ის... ნაწილი 22
მეუცნაურა საკუთარი გამოსახულება სარკეში, თმითაა მოფანტული ოთახი და მე, მე ვდგავარ სარკის წინ და ვერ ვიგებ ვინ მიყურებს ანარეკლიდან, შეშლი გოგო თუ... არ ვიცი რთულია ყველაზე რთული ისაა, რომ მე ისიც კი არ ვიცი ეს ყველაფერი ჩემი წარმოსახვაა თუ მართლა ხდება ამდენი საშინელება ჩემს თავს რომელსაც მგონი მხოლოდ მე ვამჩნევ.ბოლო დროს ხშირად ვფიქრობ სიკვდილზე, როცა ამას ძალიან ვუღრმავდები მერე იმაზე ვიწყებ ფიქრს , რომ მას სწორედ ეს სურს და ვცდილობ ძალა მოვიკრიფო რომელიც თითქმის აღარ დამრჩა. არავისთვის არაფერი მითქვამს სწრაფად მოვკრიფე თმებო იატაკიდან და ნაგვის ურნაში მოვაქციე, თავზე ქუდი დავიფარე და ტანსაცმლის ჩაცმას შევუდექი, გაუარებლად ისიც კი არ ვიცი სად მივდივარ უბრალოდ სწრაფად ჩავიცვი, დამჯდარი მობილური დივანზე მივაგდე და კარი ხმაურით გავიხურე. თბილი და მზიანი დღეა, მიყვარს დღე და მზე. -მე შენ გიჟი არ მგონიხარ, უბრალოდ მინდა დაგეხმარო მომესმა ყურს უკან და შევხტი, ჩემს უკან თომა იდგა -გავიგე, მადლობა დახმარებისთვისს ექიმი არ მჭირდება ვუთხარი და ნაბიჯს ავუჩქარე -ემილი მოიცადე -რა გინდა? თითქმის ვუყვირე, იმის თქმა გინდა რომ გიჟი არ არ ვარ და უბრალოდ მალე გავგიჟდები, იმის თქმა გინდა რომ მე ვიგონებ ? ესეც მე მოვიგონე ვუყვირე და თავიან ქუდი მოვიხადე, ესეც მე მოვიგონე, მე ვიგონებ რომ ლიზი კვდება და ყოველ ღამე თითქმის ის მოდის და ცდილობს ჩემს ჭკუიდან გადაყვანას და ამის არავის ჯერა? მე უკე ვიწექი ფსიქიატრიულში ვიწექი ეს ჩემი სურვილით ვიყავი მე უფრო მეტად მინდა, რომ ეს ყველაფერი მორჩეს ,მეტი აღარ შემიძლია იმაზე მეტად მეშიანია ვიდრე შენ გგონია, ზოგჯერ ისიც კი მინდა რომ მართლა გიჟი ვიყო , მეტი აღარ შემიძლია... თომამ არაფერი მითხრა მოვიდა და მაგრად ჩამეხუტა, ემილი დამშვიდდი. არცკი მახსოვს როგორ აღმოვჩნდი თომასთან სახლში, ფიქრებიდან მაშინ გამოვერკვიე ჩაის ფინჯანი რომ გამომიწოდა -ემილი ლიზი ერთადერთ იყო რომელმაც დაიჯერა შენი ხომ? მკითხა და სევე ბევრი რამ გამომკითხა დეტალურად, მერე კი რამდენიმე წუთი ჩაფიქრებული იდგა. სახლში გამიყვანა და უხმოდ დამტოვა, სახლშ მისვლისას კოკა დამხვდა -პატარავ როგორ შემაშინე , რამდენი გირეკე ვერსად გპოულობდი ხომ კარგად ხარ? -კი კოკა მობ სახლშ მაქვს , სასეირნოდ ვიყავი -ემილი თმას რა უქენი? მკითხა გაოცებულმა და მომაჩერდა -არაფერი იმიჯის შეცვლა მინდოდა ვუთხარი და გახდა დავიწყე, აბაზანაში შევალ ვუთხარი და კარი მივხურე არ გშია პატარავ მკითხა გამოსვლისას კოკამ,თავი უხმოდ გავუქნიე და საძინებელში შევედი. -ემილი სადმე ხომ არ წავსულიყავით? მკითხა და ეშმაკურად მომაჩერდა -არა დღეს არა ყოველშემთხვევაში ვუთხარი და სველი პირსახოცი იატაკზე დავაგდე. ჩემი გაგიჟება გინდა? მიჩურჩულა კოკამ და შიშველ სხეულზე ხელები შემომხვია -სიგარეტს მომიკიდე რა, ვუთხარი და ჩაცმა დავიწყე -კოკამ სიგარეტი მომაწოდა და მაკოცა, რომ არ ჩაიცვა არ გინდა მოდი ჩემთან მითხრა და სწრაფად მომიქცია თავის მკლავებში, ნელა და მშვიდად ვარტყავდი ნაფაზს, მაშინ როდესაც კოკა ჩემს მკერდს ცხელი ტუჩებით ეხებოდა , ნახევარი სიგარეტი არ მქონდა მოწეული საფერფლეში ნერვიულად ჩამიქრო და თავისი ცხელი ტუჩები ჩემსას შეახო. ემილი მაგიჟებ მესმოდა ბუნდოვნად მისი ხმა და მთელ სხეულზე ვგრძნობდი მის ხელებს. -ასე უფრო ლამაზი ხარ მგონი მოკლე თმით მითხრა კოკამ და თავზე ხელი გადამისვა -ალბათ გავუღიმე. დილით კოკა გავიდა თუ არა სახლიდან , ორ წუთში კარზე ზარის ხმა გაისმა და აღელვებული თომა დამხვდა. კითხვისნიშნიანი თვალებით მივაჩერდი. -ემილი საფრთხეში ხარ მითხრა და კარი სწრაფად მიხურა... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.