სიგიჟე გადამდებია. (1)
-მოვედი გეჟოოოო.-ხელგაშლილი შეუვარდა ქერა თავის დაქალს. -მოხვედი სიხ?-გაუღიმა შავგრემანმა დაქალმაც. -კი პატარავ. აბა დღეს რა გეგმები გვაქვს?-ხელები გაასავსავა ქერამ. -გიჟი ექიმი ხარ ფუმფულავ!-ბავშვობიდან ფუმფულას ეძახის შავგრემანი დაქალს, მაგრამ არც ქერა ჩამორჩება! -ვიცი ლოსო.-თვალი ჩაუკრა ქერამაც. "ლოსო"-ს მისი გვარის გამო ეძახის. -რას ვაპირებთ დღეს და...მოიცა კაცო ვერაფერსაც ვერ ვიზამთ მუშაობ შენ დღეს ფუმფულაააავ!-თვალებიდან არარსებული და ამავე დროს თითქმის არსებული ცრემლები მოიწმინდა შავგრემანმა.(ჩახლართული ამბავია არა?) -დღეს დავეთხოვე. ხომ იცი მე მთავარი ქირურგი ვარ და მაქვს უფლება.-თავმომწონედ გაუღიმა ქერამაც.(ჰმმ....ვიგინდარა!) -ჩემი ფუმფულა ვინ ალისოოო?-ტაშის დაკვრით შეახტა დაქალს შავგრემანი. -აქშა აქედან ეხლა!-მაგიდისკენ მიანიშნა კალთაში მჯდარ დაქალს ქერამ. -აქშაოოო? ვგავარ ქათამს გოგოო?-"სოფლურად" უთხრა შავგრემანმა. -არააა, შენ უფრო პანტერა ხარ ჩემო გიჟო.-გადაიკისკისა თავის არაამქვეყნიური ღიმილით ქერამ. -ოხ, მე ვიცი შენ ვინც გიშველის!-წამოიძახა შავგრემანმა. -ლაშაი არ მიხსენო ეხლა იცოდე თორემ დაგაპუტავ თმებს შე გლახა შენა!-გაბრაზდა "ლაშაის" გახსენებაზე ქერა. -არა კაცო, რა ლაშაი.-ჭეშმარიტად "ჩასკდა" სიცილით შავგრემანი ქერას საოცარი თაყვანისმცემელის გახსენებისას(მართლა გასაოცარია ლაშაი ნუ ლაშა, მაგრამ ქერასთვის უბრალოდ ლაშაი)-ლაშას აღარ გიხსენებ იმ დღის მერე დაო!-შეიცხადა შავგრემანმა და ქერას შეკრულ წარბებზე კიდევ უფრო აკისკისდა.-კაი ხო, გეტყვი.-უკვე უნდა ეთქვა, მაგრამ რა ხალხია კაცო! გაცდის ვინმე?! -ვკვთები ინტერესით!-ძერსკად უთხრა "ვკვთები" და დაქალს მობეზრებულმა გახედა, რომელიც სულ იმას ჩაჩიჩინებდა შინაბერა დარჩები აი ანგელოზივით გოგოო. (ფოტოზე არიან ქერა და შავგრემანი. ზუსტად ასეთები არიან...) -აუ ფუმფულექს , შენთვის მითქვამს , რომ ულამაზესი თვალები გაქვს?-თემის გადატანას შეეცადა შავგრემანი რადგან იცოდა დაქალს ააფეთქებდა ზედმეტი საუბრით ბიჭებზე. კონკრეტნა ლაშაზე რა. -აუუუუუ, სულ ასე გადაგაქვს თემა ლოსო! ისედაც ვიცი, რომ ულამაზესი ცისფერი თვალები მაქვს!(წამოიძახა ქერამ , ოღონდ სიცილით რადგან არ გეგონოთ როდესმე თავი ვინმეზე ზედმეტი ეგონა! არასდროს! ქერა ასეთი არ არის, ისევე როგორც შავგრემანი. ყოველთის მოსწონდათ თავიანთი თავები, მაგრამ ქებას არაფრის დიდებით არ დაიწყებდნენ.) -კაი რა ფისო. გრრრ-შეუღრინა შავგრემანმა დაქალს. -ოოოო, კაი რა ნუ ღრუტუნებ თორემ გაგტყიპავ პანტერავ!-წარბები აუთამაშა დაქალს. -მოდი გეჟოოო.-ხელებიგაშალა დაქალმა და ბრახ! უი სკამზე იჯდა ხო? სულ გადაავიწყდა გიჟი ქერას შემყურეს. -აუუუ ფუმფულლლ, დამეხმარე რაააა!-დაქალიც ასეთი უნდა, იმდენი იცინე ქერამ მასაც დაავიწყდა სკმაზე, რომ იჯდა და ბრახვანი მოადინა. ორივე ძირს გდია და რა აცინებთ კაცი-შვილმა არ იცის. -აე, ლოსო რა გაცინებს?-ნატკენი ხელი დაიზილა ფუმფულამ(არადა ტანწერწეტაა ეს მამაძაღლი!) -ფუმფულ, რავი აბა ხომ იცი არა , რომ მირიკინებს? -ვიცი ლოსო.-წამოდგა ქერა და დაქალიც წამოაგდო. აი ახლა კი დროა მთავარმა გმირებმა თვითონ დაიწყონ ამბის თხრობა: ნინა: მე და ჩემი ფუმფულა სულ ერთად ვართ ბაღიდან! ვაფრენ ჩემ ფუმფულაზე და ისიც მიყვარს ლოსოს ძახილით დილით თავზე , რომ დამახტება და მერე მივტყიპავ ხოლმე. მე და ფუმფულა ვგიჟდებით ერთმანეთზე , მაგრამ ორივეს გვეზიზღება ეს სენტიმენტები და ამის გამო ყველა თემას "ღადავით" ვუდგებით. სახალისოა ცხოვრება როდესაც თავიდან ვერ იშორებ გიჟ ექიმს ფუმფულას. სამსახურშიც კი ასეთი მხიარულია ეს გადარეული! გააგიჟა პაციენტები! ოჯახი...ჰმმმ....მოკლედ გეტყვით , რომ ოჯახი არ მყავს რა. ნუ მყავს , მაგრამ ისე დავცოფეთ ერთმანეთი აღარც ისინი მთვლიან შვილად და აღარც მე მშობლებად. არადა მთელი "ოჯახი" ისევ ისე მიყვარს, თუმცა ისინი აღარ მთვლიან შვილად და მეც ყველას ვეუბნები, რომ ოჯახი უბრალოდ არ მყავს ესე, ყველანაირი ახსნა-განმარტების გარეშე. მხოლოდ ფუმფულას ესმის ჩემი დუმილის. იმიტომ ვაფრენ ჩემ გოგოზე მე! ფუმფულას გარეშე ვერაფერს გადავიტანდი და დარწმუნებული ვარ მისი ყოველდღიური გიჟობების გარეშე, რომელიც მართლაც საოცარ გიჟობებს შეიცავს ერთ დღესაც ვერ გავძლებ. ჩემი ფუმფულა ჩემი ყველაფერია! უი რამდენი რაღაც არ მითქვამს თქვენთვიიის. მე ვარ ნინა-შავგრემანი, ცისფერთვალება, საშუალო ზომის ტუჩები(ფუმფულასგან განსხვავებით), მაღალი, მოკლედ მშვენიერ ტანზე ფუმფულას მსგავსად. სულ შეყვარებულზე მეფიქრება ფუმფულასგან განსხვავებით, მაგრამ არასდროს მყოლია. ფუმფულას ჩავჩიჩინებ ნახე რა ლამაზი ხარ წადი ვინმეს თვალებში ჩახედე და გაქვავდება თქვა , მაგრამ ესმის ამ ხისთავიან სვნას?! საქმეც ის არის, რომ ერთ ყურში უშვებს და მერე რაღაც არსებები უკან დევნიან შესაბამისად მეორე ყურიდან უშვებს. ხოო, ახლა წინ მიზის და ტელევიზორს ისეთი მიმიკით უყურებს სადაც დილან ო'ბრაიენს აჩვენებენ , რომ მგონია შემოეჭმევა. ამდენი მსახიობია-ლეონარდო დიკაპრიო, ბრედ პიტი, რაიან გოსლინგი და ამას კიდევ არცერთი არ მოსწონს ფიზიკურად და დასჩერებია ამ ო'ბრაიენს, რომელსაც რა აქვს განსაკუთრებული ? არც არაფერი! ყავისფერთვალება და ყავისფერთმიანი ბიჭია, მაგრამ ვაღიარებ მეც ვაფრენ დილნაზე....მაინც რაღაც ამოუცნობი და საოცარი ეშხი აქვს! -ლოსოოო-გამომძახა ფუმფულამ. -ჰაჯან, ფუმფულ-გავძახე სამზარეულოდან. -აუ ტორტი წამოიღე რააა.-გუშინწინ ჩემი დაბადებისდღე იყო 1 თვეში კიდევ ამ საქალბატონეს აქვს, ანუ 15 აპრილს... ქეთა: მმმ...აი რა მოგიყვეთ ჩემზე? ხო, ხო , მითხარით რა მოგიყვეთ! ის , რომ ნინაზე ვაბოდებ ფაქტია ისედაც ერთად ვცხოვრობთ! მოკლედ არ მიყვარს ამ ბიოგრაფიების წერა რა! მესიკვდილება, მაგრამ ხომ უნდა იცოდეთ ვინ არის თვით მშვიდობის დიდი მტრედი? ვინ არის პანტერა და ვინ არის ბოლოსდაბოლოს ეს ოხერი ფუმფულა! ხო, კარგი ჯანდაბას მოგიყვებით პატარა რაცხაებს. ე.ი. მშობლებით დავიწყებ:ჩემი მშობლები ამერიკაში არიან და იქ მუშაობენ ბიზნესი აქვთ პატარა, თუმცა სარფიანი. მეც იქ ვიყავი, თუმცა გავიზარდე და ამოვიჩემე ჩემ ლოსოსთან მინდა თქო და როგორც ყველა ჩემი ახირება ბევრი წუწუნის შემდეგ ესეც შევასრულებინე მშობლებს. ხო ჩემი მშობლების სახლესაც გეტყვით კაი რა იყო . ნუციკო და ლევანიკო. მოკლედ , რომ აღარ გავწელო მე ქეთა აბაშიძე ვარ და ვსო რა. პროსტა ქეთა ან ქეთათო რა. დილან ო'ბრაიენს ვარ მიშტერებული ვჭედავ ამ ბაღანაზეეეე. მაგარი სიმპატიჩნია. -აუ ლოსოო , რამაგარი ბიჭიაააა.-ხელები ლოყაზე ვიტკიცე. -აუ ქეთათო , წადი რა იპოვნე და შეირგე კი გაგიჟდება შენზე, რომ გნახავს და.-კიდევ ერთხელ სიამაყით ამათვალ-ჩამათვალიერა. -ჩემიი ცისფერთვალებაააა.-ჩავეხუტე ნინას. -ჩემიი საოცრებაააა.-ხელები მომხვია ნინამაც. -აუ დღეს გიოს დაბადების დღეა ხო?-გამახსენდა ნინას კოლეგა და თითქოს თავში აგური მთხვლიფესო ისე წამოვხტი. ნინას კოლეგაა , მაგრამ მარტო წასვლა არ უნდა და მე ხომ მურმანის ეკალივით ვარ ყველგან ერთხელ პაემანზეც კი გავყევი....(ის ბიჭი მივასიკვდილე) -აუ ხოოო.-თავზე ხელი იტკიცა ნინამ.-რა ვუყიდო მაგ ხისთავიანს? -კობრა ვაჩუქოთ "შეფუთნული" დღის ჩამწარებისათვის არ უნდა?-კბილებში გამოვცარი. -ქეთათო მეშინია მე კობრასი.-შუბლი დაეცვარა ნინას . აუ ტიპი რა მსახიობია მეც კი დავეჭვდი. -ეხლა აეგდე , ვუყიდოთ რამე, ჩავიზმანოთ და წევეთრეთ ლოსო. -oks baby-თვალი ჩამიკრა და ჩასაცმელად შევიდა ოთახში. ამის "ოკს" დამღუპავს მე! -ქეთაათოოო. -ჰაააა.-შეწუხებულმა გავძახე. -შემოეთერი ქალო, ჩაიცვი. -მოვდივააარ.-ვუთხარი და კუსკუსით წავედი ოთახისკენ. ნინა: შინდისფერი ულამაზესი კაბა მაცვია და ვბრწყინავ. ჩემზე უფრო ლამაზი კიდევ ქეთათოა. ეს გოგო რაღაც საოცრებაა რა! მე ხომ მომწონს ჩემი თავი, მაგრამ ქეთათო სხვაა. ხომ ლამაზია ეგ კაი, მაგრამ ხასიათი აქვს რაღაც გასაოცარი! სულ იღიმის და როგორც ბერძნები იტყოდნენ სულ ყველაფერი "კიდია". სულ მხიარულია როგორც სახლში ისევე სამსახურშიც. ვგიჟდები ქეთათოზე. ქეთათოს მარტო მე ვეძახი ხოლმე და ალბათ კიდევ ვინმე ერთადერთი დაუძახებს თუ ეშველა. თაყვანისმცელმების არმია აქვს და რაღა ჯანდაბა უნდა?! მოკლედ რაღაც ვერარის რა!!! მაგრამ ყველაზე კარგი ადამიანია ვისაც ვიცნობ და სავარაუდოდ ვინც არსებობს. ვაფრენ მე ქეთათოზე!!!! ქეთა: კრემისფერი კაბა მაცვია, ნუ ეხლა ჩემ მეზობელ უშანგას ცოლ მაკრინეს რო აცვია ისეთი ლამაზი ვერ არის , მაგრამ გამოდგება.(ბოროტად ჩავიხითხითე), მოკლედ კრემისფერი-მოკლე მუხლებს აცდენილი მთლად ავლადიდებას არ ვაჩენ ოღონდ ვინახავ ჯერ რაიცი რახდება. ოოო, აი საერთოდ რა აუცილებელი იყო მე და ნინას წამოსვლა გიორგის დაბადებისდღეზე?! იცით რა პონტია? წეღან , რომ მეზობელი ვახსენე უშანგა აი იმის ცოლის მაკრინეს ნაცნობის ბიძაშვილის, ბებიის, დიდი ბაბუის, მამის თანამშრომლის დაბადებისდღეზე , რომ წავიდეთ აბა რა განსხვავებას ხედავთ? ნუ ნინასთვის არვიცი, მაგრამ ჩემთვის ასე ჩანს ეს გიორგი. და ყველაზე ცუდი იცით რა არის? ამ დაბადებისდღეზე იქნება ნინას თანამშრომელი, რომელსაც ვევასები და ტვინს ღუნავს. მაგრად კაცობს და ძველ ბიჭობას აწვება ის კი არ იცის, რომ ერთხელ ამომასხავს და ავკრავ პანღურს პირდაპირ რეისს გამოვუწერ ლინკოლნშირში. გიორგის კიდევ ნინა ევასება და...აუ კაროჩე რა! გაუძელი ორ მოზვინულ არსებას . -ქეთათო, დაიკიდე გიგა და გიორგი ჩვენ გავერთოთ.-თვალი ჩამიკრა ნინამ. გიგა ის მოზვინული არსებაა თუ რაცხაცაა , რომ გითხარით ძველ ბიჭობას აწვება თქვა. -ხოო, მომცემს დაკიდების უფლებას გიგა აბა რააა! ისე რამე , რომ არ გავუჩალიჩო ისე ამ კარს არ გამოვცდები დღეს მე ვიყო!-წარბები მაცდურად ავათამაშე. -ამინ დაო! შენთან ვარ კნუტო. ისე შენ კაი ტიპი ხარ , მევასე ხო იცი.-თვალები ამიფახულა, მგონი ამას გიორგი ვგონივარ კი არ იცის, რომ ვეშლები. -ნუ მიფახულებ მაგ თვალწარბგადასკურტუმებულ წამწამებს მითხარი რა დოზანა გინდა? -გიორგისთვისაც მომაფიქრებინე რამე ისეთი,რომ დავაოკო რაა. -ისევ მე ხო? არა შეიძლება მე ვიყო ყველაფრის თავი და ბოლო შე ოხერო შენა?-მხარი გავკარი. -ქეთა! წამოდი შევიდეთ რამდენ ხანს აპირებ კიდევ ამ "მშვენიერი" რესტორნის ყურებას უნახავივით? -აუ მაკრინე გამახსენე ქალო! კაი, ხო, ნუ ჯუჯღუნებ სად მაქვს შენი თავი როცა ვიცი შიგნით "დასტოინი" გიგა მელის...დღეს ერთი ზედმეტი საქციელი და ჯოჯოხეთში გავგზავნი დემონებისაკენ. -კაი, დაოკდი ახლა . -ძლივს შევაღეთ კარი და აი ისევ ის ბედნიერი მომენტი მთელი რესტორანი , რომ შენ გიყურებს და კიდევ გაპრწყინებული გიგა. აუ ამას რა დაალევინეს? ჰმმ....რა კარგი ბიჭები ზიაააან....ოო, ის რა სიმპაწიჩნია. გიგა წამოხტა როგორც ყოველთვის და უკან გიორგი მოყვა: -გაიცანით ბავშვებო ეს ნინაა ჩემი თანამშრომელი, ეს ქეთათოა , ნინას დაქალი ნუ ასე ვთქვათ და. -ქეთა.-შევუსწორე მაშინვე რადგან მეზიზღება გიორგის ან გიგას დაძახებული ქეთათო , ნუ საერთოდ ქეთათოს არავის ვაძახებინებ საყვარელი ადამიანების გარდა. საყვარლებში ოჯახი ვიგულისხმე თავხედებო. აი კაკრას ვახსენე და ტელეფონიც განათდა "დედიკო"-სულ დედიკოთი მივმართავ ასაკის მიუხედავად მერე რა , რომ დიდი ვარ? არც არაფერი! ვგიჟდები მე ჩემს დედიკოზე ხოდა მაგ პონტში რა. -აუ ნინ, დედიკო მირეკავს და გავალ რა...-ყურში ჩავჩურჩულე. -მიდი დეეს გოგო.-გადაიკისკისა ნინამ. აივანზე გავქანდი სიხარულისგან აი რა ვქნა? სულ მიყვარს დედაჩემთან ლაპარაკი, ჩემი სანაქებო გოგოა. -დეეე როგორ ხაარ?-ჩამძახა ტელეფონში. ცრემლებმაც არ დააყოვნეს. სულ ასე მემართება მის ხმას , რომ ვიგებ და , რომ ვიცი შორს არის და ვერ მომეფერება უბრალოდ ვჭედავ... -კარგად დეე შენ? მამიკო როგორ არის?-დედას ხმის გაგებისას საოცარი სითბო ისადგურებს ჩემს გულში. -კარგად არის ქეთ, დეე რას შვრებით აბა შენ და ჩემი გოგო?-ნინას ასე მიმართავს. -მე და შენი გოგო, შენი გოგოს თანამშრომლის დაბადების დღეზე ვართ და ოღონდ ის არ მკითხო მანდ რა გინდაო. -ნინა ხო შენ გარეშე არსად არ დადის ვიცი დეე. კაი გაერთეთ დეე და ხვალ დაგირეკავ ხო მე? -კაი დეე, მიყვარხარ ძალიან, ძალიან, ძალიან. მამა ჩამიკოცნე და უთხარი , რომ ძალიან მიყვარს. -ჩვეენც დეე. ხვალამდე. -ხვალამდე დეე.-ვუთხარი და გავუთიშე. ერთადერთი ადამიანია დედა, რომელთან ლაპარაკის შემდეგაც ცრემლებს ვერ ვაკონტროლებ. უკან დავბრუნდი და გიგა დამხვდა აუ ეს მეცემინება. თავში ვურტყამ უთოს ეხლა გაქრეს აქედან. -ძლივს გავხსენი შამპანიური რა.-წაიწუწუნა გიგამ. -გილოცავ....დაააა შენ მოიგე უთოოოო!!!!!!-ნინა. ნინას მივუჯექი გვერდით. -ჩაგეთვალა ფისო.-ჩავჩურჩულე ყურში. -მიაუუუ.-ამის თქმა იყო და ისეთი მაგარი ბიჭები წამოვიდნენ ჩვენი მაგიდისკენ ლამის გავიშხვართე. ღმერთო რა ბიჭები არიან...ნუ ეხლა ის ყავისფერთვალება და ყავისფერთმიანი რაღაც სასწაულია , მაგრამ მეორეც კარგია....ნუ თუმცა მე ის უფრო მომწონს. ოოო , რეებს ვჩმახავ მოკეტე რა ქეთათო! არა თავსაც, რომ ვილანძღავ უკვე?! რამ გადამრიააააააააა!!!!!!!!!!! ჩვენს მაგიდასთან დაჯდნენ. არ შევიმჩნიე არცერთი , რომ ვუყურებდი, თუმცა რამდენად გამომივიდა ვერ გეტყვით. -აუ , ნინ მალე წავიდეთ რაა.-ვთხოვე ნინას. -არ მოგწონს ხო სიტუაცია?-იმ ბიჭზე დაშტერებულმა მკითხა ნინამ. ოღონდ იმაზე არა მე , რომ მომეწონა მეორეზე. -შენ ხო მოგწონს რაც მთავარია ნინაჩკა. -აუ დავრჩეთ რააა, იქნებ დავკერო..-ტუჩები კბილებს შორის მოაქცია. -ჩაგადნება ხელში , დაოკდი. -თვალი ჩავუკარი და საერთო მხიარულებაში ჩავერთე. -ქეთა, ქეთაა...-ო , როგორ მინდა თავში ჩემი სანაქებო უთო ვდღლიჟო, მაგრამ ეგ ხომ მაკრინემ მთხოვა უშანგის პერანგი უნდა გავუუთოვოო? არადა სახლში , რო მქონდეს გავიქცეოდი მოვიტანდი და სულ თავში ვუბრახუნებდი ამ სინდიოფალას!-ვიცეკვოთ? -მოზვინულებთან ცეკვაღა მაკლდა რა.-წავისისინე მაინც.-აუ მეზარება. -კაი, ეხლა , ახალგაზრდა ენერგიული ქალი ხარ ნუ გადამრიე. -იცი გიგა, გუშინ ვიღაცამ მთელი ენერგია გამომწოვა და ეხლა ვისვენებ ამიტომ მაცადე რა მშვიდად ყოფნა.-თვალი ჩავუკარი და ვითომც არაფერი ისე განვაგრძე სხვებთან საუბარი. ბავშვებო როგორც მიხვდით მე ქეთა მქვია. უამრავ საიტზე ამიტვირთავს ისტორია და უამრავი გამოხმაურებაც ქონია. მოკლედ არ დავიწყებ მონოლოგებს და მოკლედ გეტყვით , რომ ამ ისტორიაზე ძალიან ბევრს იცინებთ. იმედია მოგეწონებათ. ჯერჯერობით მალმალე ვერ დავდებ ,მაგრამ შემდეგ ისე ვიზამ, რომ ყოველდღე დავდო. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.