შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

იდეალური დასაწყისი 11 (დასასრული)


5-03-2017, 20:46
ავტორი ნატალიკო
ნანახია 2 055

ასე უაზროდ დავშორდით ერთმანეთს. ეს ჩვენი ბოლო საუბარი არ გახლდათ. ეს ის მომენტია როდესაც დავივწყე ჩემი თავმოყვარეობა ჩემი სიამაყე, რომელიც სიყვარულზე უკან მეყენა ამჯერად კი უკიდეგანოდ შორს მოვისროლე. მეგობრებო, მე გოგომ რომელიც სულ თავაწეული დავდიოდი, დავივიწყე ისიც რომ არავის მივცემდი ჩემი დამცირების უფლებას დავივიწყე მომავალი დავივიწყე ყველაფერი რაც გამაჩნდა. ერთიიანად რო ვთქვათ მიწა გამომეცალა ფეხქვეშ, სიცოცხლის ხალისი დამეკარგა. აქამდე რამდენჯერ დავშორებივართ ერთმანეთს ამ 3 წლის მანძილზე რამდენჯერ გვიჩხუბია მაგრამ გული არასდროს მიგრძნობდა იმას რასაც ახლა გრძნობს.. გულმა უკვე წარმოიდგინა ის სიმარტოვე ის განცდა, დეპრესია, ცხარე ცრემლი რაც ელოდა წინ.. მე ის შიში განვიცადე რეალურად, რა შიშსაც ამ სამი წლის მანძილზე ფიქრით ვატარებდი. ეს სიმარტოვის შიში გახლდათ, შიში იმის რომ ამ ძლიერ სიყვარულთან მარტო დავრჩებოდი. იმის შიში გამაჩნდა რომ ამ ძლიერ სიყვარულს რაც აამ ადამიანის მიმართ გამაჩნდა მას ვეღარ გავუზიარებდი. ჩემი დიდი სიყვარულის საფუძველზე ვცდილობდი ყველანაირად რომ მას შევრუგებოდი ვწერდ, ვურეკავდი, მასთან მივდიოდი, ვეძებდი მიზეზს განა მასში? არა ჩემში ვეძებდი დაშორების მიზეზს იქნებ მე დავაშავეთქო იმდენად მიყვარდა მასში ეჭვიც არ მეპარებოდა მაგრამ დავრწმუნდი, რომ მე არაფერი არ დამიშავებია, არაფერი არ დამიშავებია იმის გარდა რომ ეს ადამიანი შემიყვარდა ეს იყო ჩემი ყველაზე დიდი დანაშაული.ასევე იყო ის მომენტიც რომ მინდოდა მეეჭვიანებინა და ამისთვის იმ ადამიანს ვიყენებდი ვინც მას არ მოსწონდა. ძალიან ბევრს ვწერდი ვცდილობდი როგორღაც მიმეხვედრებინა რომ ეს ყველაფერი ასე უბრალოდ ასე ერთი ხელის მოსმით ვერ დამთავრდებოდა. მინდოდა ყველა ის გრძნობა რაც უთქმელი დამრჩა მისთვის მეთქვა მინდოდა რომ მასში ისევ ის გრძნობა გამეღვიძებინა, რაც აქამდე ჰქონდა. ყველა ჩემი მცდელობა უშედეგო იყო. დრო დადგა როდესაც მეც დავიღალე ამდენი არაფრის მქნელი საქციელებით, დავიღალე სიყვარულის ხვეწნით, მეც მეც ადამიანი ვარ მე ვფიქრობდი, რომ ეს ყველაფერი უნდა გამეკეთებონა იმისთვის რო აღმედგინა დამეცვა ეს დიდი სიყვარული თუმცა როგორც ჩანს მხოლოდ მე მივიჩნევდი ამას დიდ სიყვარულად. იცით არვარ ის ადამიანი რომელიც ყველაფერს ასე ადვილად "იკიდებს", აიგნორებს , არ ვარ ის ადამიანი რომელიც ამბობს "ჰმ ალბათ არიყო ჩემი ღირსი და მაგიტომაც წავიდა" ან "ეს წავა და სხვა მოვა".. არა მეგობრებო მე ის გოგო ვარ რომელსაც პირველი სიყვარულის სჯერა, სიყვარულის რომელსაც სხვას ვერასდროს გაუზიარებს.. ეს მდგომარეობა ყველაზე ძნელად გადავიტანე ცხოვრებაში არასდროს ვყოფილვარ ასეთ მდგომარეობაში ახლა ამ ყველაფერს ვწერ მე ნატა 19 წლის რომელმაც ცხოვრებისგან დამიჯერეთ რომ დიდი გამოცდილება მივიღე, ვფუქრობდი და ახლაც ასე ვფიქრობ რომ 14 წლიდან ზრდასრული ჩამოყალიბებული და დამოუკიდებელი ადამიანი ვარ ანუ 5 წლის მანძილზე არასროს ვყოფილვარ ასეთ გამოუვალ მდგომარეობაში, ეს ის მდგომარეობა იყო საიდანაც გამოსავალს ვერ ვპოულობდი, ცხარე ცრემლებს ვღვრიდი ყოველ ღამე მიუხედავად იმისა რომ ჩემს გამხიარულებას ცდილობდნენ ყოველი ღამე ტირილით იწყებოდა დილა კი დასიებული თვალებით. ისიც აღარ მახოვდა, რომ მე ჩემი მომავლისთვის ჩემი წარმატებისთვის უნდა მებრძოლა ხუთივე ეროვნული გამოცდა შიშით ნერვიუკობით ვწერე, ეს არიყო იმ ჭვკვიანი და გონიერი ნატას ნაწერი ეს იყო "ლიჟბი ჩამებარებინა" ნაწერი. მთელი ზაფხული განსაცდელში გავატარე როგორ არ ვეცადე ამ დგომარეობიდან გამოსვლა რა არ გავაკეთე მაგრამ უშედეგოდ ამ უშედეგობის ჟამს ვირწმუნე ეს სიტყვები "გულს ვერ უბრძანებ"-ო რომ ამბობებ მაგ პერიოდში მჯეროდა მაგ სიტყვების გულწრფელად გეუბნებით დასამალი არავისთან არაფერი მაქვს სუფთა სულის ადამიანი ვარ რომელიც წმინდა სიყვარულით იყო შეპყრობილი. დრო გადიოდა როგორც ყოველთვის დღეები დღეებს მისდევდა წამი კი წამს, თიითქოს რაღაც მომენტში ტკივილი მსუგუქდებოდა. რაღაც მომენტში კი ისეთი აუტანელუ ხდებოდა ისეთ ტკივილს მაგრძნობინებდა მიჭირდა გარჩევა ფიზიკური ტკივილი იყო თუ სულიერი და ბოლოს ვამბობდი რომ ეს ფიზიკურიც და სულიერი ტკივილის ორივესი ერთად შემოტევა იყო რომელსაც მარტო უნდა გავმკლავებოდი, ცხოვრებაში ვერ ვიფიქრებდი იმას რომ მე ასეთი სუსტი გულის მქონე ადამიანი ადამიანი რომელსაც ჩქმეტაც კი მწყინდა ამხელა ტკივილს ჩუმდა ავიტანდი თან ისე ჩუმად რომ არავის გავაგებინებდი. ყველაფერი მახსენდებოდა და ვატყობდი რომ ზიზღი მიტევდა, ბრაზი მიმძაფრდებოდა და სურვილი მიჩნდებოდა ადამიანის მოკვლის. რისთვის? იმისთვის რომ გული მომიკლა. ახლა ამ ყველაფერს ვწერ ძალიან მშვიდად ზუსტად ისე აღვწერ ყველაფერს როგორც იყო. სიმშვიდეს ვინარჩუნებ იმისდა მიუხედავარ, რომ სურვილიმაქვს შევკრა მუჭი და რაც ძალა გამაჩნია კედელს ვურტყა რონ გავიქრო ეს ტკივილი. თითქმის ერთი წელი გავიდა, გავიდა როგორი დარდით და ტკივილით. ყველაფრის მიუხედავად დღე არ ყოფილა რომ არ გამხსენებია.
რას არ ვამბობ, როგორ არ ვამბობ, როგორ არ ვლანძღაც, როგორ არ ვაქებ, მაგრამ ტკივილი იარა რომელიც ჩემს სულს და გულს დაუტოვა არასდროს შეხორცდება. ჩემს ადგილზე შეიძლება სხვისი ტკივილი მოშუშებულუყო, ეს დიდი იარა შეხორცებულიყო მაგრამ მე ამას ვერ დავუშვებ. ვერ შევახორცებ მე მინდა რონ ამ დიდიმა იარამ გამახსენოს ყველაფერი და ყოველ წამს და ყოველ დღე შემაძულოს ამ მდგონარეობის შემქმნელი.. იცით რაზე ვწყხვარ? ჰმ მეც კარგი კითხვა დავსვი რა.. საიდან უნდა იცოდეთ მე რაზე ვწუხვარ. იმაზე ვწყხვარ რომ ამდენი ხნის შემდეგ ვერ გამირკვევია მე გიორგი ისევ მიყვარს თუ მძულს. ეს ორივე გრძნობა ერთნაირადაა ჩემში, მაგრამ ოდნავ თუ დავფუქრდები თუ ჩავუღრმავდები გულს ვხვდები რომ მე ამდენი ხსნის შემდეგ ამდენი ტკივილის შემდეგ ეს ადამიანი ისევ ისე მიყვარს. მაგრამ ზუატად ვიცი რომ ეს სიყვარული არაფერს შეცვლის, ზემოთ ვახსენე რაღაც პერიოდის მანძილზე ამ.სიტყვების მჯეროდათქო "გულს ვერ უბრძანებ" რომ ამბობენ მაგრამ ახლა? ახლა აღარ მჯერა და იცით რატომ? იმიტომ რომ დავრწმუნდი გულს რასაც შეაჩვევ იმას შეიწოვს გულს რასაც მოაწონებ იმას მოგთხოვს, ამჯერად ოტია იოსელიანის ციტატას გამოვიყენებ: გულს ვერ უბრძანებო, რომ ამბობენ,
მე არა მჯერა.
უბრძანებ კიდევაც და
მეტსაც უზამ:
რასაც გინდა, იმას დააჯერებ,
საითაც გინდა, იქეთ გადაჰქაჩავ.
რა სიყვარულსაც შეაპარებ,
იმას შეიწოვს.
გულს ერთადერთი შეუძლია -
მერე განანოს!
ზუსტად ასეა ვერვიტყვი იმას, რომ გულს მე დავაჯერე სიყვარული გიოს მიმართ ან შევაპარე არაა ეს უცებ მოხდა მოულოდნელად ეს ისტორიის დასაწყისშიც ჩანს. იმისიჯ მჯერა რომ წერია გულს ერთადერთი შეუძლია მერე განანოსო ეს მართლა შეუძლია. ვნანობ თანაც იცით როგორ? გამოხატვაა რომ მიჭირს ისე ვნანობ და ვწყევლი იმდღეს რა დღესაც ეს ადამიანი გავიცანი. ალბათ ზოგი თქვენგანი იმასაც იტყვის რატო იქცება ასეო.. ასეა თუ ისეაო ცოტახნოთ მაინც ხომ იყო ბედნიერიო.. კი მართალია ცოტახნოთ ვიყავი ბედნიერი მაგრამ ეგეთ ბედბიერებას საერთოდ არ ვყოფილიყავი ეგ მერჩივნა. ასე იყო თუ ისე, ასევ ვწყევლიდი თუ ისე დღეები მაინც თავისას შვრებოდა მაინც მაჩვევდა ამ ტკივილს. დრომ შემაჩნია ამ ტკივილთან ერთად ცხოვრებას. როცა ვფიქრობდი, რომ აიი დადგა სანატრელი ბედნიერი წუთითქო იმწამს მოვიღუშებოდი ყველაფერი უცებ თვალწინ მედგა იფიქრებთ თვითონ არ აძლევ თავს უფლებას ნედნიერებისო მაგრამ არარის ეგრე, მინდა კიდეცავ და ბევრჯერაც ვცადე მაგრამ ამ ჩემს გულს არავინ უნდა მართლაც სად არ გავახედე რისი შეჩვევა არ ვცადე მისთვის მაგრამ არა ეტყობა ომიტომ რო არც გულს უნდოდა ეს, არც სულს და არც სხეულს. აშკარად დროის სვლასთან ერთად ვრწმუნდები რომ მარტო ყოფნა უკეთესია, არ იტანჯები ფიქრით არ გადიხარ სიყვარულის ჯოჯოხეთს ისეთა როგორიც მე გავიარე, ბოლო წუთამდე მჯეროდა რომ სიყვარული ყველა დაბრკოლებას გადალახავდდა მაგრამ ისემც რაგითხარით რაც ეგ მოხდა. მაგის გარდა ყველაფერი მოხდა. ახლა ამჟამად მე უკვე ვსწავლობ ისტორიიის დასწყისში უნივერსიტეტის მეგობარიც ვახსენე ანა მასთან ერთად ვწავლობ ისიც ისეთი თავქარიანია როგორიც მე. ორივე ცხოვრების მოყვარულები ართ ოღოდ ისეთი ცხოვრების სადაც ცრემლი ტკივილთან კი არა ისტერიულ სიცილთან ასოცირდება.
ასეა თუ ისეა მივუყვები დინებას მივუყვები იმ მხარეს რა მხარესაც მივყავარ არც კი ვეწინააღმდეგები რაც მიწერია მაგას ვერ ავცდები მე მხოლოდ ის შემიძლია რომ გავაუმჯობესო ან გავაუარესო. ყველაზე მტკივნეული იცით რა იყო? ის რომ მეგობრებად ახლო ადამიანებად ვისაც მივიჩნევდი ანუ გიორგის მეგობრებს ვგულისხმობ ამ შემთხვევაში ასე უბრალოდ ისევე როგორც ჯაჭომ ადგნენ და დამტოვეს, იცით რაარის საწყენი? ის რომ მე ასეარ მოვიქცეოდი სამაგიეროდ კი სხვები მომექცნენ ასე, განა მე არ ვეცადე მარიამის და ლუკას შერიგება? განა ისე უყურადღებოდ დავტოვე ეს ყველაფერი როგორც მათ მე დამტოვეს? არა სამწუხაროა როცა ხედავ მაგრამ არ იმჩნევ. ბედნიერი ვარ იმით რომ ყველას სახე დავინახე ყველას რეალური სახე, ვფიქრობ მე ამ ყველაფრით მეტი ვისწავლე იმაზე მეტი ვიდრე ვიცოდი. მეგობრებო ვინც კითხულობთ ამ ჩემს ისტორიას ერთს გეტყვით გიყვარდეთ ისე რომ ყველას შურდეს. თუნდაც სიცოცხლის ფასად დაიცავით თქვენი სიყვარული. მოვა დრო და მაგ საყვარელ.ადამიანზე ძვირფასი გვერდით არავინ გეყოლებათ, ის ადამიანი დააფასეთ ვისაც უყვარხართ ვინც თქვენს გამოო სამყაროს დაუპირისპირდება, თავს მოიკლავს და ზეციდან დაგიცავთ. იწამეთ ის სიყვარული რომელსაც არაფრის საერთოდ არაფრის შიში არ გააჩნია !



№1  offline წევრი Kukrali

Au kargi raa ase ratom daasrulee

 


№2  offline წევრი ნატალიკო

Kukrali
Au kargi raa ase ratom daasrulee

ეს ჩემი რეალური ისტროიის დასასრული იყო ვერ გავაფორმებდი და ჰეფიენდით ვერ დავასრულებდი ახალ თავს დავდებ მალე ეგ კარგი იქნება

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent