ყვითელი გული (საცდელი თავი)
თვალები გავახილე და თვალზე ცრემლი მომადგა... გვირილები,გვირილები,გვირილები... ნუთუ შეიძლება ადამიანმა ყოველთვის ასე საშინლად გაიღვიძოს ? ნუთუ შეიძლება ადამიანის სევდას მხოლოდ ერთი უბრალო ყვავილი იტევდეს ? დღემდე არავინ მეგულება ისეთი ვისაც საიდუმლოს გავანდობ,გულს გადავუშლი და ჩემი ამაზრზენი ცოვრების შესახებ მოვუყვები. ჩემი მეგობრები მხოლოდ გვირილები არიან... მხოლოდ მათ ვუზიარებ ჩემს გრძნობებს და ფიქრებს, მხოლოდ ისინი მამშვიდებენ და მამხიარულებენ. ჰმ... რატომ გვირილები და არა ვარდები ? გვირილები ჩემთვის უბრალოებასთან ასოცირდება,გვირილებიც ისეთი მშვიდები და გაწონასწორებულები არიან როგორც მე ! უნივერსიტეტში ჩემი თანატოლები გვირილასაც კი მეძახიან,მეუბნებიან რომ უკვე გვირილების სუნადაც ვყარვარ... დიახ, მართალია გვირილებს ისეთი შესანიშნავი სუნი არ აქვს როგორც ვარდებს,ტიტებს,იასამნებს და ა.შ მაგრამ ჩემთვის ისინი უფრო ძვირფასია ვიდრე რომელიმე ძვირადღირებულ ყვავილი. ზოგადად მინდვრის ყვავილები ძალიან მიყვარს მაგრამ გვირილა ჩემთვის მაინც გამორჩეული და განსაკუთრებულია. საშინელი,აუტანელი და გულისამრევი ცხოვრება მაქვს ჩემს მოძალადე ამაზრზენ მამასთან და ჩემს იდიოტ ძმასთან ერთად. არამგონია ვინმეს აეტანა ის დამცირება და სიმწარე რასაც მთელი ცხოვრებაა ვიღებ ! უკან მოუხედავად წავიდოდი და უკან აღარც დავბრუნდებოდი,მშვენივრად ვსწავლობ და სამსახურს ერთ დღეში ვიშოვიდი მაგრამ არა ! ის რაც ამ სახლში მაკავებს დედაჩემია. მთელ დღეს მის ოთახში ვატარებ და გარეთ არც კი გავდივარ, ნორმალურად არც ვიკვებები, უბრალოდ ვსწავლობ და გვირილებს ვეალერსები. გარეთ გასვლის სურვილი არც მაქვს,არ მინდა ლოთ მამას სადმე გადავეყარო რადგან ვიცი რომ თავში ჭიქა ან წიგნი მომხვდება. მას მთელი არსებით ვძულვარ,შემიძლია დავიფიცო რომ დღე და ღამს ჩემს სიკვდილზე ოცნებობს ! რატომ ვეზიზღები ასე ? ერთი მშვენიერი ოჯახი ვიყავით, ვცხოვრობდით ტკბილად და ბედნიერად... ზღაპარივით დავიწყე ხო ? არაუშავრს ! ოჯახის წევრებს ერთმანეთი ისე გვიყვარდა რომ უერთმანეთოდ ერთი წუთიც ვერ ვძლებდით,მამას ისე ვუყვარდი რომ გაგიჟება შეიძლებოდა, ჩემი ძმა ნამდვილი გმირი მეგონა. მაგრამ ყველაფერი ერთ დღეში გაქრა,აორთქლდა და ნაწილაკები ჰაერში გაიფანტა... დედა მოკვდა ! მამა კი მის სიკვდილს მე მაბრალებს,თვლის რომ თავი ჩემს გამო მოიკლა. ვერ ვხვდები ასე რატომ ფიქრობს ! დღემდე ვერ ვხდები დედას სუიციდის მიზეზს,არც წერილი და არც რაიმე მინიშნება, უბრალოდ ადგა და თავი მოიკლა ! საწოლიდან წამოვიზლაზნე და უაზრო გამომეტყველებით ფანჯარაში გავიხედე, პატარა ბავშვები კლასობანას თამაშობდნენ და ერთმანეთს დასცინოდნენ. იქვე პატარა გოგონა იჯდა და ტიროდა,ხელში გვირილას ცარიელი ღერო ეჭირა,რომელსაც მხოლოდ ერთი ფურცელი შერჩენოდა. მის დანახვაზე გამეღიმა. ალბათ ჰგონია რომ თავის ბიჭს არ უყვარს, მაგრამ მოიცადეთ გოგონასთან მისი ასაკის ბიჭუნა მივიდა და რაღაც უთხრა,პატარამ ცრემლები მაშინვე მოიშორა და გაუღიმა, ბიჭმა ხელი მოჰკიდა და ბავშვებისკენ წაიყვანა. სიყვარული... სიყვარული ჩემთვის უცხო ხილია, არავინ არასოდეს მყვარებია ან მომწონებია,თუნდაც მომწონებოდა სხვების თქმით ჩემნაირ „უცნაურ“ გოგოს ვინ შეხედავდა ?! ზოგჯერ მგონია რომ ამ ხალხმა სიტყვების მნიშვნელობა არ იცის ! თუ ადამიანს რაღაც ძალიან უყვარს,კარგად სწავლობს და სხვა გოგონებივით ევრორემონტს არ იტარებს ესეიგი უცნაურია ?! რა ლოგიკაა ! სააბაზონოდან რომ გამოვფლახუნდი გარდერობში შევძვერი და ტანსაცმელი გამოვიღე. როდესაც ჩაცმა დავასრულე თმის დაწვნას შევუდექი. ჩემს ტანსაცმელს დაწნული თმები ძალიან უხდება ! თმაში გვირილებიც ჩავიმაგრე და ჩემი გვირილებიანი ჩანთა ზურგზე მოვიკიდე. ყალბი ღიმილი ავიკარი და ყალბ ხალხთან შესახვედრად მოვემზადე ! კიბეები ჩავირბინე და ჩემს იდიოტ ძმას შევეფეთე. ჩემს დანახვაზე დამცინავად გაიღიმა,ამათვალიერა და მკითხა. - ოხ, ჩვენს გიჟს გაუღვიძია ! ყავა გინდა ? რამდენ კოვზ მარილს იყრი ხოლმე ?! - ირონიულად მკითხა, ვერ ვხვდები მის ამაზრზენ ღიმილზე და უნიჭო ხუმრობებზე გოგონები რატომ დნებიან. - ასეთი მლაშე იუმორი საიდან ? - მივუგე მშიდად. - ყოველთვის ასეთი უემოციო რომ ხარ და მხოლოდ შენი მყრალი გვირილები გაინტერესებს სწორედ მაგიტომაც გყავს უამრავი მეგობარი ! - ჩემი მშვიდი ტონი ყოველთვის აცოფებს,როგორც ჩანს არც ახლა ყოფილა გამონაკლისი. მისთვის არაფერი მიპასუხია,მშვიდად გავაგრძელე ჩემი გზა ისე რომ უკან წამითაც არ გამიხედავს, თუმცა მაინც გავიგონე მისი გულისამრევი სიტყვები რომელიც გულში მწარედ მომხვდა. - ალბათ დედამ იცოდა რაც უნდა ყოფილიყო და სწორედ ამიტომ მოიკლა თავი ! - ვეცადე მისი სიტყვებისთვის ყურადღება არ მიმექცია და გზა გამეგრძელებინა. ყურსასმენები მოვირგე და მშვიდი სიმღერა ჩავრთე. როდესაც ჩემი საყვარელი მელოდიის ხმა გავიგე დავმშვიდდი და ფართოდ გავიღიმე. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.