საბედისწერო თავბრუსხვევა
-ეიი გოგონი არ გამეცნობი? - ამაზრზენი გამომეტყველებით მიახლოვდება ვიღაც ბიჭი. -გაიარე რა, არ ვარ შენს ხასიათზე - უკმეხად ვუგდებ ერთ-ორ სიტყვას და კლუბიდან გამოვდივარ. სუფთა ჰაერი სასიამოვნოდ მხვდება სახეზე, ახლოს მდგარ სკამზე ვჯდები და ვიწყებ ფიქრს თუ რატომ დამშორდა გაგი, ჩემი პირველი სიყვარული. გუშინ გახდა ექვსი წელი, რაც ერთმანეთს სიყვარულში გამოვუტყდით. მისგან სიცივე არასდროს მიგვრძვნია, სულ ხელის გულზე მატარებდა და ათასი საალერსო სიტყვით მანებივრებდა, მაგრამ ამ ბედნიერებამაც ვერ გასტანა ბოლომდე და თავზე ჩამომენგრა. ცრემლით ამევსო თვალები იმის გახსენებაზე, თუ რა რომანტიკულად მთხოვა ხელი რამოდენიმე დღის წინ და მალევე როგორ მიღალატა ვიღაც ნატაშკასთან. აი მიზეზი თუ რატომ ვიყავი მე, თვით ანამარია ბურდული ასეთი გალეშილი მთვრალი დან მარტო. იმ წამს გადავწყვიტე რომ არ ღირდა გაგისთვის ამდენი ემოციის დახარჯვა, მისი საქციელი წარსულში უნდა დამეტოვებინა. სასწრაფოდ წამოვდექი სკამიდან და კიბეებზე ჩასვლა დავაპირე, როცა ვიღაცას დავეჯახე. თავბრუ დამეხვა და საცაა წავიქცეოდი რომ არა ზემოთხსენებულის ძლიერი მკლავები. -ძაან გაგიტკბა ჩემს მკლავებში ნებივრობა, ვატყობ - ირონიული ღიმილით დამხედა თავზე. მე კი მისი მზერით დაბნეულმა ძლივს მოვახერხე ძალის მოკრება. -აუუ რას ამესვეტე, წინ გაიწი რაა - მობეზრებულად ვუთხარი და მზერა ავარიდე. -სიტყვები შეარჩიე ბავშვი - მრისხანება ჩამდგარი თვალები მომანათა. შიშისგან მუხლები ამიკანკალდა მაგრამ მაშინვე გამახსენდა რა მიწოდა მან. -რა უფლებით მელაპარაკები მასე ან საიდან მოიტანე რომ ბავშვი ვარ ?! - მთვრალი რაღაც სისულელეებს ვროშავდი მაგრამ როცა ჩემს ჩაცმულობას შევხედე და ადგილს სადაც ვიმყოფებოდი, უაზრო სიცილი ამიტყდა. (ნამდვილად არ ჰგავს მოკლე შორტი და გრძელი ზედა კლუბის ჩაცმულობას, ალბათ დამეთანხმებით.) -კარგად ხარ? - დაბნეულმა მკითხა და ინტერესიანი თვალებით მომაჩერდა. -კი, კი - ძლივს ამოვიბლუყუნე სიცილნარევი ხმით. მან მხოლოდ მხრები აიჩეჩა და თავის ძმაკაცებთან ერთად კლუბისკენ გასწია. -რა იყო ეხლა ეს - გაოგნებულმა ვთქვი, ისე რომ ხმა ვერ გავაკონტროლე და უცნობმაც გაიგონა. -ჩემებური დამშვიდობება - გამომხედა და თვალი ჩამიკრა. გამეცინა ჩემს რეაქციაზე, შემოვბრუნდი და ტასოს სახლის გზას გავუყევი. ### -ანნ ხომ მშვიდობაა, შემოდი - შინ შემიპატიჟა ტასომ, მივხვდი გავაღვიძე და ჩემს თავზე მომეშალა ნერვები. ცოტახანი ვუყურე და მერე ტირილით მივვარდი და ჩავეხუტე. -ტასს ცუდად ვარ - ვტიროდი ბოლო ხმაზე. -რა გჭირს გოგო მითხარი, ნუ გამაგიჟე. - ანერვიულება დაეტყო ხმაში. -გაგის დავშორდი - მოვთქვამდი ისევ. -მართლაა? - გაოცებისგან ისეთი სახე მიიღო კარგად გადავიხარხარებდი რომ არა ჩემი მდგომარეობა -მომიყევიი დროზე რა მოხდა. სავარძელში მოვკალათდით და ისეთი მომლოდინე მზერით შემომყურებდა, თითქოს საშინელებათა ამბავი უნდა მომეყოლა, ისე არც ჩემი ,,ტრაგედია’’ ჩამოუვარდებოდა რამით. მოკლედ დავიწყე მოყოლა, თან ყველაფრის დეტალებში. ღაპა-ღუპით სდიოდა ცრემლები ტასოს ჩემი მოსმენისას. უკვე თენდებოდა როცა დასაძინებლად დავწექით. შემეძლო ეს თუ არა ნამდვილად უნდა მომეკრიბა ძალა. 17 წლის გოგო, ამ ამბავს არ გადავყვებოდი, ვიცოდი რომ ცხოვრებაში ამაზე მძიმე მომენტებიც მექნებოდა და ამით ვიმშვიდებდი თავს (რა სულელურად ჯღერს არაა?! ) . მოგესალმებით! ეს ჩემი პირველი ისტორიაა და რას მირჩევთ გავაგრძელო თუ შევეშვა წერას საერთოდ გელოდებიით |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.