შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უსათაურო


7-03-2017, 13:01
ავტორი clara
ნანახია 1 107

პირველ რიგში მოგესალმები მკითხველო ( თუ რათქმაუნდა მყავს) ამ საიტზე პირველად ვწერ რაღაცას გარკვეული გარემოება მაიძულებს ასე მოვიქცე ( ვგულისხმობ რომ არ შემიძლია ვინმეს ამ თემაზე დაველაპარაკო რადგან ახლო მეგობარი არ მყავსს ) მინდა ისე დავწერო ყველაფერი რომ არაფერი დავმალო და არ შემეშინდეს იმის რომ ვიღაც რაღაცას გაიგებს.. მინდა ყველაფერი ისე დავწერო რომ ვინმემ გამიგოს და ჩემს ადგილას წარმოიდგინოს თავი. მინდა რჩევა მივიღო რადგან ამბობენ სხვა სხვის ომში ბრძენიაოო.. იქნებ უცხო ადამიანის მიერ მოსმენილი ისტორია სხვა თვალით იქნეს დანახული.......

ჩემს ,,მონათხრობში'' რეალობაზეც იქნება საუბარი და საკუთარ უბედურების მიზეზზეც, თანამედროვე თემას , მენტალიტეტსაც შევეხებით და თქვენ განმსაჯეთ მართალი ვარ თუ არა... შეიძლება რაღაც საკითხებში ვერ ვერკვევიი, არ შემიძლია აზრის ნორმალურად ჩამოყალიბება მაგრამმმ... ამის გამო ,,ტალახს ნუ მესვრით''
სიყვარული ,, ეს ის თემაა რომელსაც ყველა ადამიანისთვის ცხოვრებაში ერთხელ მაინცც შეუქმნია პრობლემა, ჩემი ამბავი არ გავს 13-14 წლის ბავშვების ისტორიას (,, გოგო მომწონს და ვერ ვეუნები რა გავაკეთო? '' და მსგავსიიი ..) ამით რა თქმა უნდა შეურაცყოფას არ ვაყენებ მათ,, ძალიან საყვარელებიი არიანნ ესეთ ასაკში განსაკუთრებით როცა მეც ვიხსნებ საკუთარ თავს ვხვდები რა ,, იდიოტი'' ვიყავი ... მაგრამ მინდა გითხრათ რო მ ყველა ასაკის ადამაინს საკუთარი ასაკის შესაფერისი პრობლემები აქვს და ისინიი ჩვენ ისე უნდა მივიღოთ როგორც ჩვეულებრივი მოვლენა და არ დავცინოთ...
ხო ეს ამხელა შესავალი რა უბედურებაა არა?? კითხვაც გეზარება დარწმუნებული ვარ... ალბათ იმასაც ფიქრობ ეს მოცლილი ვინ არისო... მაგრამ მოცლილი არ ვარ ნამმდვილად 18 წლის ვარ სტუდენტი, ( ასაკსაც აქვს გარკვეული მნიშვნელობა ამას იმიტომ ვწერ)

მოკლედ პირდაპირ თემაზე გადავალ. 2 წელია ერთ ადამიანთან მაქვს ურთიერთობა, თავიდან უბრალოდ ვწერდი, სკაიპი ფეისბუქი და რაღაც ესეთები.. მას შევუყვარდი ( გოგო ვარ დამავიწყდა მეთქვა ,, მაგრამ ალბათ წერის მანერიდანად ჩანს ეს) იმის მმიუხედავად რომ ნანახი არ ვყავდი მაინც.. მეე კი ვეუბნებოდი რომ ჩვენს შორის არაფერი არ მოხდებოდა არასდროს.. მაგრამ საკუთარი სიტყვების ეხლა მიკვირს,, ეს რატომ დავუშვი? ნახვის შემდეგ მეც გამიჩნდა გრძნობაა..ვუთხარი რომ მეც მიყვარდა.. ერთად ვიყავით რამდენიმე თვე.. შემდეგ ოჯახზე დაიწყო ლაპარაკი... სერიოზულად მიიყურებდაა ( მე კი არ ვარ ისეთი ტიპის გოგო 18 წლის რომ გავთხოვდე:/ არიან ადამიანები ვითვისაც ასაკს არ აქვს მნისნევლობა მაგრამ არ მივეკუთნები მაგ კატეგორიას სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ.. ცხოვრებაში ჯერ მინდა ჩმით რამეს მივაღწიო დავამთავრო უნივესტიტი მქონდეს სამსახური და ასე შემდეგ) მოკლედ მე ვუთხარი რომ გარკვეული დრო ამაზე არ დამელაპარაკოთქო.. ყველაფერი ხომ კარგად მიდის არა? შენც ფიქრობ რომ ამაში პრობლემური არაფერია.. მაგრამ მთავარი არ მითქვამს... ოჯახმა არ იცის ''ჩემი შეყვარებულის'' შესახებ და ამაზე საუბრის მეშინია კიდეც.. მე განათლებული ოჯახიდან ვარ.. დედა მამას ორივეს პროფესია აქვს და მუშაობს.. მყავსს ძმა რომელიც მიზანდასახული მშრობელი და ჭკვიანია... ,,ჩემი შეყვარებულის '' ოჯახი კი პირიქთ... 12 კლასი აქვს დამთავრებული მხოლოდ ეროვნულებზე ჩაიჭრა რადგან არ აქვს იმდენი ტვინი რომ მინიმალური ბარიერი გადაელახა ( ჩვენ ასეთბს დებილებს ვუწოდებთ ) არ მუშაობს არ სწავლობს არსად.. ერთი უსაქმური ხეპრეა რომელიც მუდამ ბირჟაზეაა ძმაკაცებში და ქეიფის და დროს ტარების მეტი არაფერი უნდა.... ჩემს ოჯახს ამაზე ვერ დავალეპარაკები რადგან მაშინვე მეტყვიან რომ მისგან თავი შორს დავიჭირო რადგან ის ჩემი შესაფერისი არ არის( რას იტყვის ხალხიი ,,უკეთეს ვერ წაყვა? " მერე ხომ ვერ იბლატავებს ჩემი ოჯახი მისი შვილის ქმრით.... ქართული მენტალიტეტის მიხედვით განათლებული მხოლოდ მაშინ ხარ როცა უნივერსიტეტის დიპლომი სახლში გაქვს ან გულის ჯიბით დაატარებ. მთავარია უნდაა გქონდეს უნივერსიტეტი დამთავრებულიი ...... ) არმინდა ცუდად გამომივიდეს რამე უხეშად ნათქვამიი ჩემი ოჯახის შესახებ ან ამ ბიჭის შესახებ მაგრამმ.... ჩემი ოჯახისს წარმოდგენები და ჩემი სრულიად განსხვავდებაა ჩემთვის არ ქონდა მნიშვნელობა მას ვინც შემიყვარდაა რას წარმოადგენდა სადსწავლობდა რა ენები იცოდაა . რადგან მასთან თავს ბედნირად ვგრძნობდი.. ეტყობა არ მინდოდა იმის გაცნობიერება რომ ოცნებააში ვცხოვრობდი და რელობისთვის არ მინდოდა თვალი გამესწორებინა.... )
რა უნდა გავაკეთო არ ვიცი.. ამ თემაზე მას ვერ დაველაპარაკებიი , უბრალოდ არ მინდა გული ვატკინო. დავშორდი რაღაც უაზრობის გამო ,, (ხომ გაგიგიათ როცა ადამიანს რაღაც არ უნდა ათას მიზეზს იპოვის რომ არ გააკეთოსო და ასეც მოხდა) ვერ ვეუბნები რელურ მიზეზს რომ ჩემი ოჯახი შენი წინააღმდეგია...
რა უნდა გავაკეთო? ოჯახის წინააღმდეგ უნდა წავიდე?/ ოჯახია და ადრე თუ გვიან მაინც მიიღებს ჩემს გადაწყვეტილებას? მაგრამ არ მინდა ,,ოჯახის შემარცხვენელი'' გამოვჩნდე.. რომ ვფიქრობ არც მე მინდა ასეთი ადამიანი მყავდეს გვერდით . მაგრამ ბევრი კარგი თვისება აქვსს რაც მის ,,გაუნათლებლობას' ხაზს უსვამს და რაც მე ბედნიერს მხდის, მისი ჩახუტებს ყველაფერს მავიწყებს დაა თავი ზღაპარში მგონია..
გამოუვალ მდგომარეობაში ვარ არმინდა არც მისი დაკარგვა და არც ოჯახის ..ზოგჯერ ვფქრიობ რომ ყველაფერი დავიკიდო და ამსთან წავიდე ადამიანს ხომ ერთხელ ეძლევა შანსი ცხოვრების და ისე უნდა იცხოვროს რომ ყოველი წამი ბედნიერი იყოს... მაგრამ მეორე მხარე არ მაძლევს ამის გაკეთების უფლებას... რა უნდა გავაკეთო?! ძაალიან დავიღალეე გაურკვევლობაში ყოფნით...
მადლობა თუ ეს წაიკითხე ., დიდი მადლობა <3 მინდა რამე მითხრა , ერთი სიტყვაც კი მნიშნელოვანია ჩმთვის.



№1  offline წევრი მოლურჯო

ეს რჩევებში უნდა დაგემატებინა
--------------------
მარიამი

 


№2 სტუმარი იკა

მე ეხლა წავიკითხე და ძალიან მაინტერესებს ამბის დასარული უკვე ორი წელი გასულა

დროზე რომ წამეკითხა აუცილებლად მოგცემდი რჩევას მაგრამ უკვე გვიანია გთხოვ გააგრძელე ისტორია

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent