დაუჯერებელი "თავი 2"
-ვიკაა, გაიღვიძე-კარზე მოაკაკუნა დედამ -რა ხდებაა?-ბოხი ხრიწიანი ხმა ამოვუშვი პირიდან. -შენმა მეგობარმა მოგაკითხა დე-შემომძახა მან, მე კი სწრაფად ვჭყიტე თვალები, გარეთ უკვე დაღამებულიყო, სასწრაფოდ წამოვხტი საწოლიდან და საათს დავხედე, უკვე 10 შესრულებულიყო, მე კი მეძინა -ჯანდაბა, ლაზარე-გამწარებულმა წარმოვთქვი და მისაღებში გავვარდი, იქ კი ღიმილიანი სახით იჯდა ლაზარე, თან დედაჩემს რაღაცას ესაუბრებოდა -გამარჯობა-უხერხულად ვუთხარი მას -ჯერ კიდევ არ ხარ მზად?-მშვიდად გამიღიმა მან -ბოდიში რა, ჩამეძინა, ახლავე მოვემზადები-გავაფრთხილე და სასწრაფოდ სააბაზანოში შევვარდი, ჯანდაბა რა გამეკეთებინა? სწრაფად შევისხი პირზე წყალი, კბილები გამოვიხეხე, თმები კოსად ავიკარი და მისაღებში გავედი -არ იჩქარო-მომაძახა ლაზარემ და ყავა მოსვა, რომელიც დედაჩემს უკვე გაემზადებინა მისთვის, მეც ოთახში შევედი, შავი ტანზე მომდგარი მაღალწელიანი შარვალი და ამავე ფერის ყელიანი სვიტერი ჩავიცვი, გარედან კი კრემისფერი მუხლს ოდნავ ამცდარი ქურუკი მოვიცვი -მზად ვარ-გავედი მისაღებში თან თავზე ქუდი ჩამოვიცვი -ძალიან კარგი, სასიამოვნო იყო თქვენი გაცნობა ქალბატონო ნია, იმედია კიდევ შევხვდებით-თავაზიანად დაემშვიდობა ლაზარე მას და სახლიდან გავედით -- -იმედია ნაწყენი არ ხარ რომ ჩამეძინა, უბრალოდ ვიფიქრე მანამ გავიღვიძებდი სანამ წასვლის დრო მოვიდოდა-უხერხულად ავუხსენი მას და მანქანაში დავჯექი -არა, არ მწყენია, შეიძლება ესეთი რამ ყველას შეემთხვეს-გამიღიმა მან და მანქანის კარი მოხურა, შემდეგ კი თვითონ დაიკავა ადგილი საჭესთან -სად მივდივართ?-ვკითხე ღიმილით და მის პროფილს გავხედე, მისი ოდნავ კეხიანი ცხვირი არ უშლიდა ხელს მას რომ ლამაზი პროფილი ჰქონოდა -ვიფიქრე სადმე გავისეირნებდით, მაგრამ თუ გცივა შეგვიძლია სადმე დავსხდეთ-ამიხსნა მან -არა, ვფიქრობ გასეირნება კარგი აზრია-მხრები ავიჩეჩე მე და ფანჯრიდან გავიხედე -ძალიან კარგი, მაშ მთაწმინდაზე წავიდეთ-ოდნავ ჩაიცინა მან და გზას გახედა თითქმის მთელი გზა ვსაუბრობდით, არვიცი მე მეჩვენებოდა თუ ის ოდნავ ყალბი იყო ჩემს მიმართებაში, თუმცა ძალიან კი მომწონდა, მისი მანერები, მისი საუბარი და თბილი შავი თვალები, უცნაურად მოქმედებდა ჩემზე მისი ღიმილი, ვიმედოვნებდი რომ არც ლაზარე იყო ჩემს მიმართ გულგრილი, აბა რომელი ბიჭი დაგპატიჟებთ პაემანზე თუ არ მოსწონხართ.. დიდი ხანი დავყავით მთაწმინდაზე, ვისაუბრეთ, ვიცინეთ, ნაყინი ვჭამეთ, ღამის თბილისს გადავხედეთ და თითქოს უკეთ გავიცანით ერთმანეთი, სახლში რომ მივედი უკვე პირველი იყო დაწყილი, დედამ ცოტა მისაყვედურა, თუმცა მგონი ლაზარე მასაც ძალიან მოეწონა, ჩემი ძმები სახლში არ იყვნენ როგორც ყოველთვის, მამა კი მივლინებაში იყო წასული საზღვარგარეთ -- -კი დედა ვხედავ-უკვე მეათედ ვუმეორებ დედას -ძალიან ჩქარა მიდის?-ვგრძნობ რომ ტირის, თუმცა ვერ ვამშვიდებ, უკვე თითქმის ნახევარი საათია ჩემს ძმას უკან მივყვები მანქანით, ის კი მთელი სისწრაფით მიიწევს წინ -არა დედა, ძალიან სწრაფად არ მიდის-ვეუბნები და სასწრაფოდ ვუხვევ იმ ჩიხში სადაც დაჩი(ჩემი უფროსი ძმა) შედის. -გაგითიშავ, გავარკვევ რა ხდება და მერე დაგირეკავ-ვეუბნები დედას, ყურსასმენებს ყურიდან ვიძრობ, სწრაფად გადავდივარ მანქანიდან და ჩემს ძმას მივყვები ყვირილით -დაჩი.. დამიცადე.. სად მიდიხარ.. დაჩი-ვყვირიი მე, ის კი ვითომ არც გაუგონიაო ისე მიიწევს წინ -დაჩი-უკვე სირბილზე გადავდივარ, ყვირილისგან ყელი მტკივა, თუმცა მის სახელს გავიძახი მაინც, მოულოდნელად კი ჩერდება და ჩემკენ ტრიალდება -სასწრაფოდ წადი აქედან-კბილებში ცრის ის და მანქანისკენ მიმითითებს -ამიხსენი რა ხდება? ტელეფონზე დაგირეკეს და ისე გავარდი შემეშინდა არაფერი მოგსვლოდა, დედა ძალიან ნერვიულობს-ყელში ბურთი მაწვება მე -არაფერი, ხომ გითხარი, წადი აქედან, სახლში დაგელაპარაკები-სწრაფად მკიდებს ხელს მკლავზე და მანქანისკენ მიმათრევს, თუმცა ვუძალიანდები, არ მინდა აქედან ისე წავიდე ვერ გავიგო რა ხდება -წადი აქედან, იცოდე მეორედ არ გამამეორებინო თორემ არვიცი რას მოვიმოქმედებ-ღრიალებს ის და მანქანაში რასაც ქვია მტენის, შემდეგ კი იქამდე დამყურებს თავზე დაბღვერილი სანამ მის მოთხოვნას არ ვასრულებ და იქაურობას არ ვტოვებ, განერვიულებული ვერც ვხვდები სად მივდივარ, უბრალოდ მალევე ვაჩერებ მანქანას და დედას ვურეკავ, ვამშვიდებ რომ ყველაფერი კარგადაა და არ ინერვიულოს. მალევე ვმშვიდდები და იქ მივდივარ საიდანაც ცოტა ხნის წინ წამოვედი, მანქანას ცოტა შორს ვაყენებ და ვაკვირდები გარემოს, გარედან ცოტა გაურემონტებელი მაგრამ აშკარაა შიგნიდან მოწესრიგებული შენობაა, არვიცი შევიდე თუარა, რომ შევიდე და დაჩი არ დამხვდეს შიგნით? მირჩევნია აქ დაველოდო, დაჩის მანქანა აქ დგას, ანუ აქაა. თითქმის ერთი საათი ვიყავი დაჩის მანქანაზე მიყუდებული. ბოლოს უკვე მომბეზრდა და ვაპირებდი იმ შენობაში შევსულიყავი, კართან მივედი და დავაკაკუნე, პასუხი არავინ გამცა, კარის სახელური მოვსინჯე თუმცა ჩაკეტილი დამხვდა, ჯანდაბა ეხლა რა ვქნა? კვლავ მანქანასთან დავბრუნდი და იქ განვაგრძე ლოდინი, არ ვიცოდი რა მექნა, წამდაუწუმ წვერავას ვურეკავდი, თუმცა არ მაგონებდა, ბოლოს კი საერთოდ გამორთო ტელეფონი, ანერვიულებული დავდიოდი აქეთ-იქით, ბოლოს მოვიფიქრე ლუკასთვის დამერეკა მაგრამ მასაც გამორთული მქონდა, დამაეჭვა ამ სიტუაციამ, არასდროს გამოურთავს ლუკას ტელეფონი, უკვე ღამდებოდა ჩემს ტელეფონზე რომ ზარი შემოვიდა, სიხარულით დავხედე იქნებ დაჩი ყოფილიყო, მაგრამ ლაზარეს ნომერს რომ მოვკარი თვალი ერთდროულად გულიც ამიჩქარდა სიხარულით და გავბრაზდი კიდეც, რომ დაჩი კიარა არამედ ლაზარე რეკავდა -გისმენ?-ინსტიქტურად გავინაზე ხმა ტელეფონში, შემდეგ კი ჩემს თავზე გამეცინა -რას შვები? თავისუფალი დრო მაქვს და ვიფიქრე დავურეკავთქო-ჩაიცინა მან -რავი არაფერს, რაღაც საქმეზე ვარ გამოსული-მხრები ავიჩეჩე ისე თითქოს დაინახავდა -კარგი, არ მოგაცდენ, რომ გათავისუფლდები მომწერე და დაგირეკავ, გკოცნი-მითხრა მან და ჩემი პასუხის მოლოდინში გაჩუმდა -კარგი, დროებით-ვუთხარი მეც და გავუთიშე, კიდევ დიდხანს ვიყურყუტე დაჩის მანქანასთან, დაახლოებით 8 საათისთვის მოვიდა, სახეზე ფერი არ ედო, ხელში კი ლუდის ბოთლი ეკავა და დროგამოშვებით სვავდა -სად იყავი?? ტელეფონი რატომ გამორთე? ლუკას რატომ აქვს გამორთული? რამე ხდება? კარგად ხართ?-მივაყარე ერთიანად და მისი სახე ხელებში მოვიქციე, ლამპიონების შუქზე კარგად შევათვალიერე. -დაჯექი მანქანაში მივდივართ-მითხრა და თავის მანქანა გასაღებით გააღო -ჩემი მანქანით წამოვალ, ფრთხილად იარე-სწრაფად ვაკოცე ლოყაზე და ჩემი მანქანისკენ გავიქეცი, მან კი ნელა დაძრა მანქანა, ალბათ 20-ით მიდიოდა, მეტით არა, მეც უკან მივყვებოდი და არვიცოდი რა მეფიქრა ან რა გამეკეთებინა -- -უბრალოდ ძმაკაცმა დამირეკა რომ ჩემი მეორე ძმაკაცი მძიმედ იყო დაჭრილი, გავნერვიულდი და წავედი, მეტი არაფერი მომხდარა-მხრები აიჩეჩა დაჩიმ -რატომ აქვს ლუკას ტელეფონი გამორთული?-კვლავ შევუტიე მე -ალბათ სადმე წავიდა, გამოთვრა გოგო დაითრია და აღარც ახსოვს ტელეფონი, რამოხდა, ლუკა რაშუაშია?-მხრები აიჩეჩა მან -ვგრძნობ რომ მატყუებ მაგრამ კარგი, ჯანდაბა იყოს ეგრე-სწრაფად წამოვდექი და ოთახისკენ წავედი დასაძინებლად. -- -დაჩი ორი დღეა ლუკა სახლში არმოსულა-ტელეფონში ჩავყვირე ჩემს ძმას -ძმაკაცებთან ერთად აგარაკზეა წასული-ამიხსნა სიტუაცია მან -ტელეფონი გამორთული აქვს-გავაგრძელე დაკითხვა -დაუჯდა ალბათ -ახლავე მითხარი სად აგდიხარ და სადაა ლუკა, ხომ იცით რომ მაინც მოგძებნით და გავიგებ რა მოხდა, უკვე 21 წელია გიცნობ და ვერ მომატყუებთ-ვიყვირე გამწარებულმა და ფეხი იქვე მდგომ სკამს მივარტყი -ჯანდაბა, ვერგიტან ვიქტორია, მოგწერ მისამართს და მოდი, ოღონდ მარტო-დაისისინა მან და ტელეფონი გათიშა, მალევე მომწერა მისამართი, 10 წუთის სავალზე იყო ჩვენი სახლიდან, სწრაფად მოვიცვი ქურთუკი, და ისე წავედი როგორც ვიყავი, 10 წუთის ნაცვლად 5 წუთში უკვე კარზე ზარს ვრეკავდი, თუმცა მალევე გადავედი ბრახუნზე. -წყნარად გოგო რაიყო გვაფეთქებ?-შემომიბღვირა კარში მდგარმა დაჩიმ და შიგნით შემატარა -სადაა ლუკა?-ვიკითხე როგორც კი შევედი და უმისამართოდ ბოდიალი დავიწყე, ბოლოს იმ ოთახში შევედი საიდანაც საუბარი გამოდიოდა, კარი შევაღე თუარა ადგილზე გავშეშდი, საწოლზე ლუკა იწვა, ხელზე გადასხმის მილი მიეერთებინათ, შუბლზე კი სველი ნაჭერი დაედოთ. -რა სჭირს?-სწრაფად მივვარდი მას და საბანი ფრთხილად გადავაძვრე, მარჯვენა ფერდში იყო დაჭრილი, ჭრილობა შეხვეული ჰქონდა, თუმცა ეტყობოდა სისხლს ცოტა გამოეჟონა -კარგადაა? როდის დაჭრეს? ან ვინ? ბოლოს მოვუღებ-დავიღრინე მე და საბანი კვლავ გადავაფარე მას, შემდეგ კი ლოყაზე ვაკოცე ფრთხილად -იცნობ მას ვინც ეს გააკეთა-სერიოზული სახით დამიდგა წინ დაჩი -და ვინაა ეს? აზრი მაინტერესებს... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.