შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცხოვრება გრძელდება _3_


6-03-2017, 18:01
ავტორი Frigga
ნანახია 1 913

არავინ დამხვდა, მივხვდი რომ უკვე შეჯიბრზე იყვნენ, საკუთარ თავს ვერ ვაპატიებდი მათ რომ ჩემს გამო წაეგოთ, მითუმეტეს იმათთან ვისაც მთელი დაარსების პერიოდი ვეომებით, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით ვეომებით, ვიცოდი რომ ისინი ჩემს გამო ბევრ დამცირებას გადაიტანდნენ და უჩემოდ ვერც იცეკვებდნენ, როგორც კი ეს გავიფიქრე მაშინვე გამოვვარდი შენობიდან და ტაქსის ჩავუჯექი, არც დავკვირვებივარ ვინ იჯდა ან იჯდა თუ არა ვინმე მანქანაში იმდენად ვნერვიულობდი, მთავარი იყო მძღოლი ყოფილიყო ადგილზე.
- საით?
უცნაური დამცინავი ტონი თანაც ნაცნობი ხმა გავიგე და გაკვირვებულმა თავი მარჯვნივ ნელა მივატრიალე.
- მუხრუჭა? შენ აქ რა გინდა?
- იგივე რაც შენ.
- გასაგებია. ელენა წინ დაჯექი როგორც ჩანს დაგვასწრეს.
ჯერ კიდევ კარებში მდგომ ელენას საეჭვოდ ვუთხარი წინ დამჯდარიყო და კარი დავხურე.
- რა მკაცრი ხარ?
ისევ ეს დამცინავი ტონი, უკვე ნერვებს მიშლიდა, ქუსლიანი ფეხსაცმელი რომ მცმოდა ვანახებდი როგორ უნდოდა სიმკაცრე, ერთი კარგად რომ ვუთავაზებდი მის გაპრიალებულ ლაკის ტუფლს ლამაზ ჯიგრულ წიხლს. თუმცა თავი შევიკავე და მშვიდი ტონით ვუპასუხე.
- რას ვიზამთ, რადგან შენ ამბობ.
ზოგადად ნაგლობა არ მჩვევია მაგრამ ახლა ნაგლობაზე მეტს იმსახურებდა. ვენაგლე კიდეც, მოვბრუნდი გზისკენ და მშვიდად ვუყურებდი წყვეტილ ხაზებს.
- რა იყო ძალიან ხომ არ გაბრაზდი?
ისიც ჩემსავით გზას მიშტერებოდა. იქიდან ვიცი რომ რატომღაც თვალი მაინც გამეპარა მისკენ, მაგრამ ისევ სწრაფად მოვაშორე და გზას მივუბრუნდი.
- არა.
მოკლედ და კონკრეტულად, უხეში ტონით ვუპასუხე მუხრუჭას, ისე რომ თავი არც კი მიმიტრიალებია.
- გასაგებია.
- ძალიან კარგი.
- უკაცრავად საით მიდიხართ უკვე გზაჯვარედინთან ვართ.
დაბნეული მძღოლი დაბალი ხმით მეკითხება და მიმიკით შუქნიშნისკენ მიმანიშნებს.
- მარჯვნივ.
- როგგორც ჩანს თავადაც არ იცის სად მიდის.
სიცილით ამბობს მუხრუჭა და ხელს სახეზე იფარებს.
მე გაბრაზებულ გაცეცხლებულ და ყველაფერი ამნაირი მივუბრუნდი და
- იცი რას გეტყვი? შენი საქმე არაა როგორც ვიცი შენთან ერთად არსად მივდივარ და სანამ ეგ თმა თავზე შეგრჩენია გაჩუმდი და გზას უყურე ცუდად არ გახდე.
მუხრუჭას სახიდან ღიილი ჩამოერეცხა და რამოდენიმე წუთში უარესად გადაიხარხარა.
- აი მესმის გოგოოო
- შენ ბიძია გოგო რომ ვარ გგონია ენა არ მაქვს თუ რა პონტია?
- აუუუ თუ პონტია რას ვიზამთ, გავჩუმდები.
ერთმანეთს უაზროდ ვუყურებდით თვალებში.
- კაი.
- ისე გირჩევნია ეგ შავი თმა შეიკრა, მაგ ცისფერ თვალებს გიფარავს.
- მართლა? შენ კიდევ გირჩევნია ეგ შავი თმა ტუალეტის ჯაგრისივით რომ გადევს თავზე დაივარცხნო.
თვალი მოვაშორე და ახლა ელენას გადავხედე.
- ხომ კარგად ხარ?
- კი საკმაოდ, მაგრამ თუ არ გაჩუმდება ჩარევას ვაპირებ.
- არაა საჭირო მარტოც მოვერევი სიხარულო შენ არ შეწუხდე.
- კაი მიდი.
მძღოლის მხრიდან გადაწოლილი ველაპარაკები ელენას, რა დროსაც მუხრუჭა ტელეფონზე საუბრობს.
- უკაცრავად აქ გამიჩერეთ რა.
მუხრუჭა კარს აღებს, მეჭყანება და გადადის, ამაზე ნერვები მეტად მეშლება და
- წადი მუხრუჭი შეაკეთე.
- აუუცილებლად.
კარი დაურა, იდიოტი, საზიზღარი, გველი და ამგვარი სიტყვები მიტრიალებდა გონებაში.
- მგონი ჩვენც აქ უნდა ჩავიდეთ არა? ელენას გადავხედე მაგრამ იქ უკვე აღარ იჯდა.
- გადმოდი სულელო ჩვენც აქ მივდივართ.
ღიმილით გააღო ტაქსის კარი ელენამ და შევამჩნიე რომ მუხრუჭა ისევ იქ იდგა, სიცილით კვდებოდა.
ტაქსიდან უხეშად გადავედი და ვეღარც მოვითმინე, მივვარდი, თითისწვერებზე ავიწიე და თვალებში ჩავხედე, ისე არც შემიმმჩნევია რომ მუქი ლურჯი თვალები ჰქონდა, თუმცა ამით არც არასდროს დავინტერესებულვარ.
- რა გინდა?
- შენი კარგად ყოფნა.
- ხო და როგორც ხედავ კარგად ვარ, ახლა დამანებებ თავს?
- ვნახოთ.
- კარგად.
ისევ ჩამოედი თითის წვერებიდან და შევერიე ხალხს რომელიც სცენისკენ გამალებით იხედებოდა და ხმაურობდა.
გასახდელს უახლოვდებოდი და ჩემი გულისცემაც იმატებდა, არ ვიი ასე რატომ ხდებოდა, ყველა ემოცია ერთმანეთში ამერია და აღარ ვიცოდი რას ვგრძნობდი, ეს უბრალოდ ღელვა იყო თუ მასში უამრავი სხვა რამეც იგულისხმებოდა?! საშინლად დაბნეული ვიყვი. (( რა ვქნა? რა ვუთხრა ჩემებს?! ნეტა გაუხარდებათ ჩემი დანახვა თუ პირიქით?! რაც არის არის, აქამდე მოსული უკან არ წავალ)) საკუთარ თავს ვეჩურჩულები და გასახდელში შევდივარ.
ნელი ნაბიჯით შევდივარ ჩვენს კუთვნილ ოთახში და კარს ვაღებ, ყველა ჩემსკენ იხედება ეტყობათ რომ დაიბნენ არ იციან რა უნდა გააკეთონ და შესაბამისად არც იციან რა ემოცია უნდა გამოხატონ ჩემს მიმართ, თუმცა ეს დიდი ხანი არ გრძელდება, მალე სიჩუმეს ელიზა არღვევს.
- ოხ დაკარგულო გაგახსენდით? აქამდე სად იყავი? მაინცდამაინც დღეს რომ გამოგვცხადე!?
- მე მე...
ენა დამება, ან რა უნდა მეთქვა? გარეთ გამოსვლის მეშინოდა მეთქი?
- მას რთული პერიოდი ჰქონდა და თუ გვსურს გამარჯვება ახლა ჩხუბის დრო არაის ელისა, მასაც ნუ მოშხამავ შენი უხასიათობით.
- ელენა ახლა განახებ ვინაა უხასიათო რო გწვდები მაგ ქერა თმაში.
- მიდი აბა.
ელიზა ელენასკენ წამოვიდა.
- არც იფიქრო.
ჯგუფიდან ნიკა გამოვარდა, და თითქმის ელენასთან მისულ ელიზას წინ გადაუდგა.
- ვახ აი სწორედ ამას ველოდი შენგან, რაო აგვიფეთქდა გულიო?
- ეგ შენი საქმე არაა და თუ არ გინდა საერთოდ უთმებოდ დარჩე ადგილზე დაბრუნდი.
ელიზა ერთი გბრაზებისგან შეხტა და სწრაფად დაბრუნდა ადგილზე.
- ახლა კი მისმინეთ.
გააგრძელა ნიკამ.
- გვინდა თუ არა გავიმარჯვოთ?
- რათქმაუნდა.
ერთხმად წამოიძახა ჯგუფმა.
- ხო და მაშინ ახლავე ჩადექი ჩვენს რიგებში ანნა, შენ ისევ ლიდერი ხარ.
ამ სიტყვებზე ლამის ნიკას ზურგზე შევახტი მაგრამ მერე გამახსენდა რო გოგო ვარ და გავჩერდი.
- დიდი მადლობა, ყველა ეთანხმებით ნიკას?
ნიკასთან ახლოს მივედი, ხელი გადავხვიე და ჯგუფს მივმართე.
- რათქმაუნდა.
ჯგუფმა შუაში მომიქცია, ჩემს სიხარულს საზღვარი არ ქონდა, და სწორედ ამ დროს მესმის წამყვანის ხმა.
- სულ რამოდენიმე ნომრის შემდეგ თქვენ გელოდებათ ჯგუფის ((Darkness light)) უმაგრესი ნომერი, ისინი ხომ წინა წელს ერთი ადგილით დაბლა იყვნენ ანუ მეორე ადგილზე გავიდნენ.
- ჯანდაბა რა ვქნათ? რამდენი ნომერი დარჩა?
შეშინებული ვკითხულობ და ხელფეხის კანკალი მეწყება.
- ერთი ნომერი ამის გარდა.
ნაგლად მპასუხობს ელენა. ახლა თავი არ მაქვს თორემ დიდი სიამოვნებით ჩავკეტავდი საშხაპეში.
- აი ესეც დასრიულდა ახლა ჩვენ უნდა გავიდეთ.
ნიკამ ხელი მოჰკიდა ელენას და გასვლისკენ თვალებით მიმანიშნა.
- ჩემო ძვირფასებო, აქამდე ვიბრძვოდით გამარჯვებისათვის და ახლა უკკანდახევა სრული იდიოტობა იქნება, გავდივართ.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent