ცა ჯერ კიდევ ლურჯია ( თავი 2 )
საღამოხანს მანქანით გარეთ ვიყავი გასული, ვათვალიერებდი ქუჩებს და ვხვდებოდი რომ ყველაფერი ნაცრისფეი გამხდარა, ერთფეროვანი როგორც ჩემი ცხოვრება, მოწყენილი და ამავე დროს მრავლის მთქმელი... ხალხი რომლებიც სახლისკენ მიიჩქარიან, იქ კი სითბო და საყვაელი ადამიანები ელოდებიან... ბედნიერებაა! როცა გყავს ოჯახი! გყავს დედა რომელის თვალებში ყოველყვის სითბო და სიყვარული ჩანს..,, მამა რომელსაც ყოველთვის ედავები, რომ როცა გკოცნის წვერი ლეყებს გიჩხაპნის, ან დედა როცა დაგტუქსავს იცი, მამა გიშველის, შენ ხომ მისი ერთადერთი ქალიშვილი ხარ და ეგოისტურად გიხარია, რომ მთელი სიყვაული და ყურადღება შენ გეკუთვნის... მაგრამ ეს გაქრა ისე უცბად, რომ ახლაც კი მიჭირს გაანალიზება, თითქოს ახლაც სახლში არიან და ჩემს მისვლას ელოდებიან, რომ ერთად ვივახშმოთ და დღევანდელი დღე განვიხილოთ... მომენატრა ძველი დრო... ***** ამ ფიქრებში ვიყავ გართული როცა ერთ-ერთ ბნელ ჩიხთან ჩავლისას ხმა შემომესმა, ეს უფრო განწირული ადამიანის ბოლოხმაზე ყვირილი იყო... -აშკარად გოგონას ხმაა - უცბად შეწყდა, მაგრამ ისევ განმეორდა... მოთმინების ფიალა დავკარგე მანქანე მოწყვეტით გავაჩერე, უკანა სავარძელისკენ გადავიხარე და ბეისბოლის კედი ავიღე, რომელსაც ყოველი შემთხევისთვის ყოველთვის თან ვატარებ, რაიცი როდის შეიძლება დამჭირდეს... მანქანიდან სწრაფად გადმოვედი და ფრთხილი, მაგრამ სწრაფი ნაბიჯით შევედი ჩიხში... დავინახე ორი არაკაცი საწყალ გოგონაზე ძალადობას როგორ ცდილობდა. ერთ-ერთს გოგონა კედელზე ჰყავდა აკრული, მეორე კი უცდიდა " თავის რიგს " . -ჯერ შენ მოგხედავ მეორე არაკაცო - ჩუმად ვთქვი და კედი უკან დავმალე -ვა მეორე ფისოც გამოჩნდა - თქვა მეორე არაკაცმა და ჩემსკენ სვლა დაიწო " მოდი, მოდი.... ხო ცოტაც, კიდევ ახლოს მოიწიე შე ნაბ...ო " უკვე საკმაოდ ახლოს იყო, " საკმარისია " გავიფიქრე და კედი მოვუქნიე " პირდაპირ ყბაში! მშვენიერია " ძირს დაეცა და ტკივილისგან გაითიშა. კედი იქვე გადავაგდე და იმ არაკაცთან წავედი რომელსაც გოგონა ჰყავდა კედელზე აკრული, მისი მეგობრის ამბავი როგორც ჩანს ვერ გაიგო. მივედი და მხარზე ხელი დავადე -გამარჯობა პატარა ნაბ...ო, სუსტთან მაგარი ხარ? - გოგონას ხელი უშვა, ის კი ესევე ჩაიკეცა. ჩემსკენ როგორცვე შემობრუნდა, მუშტი ვაგემე ცხვირშო. ისევ არაფერი ვაცადე და მარჯვენა ფეხი "მამაკაცის ღირსებაში " ამოვცხე მწარედ, ტკივილისგან წელში მოიხარა და მეც მხრებში ხელი მოვკიდე ჩემსკენ მოვზიდე და მოხრილი მუხლი მუცელში ამოვარტყი. უკვე საკმარისი იყო და იქვე მიწაზე მივაგდე მოწყვეტით. წელში გავსწორდი დაგდებული კედი ავიღე და ისევ იმ არაკაცთან ჩავიმუხლე -მომავალში თუ კიდევ გადამეყრები სადმე, ცოცხალი ვეღარ გადამირჩები... ***** გოგნასთან მივედი და წამოვაყენე, ჯერ გონება მთლად არ დაეკარგა " ჯანდაბა რა სუსტია " განგაშის ზარებმა ჩამოკრეს ჩემს გონებაში - მთავარია დროზე მიუსწარი და ახლა სანამ დროა აქედან მოხიე, თორემ რამე ახალი შარი გამოჩნედება და შენც რათქმაუნდა ისევ მოვლენების ეპიცენტრში აღმოჩნდები - დამარიგა ქვეცნობიერმა " მართალ ხარ " ვთქვი -გოგონა ჩემი თუ გესმის გთხოვ დამეხმარე, რომ მანქანამდე მიგიყვანო - როგორც ჩანს ჩემი ხმა გაიგონა და მართლაც ყველანაირად/ბოლო ძალებით ცდილობდა ნაბიჯი გადაედგა. უკანა სავარძელზე დავაწვინე, კედი კი საბარგულში ჩავაგდე. სწრაფად მოვთავსდი საჭესთან და მოვწყდი ადგილს... არ ვიცოდი სად უნდა წამეყვანა ამიტომ ჩემს სახლში წავედი პირდაპი, ვერც ვკითხავდი სად ცხოვრობს, რადგან შოკშია და ჯერ კიდევ ვერ გამოსულა იქიდან... სახლში როგორცვე მივედი ესევე სტუმრების თახში გავიყვანე, სამოსი გავხადე და საშხაპეში შევიყვანე, გრილი წყალი სტრესს ოდნავ მოუხსნიდა, ასეც მოხდა ცოტა გონს მოვიდა პირსახოცი მივეცი და გამშრალება დაიწყო, თუმცა ვერ მოახერხა და ისევ მე დავეხმარე, სუფთა საღამურები მოვარგე და საწოლში ჩავაწვინე, მისი ჯინსის ქურთუკის ჯიბეები შევამოწმე და ტელეფონი ვიპოვე - კარგია - ჩავიფრუტუნე, უცნობ გოგონას სინათლე ჩავუქრე და მშვიდად ძილის საშუალება მივეცი. მისაღებში დავჯექი და კონტაქტებში ახლობლის ძებნა დავიწყე "ძამიკო ალე " ცოტა კი გამიკირდა მაგრამ ამ ნომერზე გავუშვი ზარი... გავიდა... -სალი სად ხარ? - როგორცვე აიღო ესევე იკითხა, ხმაზე ეტობა რომ ნერვიულობდა - როგორ ხარ? სად ხარ ამოიღე ხმა რაღას უცდი? - როგორც ჩანს ნერვებმა უმტყუნა -გამარჯობა - ხმა ჩავიწმინდე - ამ ნომრის პატრონის ვინ ხართ? -თქვენ ვინ ხართ? გამაგებინეთ რა ჯანდაბა ხდება? - ხმაზე ეტობა, როგორი გამწარებულია - ამის დედაც... სალის ძმა ვარ -კარგით! გოგნა ახლა კარგად არის და სძინავს, შეგიძლიათ ხვალ მობრძანდეთ და წაიყვანოთ - მიუგე მშვდად - ჯანდაბა ნიკოლ რამაგარი ხმა აქვს, ასეთი პირველად ჩამესმის ყურებში - " ოხ შენ ხომ კაცი ვერაფერს გამოგაპარებს, თუმცა ჯანდაბა ახლა ამის დრო არაა " -სად ხართ? ალავე მოვალ - ეს უფრო ბრძანებას გავდა, უსიამოვნო გრძნობა დავაიგნორე -კარგით - გავუთიშე და მისამართი მივწერე 20 წუთის შემეგ მანქანის მკვეთრი დამუხრუჭების ხმა გავიგე და მივხვდი რომ ეს სალის ძმა იყო, მალევე გაისმა ზარის ხმაც. წამოვიზლაზნე და კარების გასაღებად გავემართე. დავამთქნარე დიდზე და საათს გავხედე " უკვე შუა ღამეა " გავიფიქრე და კარები გავაღე, თავი ავწიე და ცივად გამაჟრჟოლა, მივხვდი, რომ ისიც დაიბნა -შენ? ორივემ ერთ ხმად ჩავილაპარაკეთ წამებში მოვეგე გონს -შემოდი - ვუთხარი და კარი ფართოდ გავუღე. ცოტახნით დაყოვნდა ადგილზე, შემდეგ თავი დამიკრა და მისაღებში შემოვიდა. " ჯელტლმენი " გონებაში გამეცინა და კარი დავხურე. -სად არის? - იკითხა შეშფოთებულმა -ჩაეძინა, ძალიან არის შეშინებული - ამოვიოხრე და თვალებში ჩავხედე, " ცისფერი! ზღვას ჰგავს " გავიფიქრე და ცალყბად გავიღიმე - გამომყევი - ვუთხარი მკაცრი ინტონაციით და გოგონას ოთახისკენ გავუძეხი კარებთან გავჩერდი და ხელით ვაჩვენე, რომ შეეძლო შესულიყო, მე კი სწრაფად გამოვბრუნდი და პირველ სართულზე ჩავედი... -რთული საღამო იყო - თავში გამიელვა ქვეცნობიერის ხმამ " მართალი ხარ! დალევა არ მაწყენდა, ნეტა რამე დასალევი მაქვს შემორჩენილი? " ჩავფიქრდი - სამზარეულოში ქვედა თაროზე ვისკი არის, საყინულეში კი ყინული - ჩამიკაკლა თავში ყველაფერი ჩემმა ალტერეგომ " ჰმ მადლობა, მადლობა " გამეცინა როგორც ყოველთვის, ტუჩის მარჯვენა კუთხე ამეწია და თეთრი კბილები გამომიჩნდა, ცნობისთვის ასეთი ღიმილით ბიჭებს ყოველთვის ვაგიჟებდი მეკი მაგრად ვერთობოდი მათი სახებიით. ვისკი და ყინულით სავსე თასი ავიღე და ტერასაზე გავედი, შუქი ავანთე, კარები ღია დავტოვე, ყინულები ჭიქაში ჩავყარე და სასმელი დავასხი.. მაშინვე ვიგრძენი ალკოჰოლის სუნი და მესიამოვნა.. სიგარეტის კოლოფიდან ღერი ამოვაძრე და წავუკიდე, სავარძელში ჩავჯექი და იდაყვებით დავეყრდენი მუხლებს, ამოვისუნთქე კვამლი და ჰაერში ზოლად გავფანტე, ლამაზად დაიკლაკნა ჩემს გარშემო და რაღაცნაირ ბურუსში მომიცვა... თვალი თბილისის ხედს გავუშტერე გარკვევით და კარგად მოჩანდა მთაწმინდა და ანძა, რომელიც რატომღაც მთლიანად ლურჯად იყო განათებული -მიყვარს ლურჯი ფერი, სიმშვიდეს მგვგვრის მისი ყურება, ძალიან ღრმა და ძლიერ ფერად მიმაჩნია, არ არის მკვეთრი როგორიც წითელ ან ყვითელი, მაგრამ გონებაში აღიბეჭდება მისი საოცრად ლამაზი და ამავედროს მოქუფრული აურა და მაინც როგორც არ უნდა ცივ ფერად ვთვლიდეთ ადამიანები, ჩემში მას მაინც სითბოს შემომტანად აღვიქვამ - დავიწყე ხმამაღლა საუბარი, როცა სწრაფი ნაბიჯის ხმა გავიგე, მივხვდი რომ ჩემს უკან იდგა და ვგრძნობდი რომ ისიც ანძას გაჰყურებდა - დაჯექი - მივუთითე მეორე სავარძლისკენ, ისე რომ მისთვის არცკი შემიხედავს. -დალევ? - ვკითხე და მეორე ჭიქაზე ვანიშნე, რომელშიც ყინული უკვე ჩაყრილი იყო და სასმლის დასხმას ელოდა -რატომაც არა - ტუჩის კუთხე ჩატეხა " ჰმ არ არის ურიგო ყმაწვილო " გავიფიფიქრე და ვისკი დავუსხი, თითქმის ჩამწვარ სგარეტს ბოლოჯერღა დავარტყი ე.გ. ნაპასი და საფერფლეში მივუჩინე ადგილი -რა მოხდა? დეტალურდ მინდა ვიცოდე ყველაფერი - წამში გაუმკაცრდა ხმა და არანაკლებ ცივი გაუხდა სახეც -სანდრო ხო? - ვკითხე სახელი " ჰმ ალბათ ალექსანდრე ჰქვია და შემოკლებით ლუ ან ალე, როგორც მის დას ეწერა კონტაქტებში " ჰაჰ - ორ ნაძირალას ყავდა დაჭერილი და ცდილობდენენ მასზე ძალა ეხმარათ - ჩემი ყინულივით ცივი ხმა გაისმა, მის ხელს დავაკვრდი და დავინახე ვენები, როგორ იყო დაჭიმული - უკვე მიიღეს საკადრისი პასუხი თუ გინდა მათი ექიმის ნომერს მოგცემ, მაგრამ წინასწარ გეტყვი მერე რომ აღარ შეწუხდე გადამოწმებით, ერთს თავი აქვს გატეხილი და მარჯვენა ფეხი მოტეხილი, დაცემის დროს ცუდად დაეცა, როგორც ჩანს ნარცსი იყო " ეგ პიდ...ი " ხო არ დამავიწყდეს მარცხენა ცერაც აქვს ნაღრძობი. მეორეს რაც შეეხება : ეტყობა ჩემი წიხლი ცუდად მოხვდა და კუჭი დაუზიანდა ალბათ ახლა ოპერაციას უკეთებენ, ასევე ხელი აქვს მოტეხილი არ მახსოვს რომელი, და ფეხი ნაღრძობი, ხო მართლა ერთი კბილი აკლია როგორც ჩანს მოტყდა - ჩამეცინა - როგორცვე გამოწერენ ეგრევე ციხეში უკრავენ თავს ოღონდ შენი და არ გამოჩნდება ამ საქნეში, ნარკო დილერების ჩმორები იყვნენ და გასაღების გამო დიდი ხნით მოუწევთ იქ ყოფნა - გავჩუმდი და კიდევ ერთ ღერს მოვუკიდე, ვნერვიულობდი ოღონდ რაზე ნამდვილად არ ვიცოდი -ვინ ხარ? - აშკარად არ ველოდა ასეთ განვითარებას, გაკვირვებული იყო მაგრამ ამავდროუად სხვა რაღაცაც მოჩანდა მის თვალებში -ის ვინც არაკაცებს ვერ იტანს - თავი მისკენ გადავხარე და კვამლი გამოვუშვი გარეთ -მახსოვხარ იცი? - ჩაიცინა -ვიცი, მივხვდი უკვე, მარკეტის ცისფერთვალება ბიჭი - გულიანად გამეცინა -ცისფერთვალება? ჰმ საინტერესოა - ტუჩი ჩატეხა და შემომხედა -ჩემთვის ადამიანის თვალის ფერს მნიშვნელობა არ აქვს. მომწონს ყველანაირი ფერი, ყველას სხვადასხვა ფერი აქვს იმისდამიუხედავად, რომ ვფიქრობთ ამას ცისფერი თვალი აქვს, იმას ყავისფერი ანდაც სხვას მწვანე, მაგრამ ყოველთვის გვავიწყდება ერთი რამ, იდენტურა ერთნაირი არაფერი არ არის, ყოველთვის რაღაც დიდი მსგავსების უკან, ასევე დიდი მაგრამ შეუმჩნეველი განსხვავება არსებობს. მე ერთი ვიცი იდენტური არაფერი არ არის ამ ცხოვრებაში... - ამოვიოხრე და ალექსანდრეს შევხედე - ასევეა თვალის ფერიც არ არსებბს ერთნარი თვალის ფერი, თუნდაც ჩვენ ვამსგავსებდეთ სხვსას... ყოველი შემთხევევისთვის მე ასე ვფიქრობ... ამიტომაც დიდ ყურადღებას არ ვაქცეც თვალის ფერს, თუ რომელს ვარჩევდი რომ მქონოდა... მაგრამ გულახდილად, რომ ვთქვა შენი თვალის ფერი მაინც მომწონს. -გაეცინა ისეთი ღიმილით ყველა გოგოს რომ გულს აუფორიაქებდა - მართლა! - ვუთხარი და გავიღიმე -რით დაიმსახურა ჩემმა თვალებმა ასეთი დაინტერესება? - სერიოზული სახით შემომხედა და მიმახვედრა რომ მართლა აინტერესებდა ჩემი პასუხი -მე ზღვა მიყვარს,შემიძლია საათობით ვიჯდე და ვუყურო მას... ისე, რომ არც კი მომბეზრდება... ის ლურჯია და უკიდეგანოდ დიდი, მაგრამ აქვს დასასრული სადღაც, რის შემდეგაც მას ოკეანე შთანთქავს, მაგრამ მაინც არ ნელდება მისი სიძლიერე... შენი თვალები კი ზღვასავით ლურჯია, მანდ ჩანს ყველაფერი, ზღვასავით ძლიერი და ბობოქარი რომ ხარ ჩანს... არ ვიცი რა არის მაგ თვალებში სხვა რამ რაც მომწონს მაგრამ ფაქტია, რომ როცა თვალებში გიყურებ ზღვას ვხედავ. ძალიან ლურჯია, თითქოს როცა თვალებში გიყურებ... უბრალოდ ვფიქრობ გაცურვასაც კი შევძლებ მასში - დავდუმდი, არ ვიცოდი რა მეთქვა ისიც ჩუმად იყო -ჩემი და აქ ცუდად იქნება, ჯობს რამდენიმე დღე აქედან შორს იყოს, ვფიქრობ დუშეთში წავიყვან, ცოტა რომ დაწყნარდეს და ეს სტრესი მოეხსნას, თან მეგობრებთან ერთად უფრო გადაიტანს ყურადღებას - დადუმდა ცოტახნით, გამიკვირდა საუბრის ამგვარი შეცვლა, მაგრამ იქნებ ასეც ჯობდეს არა? - ვიფიქრე რომ კარგი იქნება თუ შენც წამოხვიდოდი, სალის ამით უფრო დაეხმარები, რადგან ვიცი კოშმარები შეაწუხებს და ვერავინ უშველიას თუარა შენ, ვიცი ეს რაღაც უცნაურა ჟღერს მაგრამ.... - კისერ ნერვიუად მოისრისა ხელით - თან მინდა მეც უკეთ გაგიცნო და დაგიახლოვდე ამას არ ვუარყოფ - ჩაიცინა, ცოტა ხნით სიჩუმე ჩამვარდა მე არ მეგონა... არაფერი არ მეგონა -როდის? - ცოტა გაუკვირად მაგრამ მის თვალებში სიხარულის ამოკითხვაც შევძელი -ვფიქრობ ხვალვე წავიდეთ , ახლა ჩემებს დაველაპარაკები და ვეტყვი სახლი მოაწესრიგონ, ჩვენ კი ხვალ დილით გავიდეთ -რამდენი ხნით? - ბავშვივით გამიხარდა - ასე ნუ მიყურებ დუშეთი უზომოდ მიყვარს - გაგვეცინა -ასეთი არ მეგონე -როგორი?- გაკვირვება ვერ დავმალე -სხვანაირი, ერთი ჩვეულებრივი გათამამებული და ლაღი ტიპი მეგონე - გადმომხედა და სიგარეტს წაუკიდა - მაგრამ შევცდი, სასიამოვნოდ შევცდი და პირველად მესიამოვნა რომ მართალი არ აღმოვჩნდი... იმედია ვინმე წაიკითხავს და თავის აზრს დააფქსირებს, ჯანსაღი კრიტიკაც თუ იქნება უკეთესია, რადგან გამოვასწორ ის, რასაც ისე ვერ ვაკეთბ, როგორც საჭიროა |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.