შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

საბედისწერო თავბრუსხვევა (ბონუს თავი)


9-03-2017, 12:35
ავტორი TeJi
ნანახია 2 579

აბა რას შვებით??? ეს არის ჩემი პირველი ბონუს თავი და ვიმედოვნებ კარგი გამოვა. აქ შევეცდები ავღწერო ანამარიას და ლუკას ბიოგრაფია. ასევე გაგაცნობთ მათ მეგობრებს. მოდი დავიწყოთ ანამარიას ბიოგრაფიიდან.
ანამარია ბურდული ყოველთვის გამოირჩეოდა მისი ცვალებადი ხასიათით. ზოგი მას როგორც ,,გაუცინარ ხელმწიფეს’’ ისე იცნობს ზოგისთვის კი ,,ცირკის მასხარად’’ არის ცნობილი. ჰყავს დედ-მამა, ნანა და ნუგზარი, ის სამსახურიდან 1 თვით ლონდონში გაუშვეს. ანნა დედისერთაა რაც ძალიან სწყინს. სწავლობს საშუალო სკოლაში და სხვათაშორის ძალიან კარგად.
რაც შეეხება გარეგნობას ძალიან ლამაზი გოგოა, ყოველთვის უხვად ჰყავდა თაყვანისმცემლები, მაღალია რასაც ქვია კისრიდან ეწყება ფეხები, ცისფერთვალება, სქელი ხუჭუჭა, ყავისფერი თმა ძალიან ამშვენებს მთლიანობაში.
იცით ერთხელ როცა სოფელში ისვენებდა ანნამარია, ერთმა ბიჭმა ძალიან გააბრაზა. 5-6 წლის იქნებოდა მაშინ, ჰამაკში იწვა და ხევსურეთის ბუნებით ტკბებოდა როცა მისი ტოლი მეზობელი ბიჭი მიეპარა და თმის ნახევარი მოაჭრა. შეშინებული წამოხტა ანნა და ჩაავლო ხელი გასაქცევად მომზადებულ ბიჭს, ჯერ ეჩხუბა მერე საქმის გარჩევა დაუწყო, (სულ უყვარდა ასეთი ცანცარი) ბოლოს კი ცემაზე გადავიდა და აიძულებდა რომ ისევ თავის ადგილზე დაებრუნებინა. ბევრი იწვალა ბიჭმა და კულულები პირდაპირ წებოთი მიაწება. ნანამ როცა შვილი ასეთ მდგომარეობაში დაინახა იმის მაგივრად რომ დახმარებოდა სიცილი დაიწყო, ანნა კი გაიბუტა და თავი შტაბში წავიდა. ნუგზარს ხშირად აიძულებდა აეშენებინა მსგავსი ნაგებობები.
ანამარიას ბევრი მეგობარი ჰყავდა ყოველთვის მაგრამ საუკეთესო მეგობარი და დაქალი სულ რამოდენიმე. ტასოს უკვე იცნობთ არა? ისინი ბავშვობის მეგობრები არიან, არც ჩხუბი მოსდიოდათ ხშირად, იყვნენ ტკბილად და მშვიდად ერთად.
ოო, რაც შეეხება ნინას მან ადვილად დაიმკვიდრა ადგილი ანნამარიას გულში. მერვე კლასში იყო როცა ნინა მასთან გადავიდა სკოლაში და მაშინ გაიცნეს ერთმანეთი და ძალიან მალე დაახლოვდნენ.
ყველაზე სახალისო მაინც ნინილუს გაცნობა იყო. სადღაც ეჩქარებოდა ანნას და მაკიაჟის გაკეთება ვერ მოასწრო ამიტომ საზოგადოებრივ ტუალეტში შეირბინა მაგრამ იქ ისეთი სიტუაცია დახვდაა... საშინელი. ერთი კუთხეებ მოტეხილი სარკე იყო და მის წინ იდგა ლამაზი გოგონა რომელიც არაფრის დიდებით არ ახედებდა სხვებს, ისედაც პატარაა და ცოტახანი მაცადეთ, მალე მოვრჩებიო. ამდროს კი ანამარია მივიდა და სთხოვა ორი წუთით ადგილი დაეთმო მაგრამ ისე გაჯიუტდა ნინილუ ვერაფერი შეასმინა. ბევრი ლაქლაქის შემდეგ კინარამ დახოცეს ერთმანეთი გოგოებმა. ანამარიას ფეხი აუსრიალდა და თავი ჩამოარტყა ნიჟარას, ამაზე ისე ანერვიულდა ნინილუ რომ თვითონ წაიყვანა საავადმყოფოში. მაგის მერე დამეგობრდნენ ძალიან. ლამაზი სახელია არა ნინილუ? ანამარიამ შეარქვა და მაგის მერე ყველა ეგრე ეძახის, თვითონაც მოსწონს.
მოდი აქ მოვრჩეთ ანამარიას ბიოგრაფიას. რაც შეეხება მის ფოტოს არ დავდებ რადგან როგორიც გინდათ ისეთი წარმოიდგინოთ.

ლუკა 22 წლისაა, გვარად ამილახვარი. ჰყავს დედ-მამა (ლია და გია) და ერთი დაიკო, ელენე. ჩააბარა არქიტექტურაზე, ნიჭიერი მოსწავლეა. უცნაური ხასიათი აქვს ლუკას, სულ დაბღვერილი დადის, მხოლოდ მის ძმაკაცებთან ავლენს თავის ნამდვილ, მხიარულ ხასიათს. 5 ძმაკაცი ჰყავს ისეთი, სულ გვერდით რომ ამოუდგებიან. ალექსანდრე, გიო, ნიკა, ცოტნე, დამიანე.კარგიით აქ გავჩერდეთ სხვა თავებიც დასაწერი მაქვს <3



№1  offline აქტიური მკითხველი Anuki96

კიდეევ მინდაააა :( შემდეგი თავი როდის იქნება?

 


№2  offline წევრი TeJi

Anuki96
კიდეევ მინდაააა :( შემდეგი თავი როდის იქნება?


1 საათში იქნება შემდეგი თავი ოღონდ ჩვეულებრივი <3 <3 heart_eyes მიხარია რომ მოგწონს

აუუ ვერ ვამატებ ახალ თავს ამიტომ 24 საათი უნდა მოიცადოთ.

 


№3  offline აქტიური მკითხველი Anuki96

TeJi
Anuki96
კიდეევ მინდაააა :( შემდეგი თავი როდის იქნება?


1 საათში იქნება შემდეგი თავი ოღონდ ჩვეულებრივი <3 <3 heart_eyes მიხარია რომ მოგწონს

აუუ ვერ ვამატებ ახალ თავს ამიტომ 24 საათი უნდა მოიცადოთ.

უნდა გამაფრენინოოთ?

 


№4  offline წევრი saint

შემდეგი თავი მინდააააა... ისე ძაა მაგარია

 


№5  offline წევრი TeJi

saint
შემდეგი თავი მინდააააა... ისე ძაა მაგარია

დავდე უკვე საყვარელო და მადლობა დიდი შეფასებისთვის <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent