ცხოვრება გრძელდება _4_
სცენაზე გასვლისას უბრალოდ ყველაფერი დამავიწყდა, ჯგუფის წევრები გარშემო შემოვიკრიბე და სულ ორი სიტყვა ვუთხარი გავაკეთოთ ის რასაც ვაკეთებთ - მაგრამ ჯგუფის ნაწილი ჯერაც არ მოსულა. შემაწყვეტინა მაიკლმა და შეშინებული და თან დაბნეული თვალებით შემომხედა. აქ წავაგე მეთქი ვთქვი და იქვე მდგომ კიბის საფეხურზე ჩამოვჯექი. - რაა? ნუთუ მომესმა?! აშკარად ყურის ექიმი დამჭირდება, შენ ან გაგიჟდი ან კიდევ სტრესისა და შოკისგან ბოდავ ჰოო? ელენამ ხელი მომკიდა და მთელი ძლით გამითრია. - მე აქ იმისათვის არ მოვსულვარ რომ დავნებდე. აჰყვა ნიკაც და გვერდით მიუდგა ელენას, არც მე შენ წარმოიდგინე მას შეუერთდა მაიკლიც. - კარგით ((Darkness light)) გავდივართ და ვხურავთ, ვაკეთებთ იმას რაც ყველაზე მეტად გვიტაცებს და გვიყვარს, გასაგებია??? ვაკეთებთ იმას რაც გამოგვდის, მნიშვნელობა არ აქვს, სხვა არაფერს. წამოვხტი კიბის საფეხურიდან და სცენაზე გავედი. უამრავი ხალხი მიყურებდა, უამრავი ადამიანი რომელიც ჩემგან სასწაულს ელოდა, ელოდა რომ საუკეთესო ვიქნებოდი. არ ვიცი რა დამემართა, თითქოს აღარავინ და აღარაფერი მაინტერესებდა, ვაკეთებდი იმას რაც მსიამოვნებდა, ვაკეთებდი იმას რაც ჩემი ცხოვრების ნაწილი იყო, ემოციები კი ისევ დაულაგებელი იყო, შიშისგან ფეხები მიკანკალებდა, ნერვიულობისგან მუცელში პეპლები დაფრინავდნენ, სიხარულისგან თვალებში წვიმასავით ჩამდგარ ცრემლებს ძლივს ვიკავებდი, იმხელა ენერგიას ვგრძნობდი თითქოს ელვასავით მივლიდა სხეულში და რიტმის გრძნობას მიათმაგებდა, ყოველი გათენებული ღამე თვალწინ მედგა და თითქოს რაღაც მომენტში ვინანე კიდეც ამხელა რისკზე წამოსვლა, თითქოს შემეშინდა კიდეც რომ ყველაფერი ცუდად ჩაივლიდა და სასაცილოდ არ ვეყოფოდი ჩემს მოწინააღმდეგე გუნდს, მაგრამ შემდეგ გამახსენდა ჩემი თანაგუნდელების ფრაზა ჩვენ არ დავნებდებით ამის გამო არ მოვსულვართ ხო და ჯანდაბას რაც არის არის ბოლომდე ვიბრძოლებ მეთქი, საკუთარ თავს შთავაგონე და ავყევი მუსიკას. უზარმაზარი სცენა თავისი განათებებით, უამრავი ხალხი, უდიდესი ნერვიულობა, უდიდესი ენერგია, შიში, მაგრამ ამის მიუხედავად მივიწევთ წინ, მართალია ეს ყველაფრის ფასად მიჯდება მაგრამ მაინც არ დავნებდები რადგან არ გვჩვეია. მუხლები მეკვეთება და საკუთარ თავზე ნერვები მეშლება (( ჯანდაბა რა გოგოსავით იქცევი?! ქვეცნობიერი იქედან მიმატებს სანერვიულოს. გოგო ვარ და რა ვქნა?! ამ სპორტულების მიღმა ჩვეულებრივი გოგონა იმალება, ჩვეულებრივი გრძნობებითა და არაჩვეულებრივი ცხოვრებით, ახლა კი თავი დამანებე. ხალხის ხმაური ზღვის ტალღების აქაფების ხმას ჰგავდა, ეს მოკაშკაშე შუქები კი თვალს მჭირდა, შიშმა შემიპყრო, სალტო რომ გავაკეთე დავინახე ელენა, მაიკლი და ნიკა რომლებიც უბრალოდ ცეკვით კაიფობდნენ, სიამოვნებდათ რასაც აკეთებდნენ და სულ არ აინტერესებდათ არც სცენა და არც ის ხალხი რომელიც მათ უყურებდა, თითქოს ჩვეულად დარბაზში იდგნენ და ვარჯიშობდნენ, მათმა დანახვამ მუხლების კანკალი მომაშორა, ენერგია მოაწვა სხეულს, იმდენად მოაწვა რომ თითქოს აღარ იცოდა სად უნდა წასულიყო და მთელს ტანში ჟრუანტელის სახით მევლინებოდა, გული ისე ასწრაფდა თითქოს რაც სისხლი იყო სხეულში ერთიანად შეგროვდა მასში და აიძულა უფრო სწრაფად ემუშავა, პეპლები კი თითქოს დამშვიდდნენ, ახლა მხოლოდ ერთი მიზანი მქონდა, მენახა როგორ მომცემდნენ ჯილდოს და როგორ ჩავხედავდი თვალებში ჩემს დამარცხებულ მოწინააღმდეგეს რომელიც მთელი ორი წელია ერთი ნაბიჯით უსწრებს ჩემს გუნდს. ამდენი ემოცია ერთად არასდროს მიგრძვნია, მართლა, მე უბრალოდ გახარებულიც, შეშინებულიც, გაოცებულიც, ენერგიულიც, შეყვარებულიც და კაპიტანიც ერთად ვიყავი, ასე მეგონა სადაცაა გული ამომივარდება მეთქი, ამდენი ძალა თუ მქონდა მართლა არ მეგონა. და აი ბოლო ნომრის დროც დადგა, იმ ბოლო ნომრის რომელსაც რვავე ერთად ვასრულებდით, თუმცა ჯგუფის დანარჩენი წევრები ჯერაც არ ჩანდნენ. ახლა კი ნამდვილად ვიგრძენი როგორ გაჩერდა გული, როგორ გაიყინა ძარღვებში სისხლი, როგორ გამომეცალა ძალა, როგორ წამერთვა ენერგია, სიხარული, მღელვარება და როგორ დავემსგავსე ხეს რომელსაც ტოტებს აჭრიდნენ, ბოლო ნომერი, ბოლო შანსი, ბოლო სიცოცხლის მიზანი, ბოლო აზრი ჩემი ამდენი შრომის და უცებ ყველაფერი სულ რამოდენიმე წამში მორჩება. ვფიქრობდი და დიდი რისკისა და შიშის ქვეშ მაინც ვაგრძელებდი სალტოს კეთებას, მაინც მჯეროდა რომ ამდენი ტყუილად არ გვიშრომია, მაინც მჯეროდა რომ ასე არ დასრულდებოდა ჩემი ამდენი წლის მიზანი, ასე არ გამწირავდნენ. ვიღაცა შემოვიდა სცენაზე, ვიღაცა რაა დაახლოებით ათი ჩემთვის უცნობი ( ნუ ჯერჯერობით მაინც) ადამიანი რომელთაც შავი კაპიშონიანი მანტიები ეცვათ და არც სახე უჩანდათ, მე არ ვიმჩნევ ან რა უნდა შევიმჩნიო?! მეც არ ვიცი ახლა რა რეაქცია უნდა მქონდეს. საბედნიეროდ ფონოგრამა არავის გაოურთავს, ჩვეულად ვაგრძელებდით ცეკვას მაგრამ ვაი იმ ცეკვას, ეს ცეკვა კი არა უბრალოდ მოძრაობები იყო, ან როგორ უნდა მეცეკვა სრულიად უცნობი ადამიანი თავისი ცხრა კაცით ერევა ჩემს ცეკვაში რაც ჩემთვის უცნაურიცაა და თან ჩემში ყველა გრძნობას ერთდროულად აღვიძებს, იმ გრძნობებს რაც ერთხელ უკვე ძლივს დავაშოშმინე და მოვიშორე. ფონოგრამა გრძელდება, განუსაზღვრელი მეჩვენება ამ ფონოგრამის სიგრძე, უცებ ჩემთან ახლოს სუნთქვას ვგრძნობ, ძალიან ახლოსაა, ახლა კი ის პირდაპირ ჩემს ყურთანაა. - რაო შეგეშინდა? ხელს მკიდებს და სალტოს მაკეთებინებს, უფროსწორად მეც არ ვიცი რას. - ვინ ხარ? ხელს ვუშვებ და ისევ იქ ვბრუნდები საიდანაც ამ ილეთმა გამომიყვანა. - მუხრუჭი შევაკეთე და გადავწყვიტე შენთვის შემეტყობინებინა. (( ახლა კი ნამდვილად გული წამივა)) მოკეტე ქვეცნობიერო. - შენ? როგორ ბედავ შემოიჭრა შუა სცენაზე სრულიად გამოუცდელი და ჩემს ჯგუფს ნომერი ჩაუშალო? ხელებს ძირს ვალაგებ და ფეხები ზემოდ ამაქვს, მთელი ძლით ვხტები და ჰაერში ორ ბრუნს ვაკეთებ. - გგონია გამოუცდელი ვარ? თუ ასეა ახლა ჩემს ერთ გუნდელს ფონოგრამას შევაცვლევინებ და შენც ამყევი კარგი? მერე კი ისევ ის ჩაირთვება რაც გაქვს გეგმაში. ფეხის ერთი მოძრაობით და თანაც ისე მოხერხებულად მოდის ჩემთან ახლოს რომ გაოცებული ვრჩები. - რატომ უნდა მოგცე შანსი? - შენი აზრით ვაჭრობისათვის შესაბამის მდგომარეობაში ხარ? ისევ ფეხის ერთი გაცურებით ჩნდება ჩემს ზურგს უკან და ყურში ჩუმად მეუბნება. - ერთი შანსი. - ჯანდაბას შენი თავი, კარგი. თავზე ვტრიალდები, შემდეგ იატაკს ხელებით ვშორდები და უკან, ჩემს გუნდთან მივდივარ, ვანიშნებ რომ არ გაჩერდნენ რაც არ უნდა მოხდეს და მერე ისევ ჩემს ადგლს ვუბრუნდები. ფონოგრამა ჩერდება, სრულიად სხვა მუსიკა იწყება და ეს ათივე წინ გადის, იხდის ამ შავ მანტიებს, რომელთა ქვეშაც საიმედოდ იმალებოდნენ, წინ მუხრუჭა დგას, უკან კი ხუთი ულამაზესი გოგო უდგას. (( კი მაგრამ უფრო მეტნი რატომ მახსოვდა?)) ყველა ერთნაირ ფორმაში, შავ- თეთრი წარწერებიანი მაიკა და შავი კეპი ასევე შავი ფართო უბიანი სპორტულები. დაიწყო მათი მუსიკა, ისე ოსტატურად მოძრაობდნენ, ისე დახვეწილად, ისე ლამაზად რომ გეგონებოდათ რაც დაიბადნენ ცეკვავენო, ისეთ ილეთებს აკეთებდნენ თითქოს ზეცაში ფრენა შეეძლოთ და მიწაზე ყველაფრის ბატონ-პატრონები იყვნენ, ფეხის ერთი მოძრაობით ისე სწრაფათ ტრიალებდნენ რომ ქარიშხალი მიმიქარავს. არც ჩვენ ჩამოვუვარდებოდით, საკმაოდ კარგ და ძნელ ილეთებს ვაკეთებდით, ყველა ელემენტი კარგად ვიცოდით რაც მათთან ერთად ცეკვაში დაგვეხმარებოდა, ისინი ვერ დაგვრჩდილავდნენ, მართალია სხვებმა არ იცოდნენ რომ ჩვენი ჯგუფის ახალი წევრები არ იყვნენ მაგრამ ჩვენ ხომ ვიცოდით?! ნუ მოკლედ ჩვენც რაც ვიცოდით ვცეკვავდით, ვაკეთებდით იმას რაც გვსიამოვნებდა, ისე იყვნენ ისინიც, ბოლოს ერთ მხარეს ისინი იდგნენ მეორე მხარეს ჩვენ, ჩვენ შავი და ყვითელი კეპები, ყვითელი ასეთივე მაიკები და შარვლები გვეცვა, მარჯვნივ ჩვენ ვიდექით მარცხნივ ისინი, ისინი თავისას აკეთებდნენ ჩვენ ჩვენსას, ჩემში კი უკვე აღარც მე ვიცოდი რა ხდებოდა, ცეკვის გარდა ყველაფერზე ვფიქრობდი, ყველაფერი მაინტერესებდა და ყველაფერი მაეჭვებდა, ჩანდა თითქოს ცეკვაზე მობილიზებული ვიყავი მაგრამ ამდენად გაფანტული ცხოვრებაში არასდროს ვყოფილვარ. საკუთარი ქვეცნობიერი არ მასვენებდა. (( აქ რა უნდა? რატომ მოვიდა? რაში აინტერესებს წააგბ თუ მოიგებ? საიდან იცოდა რომ საერთოდ ცეკვავ? რატომ გეხმარება?)) კითხვებს ვსვამდი პასუხები კი არსად ჩანდა, ჩაფიქრებული გაუგებარ მოძრაობებს ვაკეთებდი, ამ დროს კაბელებში ფეხი გამეჭედა და უცებ ვიღაციის მკლავებში ამოვყავი თავი. - იცეკვე თორემ ვეღარ გიშველის ეგ შენი გაშლილი თმები. ისევ ეს დამცინავი ტონი, შიშისგან მოჭუტულ თვალებს ვახელ და ვხედავ ლურჯ თვალებს რომლებიც ჩემს ტუჩებს მიშტერებიან. - რა გინდა? სალტოს გაკეთებაც აღარ მაცალო. გაბრაზებულმა ხმადაბლა ამოვიბურტყუნე. - სალტოს გაკეთებას თუ მთელი საკაბელო სისტემის ხარჯზე აპირებ რა პრობლემაა. ძლიერად ააქნია ხელი რომლითაც ვეჭირე და ისევ ფეხზე დავდექი. ამასობაში ფონოგრამაც დასრულდა. დადგა წამები რომელსაც მთელი ჩემი ცხოვრება ველოდი, წამები როდესაც პრიზს მივიღებდი, თუმცა რათქმაუნდა ეს პრიზი ჩემთვის მარტო პრიზს არ ნიშნავდა, ეს იყო ჩემი გამარჯვება საკუთარ თავზე, საფასური გათეული ღამეებისა და რაც მთავარია მამაჩემის იმედების სიმბოლო. როგორც იქნა ამოვიდა წამყვანი სცენაზე. - დააა მთავარი! ვინ გახდება წლევანდელი გამარჯვებული? ვის აირჩევთ თქვენ?! თქვენს ხელშია თქვენი ფავორიტის ბედი, აიღეთ მობილური ტელეფონები და ახლავე დაურეკეთ მას, ((Darkness light)) ნომრით 500 501 და ჰიპ-ჰოპის მეფეები ნომრით 500 504 ათვლა დაიწყო 10 გული საგულეში აღარ მეტევა 9 ლამისაა ვენები დამისკდეს, 8 ყელში ბურთი მეჩხირება, 8 ფეხები მიკანკალებს, 7 სუნთქვა მიჩერდება, 6 თითებს ნერვიულობით ვიტკაცუნებ, 5 ცივი ოფლი მასხავს, 4 საშინლად ვნერვიულობ და შინაგან გამოფიტულობას ვგრძნობ, თითქოს აქ არც ვდგავარ, 3 მუხრუჭასკენ ვიხედები ისიც ჩემნაირად ნერვიულობს, სახეზე ეტყობა, 2 ერთი წუთიც და მოვკვდები, 1 ჩემი ცხოვრება დასრულდა. - დაა ხმის უმეტესობა ანუ 99% მიიღო ერთმა ჯგუფმა, დაა ესს არისს... დარბაზში ხმაურმა იმატა, მესმოდა როგორ ყვიროდნენ გულშემატკივრები, პირველად ვიგრძენი რომ ოჯახის გარდა კიდევ ვინმეს ვუყვარდი, ჩემთვის მნიშვნელობა დაკარგა მოგების სურვილმა, მე ხალხს ვუყვარდი და მორჩა, რა აზრი ჰქონდა ამ ტიტულს ვინ მიიღებდა?! ჩემთვის აღარანაირი. მაგრამ გულის სიღრმეში კი არა და ისეც ნამდვილად მინდოდა იმათი დამარცხება ვინც უჩემოდ დარჩენილ ჩემს გუნდელებს ავიწროებდა და ამცირებდა, მინდოდა მათ თვალებში ჩამეხედა და შეხედვითვე მეთქვა აი თქვენი დასაცინი თქვენვე გახდით მეთქი, ამისთვის ღირდა ეს ამდენი ნერვიულობა და გაურკვევლობა. წამყვანი რომელიც ერთ ხანს გაჩუმდა ისევ არღვევს სიჩუმეს და განაგრძობს პაუზებით საუბარს. ვსოო ამდენი აღარ შემიძლია მეთქი ვფიქრობ და ისისაა სცენიდან უნდა გავიდე რომ წამყვანი ასრულებს. - დაა ხმების 99% მიიღო გუნდმა რომელიც პირველობისთვის დაუზარელად იბრძვის, და ეს გუბდიააა ((Darkness light)). ფეხები მეკვეთება, თვალებში მიბნელდება, სახე მიცივდება, ცივ ოფლს ვგრძნობ და ამ შავ ბინდში მხოლოდ ლურჯი თვალები ჩანს. თვალებს ვერ ვახელ, ქუთუთოები იმდენად მაქვს დამძიმებული რომ თვალის გახელა საშინლად მეძნელება, თითქოს გირებია ჩამოკიდებული. თვალების გახელას ვახერხებ მაგრამ ყველაფერი ბუნდოვანია, ვცდილობ გამოსახულება აღვადგინო, თვალებს რამოდენიმეჯერ ვხუჭავ და ნელ-ნელა აზრზე მოვდივარ. ვიღაცას თავი ჩემს საწოლზე უდევს და სძინავს, დავიბენი, ნეტავ ვინ უნდა იყოს, ან რა მოხდა?! ვეცადე გამეხსენებინა მაგრამ მხოლოდ ერთი ფრაზა მახსოვს დაა ხმების 99% მიიღო გუნდმა რომელიც პირველობისთვის დაუზარელად იბრძვის, და ეს გუბდიააა ((Darkness light)). და შავ ბინდში მუქი მუქი და იმაზე კიდევ მუქი ლურჯი თვალები, ვის ააქვს ასეთი თვალები? საიდან მეცნობა ასე? რატომ იწვევს ჩემში გაურკვეველ შეგრძნებას? ოხ როგორ აღარ მახსოვს, ეს ხომ მუხრუჭას თვალებია?! სიცილით წამოვიყვირე და შეჯახებაც გამახსენდა. - კარგად ხარ? მაშინვე წამოხტა დაბნეული მაიკლი. - მაიკლ? - რა იყო? ხომ კარგად ხარ თქო. - კი კარგად ვარ უბრალოდ შენ არ გელოდი. - აბა? - კაი დაივიწყე. დაბნეული და გაკვირვებული, სიმართლე გითხრათ ოდნავ იმედგაცრუებულიც ვუყურებ მაიკლს თვალებში. - ანნა ჩვენ მოვიგეთ და მერე შენ... - ვიცი ვიცი. საწოლიდან წამოვხტი და ჩანთა რომელიც იქვე მიეგდოთ ზურგზე მოვიკიდე. - მოიცა საით? დამელოდე. კალიდორში გავრბოდი როცა დავინახე მაიკლი ყვირილით როგორ მომყვებოდა, შორიდანვე დავუძახე. - არარის საჭირო, მადლობა ყველაფრისთვის, მარტო წავალ. საავადმყოფოს სამი კიბე ჩავირბინე და გარეთ გიჟივით გავვარდი, გზაზე არც გამიხედავს ისე გადავირბინე, აი სწორედ აქ დავუშვი შეცდომა, რადგან ისევ მანქანას შევეფეთე, ახლა უკვე ცოტაღა აკლდა რომ გადაევლო. - ჰეი, შენს დანახვაზე რატომ უფუჭდება ჩემს მანქანას მუხრუჭები? - მუხრუჭა ეს უკვე სასაცილოდ აღარ მიმაჩნია, კინაღამ გამიტანე, თუმცა კარგია რომ შეგხვდი, სალაპარაკო მაქვს. სწრაფად მივედი მანქანის კართან გამოვაღე და ჩავჯექი. - შენ თუ ასე უხტები გამვლელ-გამოვლელს მანქანაში მაშინ კარგად ყოფილა შენი საქმე. - სხვებს ჩემს დანახვაზე მუხრუჭი არ უფუჭდებათ, ახლა კი მოკეტე და მომისმინე. ფეხები მანქანის ზედა ნაწილზე შემოვალაგე და კომფორტულად მოვეწყვე. - ფეხები ჩამოწიე! - უჟმურო. ისევ დაბლა დავაწყვე და ენა გამოვუყე მუხრუჭას რომელიც დაბღვერილი უყურებდა ჩემს დაჭყანულ სახეს. - გისმენ. - იქნებ ჯერ მანქანა დაძრა? სადმე დამპატიჟე, ოღონდ იცოდე ეს პაემანი არაა. მუხრუჭამ მანქანა დაქოქა და ინტერესით შემომხედა, მე ვითომც არაფერი ხელით ვანიშნე იარე მეთქი, ნახევარიი საათის შემდეგ რომელიღაც პატარა კაფეში შევედით, სიმართლე გითხრათ მართლა არ მინდოდა ისე გამოსულიყო თითქოს პაემანზე მივყვებოდი ან ვეპატიჟებოდი, ეს არც მიფიქრია, უბრალოდ მინდოდა პასუხები მეპოვნა გუშინდელთან თუ როცა იყო იმდღევანდელთან დაკავშირებუთ რადგან საკუთარი ქვეცნობიერი დამემშვიდებინა. პატარა კუპეში შევედით, მე კოლა შევუკვეთე მან კი ბურგონი. - არ მინდა გეგონოს რომ პაემანზე ვართ ან რაიმე მაგდაგვარი, უბრალოდ მაინტერესებს რაში დაგჭირდა ეს ყველაფერი, ან ასე რატომ დაინტერესდი ჩემით?! ჩემს პირდაპირ იჯდა ეს თმააბურძგნული ლურჯთვალება იდიოტი და ბურგონს მიირთმევდა. - შენით დავინტერესდი, დიახ ვაღიარებ, მართალი გითხრა ეს ინტერესზე უფრო მაღლლა დგას რაც მე შენს მიმართ ვიგრძენი. - აუ ახლა არ თქვა.. - მე უბრალოდ ვიღადავე საკუთარი ცეკვით, ერთადერთი არ ხარ ვისაც ქუჩური ცეკვა უყვარს და ვიცოდი რომ შენები არ მოვიდოდნენ, მათ გადაუდებელი საქმე ჰქონდათ. - რა? შენ საიდან იცი მათ რა საქმე ჰქონდათ ეს შენი.. - უბრალოდ სანდო წყაროები. ისევ გამაწყვეტინა სიტყვა. - შენ რატომ გაღელვებდა ის ფაქტი რომ ჩემები არ მოდიოდნენ? გაოცებული ვუყურებდი მუხრუჭას და კოლას ვწრუპავდი. - მაღელვებდა თორე ახლა მეც ღამე არ მეძინა. სიცილი წასკდა მუხრუჭას, და ბურგონის მთლოანი ბოთლი ჩაცალა. - გული რომ წამივიდა რატომ მახსოვს რომ შენ იყავი იქ? კოკაკო;ის ბოთლს მაგიდაზე ვდებ და ხელებით ვეყრდნობი. - ქვეცნობიერი გატყუებს. ბოთლი მანაც მაგიდაზე დადო და ხელებით დაეყრდნო. ასე ვუყურებდით ერთმანეთს, როდესაც თვალებში კიდევ შემომხედა სწორედ მაშინ დავრწმუნდი რომ ნამდვილად მისი თვალები იყო იმ შავ ნისლში. - არა კარგად მახსოვს შენ იყავი. - ასე ძალიან შეგიყვარდი? ისევ დაჯდა სკამზე და ფეხები მაგიდაზე შემოაწყო. - პირველ რიგში ფეხები ჩაწიე, შემიყვარდი? აბაა რაა შენზე ფიქრით ღამე ვერ ვხუჭავ თვალს. - უჭმურო. ისე ხოო ეგ მეც შევამჩნიე. გაბრაზებულმა ჩანთა ავიღე და კოკაკოლა სახეში შევასხი. - ეს იმ დამცინავი ტონისთის, შემდეგ მაგიდა გამოვაცალე რომელზეც ფეხები ელაგა, ეს იმის ნიშნად თუ რა ძალიან მიყვარხარ. - იცოდე აღარ დავამუხრუჭებ - არც მე ვაპირებ გზაზე გადმოსვლას. ზუსტად მახსოვს რომ შენ დამიჭირე, მაგრამ ამას რა მნიშვნელობა აქვს, არ შეგეძლო საავადმყოფოში მაინც მოსულიყავი? - მავალდებულებ? კოკაკოლას სალფეტკით იქმინდავს სახიდან და ნელ-ნელა მიახლოვდება. - სულაც არა. ჩემთან საკმაოდ ახლოსაა. - დიახ მე ვიყავი ვინც დაგიჭირა, მე ვიყავი ვისაც შენზე გული შესტკივა, მე ვიყავი ვინც დაგეხმარა მოგებაში, მე ვიყავი ვინც მანზანა ფეხებთან გაგიჩერა, მეე გესმის მეე. ჩუმად და მშვიდი ტონით მეუბნება, შემდეგ ისევ უკან იხევს და სკამზე ჯდება. - კი მაგრამ რატომ?! რაში დაგჭირდა? მეც ვუბრუნდები ადგილს. - ისე უბრალოდ რაა? არ შეიძლება? - არა როგორ არა მაგრამ მე მაინც დამაინტერესა, ეს ბუნებრივია, ხომ ასეა? - სავსებით. თავდახრილი მელაპარაკება. - თვალებში რატომ არ მიყურებ? - მახსენდება. - რა? რა გახსენდება ! ინტერესით წინ გადავიხარე. - ნუთუ არ გახსოვარ? - არა საიდან უნდა მახსოვდე? მიპასუხე! - მოკლედ, იმ საღამოს როცა მამაშენი სახლში მოიყავანეს, შენ განადგურებული სახლიდან გამოვარდი და სანაპიროსკენ წახვედი, როგგორც იცი იქ ბევრი კლდეა, შენ ყველაზე მაღლა ახვედი და იქიდან გადმოხტომას აპირებდი. - ხოო მახსოვს მახსოვს მაგას რა.. - ნუ მაწყვეტინებ ისევ თავდახრილი აგრძელებს საუბარს. - სწორედ იმ მთაზე ავდიოდი როცა დაგინახე როგორ ცდილობდი გადმომხტარიყავი მაგრამ თითქოს რაღაც გაკავებდა. ვეცადე უფრო სწრაფად ამოვსულიყავი და ფეხი დამიცდა. - რააააა?????? ჯეის ეს შენ ხარ??? კი მაგრამ შენ ხომ მამაშენთან ერთად აქედან სამუდამოდ წახვედი? დაბნეული ძლივსღა ვლაპარაკობდი და ენა მებმეოდა. - კი, კი ანნა და გაინტერესებს რატომ ვერ მოვედი შენთან საავადმყოფოში? იმიტომ რომ როცა აქედან წავედით მამას ლეიკემია დაუდგინეს, მამაჩემი საავადმყოფოში გამოესალმა სიცოცხლეს, მეზიზღება ექიმები. - მარრრ მარრთთ მეტი ვეღარ მოვითმინე და ავტირდი. - არა არა გთხოვ ნუ ტირი, ხომ გახსოვს ერთმანეთს რას დავპირდით როცა მივდიოდი!? არანაირი ცრემლი და სამუდამო მეგობრობა, გახსოვს როგორ გეშინოდა როცა ამ ფიცისთვის ხელს ვიჭრიდი, და როცა შენი დრო დადგა საერთოდ გაიქეცი მაგრამ შემდეგ მაინც მობრუნდი. ახლა მეც ასე მოვიქეცი გავიქეცი მაგრამ მოვბრუნდი. წამოდგა სკამიდან და ჩამეხუტა, მხოლოდ ახლა მეცნო მისი სურნელი როცა ასე ახლოს მივედი მასტან. - ხო მართლა, ლანნა დეიდა როგორაა?? მის მხრებში ჩარგული თავი წამოვწიე და ყურში ჩუმად ჩავჩურჩულე. - ლანა დეიდა აღარაა. ამაზე უფრო ამეტირა, ახლა აღარც ქვეცნობიერს ვუსმენდი და აღარც საკუთარი სიძლიერის ნიღაბი მაინტერესებდა, უბრალოდ ვიყავი ის ვინც ვიყავი, იმასთან ვინც ის იყო რაც იყო. - ახლა მარტო ხარ? - სრულიად. ასე ჩახუტებულები ვჩურჩულებდით. ბოლოს ჩანთა ავიღე და გასასვლელისკენ წავედით. მანქანა პუჩის მეორე მხარეს იდგა, როგორც ყოველთვის გახედვის გარეშე გადავირბინე. - ანნააა |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.