ჩრდილები სიბნელეში(3)
თავი 3 სახლში საშინლად დაღლილი და გამოცლილი დავბრუნდი, პირდაპირ ჩემს ოთახში ავედი, საწოლზე პირქვე დავემხე და გაუნძრევლად ვიწექი რამდენიმე საათი. ფიქრებით სადღაც შორს ვიყავი, უეცრად კარზე კაკუნი გავიგონე, საათს შევხედე უკვე გვიანი იყო. -საყვარელო კარგად ხარ? -კი ბებია ყველაფერი რიგზეა უბრალოდ დაღლილი ვარ -კოლეჯის დათვალიერებამ როგორ ჩაიარა? -როგორც სხვა დანარჩენმა ისე, თუ შეგიძლია ჩანთიდან მობილური მომაწოდე. -ებიმ ჩანთა გახსნა და ტელეფონი მომაწოდა, უცებ ჩანთიდან წვეულების მოსაწვევი გადმოვარდა. -ალექსანდრა ეს რა არის? -მიჩიგანის კოლეჯიდან რომ გამოვედით მე და კაილას ვიღაც ბიჭმა მოგვცა მოსაწვევი წვეულების. -წვეულება სალემში იმართება? -დიახ, სალემის ჯადოქრობის უნივერსიტეტში. -იმედია წასვლას არ აპირებ? -ები ყველაფერი რიგზეა? ეს ხომ უბრალო კოსტიუმირებული წვეულებაა -არა ალექსანდრა ეს სალემია, იქ წასვლა საშიშია -კარგი რა ბებია არ მითხრა რომ ამ სისულელეების გჯერა -საყვარელო ფრთხილად იყავი, ყველაფერი ისეთი არ არის როგორიც ერთი შეხედვით ჩანს -გავიგე ები, არ წავიდოდი მაგრამ კაილას უარს ვერ ვეტყვი. -მესმის შენი, ახლა კი დაიძინე გვიანი -ძილინებისა ები -ძილინებისა პატარავ. -ებიგეილი დასაძინებლად წავიდა, მე კი ვფიქრობდა რატომ შეაშფოთა კოსტუმირებულმა წვეულებამ ასე, მე დიდი ხანია ის ასეთი აფორიაქებული არ მინახავს, მინდოდა დავლაპარაკებოდი თუმცა უკვე გვიანი იყო ამიტომ დაძინება გადავწყვიტე. დილით ადრე კაილა მოვიდა და საშოპინგოდ წამათრია, თითქმის მთელი დღე არჩევდა წვეულებაზე ჩასაცმელ კოსტიუმს, მე არ მინდოდა კოსტიუმის შეძენა თუმცა კაილას წინააღმდეგობას ვინ გაუწევს, ის ნამდვილი ქარიშხალია. მისი თხოვნით ჯადოქრის კოსტიუმი ვიყიდე, მართალია ვერ ვიტან ამ კოსტიუმს და საერთოდ ჰელოუინიც არ მიყვარს დიდად, მაგრამ სხვა გზა არ მქონდა. მაღაზიებიდან დაღლილი დავბრუნდი, ამტომ წვეულებაზე წასვლამდე დასვენება გადავწყვიტე, ერთი ჭიქა ფორთოხლის წვენი დავლიე და ტელევიზორთან წამოვწექი, ბებია შინ არ იყო და არც უთქვამს სად წავიდა. ცოტა ხანში თავად ქარიშხალი მეწვია. -კიდევ ერთხელ გამარჯობა კაილა -შენ რა მზად არ ხარ? -კაილა შეწყვიტე ჯერ მხოლოდ 4 საათია, წვეულება კი 9-ზე იწყება -ახლავე დავიწყოთ მომზადება რომ, სალემში დროულად ჩავიდეთ -ნეტავ ვიცოდე რა ნახე ასეთი ამ წვეულებაში -ნუ წუწუნებ და წამოდი ზევით ავიდეთ. -მოვდივარ. - კაილა მთელი ორი საათი ემზადებოდა და საბოლოოდ როგორც იქნა მორჩა მაკიაჟის კეთებას და ჩვენც მზად ვიყავით წასასვლელად, ქვემოთ ჩამოვედით სახლში ჩვენს გარდა არავინ იყო, ები ჯერ კიდევ არ იყო მოსული. მე ბლოკნოტიდან ფურცელი ამოვხიე და მაცივარზე წერილი დავუტოვე ბებიას. მანქანაში ჩავსხედით და სალემისკენ გავეშურეთ, მე საერთოდ არ ვფიქრობდი წვეულებაზე, ერთადერთი რაცა ახლა მაინტერესებდა ის იყო თუ რატომ იქცეოდა ები უცნაურად. ფიქრებში ვიყავი გართული როდესაც კაილამ შემაჯანჯღარა. -ფრთხილად გიჟო ხომ ხედავ საჭესთან ვზივარ -დამშვიდდი ალექს მოდუნდი, უკვე ჩამოვედით. ჩვენ ოფიციალურად მაგიის ქალაქში ვართ -შეწყვიტე ეს სისულელე და ნახე მოსაწვევზე მისამართი იმ უცნაური უნივერსიტეტის -აი მისამართი. - წვეულება სალემის ჯადოქორობის უნივერსიტეტის შნობაში იმართებოდა, მისი პოვნა რთული არ აღმოჩნდა. მე მანქანა პარკინგზე გავაჩერე და შნობაში შვედით. ცოტა ხანში ლუკასიც გამოჩნდა, უცნაური ბიჭი რომელმაც წვეულებაზე დაგვპატიჭა. -ალექს! კაილა! მიხარია რომ მოხვედი -ჩვენც ძალიან მაგარი ადგილია -დამიჯერეთ ჯერ არაფერი გინახავთ, გინდათ აქურობა დაგათვალიერებინოთ? -სიამოვნებით, რას იტყვი ალექს? -კარგი მოდი დავათვალიეროთ. -ლუკასი გაუჩერებლად საუბრობდა და ოთახიდან ოთახში დაგვატარებდა, შენობს საკმაოდ დიდი იყო და ექვსკურსიის დასრულებას ბოლო არ უჩანდა, ერთი სული მქონდა როდის გაჩუმდებოდა ჩვენი მასპინძელი. -გოგოებო ბოლოს კი მინდა გაჩვენოთ ამ უნივერსიტეტის საუკეთესო სტუდენტების სტენდი -ალბათ ბევრი საუკეთესო სტუდენტი სწავლობდა აქ -ალექს არ გინდა ირონია -კარგი წამოდით ვნახოთ -მოკლედ აქ მართლაც ბევრი მაგარი სტუდენტი სწავლობდა, მაგარამ აი იქ სტენდის შუაგულში ორი საუკეთესო სტუდენტის ფოტოა. -ლუკასმა ხელი გაიშვირა ფოტოსკენ რომელზეც წყვილი იყო აღბეჭდილი, რატომრაც ეს ფოტო მეცნობოდა... -მათ სახელებს გვეტყვი? -კი კაილა გეტყვი, ფოტოზე მისტერ და მისის სმიტებია -რა გვარი თქვი? -სმიტები, მოხდა რამე ალექს? -ლუკას რა ჰქვია ფოტოზე აღბეჭდილ წყვილს და ახლა სად არ იან? -ამელია და ჯეიმს სმიტები, ისინი 16 წლის წინ დაიღუპნენ -ამ ქალაქში ცხოვრობდნენ? -თავიდან კი მაგრამ როცა დაქორწინდნე აქედან გადავიდნენ -მოიცა ალექს ფოტოზე შენი მშობლებია? -ჰო კაილა, ისინია -მოიცა ალექს შენ ამელია და ჯეიმს სმიტის შვილი ხარ? -მაპატიე ლუკას მაგარმ უნდა წავიდე -ჰო მაგრამ ახლა არ მოხვედით? -ალექსი მართალია აჯობებს წავიდეთ, ნახვამდის ლუკას -სხვა დროსაც გვესტუმრეთ აქ სულ წვეულებებია -შევეცდებით. -მანქანა სასწრაფოდ დავძარი, თავში ნამდვილი ქაოსი მქონდა, ვერ ვიჯერებდი რომ სალემის ჯადოქრობის უნივერსიტეტში სწავლობდა ჩემი მშობლები და მე ამაზე არაფერი ვიცოდი, მეტიც ისინი სალემში ცხოვრობდნენ. ერთადერთი რაც მინდოდა სასწრაფოდ შინ დაბრუნება იყო რომ ბებიასთვის ყველაფრის ახსნა მეთხოვა. რამდენიმე საათსი სახლში ვიყავი, სახლის კარი გავაღე ბებია ტელევიზორთან სავარძელში იჯდა... -ალექსანდრა ყველაფერი რიგზეა? -ბებია სალემის უნივერსიტეტში მათი ფოტო ვნახე -ვისი ფოტო ძვირფასო? -ჩემი მშობლების... -ბებიას სახე შეეცვალა, თითქოს შეშინდა როცა მშობლები ვახსენე, სასწრაფოდ ადგა და თავის ოთახში შევიდა, მე უკან გავყევი მისგან ახსნა განმარტება მინდოდა თუმცა მან კარი ცხვირწინ მომიჯახუნა... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.