შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

საბედისწერო თავბრუსხვევა (თავი 2)


6-03-2017, 18:22
ავტორი TeJi
ნანახია 2 252

-გოგო დროზე ადექი, დათუმ მოგაკითხა - თავზე დამჩხავის ტასო.
გათენდა. მზის სხივები ურცხვად დათარეშობენ ანამარიას სახეზე და ტასოს ეხმარებიან მის გაღვიძებაში, არადა როგორ ვერ იტანს გოგო ამას.
დილაც ასეთი უნდა რაა.
-რამე უთხარი? - ნერვიულობისგან გაფითრებული ეკითხება დაქალს და პასუხის მოლოდინში ცრემლები სცვივა თვალებიდან.
-არა მაგას როგორ ვიზამდი, გაგიზე სიტყვაც არ მითქვამს - ნაწყენი მზერით დამყურებ თავზე.
-მადლობა - უცებ ვხტები საწოლოდან და ლოყაზე ვკოცნი. (სულ ასე ვიქცევი როცა ახლობელს ვაბრაზებ ან გულს ვტკენ რამით.) ჩემს საქციელზე ჩაიცინა და აბაზანისკენ მიბიძგა.
მალევე გამოვდივარ, უცებ ვიცვამ მაღალწელიან, დახეულ ჯინსს, მოკლე ზედაას და ტყავის მოსაცმელს. არა რა, ნამდვილად კარგი გემოვნება აქვს ჩემს ტასოს. სარკესთან ვტრიალდები და ხუჭუჭა, ჭაბლისფერ თმას შეძლებისდაგვარად ვიწევ ზემოთ, უკვე მზად ვარ წავედი. ტასოს დავემშვიდობე, ქვევით ჩავედი და დათოს მთელი ძალით ჩავეხუტე.
-ანამარია როგორ მომენატრე.
-აბააა, ეხუმრები შენ, მთელი ორი დღეა არ გინახივარ.
-ეეე რატო დამცინიი, ხო იცი რომ შენს გარეშე ვერ ვცოცხლობ - ისე სასაცილოდ ამბობს თავს ვერ ვიკავებ და ლოყებს ვუწელავ.
-უთეგენათალე ბიწოო - სიცილით ვეუბნები და ლოყაზე ხმაურით ვკოცნი.
-ამხელა გოგო როგორ ცანცარებ, ჰაა?! შენ საქმრომაც ვერ დაგაჭკვიანა.
ამის გაგონებაზე ცრემლები მომაწვა მაგრამ თავი შევიკავე.
-ისე, ამ ასაკში რა ქორწინება მოინდომე რო გადამრიე გოგო - სახეზე სიბრაზე ესახება მაგრამ ისიც წამიერი.
-რას დამდგარხარ მანდ, ანამარია ჩაჯექი გვაგვიანდება ისედაც.
-აუუ, ხო ხო. - სწრაფად ვხტები ჩემი დათუს კაბრიოლეტში. ოო როგორ მიყვარს ეს პიპია.
სკოლაში 20 წუთის დაგვიანებით შევდივარ და ჩემი კლასის კარზე ფრთხილად ვაკაკუნებ.
-შემოდი - თინიკოს ცივი ხმა ყურს უსიამოვნოდ სწვდება.
ხო მართლა, თინიკო ჩემი დამრიგებელია და აგრეთვე ისტორიის მასწავლებელი. ძალიან არ მომწონს ხანდახან ეს ქალი.
-ბოდიშით მას - კლასში შევდივარ და მაშინვე ახალ მოსწავლეს ვამჩნევ. ალბათ ამაზე მეუბნებოდა ნინა გუშინ. მოკლედ, ორი დღე არ ვიყავი სკოლაში და რა არ მოხდა..
-ადე მანდ ჩემი ადგილია - ვეუბნები უცნობ გოგოს.
-მე თინიკო მასწავლებელმა დამსვა აქ - ამოილუღლუღა მან.
-ადე ელენე გიოს მიუჯექი გვერძე თორე ეგ ისეთია არ მოგასვენებს. - ჩემზე მიუთითა დამრიგებელმა.
-ნუ მიყურებ ,,მამა აბრამის ბატკანივით’’ - შევუღრინე ჩემებურად.
-ნუ დამჩხავიხარ თავზე მაშინ.. - შემომიბრუნა ენა, რაზეც მე გავწითლდი სიბრაზისგან, გავმწვანდი, გავლურჯდი და რავი ვიცვალე ქამელეონივით ფერები.
ალბათ გაგიკვირდათ ასეთმა დეტალმა რატომ გაბრაზა ძალიან მაგრამ მე ამის სრული უფლება მაქვს, აბა ჩემი თვალით შეხედეთ ამ სიტუაციას, ვიღაც ახალგადმოსული მებლატავება და თან თავს ისე იჭერს ვითომც არაფერი. მე კლასში ზედმეტს არავინ მკადრებს რადგან ყველამ იცის ასეთ შემთხვევაში ჩემს მწარე ენას ვერ აცდება.
ელენე გადავიდა სხვაგან მე კი ჩემი ადგილი დავიკავე და დრო დათუსთან ლაპარაკით გავიყვანე.
დასვენება იყო როცა მე და ჩემი ძმად ნაფიცი დათო დერეფანში ვსეირნობდით. უცებ გოგონას ყვირილის ხმა გავიგეთ და იმ ოთახისკენ მივაშურეთ საიდანაც ხმა ისმოდა. ანამარიამ და დათომ ოთახის კარი ,,გამოგლიჯეს’’ რასაც ქვია და იქ ისეთი სურათი დახვდათ... თორნიკე ცდილობდა ელენეს გაუპატიურებას ( თქვენთან პირველად ვახსენე არა თორნიკე? ეს სკოლის ყველაზე სიმპატიურ ბიჭებში მეორე ადგილს იკავებს და საშინლად ვერ იტანს მას ანამარია, ამის მიზეზი კი ახლა უფრო გაუმძაფრდა)
დათო მივარდა თორნიკეს და ცემა დაუწყო, გოგოს რას უშვები შე არაკაცოო. მე კი ელენესთან გავიქეცი და შვეცადე მის დახმარებას. ისე ტიროდა ვერაფერი მოვიფიქრე და ჩახუტება ვამჯობინე. მალევე დაწყნარდა და იმ ოთახიდან ჩუმათ გამოვედით მე, დათო და ელენე. ორივე ვცდილობდით გოგონას დამშვიდებას.
ჭორიკანა კლასელების და ზოგადად ბავშვების გამო ეს ამბავი მთელმა სკოლამ შეიტყო და სასწრაფოდ ელენეს ოჯახს დაურეკეს, რადგან გოგო პანიკაში იყო. მალევე სკოლის ეზო, ბორბლების კივილის ხმამ ჩააჩუმა. ყველა გარეთ გავიდა და დაინახეს ვიღაცის მანქანა საიდანაც ელენეს ძმა გადმოვიდა...

დიდი მადლობა ყველას შეფასებისთვის და გამხნევებისთვის, თქვენს რჩევებს გავითვალისწინებ. რაც შეეხება თავის გაზრდას მგონი ეგ უკვე გამომივიდა არა?! :D
შემდეგ თავს ხვალ დავდებ..



№1  offline აქტიური მკითხველი Anuki96

კი რა თქმა უნდა თავიც გაზრდილი იყო. თუმცა უფრო მეტად გაზარდე რადგან ინფორმაციას მწირი რაოდენობით ვიღებთ.

 


№2  offline წევრი saint

ძაან კაია, მართალია გაზარდე მაგრამ.ცოტაც გაზარდე კიდე...მე მომეწონა ძაან.. გააგრძელი არ შეიწყვიტო წერა❤❤❤❤

 


№3 სტუმარი Shore shore

kargia gaagrzele

 


№4  offline წევრი isterichka123

kai istori chans ufro gazarde ra gtxiv kai male dade

 


№5  offline წევრი TeJi

Anuki96
კი რა თქმა უნდა თავიც გაზრდილი იყო. თუმცა უფრო მეტად გაზარდე რადგან ინფორმაციას მწირი რაოდენობით ვიღებთ.


ნელ-ნელა გავზრდი როგორც შევძლებ, ვეცდები უფრო მეტი საინტერესო რამ მოხდეს და ასეთი მშრალი არ იყოს heart_eyes მადლობა რჩევისთვის kissing_heart

saint
ძაან კაია, მართალია გაზარდე მაგრამ.ცოტაც გაზარდე კიდე...მე მომეწონა ძაან.. გააგრძელი არ შეიწყვიტო წერა❤❤❤❤


მადლობაა heart_eyes გავზრდი აუცილებლად

Shore shore
kargia gaagrzele


მადლობა <3 გავაგრძელებ აუცილებლად

isterichka123
kai istori chans ufro gazarde ra gtxiv kai male dade


როგორც შევძლებ გავზრდი. შემდეგ თავს ხვალ დავდებ <3

ბონუს თავზე რა აზრის ხართ? ;დდდ

 


№6  offline წევრი ninuca)))

კარგი ისტორია ჩანს. ასე გააგრძლე. stuck_out_tongue_winking_eye შემდეგი თავი კიდევ უფრო გაზარდე, თორე ისე მოთრობა ნამდვილად კარგია! heart_eyes
--------------------
ნუ იტყვით თქვენს ოცნებაზე უარს მხოლოდ იმიტომ რომ "ხალხი რას იტყვის", რადგან ხალხი მაინც იმას იტყვის რასაც უნდა.

 


№7  offline წევრი TeJi

ninuca)))
კარგი ისტორია ჩანს. ასე გააგრძლე. stuck_out_tongue_winking_eye შემდეგი თავი კიდევ უფრო გაზარდე, თორე ისე მოთრობა ნამდვილად კარგია! heart_eyes

მადლობაა საყვარელოოო <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent