შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მოუხერხებელი გამომძიებელი 5


6-02-2016, 18:56
ავტორი teddy))
ნანახია 3 592

სამსახურში შესვენება მაქვს და საჭმელად კაფეში შევედი, სადაც ჩემი მოუხერხებლობა და ლაშას ირონიული ღიმილი ერთმანეთს ხვდებიან.
ცეზარს ვუკვეთავ და მაგიდასთან ვჯდები. გვერდზე ვიხედები და ის ვაჟბატონი ზის, რომლის მარტო სახელი ვიცი. მობილურზე ლაპარაკობს და საფულიდან რაღაცას იღებს. საუბარს ასრულებს და როგორც დავინახე, პირადობის მოწმობას მაგიდაზე დებს. ყავის ფინჯანს გვერდზე წევს და კაფიდან გადის. ვერ დამინახა! კიდევ კარგი, თორემ ან ხელი მომტყდებოდა ან კიდევ ცოცხალი არ დავრჩებოდი. მაინც და მაინც, ხომ მის თვალწინ მემართება ყველაფერი!
მაგიდაზე პირადობის მოწმობა დარჩა! სიხარულისგან მინდა ჩაჩაჩას, რომელიმე ილეთი გავაკეთო, მაგრამ სამწუხაროდ ცეკვა არ ვიცი. გვერდზე მაგიდისკენ მივდივარ და პირადობის მოწმობას ვიღებ.
სურათს ვაკვირდები და აქაც, როგორი სიმპატიურია. პირადობის მოწმობებში ადამიანები, ხომ ცუდათ გამოდიან, მაგრამ ეს, რომ მაინც არ კარგავს თავის შარმს. სახელს ვაკვირდები, თუმცა უკვე ვიცი, რომ ლაშა ქვია. ახლა გვარზე გადავდივარ და საოცრად კმაყოფილი ვარ. რა გვარი გქონია! ლაშა ამილახვარი. როგორც გარეგნობით, ბარიტონით, სახელით, ისევე გვარით ვრჩები კმაყოფილი. პირადობის მოწმობას ჩანთაში ვიდებ და ჩემი საჭმელი სულ მავიწყდება. კაფიდან გახარებული გამოვდივარ და მობილურს ჯიბეში ვიდებ.
სამსახურში შევდივარ და საბუთებს ვალაგებ.
-სოფია კობლიშვილო, იცი დღეს თანამშრომლებს ვინ უნდა გაგვაცნოს, ბატონმა უფროსმა?-დიანა მადგება თავზე.
-ვინ დიკაპრიო?-ისეთი აღფრთოვანებულია, ეჭვიც არ მეპარება, რომ ის არ იყოს.
-დიკაპრიოზე უკეთესი.-კმაყოფილი ამბობს დიანა.
-რიჩარდ გირი?-ვასახელებ მსახიობს.
-არა, არა! თვით ის სიმპათიური, მაშინ, რომ შემოვიდა და ორივე, რომ დაგვაშტერა.-მიხსნის ის.-სამწუხაროდ სახელი არ ვიცი!-ქვედა ტუჩს აბრუნებს.
-მე ყოველ შემთხვევაში არ დავშტერებულვარ!-ვეუბნები დაბეჯითებით.
თათბირზე შევდივართ, სადაც თვით ლაშა ამილახვარს გავიცნობთ. ადგილი დავიკავე და ცოტახანში უფროსიც და ლაშაც გამოჩნდა. უი, უკაცრავად უკვე ბატონი ლაშა. ურცხვად მიღიმოდა. მე კი გვერდზე გავიხედე, თითქოს არც მაინტერესებდეს.
-გმადლობთ, რომ შეიკრიბეთ. მინდა გაგაცნოთ, ბატონი ლაშა ამილახვარი, რომელიც დღეიდან ჩემთან ერთად განაგრძობს მუშაობას.
ბატონმა გიორგიმ სიტყვა დაასრულა და ლაშა ამილახვარს, თანამშრომლებმა მიულოცეს. მე ჩუმათ ვიჯექი.
-იმედია ერთად წარმატებულად გავუძღვებით საქმეს.
საუბარს ჩემი მობილურის სიმღერის ხმა აწყვეტინებს, რომელიც ,,გული, გული, რამ, ზამ, ზამს" მღერის. სირცხვილისგან ვწითლდები და მობილურს ვთიშავ. სახლში, რომ მივალ ჩემი და ვერ გადამირჩება!
-ბოდიში!-ვეუბნები და თანამშრომლებს ვავლებ თვალს, რომელებიც ცდილობენ სიცილისგან თავი შეიკავონ. თათბირიდან გამოვდივარ და დიანა მიახლოვდება:
-მაგარი სიმღერაა, გადმომიწერე.-თავის ჭკუით დამცინის.
***
სამსახურიდან მოვდივარ და ეზოში იმ წითურს ვხედავ, რომელმაც ცოტა არ იყოს მაეჭვიანა. ვიღაცას უღიმის და უკან ვიხედები, რომ დავინახო ვინ არის. ნეტავ არ გამეხედა! ლაშა ამილახვარი! მეც ვჩერდები, ვითომ ჩანთაში რაღაცას ვეძებ და მათ საუბარს ყურს ვუგდებ. არა, ჭორიკანა არ ვარ, მაგრამ თავის მართლება რა საჭიროა, თქვენც, ხომ ხვდებით ყურს, რაომ ვუგდებ მათ საუბარს.
-ლაშა ჩემი ძმა არ იყო სახლში და მითხრა ეს მიეციო.-ხელში რაღაცას აძლევს ოღონდ რას არვიცი. ნუ ეგ არც მაინტერესებს!
-კარგი აბა წავედი, მეჩქარება. -თმას უჩეჩავს და მიდის. ისე არ ეტყობოდათ, რომ შეყვარებულები იყვნენ. იმედია ასეცაა!
გოგონა უკან ბრუნდება და მე სახლების თვალიერებას ვიწყებ, ვითომ რამეს ვეძებ.
-დაგეხმაროთ?-ჩემთან მოდის წითური.
ვიტყოდი რა კარგი გოგოაო, მაგრამ ლაშას შეყვარებული, რომ აღმოჩნდეს?!
-დიახ, იცით აი იქ ვინ ცხოვრობს, მაინტერესებს.-ჩემს გაშვერილ თითს ვაკვირდები და ახლაღა მახსენდება, რომ ეს სახლი ამ გოგონასია.
-ჩემი სახლია, ნინია კასრაძე.-მეუბნება ის.-რამე მოხდა?-დაბნეული კითხულობს.
-არა, ის სახლი კი არა, აი ის.-მის ქვედა აივნისკენ ვანიშნებ.
-მანდ არ ვიცი. როცა გადმოვედი ამ ბინაში უკვე საზღვარგარეთ ცხოვრობდნენ.-მიხსნის ნინია.
-კარგი მადლობა!-გზას ვაგრძელებ და დამშვიდებული შევდივარ სახლში. ჩემი გამოძიებიდა თუ მოუხერხებლობისა ამ წითურის სახელი და გვარიც გავიგე. გამოძიებას და მოუხერხებლობას ცალ-ცალკე ვერ ვიძახი, რადგან არ ვიცი ზუსტად, რომლის მეშვეობით ვიგებ ახალ ამბებს. ჩანთიდან ლაშას პირადობის მოწმობას ვიღებ და უჯრაში ვმალავ.
------------------------------------------------------------
გმადლობთ, რომ მოგწონთ და მაფასებთ. რავქნა დიდებს ვერ ვდებ და ვისაც მოგწონთ გმადლობთ თბილი სიყვებისტვის. იმედია შემაფასებთ და თქვენს აზრს დააფიქსირებს. დიდი სტიმულია ჩემთვის და დარწმუნებული ვარ ყველასთვის.



№1  offline წევრი kiko

ვაიმე მოვკვდი სიცილით მუსიკაზე

 


№2  offline წევრი teddy))

kiko
ვაიმე მოვკვდი სიცილით მუსიკაზე

wink wink love

 


№3  offline მოდერი sopiko

რა ნიჭიერი გოგო ვარ! შენი დახმარებით ყველაფერი გამოვიძიე! ჩემი აზრით ეს ყველაზე დახვეწილი და განსხვავებულია შენი ისტორიებიდან, "გული გულის" თამადობით :-D აი, ასეთი კარგი რომ ხარ ამიტომ მიყვარხარ ♥

 


№4  offline წევრი Crystal

კარგი ისტორიაა მაგრამ პატარა თავია ძალიან,რატომღაც მგონია რიმ ეს ისტორია რეალურ ფაქტებზეა დაწერილი :დ მალე დადე ახალი და დიდი თავი <3

 


№5  offline წევრი teddy))

sopiko
რა ნიჭიერი გოგო ვარ! შენი დახმარებით ყველაფერი გამოვიძიე! ჩემი აზრით ეს ყველაზე დახვეწილი და განსხვავებულია შენი ისტორიებიდან, "გული გულის" თამადობით :-D აი, ასეთი კარგი რომ ხარ ამიტომ მიყვარხარ ♥

gmadloob! Diax gaoidzie :D martlac rom aseti mouxerxebeli xar :D

Crystal
კარგი ისტორიაა მაგრამ პატარა თავია ძალიან,რატომღაც მგონია რიმ ეს ისტორია რეალურ ფაქტებზეა დაწერილი :დ მალე დადე ახალი და დიდი თავი <3

gmadloob! Martalia realur faqyebzea :D

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent