კარგად ხარ"...
შეუმჩნევლად განვაგრძე მხიარულება...მხოლოდ ელიმ შეამჩნია რომ,ზუკას ვწერდი და თვალი ჩამიკრა...მერე კი გეგას გადახვია ხელი და ლოთი კაცივით დაუწყო ლაპარაკი...ღმერთო დიდი მადლობა რომ,ჩემი გესმის...ალბათ ასეთი ბედნიერი არასდროს ვყოფილვარ...ცხოვრება მოულოდნელობებითაა სავსე...მართალი ყოფილა რომ ყველა აღმართს დაღმართი მოსდევს და მართლაც არსებობს სინათლეც გვირაბის ბოლოს...
-ისე როგორ გაიცანით ერთმანეთი?
იკითხა დედამ წარბაწევით,მე და გეგამ ერთმანეთს გადავხედეთ და ერთდროულად წამოვიძახეთ
-დრამინა?!


მაპატიეთ რომ დავაგვიანე ძალიან ძალიან დიდი ბოდიში...უბრალოდ არ მქონდა კარგი დღეები...რომ,დამესრულებინა ეს რეალური ისტორია...იმედია მოგეწონებათ...ბოდიში შეცდომებისთვის გადახედვას ვერ ვახერხებ...მადლობა წინასწარ ჩემო საყვარლებო...და კიდევ ერთხელ მაპატიეთ არაპუნქტუალურობა❤❤❤ heart_eyes



№1  offline მოდერი bla.ell

P/S XALXO DZALIAN DIDI BODISHI ME SULELS (DASASRULI)S DAWERA DAMAVIWYDA://MAPATIET RAAA...❤❤❤

 


№2  offline აქტიური მკითხველი ონლაინ გოგონა

აუუუ ამდენი არასდროს მიტირია მგონი... ემოციების ბუმია ჩემშიიი heart_eyes იცი რამდენი ხანია სულმოუთქმელად გელოდები??? joy აიიი ძალიან მაგარი იყოოო... ემოციებით დახუნძლული და საოცრად კარგიიი heart_eyes ისე გამიხარდა ლილეს ამბავიი ბედნიერებისგან ცრემლებიც კი წამომივიდაა joy მალე დადე რა kissing_heart

 


№3  offline მოდერი bla.ell

ონლაინ გოგონა
აუუუ ამდენი არასდროს მიტირია მგონი... ემოციების ბუმია ჩემშიიი heart_eyes იცი რამდენი ხანია სულმოუთქმელად გელოდები??? joy აიიი ძალიან მაგარი იყოოო... ემოციებით დახუნძლული და საოცრად კარგიიი heart_eyes ისე გამიხარდა ლილეს ამბავიი ბედნიერებისგან ცრემლებიც კი წამომივიდაა joy მალე დადე რა kissing_heart

ჩემი საყვარელი გოგოოო❤❤
ძალიან დიდი მადლობა...❤❤ამ ისტორიას აღარ გავაგრძელებ დასასრული იყო...უბრალოდ მეგობრები მესტუმრნენ ლილეს ჩათვლით და დასასრულის მიწერა დამავიწყდა...ძალიან დიდი მადლობა და იმედია იმედები არ გაგიცრუეთ...❤❤მიყვარხარ

 


№4  offline აქტიური მკითხველი nawkas12345

დზაან მგარი იყოო აი საუკეტესო.
ზუკას პერსოანჯის გარაქმნა მომეწონა დზაან. ველი სჰემდეგს საოცარო და გელოდები მოუთბენნლად!!!

 


№5  offline მოდერი bla.ell

nawkas12345
დზაან მგარი იყოო აი საუკეტესო.
ზუკას პერსოანჯის გარაქმნა მომეწონა დზაან. ველი სჰემდეგს საოცარო და გელოდები მოუთბენნლად!!!

თქვენ არ იცით როგორ არ მინდა გითხრათ რომ დასასრულია მაგრამ... ნიწევს...მადლობა ჩემო საყვარელო რომ მოგეწონა ძალიან მიხარია რომ ასე მოგეწონათ ეს რეალური ამბავი❤❤

 


№6  offline წევრი stranger9

მიყვარს happy end-ები, განსაკუთრებით ცხოვრებაში. კარგი გოგო ხარ, ასეთი მაგარი ისტორია ჩვენც რომ მოგვიყევი ❤ იუ არ ჯასთ ემეიზინგ

 


№7  offline მოდერი bla.ell

stranger9
მიყვარს happy end-ები, განსაკუთრებით ცხოვრებაში. კარგი გოგო ხარ, ასეთი მაგარი ისტორია ჩვენც რომ მოგვიყევი ❤ იუ არ ჯასთ ემეიზინგ

ჩემო ლამაზოოheart_eyes უღრმესი მადლობა ასეთი შეფასებისთვის აი ძალიან მიყვარხარ heart_eyes❤❤

 


№8 სტუმარი mariamoo

Wow! Es dasasrulia anu...dzalian momewona imdeni vitireee magari xar chemo ell♥♥♥♥

 


№9  offline მოდერი bla.ell

mariamoo
Wow! Es dasasrulia anu...dzalian momewona imdeni vitireee magari xar chemo ell♥♥♥♥

დიახ ჩემო საყვარელო დასასრულია მაგრამ სათაურზე დაწერა დამავიწყდა:/// ძალიან დიდი მადლობა ჩემო კარგო და თბილო მარიამო ასეთი სიტყვებისთვის❤❤❤❤

 


№10  offline წევრი s.a-cicinatela-m.m

ეი მაგარო გოგო ეს ალბათ ემოციურ მოთხრობათა შორის ერთ-ერთი საუკეთესოა... არვიცი რა გითხრა სიტყვები არ მყოფნის აი რაღაცეებს ვბოდიალებ
საუკეთესო ხარ heart_eyes heart_eyes heart_eyes kissing_heart

 


№11  offline მოდერი bla.ell

s.a-cicinatela-m.m
ეი მაგარო გოგო ეს ალბათ ემოციურ მოთხრობათა შორის ერთ-ერთი საუკეთესოა... არვიცი რა გითხრა სიტყვები არ მყოფნის აი რაღაცეებს ვბოდიალებ
საუკეთესო ხარ heart_eyes heart_eyes heart_eyes kissing_heart

ძალიან დიდი მადლობა ჩემო საყვარელო აი იცი როგორ მიხარიხარ?არ იცი! heart_eyes heart_eyes

 


№12  offline წევრი qarishxali

აუ როგორ გამიხარდა ასე კარგად რომ heart_eyes kissing_heart დამთარდა ელეს და გეგას ამბავიი...ახლა წავიკითხე აქამდე ვერ მოვიცალე და ბევრი ვიტირეე...მიყვარს შენი მეგობარი და შენზე ხო ვგიჟდებიიი kissing_heart

 


№13  offline მოდერი bla.ell

qarishxali
აუ როგორ გამიხარდა ასე კარგად რომ heart_eyes kissing_heart დამთარდა ელეს და გეგას ამბავიი...ახლა წავიკითხე აქამდე ვერ მოვიცალე და ბევრი ვიტირეე...მიყვარს შენი მეგობარი და შენზე ხო ვგიჟდებიიი kissing_heart

ჩემო ქარიშხალოოheart_eyes❤❤

უ თე გენათალე მეეheart_eyes .მიხარიხარ ❤❤❤ძალიან გამიხარდი heart_eyes

 


№14  offline წევრი qarishxali

bla.ell
qarishxali
აუ როგორ გამიხარდა ასე კარგად რომ heart_eyes kissing_heart დამთარდა ელეს და გეგას ამბავიი...ახლა წავიკითხე აქამდე ვერ მოვიცალე და ბევრი ვიტირეე...მიყვარს შენი მეგობარი და შენზე ხო ვგიჟდებიიი kissing_heart

ჩემო ქარიშხალოოheart_eyes❤❤

უ თე გენათალე მეეheart_eyes .მიხარიხარ ❤❤❤ძალიან გამიხარდი heart_eyes

kissing_heart heart_eyes kissing_heart heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent