შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

საბედისწერო თავბრუსხვევა (თავი 3)


7-03-2017, 19:46
ავტორი TeJi
ნანახია 2 257

მაღალი, შავგვრემანი, ყავისფერი-მოშავო თვალები, მოშვებული წვერი და საოცრად სიმპატიური გარეგნობა მაჯადოვებს და მგონი მარტო მე არვარ ასე.
-მოიცა, მოიცა ეს ის არ არის? - გაოგნებული ვეკითხები ჩემს თავს და ნინას ყურადღებასაც ვიქცევ.
-ვინ, გოგო? ვინ არის იცნობ? გამაცნობ? - კითხვას კითხვაზე მაყრიდა ნინა.
-,,ვიცნობ’’ თამამი ნათქვამია - ჩავიცინე მის კითხვებზე.
გამწარებული წამოვიდა სკოლისკენ ელენეს ძმა და დირექტორის კაბინეტში შევარდა. ყველა კარს აეტუზა იქიდან კი ისე მკაფიოდ ისმოდა ღრიალი , მიყურადება საჭირო სულ არ იყო. მალევე გამოვიდნენ ელენე და მისი ძმა კაბინეტიდან, მათ კი უკან ჩვენი დირექტორი მოჰყვა.
-სად არის ის ნაძირ.... გამოეთრიე შენიი....... - ღრიალებდა ბოლო ხმაზე.
-ლუკა გთხოვ დაწყნარდი - ამშვიდებდა და ძმას.
ნახევარ საათიანი ძებნის შემდეგ თორნიკე ქიმიის კაბინეტში მიმალული იპოვა ანამარიამ და სასწრაფოდ ჩაავლო ხელი მაისურში რომ არ გაქცეულიყო.
-დათოოო! დაათ - ეძახდა ბეგობარს ანამარია
-რახდება - ოთახში შემოდის ლუკა და როცა ანამარიას ხედავს თვალები უფართოვდება - ყველგან შენ რატომ ეჩხირები ამიხსნიი? - სვავს კითხვას.
-მე შენ არ გეძახდი სხვათაშორის და თუ ჩემი ყურება არ გსიამოვნებს შეგიძლია გაბრძანდე აქედან. და თან თორნიკეც გაიყოლე, რაიცი ვინ აღმოჩნდება. - ირონიული ღიმილით გადის გოგონა ოთახიდან და ბიჭებს მარტო ტოვებს, საკუთარ თავში კი ლუკას დანახვით გამოწვეულ შეგრძნებებს ეწინააღმდეგება.
-ღმერთო რა მემართება, გამომაფხიზლე რა ცოტა - მდუმარე სახით აჰყურებს ჭერს ანამარია.
###
რთული დღე იყო, მოკლე მიმოხილვას გავაკეთებ : ლუკამ თორნიკე მაგრად სცემა და ახლა ტრავმატოლოგიურში წევს, ელენემ ძმას უთხრა თუ ვინ გადაარჩინა იმ საშინელებას და ამ ამბავს გაოგნებული უსმენდა ლუკა, ხო კიდევ ლუკაში გაურკვეველი გრძნობები გამოიწვია ანამარიამ, სულ მასზე ეფიქრება ბიჭს და არც ანამარიაა ნაკლებ დღეში.
###
რამოდენიმე დღე ისე გავიდა მნიშვნელოვანი არაფერი მომხდარა არც სკოლაში და არც ანამარიას ცხოვრებაში. ელენე სკოლაში აღარ დადიოდა, ამიტომ გადაწყვიტა თვითონ მოენახულებინა ანამარიას, ბოლოს და ბოლოს კლასელი იყო და სხვა არც არავის გამოუთქვამს ელენეს ნახვის სურვილი.
გათენდა. მზიანი და მშვენიერი დილა იყო, ეს ანამარიასთვის თორემ ისე უკვე შუადღე გამხდარიყო. საწოლიდან ზანტად წამოდგა და აბაზანაში შევიდა თავის მოსაწესრიგებლად.
-ანნა მალე გამოდი ვიღაცამ მოგაკითხა, ამბობს მეგობარი ვარო. - შესძახა ნანამ შვილს.
-კაი გამოვდივააარ - დაიძახა ანნამარიამ.
-დედიი დღეს კლასელთან მივდივარ, რომ იცოდე. სკოლაში არ დადის და მოვინახულებ როგორაა. ხო გამიშვებ? - საყვარლად აუფახულა წამწამები დედას და თან თმის გამშრალება გააგრძელა.
-კი ანნა წადი რა პრობლემაა.
-ყველაზე კარგი დედიკო მყავს მსოფლიოში.
-კაი ეხლა, ნუ მეაფერისტები. ჩადი გელოდება ის ბიჭი.
-უი ჰო ჰო, სულ გადამავიწყდა - გაიკრიჭა ანნა - მოიცა ბიჭია? და შენ არ იცნობ? რა საინტერესოაა. - ჩაფიქრდა ანამარია.
- ჩადიი რა დამასვენე. - ამოიოხრა ნანამ და ოთახიდან გავიდა. შვილი კი პირველ სართულზე ჩაუშვა.
დათუნებიან გრძელ მაისურში და ცხვრის ფორმის ჩუშტებში გამოწყობილი ჩავიდა ანნა ქვემოთ. ძალიან უკომპლექსო ,თავისუფალი ბავშვი იყო სულ, მაგრამ როგორც კი მაგიდასთან მჯდარი ლუკა დაინახა სახეზე სულ წამოწითლდა თავისი ჩაცმულობის გამო. ამდროს კი ბიჭმა ბოლო ხმაზე ატეხა ხარხარი და გულიანად დასცინა წინ მდგარ ბავშვს. შემდეგ გაახსენდა თავისი იქ მისვლის მიზეზი და როგორღაც დაწყნარდა.
-შენნ... აქ... როგორ.. ნუ თუ.. - ბლუყუნებდა შერცხვენილი და გაკვირვებული ანნა.
-ჰო მე ვარ, მე. არ მეგონა ჩემი დანახვა ასე თუ დაგაბნევდა. - ისევ ის, ნაცნობი ირონიული ღიმილი, მაგრამ მაინც რა მიმზიდველია.
-სულაც არა, უბრალოდ არ გელოდი.
-არ უთქვამს დედაშენს რომ მოვედი?! - ისევ მიღიმის.
-ისა.. რაგინდა? რისთვის მოხვედი? საერთოდ ჩემს სახლში რას აკეთებ? -ამომიტივტივდა კითხვები.
-რა სტუმართმოყვარე ხარ, პირდაპირ გავოგნდი.
-სტუმართმოყვარე ვარ მაგრამ ყველას მიმართ არა. - თვალს ვუკრავ და ვჯდები მის პირდაპირ სავარძელში, ჩემი საფირმო დაჯდომის წესით ორივე ფეხს ვიკეცავ და კომფორტულად ვთავსდები.
-როგორი მწარე ენა გაქვს, ადამიანს მადლობის თქმასაც არ აცდი. -კარგად დამაკვირდა და ბოლოს მაინც მითხრა. - შენ რა ყველა სტუმარს ეგრე უჯდები? - მგონი გაბრაზდა მაგრამ რატომ? არვიცი.
-რა მადლობის? - გულწრფელად გამიკვირდა.
-ჩემს დას რომ დაეხმარე.
-დავეხმარე? მე ხომ ისეთი არაფერი გამიკეთებია.
-ჰო რავიცი შეიძლება. - რაოო? რა თქვა? ეს რა დამყოლი ვინმეა თან როგორ მიშლის უკვე ნერვებს, საერთოდ ამდენს რატომ ვუთბენ.
-რამეს დალევ?
-გააჩნია რა გაქვს.
-მოიცა ვნახავ. - მაცივარს და კარადას ერთდროულად ვაღებ და თვალს ვავლებ იქაურობას.
-მანდ რჩები? - გამომძახა მისაღებიდან.
-არა და სხვათაშორის შენს გამო გამოვედი აქ. - ვუბღვერ ჩემებურად. საერთოდ რატომ მოქმედებს ეს ბიჭი ჩემზე ასე?!
-ჰმმ.. აბა რას შემომთავაზებ?
- ფორთოხლის წვენი, ყავა, ჩაი და წყალი გვაქვს რომელი გინდა. - მობეზრებულად ვეკითხები.
-როგორც ვიცი ასეტ ამინდში და ზაფხულის დასაწყისში ჩაის არ სთავაზობენ. - მომანატა საუცხოო ფერის თვალები.
- ცივი ჩაის და ყავის შესახებ არაფერი გსმენია ხოო?
-უიი ჰო - მეკრიჭება საყვარლად და თმის უკანა ნაწილს იჩეჩავს. ღმერთო რეებს ვფიქრობ..
- ყავა იყოს.
სამზარეულოში შევდივარ და ორ წუთში ორი ყავით ხელში გამოვდივარ და ლუკასკენ მივიწევ. ის ისაა უნდა დავდო ჭიქები მაგიდაზე, ფეხზე რაღაცა მკბენს და მეც ჰაერში ვხტები. ვაანალიზებ რომ რაღაც რბილზე დავეცი და როცა თავს ვაბრუნებ მის ძალიან გაბრაზებულ სახეს ვაწყდები. პირველად ვხედავ ადამიანის თვალებში ასეთ ბრაზს. მარა რა გავაკეთე მე საამისო, არც არაფერი.
-უფსს, ყავა გადამისხია - უნებლიედ საკუთარ ფიქრებს ვახმოვანებ ხმამაღლა. (შეიძლება აქამდე არ მითქვამს მაგრამ ძალიან მოუხერხებელი ვარ, ამას ნელ-ნელა თქვენც მიხვდებით)
-ძაან ცივია? - სახეს ვმანჭავ და ტანზე გადასხმულ ყავაზე ვანიშნებ. საბედნიეროდ მე არ გადამსხმია რაც საკმაოდ გამიკვირდა. წამებში იღებს ყავის ჭიქას და მთლიანად მასხავს სახეზე და ზედაზე.
-ძაან ცივია? - მიბრუნებს კითხვას.
-ნაგავო, დეგენერატოო.. ვილანძღები და ისე ვისუფთავებ სხეულს სულ არ მიფიქრია მისი მუხლებიდან წამოდგომა. დიახ, არ მოგესმათ, ამდენი ხანი კალთაში ვეჯექი.
-კომფორტულია? - მუხლებზე მანიშნებს და მის სახეზე სიბრაზეს ცოტათი ანეიტრალებს ირონიული ღიმილი.

ყველას ძალიან დიდი მადლობა ასეთი შეფასებებისთვის <3 ველი თქვენს რეაქციებს ამ თავთან დაკავშირებით... <3
და კიდევ, ბონუს თავებსაც დავდებ ხშირად თუ ამის სურვილი გექნებათ :* kissing_heart



№1  offline წევრი ketaa

რაკარგიააა <3

 


№2  offline წევრი isterichka123

ai dzan kai gogoxar da kai istoria male dade

 


№3  offline წევრი TeJi

isterichka123
ai dzan kai gogoxar da kai istoria male dade


მადლობა ძაან დიდი <3 ვცდილობ დავაიგნორო ზოგის შეფასება მაგრამ ასე თუ გააგრძელეს ვერ დაგპირდებით რომ ამ საიტზე დავრჩები

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent