შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შეგეჩვიე X


9-03-2017, 17:36
ავტორი ankatuna
ნანახია 3 889

-იცი რამდენ ხანს ველოდი ამ დღეს? - ძლივს მოვწყდი მის ტუჩებს რომ ეს მეთქვა.
-ჰოო? -ძლივს ამოთქვა და თავი დახარა.
-ჩვენი ქორწილის დღეს მინდოდა შენი ტუჩების დაგემოვნება მაგრამ შენმა დეიდაშვილმა ჩაგვაშხამა. -ის დღე გავიხსენე, თან მეცინებოდა კვლავ სიწითლე რომ შეეპარა ლოყებზე თებეას. გული სხვანაირად მიცემდა. ვიცოდი რომ პირველი ვიყავი ვინც მისი ტუჩების გემო შიგრძნო და სიამაყე მემატებოდა. ჩემი იყო, მთლინად ჩემი.
-გავიდეთ, სირცვილია, ქალების საპირფარეშოში ვართ ხომ არ დაგავიწყდა. - მკლავზე მომკიდა ხელი და კარისკენ წავიდა. წინააღმდეგობა არ გამიწევია გავყევი, მაგრამ კართან მისული მოვაბრუნე და კიდევ ერთხელ დავუკოცნე ლამაზი ტუჩები.
-კარგი იოანე გეყოფა.- მალევე მომიცილა და სიცილით წამიძღვა წინ. არა ამ გოგოს ხშირად უნა დავალევინო. უფრო თამამდება. გარეთ გასულებს დაჩი და ნატუკა ისეთი სახეებით დაგვხვდნენ. ცოტაც და გასკდებოდნენ, ისე უნდოდათ სიცილი სიმწვანეში გადადიოდათ ფერები. მაგრამ თებეას ხათრით ბოლომდე შეიკავეს თავი. თებეა ნატუკას მიუჯდა გვერდით. მანაც გადახვია ხელი და ყურში რაღაც უთხრა. თებეამ მკვლელი თვალებით გახედა და გაბრაზებულმა რაღაც გადაურაპარაკა. მერე ორივეს გაეცინათ და თებეამ ჩემსკენ გამოაპარა თვალი. სანამ ისინი ჭორაობდნენ დაჩიმ თავი გადმოხარა ჩემსკენ და მკითხა.
-ჰაა, კარგი ტუჩები აქვს?
-ისეთი როგორც სხვას არავის.
-აი ეს მეესმის. მაგრამ აქამდე ვერ მოახერხე მისი კოცნა? სენგან არ მოველოდი. პირდაპირ გამკვირვებია. -ხელები გაშალა და ჩაიხითხითა.
-ღირსი ხარ თავი გაგიტეხო. შენ მაინც იცი რა როგორ იყო და შენი აზრიტ თებეა მიკარების საშუალებას მომცემდა?
-ზატო დესერტი წინ გელოდება. - მივხვდი დესერტში რასაც გულისხმობდა. გამეცინა მაგრამ მაინც წამოვარტყი თავში.
-დეგენერატი ხარ. შენ რა ქენი მიიღე შენი გოგოსგან?
-ერთ დღეში ვართ ძმა. კაცურ სოლიდარობას გიცხადებ. მემგონი მოილაპარაკეს ან ორივე მივცემთ ან არცერთიო.- იმდენად დებილური რამე თქვა საშინელი სიცილი აგვიტყდა ორივეს. გოგოებმა გაოცებული თვალებით შემოგვხედეს. და აბა როგორი ასახსნელია რა გვაცინებდა. როგორღაც გადავიტანეთ სხვა რამეზე საუბარი. დაქალებმაც გააგრძელეს საუბარი და ჩვენც გაწყვეტილი სჯა-ბაასი.
-როგორ გგონია პირველი რომელი მივიღებთ?
-ბიჭო შენ მეტი საფიქრალი არაფერი გაქვს?
-სიმართლე გითხრა არა. -გამომხედა და თან ყბა მოექცა სიცილისგან.
-მალე ქორწილი გექნებათ და მიიღებ. მაგრამ ხო იცი გაბრთხილება უნდა ამ ყველაფერს. შენ რომ ყველაფერზე ღადაობ ეგრეც არაა. დააფასე ის რაც გაქვს.
-ვიცი ვხუმრობ თორე. არც დამიძალებია და არც დავაძალებ არასდროს არაფერს. მიყვარს და დაველოდები როდემდეც დასჭირდება. მინდა ბედნიერი გავხადო. - დაჩის სიტყვები გულიდან მოდიოდა და მეც ვეთანხმებოდი გონებაში. როცა სხვა გიყვარს შენს ბედნიერებაზე წინ მისას უნდა აყენებდე და ასეც იქნება. თებეას ყველაზე ბედნიერს გავხდი.
-არ წავიდეთ ბიჭებო? -საუბარი ნატუკამ გაგვაწყვეტინა. -თან იქნებ გვრიტებს მარტო დარჩენა უნდათ. პასუხად ნატუკამ მუჯლუგუნი მიიღო თებეასგან, რაზეც ყველას გაგვეცინა. დავემშვიდობეთ ერთმანეთს და სახლში წამოვედით. გზად, დიანა ფანჯარაში იყურებოდა თვალს მარიდებდა. ხელი ჩავჭიდე რაზეც შეცბა არ ელოდა. მაგრად მომიჭირა ხელი, ჩემსკენ მოიჩოჩა და თავი მხარზე დამადო. ისე სასიამოვნო იყო ეს ყველაფერი, უსასრულოდ ვისურვებდი ასე ყოფნას. მე ამ გოგოს სული მიყვარს. ცოტა გამხიარულება სჭირდებოდა და უცებ ვკითხე.
-ისე შენ როდის მეტყვი რომ გიყვარვარ?
-და ვინ გითხრა რომ მიყვარხარ? - მომშორდა და ნიშნის მოგებით გამომხედა.
-დავიჯერო უსიყვარულოოდ, შენ ტებეა ყიფშიძე მე შენი კოცნის უფლებას მომცემდი და მითუმეტეს პირველ ნაბიჯს შენ გადმოდგამდი. -გაეცინა თავი გაატრიალა.
-კიდე დიდხანს უნდა მაძახო ეგ? ხო იცი რომ ალკოჰოლის ბრალია.
-კი და ისიც ვიცი რომ მთვრალი ხალხი და ბავშვები სიმართლეს ამბობენ.
-საზიზღარო.
-ენამწარე. -მაინც ვაჯობე. თუმცა მაინც არ მეუბნება რომ მასაც ისე ვუყვარ როგორც მე. მაინც ეშინია რაღაცის.
სახლში მისულები დასაძინებლად დავწექით. არ მოვრიდებივარ, ყოველგვარი ცერემონიალების გარეშე ჩემსკენ მივიზიდე. თავი ჩემს მკლავზე დავადებინე და მაგრად მოვეხვიე. ისე იუხერხულა ჩემი სხეულის შეხება რომ ცდილობდა ცოტათი მომშორებოდა მაგრამ არ დავანებე და მეტად ავიკარი სხეულზე. თავი მის კისერში ჩავრგე და ავიძინე. დილით ისევ იმ პოზაში გამომეღვიძა. თებეას ჩაბღაუჭებული ჰქონდა მის წელზე შემოხვეული ჩემი ხელი. ვუყურებდი მძინარეს და ისეთი ლამაზი იყო როგორც ვარსკვლავები მთვარის შუქზე. შეიშმუშნა, თვალები გაახილა და გამიღიმა.
-დილამშვიდობისა.
-დილამშ...-დასრულება არ ვაცადე მის ტუჩებს დავეწაფე.
-დილის ნორმა მიღებული გაქვს. შეგიძლია ადგე. -ვუთხარი და თვალი ჩავუკარი.
-გადარეული ხარ. -ამარიდა სახე, უცებ წამოდგა და აბაზანას მიაშურა. იქედან გამოსულს თმა სველი ჰქონდა. სანამ ტანსაცმელს არჩევდა თვალი მოვკარი როგორ უწვეთავდა თმიდან ჩამოსული წვეთები მის მხრებზე და ფეხებზე. სიამოვნებისგან გამაჟრჟოლა. ისეთი საყურებელი იყო ლამის ჭკუიდან გადამიყვანა მაგრამ მაქსიმალურად შევიკავე თავი, რადგან ვიცოდი რომ ახლა არასწორი ქმედებით თებეას ვაწყენინებდი.
-ადექი, ყავას მოგიდუღებ თუ გინდა თორე მერე უნდა წავიდე.
-კარგი ავდგები და სად მიდიხარ? - ეს რაღაც ახალი იყო, ადრე არც ის მეუბნებოდა მისი გეგმების შესახებ და მითუმეტეს მე არ ვინტერესდეოდი.
-ნატუკას კაბა უნდა ავარჩევინო.
-შეიძლება მეც რომ წამოვიდე.
-კი შენთვის შეიძლება.
-დაჩისთვის რომ არ შეიძლება ვიცი. -გამეცინა, მისი სიტყვები გამახსენდა რომ სიძემ დედოფლის კაბა ქორწილამდე არ უნდა ნახოსო.
-რას აპირებ, მალჩიშნიკი უნდა მოუწყო?
-მაგის კითხვა ნატუკამ გთხოვა?
-შენი აზრით? - სიცილი დაიწყო. მივხვდი რომ გეგმას მივუხვდი.
-ჰოო, მე არ მომიწყო და არც ჩემგან იმსახურებს, მაგრამ დამპირდა რომ აწი მომიწყობს და ახლა ვეტყვი და ორივე ერთად მოვიწყობთ ხომ კარგი იდეეაა? - ვეცადე მეეჭვიანებინა. მაგრამ ასეთ პასუხს არ ველოდი.
-ძალიან კარგი. მე და ნატუკაც ეგრე ვგეგმავთ. ჩვენ ქორწილი ისე მოხდა ვერაფერი მოვახერხეთ და ახლა ავინაზღაურებთ. ძაან მაგარ საღამოს ვგეგმავთ.- ისე იყო ემოციებში შეჭრილი ლამის სიხარულის ტაში შემოკრა. პირიქით გამოვიდა. ლამის გავსკდი ბრაზისგან. მე გავეხუმრე და ნუთუ ისინი მართლა გეგმავენ რაიმეს?
-მართლა? ძალიან კარგი. როდის გეგმავთ მითხარი და მაგ დღეს წავალთ ჩვენც, ერთმანეთს სახლში რომ არ ველოდოთ.
-კარგი დღეს დავადგენ ზუსტად და გეტყვი. -ძალიან კარგი შორიდან მივადევნებ თავს ზედმეტი არაფერი მოხდეს, გული დავიმშვიდე.
თებეას ტელეფონი აწკრიალდა, ნატუკა იყო. თებეა ნიჟარაში ჭურჯელს რეცხავდა და მთხოვა მე მეპასუხა.
-რას შვები თებე? 10 წუთში გამოგივლი, ქვემოთ დამხვდი. - მიაყარა პირდაპირ.
-იოანე ვარ ნატუკა, როგორ ხარ?
-უფს, კარგად იოანე შენ როგორ ხარ?
-მეც კარგად, ნატუკა შეიძლება მეც რომ წამოვიდე?
-კი როგორ არა, პირიქით გამიხარდება. თან კაცის თვალი მაინც სულ სხვაა, ისეთი კაბა უნდა ავარჩიო შენს ძმაკაცს ყბა უნდა ჩამოუვარდეს. აი ისე შენ რომ დაგემართა თებეას დანახვაზე.- აშკარად დამცინა ახლა.
-რა ენამწარეები ხართ ორივე დაქალები. მე რომ მიყურებდი იმ სირს, უკაცრავად დაჩის რა დაემართა ვერ შეხედე?
-რომ შევხედე და მერე თავიდან ვეღარ ამოვიგდე იმიტომ მივყვები ცოლად. - მოკლედ მომიჭრა და გამეცინა მის სხარტულ პასუხზე. საუბარში თებეა ჩაება.
-რომ გამიბით აქ ჭორაობა, რომლის დაქალი ხარ შენ ქალბატონო ერთი ძალიან მაინტერესებს. - ყურმილთან მოიტანა ტუჩები რომ ნატუკას გაეგონა.
-უკვე ორივესი ჩემო საყვარელოო. - კარგი პასუხი გასცა ნატუკამ. წარბი ავუწიე კმაყოფილმა. მან კი ნატუკა გააჯავრა. -ორივეს საყვარელო- და დაიჭყანა. ისე საყვარელი იყო იმ დროს.
-კარგი, მალე მოდი. გელოდებით.- უთხრა თებეამ და თელეფონი გამომართვა და გათიშა.
-დაქალზეც ეჭვიანობ? - ვკითხე თავმოყვარედ.
-ც-? კიდე ვისზე უნდა ვიეჭვიანო? ნახევარ თბილისთან ხარ ნაწოლი და არ ვაპირებ რომელიმე მათგანზე ეჭვიანობას. თანაც ეჭვიანობა სუსტი ქალების სენია. და მოგეხსენება რომ მე სუსტი არ ვარ. - ამაყად გამომიცხადა და თვალი ჩამიკრა. მინდოდა დავწეოდი და მეჩვენებინა როგორი ძლიერიცაა როცა ვეხები მაგრამ ოთახში შემასწრო და კარი შიგნიდან გადამიკეტა. მხოლოდ მის სიცილს მოვკარი ყური. ოთახიდან მალევე გამოვიდა. ნატუკაც მოვიდა და კაბების დასათვალიერებლად წავედი. თანდათან ვრწმუნდები რომ არასწორი გადაწყვეტილება მივიღე. ლამის მთელი ქალაქი მომატარეს კაბის ძებნაში და ბოლოს მაინც იქ მივიდნენ სადაც პირველად ვიყავით. მე და თებეა საარძელში მოვკალათდით და ნატუკამ სათითაოდ დაიწყო შერჩეული კაბების ჩვენება. ჩემთვის ყველა თითქმის ერთნაირი იყო, მაგრამ ამათთვის ზოგს კუდი ქონდა მოკლე ზოგს გრძელი, ზოგსაც მკლავი და ასე თითქმის ერთი საათი. ორი კაბაღა იყო დარჩენილი და რომ გამოვიდა მე და თებეა ერთ ადგილას გავიყუნეთ, თებეამ ხელი დამადო და გამომხედა.
-ხომ ლამაზია.
-კიი მართლა ძან ლამაზია. სხვა კაბებში ან არ შემიხედავს მისთვის ან ეს მართლა ძან უხდეება. -მოვიწონე არჩევანი, ჩემი სიტყვებით გამხნევებული ნატუკასთან მიიჭრა და გადაეხვია.
-კი ნატუ ის არის, შენი კაბაა. მართლა ძალიან ლამაზი ხაარ. -თურმე რამხელა მნიშვნელობა აქვს გოგოებისთვის კაბას. აქამდე ჩემთვის მხოლოდ ერთი სხვებისგან გამორჩეული თეთრი კაბა იყო და მეტი არაფერი მაგრამ ახლა რაღაც დატვირთვა შეიძინა ამ კაბამაც. როგორც თებეას შემთხვევაში ისიც ნატუკას უმანკოებას და სუფთა სულს უსვამდა ხაზს. ძალიან ლამაზი იყო. სექსუალური მაგრამ არა ვულგარული ამავდროულად.
-ჰა, იოანე რას იტყვი.
-ძალიან ლამაზი ხარ ნატუკა მართლა. მეშინია კიდეც იმ ... დაჩის რაიმე არ დაემართოს. -ორივემ გულიანად გაიცინეს. მეც გავიცინე რადგან გამიხარდა ჩემი ტანჯვა დამთავრადათქო. თურმე სად ხარ. ეს დღევანდელი დღე დამთავრდა თორე ხვალ სალონი აქვთ შესარჩევი. ზეგ თაიგული და ასე. დაილოცოს კაცის გაჩენა იყიდი შარვალკოსტუმს და მზად ხარ. უი, მეც ხომ საყიდელი მაქვს შარვალკოსტუმი ეს ლარგი გამახსენდა. ნეტა როდის მოიცლის ჩემთვის თებეა რომ შემარჩევინოს. გავიდა სამი დღე ნატუკა გამოეწყო როგორც იქნა. ახლა ჩემი ჯერიც მოვიდა.
-თებეა ჩვენ როდის წავიდეთ საყიდლებზე? -სამზარეულოსთან მდგარს მივუახლოვდი და წელზე მოვხვიე ხელი ზურგიდან. მუცელი შეეკუმშა ისე ღრმად ჩაისუნთქა ჰაერი. აი შენი სიძლიერე გავიფიქრე გულში.
-დღეს წავიდეთ. -უემოციოდ მითხრა და ჩემი ხელი მოიცილა. ნეტა რა ჭირს, გამიკვირდა მისი ასეთი სიცივე.
-კარგი, -გამოვბრუნდი, მაგრამ გულმა არ მომითმინა და ვკითხე. -ხომ კარგად ხარ თებეა?
-კი, კარგად ვარ.- გამომხედა და გამოცინა. საუზმის შემდეგ წავედით საშოპინგოდ. რამდენიმე ადგილას მივედით და ბოლოს ერთერთ მაღაზიაში ყველაზე საუკეთესო ალტერნატივები ვიპოვეთ. ახლა მე მოვირგე ნატუკას როლი და მიყოლებით გამოვიცვალე რამდენიმე სამოსი. გამოხედვაში ვატყობდი თებეას მოსწონდა თუ არა. ბოლოს ერთი ჩავიცვი და მე ძალიან მომეწონა ახლა მთავრაია თებეა რა აზრის იქნება.
-აბა როგორია?
-ნუ, ყველას ეგ ჯობია გიხდება. - დამეთანხმა თებეაც. ჩვენს საუბარში ახლაგაზრდა კონსულტანტი ჩაერთო რომელიც ახლახანს შევამჩნიე, და თებეას სიტყვა მიაგება. თებეასთან რომ არ ვყოფილიყავი პირველი მას დავინახავდი დარწმუნებული ვარ და მეცინება საკუთარ თავზე.
-თქვენს ძმას ყველაფერი მოუხდება ისეთი მხარბეჭი აქვს. -რაო? ძმაო? ინეტერესით გავხედე თებეას მაინეტრესებდა რას მოიმოქმედებდა. ან საიდან მოიტნა რომ და-ძმა ვართ. ალმაცერად გახედა გოგოს.
-მართალი ხართ. ძმა რომ მყავდეს ნამდვილად ჩემსავით ლამაზი იქნებოდა მაგრამ ეს მხარბეჭიანი ყმაწვილი ჩემი მეუღლეა. -ყოჩაღ თებეა, გამიხარდა ქმარი რომ მიწოდა. გამარჯვების ყიჟინა გაისმა გონებაში. გოგონა დაიბნა თებეას პასუხზე და სირცხვილით რა ექნა აღარ იცოდა.
-უკაცრავად. ბეჭდები არცერთს რომ არ გეკეთათ, მე ვიფიქრე....
-თქვენი სამუშაო სხვისი კავშირის დადგენა და ფიქრი არამგონია რომ იყოს ასე რომ გთხოვთ ეს პიჯაკი და შარვალი შეგვიფუთეთ. - იმაზე მიუთითა რაც ჯერ კიდევ მეცვა.
გოგონამ უხმოდ შეასრულა თებეას ბრძანება. იქედან ისე წამოვედით თებეას ხმა აღარ ამოუღია და ამის მიზეზი ჩემთვის ნათელი იყო. კარგად მახსოვს ბეჭდების მოხნა რომ მოვთხოვე. მგონი ახლა დროა ისინი მფლობელს დავუბრუნო და მეც გავიკეთო კალიცო. ამისათვის შესაფერის დროს ვიპოვი გავიფიქრე და ასეც იქნება. მეორე დილით თებეამ მოცინარი სახით მომახალა რომ ამსაღამოს მალჩიშნიკს უწყობდნენ ნატუკას. სულაც არ გამხარებია. რაც მთავარია მისამართი გავიგე. გავიგონე თელეფონზე მისამართს რომ ამბოობდა. დაჩის დავურეკე საღამოს.
-დაჩი იცი ნატუკა სადაა?
-თებეასთან ერთად არ არის? - ხმაში ეჭვი შეეპარა.
-კი ბიჭო არის , მაგრამ მალჩიშნიკს რომ აწყობენ იცოდი?
-რაა? სულ გაგიჟდნენ ეგენი? რომელი ევროპელები ეგენი მყვანან. ან შენ საიდან გაიგე.
-რომ აპირებდნენ თებეამ მითხრა და დღეს მისამართიც გავიგონე, ვიღაცას უთანხმდებოდა ამ დროს მოდიო.
-უნდა წავიდეთ.- თვითონ დამასწრო სანამ მე ვეტყოდი.- რას აკეთებენ გავიგოთ.
მისამართი ქალაქგარე ერთ-ერთი დაჩის აღმოჩნდა. სახლს მივუახლოვდით. შუქები ენთო და მუსიკის ხმა გამოდიოდა. ფანჯრიდან ვერაფრის დანახვა ვერ შევძელით. ამიტომ პირდაპირ კარზე დავრეკეთ ზარი. აზრი არ ქონდა თვალთვალს, აშკარაა ქეიფი გაახურეკ უკვე, კარი მხოლოდ რამოდენიმე მცდელობის შემდეგ გააღეს. ზღურბლს იქეთ თებეა და ნატუკა დგანან და იცინიან. მე და დაჩიმ გაოცებულებმა გადავხედეთ ერთმანეთს.
-დაგაგვიანდათ ბიჭებო. - სიცილით გვითხრა ნატუკამ. თებეაც აყვა.
-დიდხანს უნდა იდგეთ მანდ? შემოდით.
-რა ხდება აქ? -იკითხა დაჩიმ და შეაბიჯა სახლში მეც მივყევი. რაც დავინახეთ ორივეს გაგვიკვირდა თან გაგვიხარდა და სიამოვნების გამომეტყველებით გავხედეთ ერთმანეთ.
-ჩვენი გოგოები. -ჩამილაპარაკა დაჩიმ
-თქვენ გეგონათ მართლა ვაწყობდით რამეს? რა იოალად გაებით მახეში. - ახითხითდნენ
-თქვე საზიზღრებო სპეციალურად მოაწყვეთ? რა იცოდით რომ მოვიდოდით?
-იოანეს ისეთი სახე ქონდა რომ გაიგო რაღაცას ვაპირებდით, უეწველი იყო არ მოსულიყო და არ შეემოწმებია რას ვაკეთებდით ამიტომ განზრახ გავაგონე მისამართი რომ მოსულიყავით. -თებეამ გასცა პასუხი და ნატუკამ ხელი მოხვია თან გააგრძელა.
-დიახ და ასე მოგვივიდა იდეა რომ ასეთი ლამაზი საღამო მოგვეწყო ჩვენთვის. გავერთობით კარგად და რომ დავბერდებით კარგად გავიხსენებთ ახალგაზრდობას.
ძალიან ლამაზი საღამო გამოვიდა. ყველაფერზე ვილაპარაკეთ. ჩვენი ბავშვობიდან დაწყებული დღემდე. ღმერთის მადლობელი ვარ რომ ასეთ ადამიანებს შემახვედრა. ჩვენი ცხოვრება ერთმანეთთან მჭიდროდაა გადახლართული და ეს კავშირი არასოდეს დაიშლება. ჩვენ ოთხნი ერთ დიდ მთლიანობას ვქმნით. მალე ერთი დიდი ოჯახი ვიქნებით და იმედია კიდე გავიზრდებით.
-ბავშვებო ქორწილის დღეს ვაპირებდი მოცემას მაგრამ ბარემ ვისარგებლებ მომენტით, იქნებ ასე ჯობია და საქორწინო საჩუქარს გადმოგცემთ ჩემგან და იოანესგან. - არ ვიცოდი საჩუქარი თუ იყიდა, თანაც ორივეს სახელით. მე აზრადაც არ მომსვლია რიმეს ყიდვა. ჩანტიდან პატარა კონვერტი ამოაძვრინა თებეამ და ნატუკას გაუწოდა. მოუთმენლად გახსნა ნატუკამ და სიხარულისგან შეკივლა, თან თებეას ჩაეხუტა და ცრემლები წამოუვიდა.
-მეც გამაგებიეთ რა არის. -ხელიდან გამოართვა ნატუკას. -მადლობა ძმა ამას არ ველოდი. -გამომხედა და მხარზე ხელი მომითატუნა დაჩიმ. ნეტა ხომ არ მეტყობა აზრზე რომ არ ვარ რა არის. არა და როგორ ვიკითხო, სირცხვილია. ისევ თება მიხვდა ჩემს გასაჭირს.
-დიდხანს ვფიქრობდით და იმ დასკვნამდე მივედით რომ თაფლობის თვისთვის საფრანგეთის ბილეთები საუკეთესო საჩუქრი იქნებოდა. -ყოჩაღ. 10 ქულა კრეატივში, ტაში დაუკრა ჩემმა ქვეცნობიერმა თებეას საქციელს.
-დიდი მადლობა ბავშვებო.-როგორც იქნა მორჩა ნატუკა ტირილს. მერე მალე დავიშალეთ. ხვალ ქორწილია და ყვეალას დასვენება გვჭირდებოდა.
დილით გაღვიძებულს თებეა უკვე სამზადისში დამხვდა. ტანსაცმელი დაეუთოვებინა და ლამაზად ჰქონდა დაწყობილი. მაკიაჟის გაკეთებას ასრულებდა. თმები დაკულულებული ქონდა. მხრბზე ჩამოყრილი. ისე უბზინავდა თითქოს ვინმემ მზის სხივები ჩაუკონა შიგნითო. თვალი მკიდა, რომ უკვე მერვიძა და მხარზე გადაწეული ხალათ შეისწორა. მაინც რცხვენია ჩემი. გავიფიქრე გულში.
-ადექი მოემზადე თორემ დავგვიანებთ. - დამიძახა და წამწამების აპრეხა დაიწყო. უნდა ავდგე სხვა გზა არაა. ასეც მოვიქეცი. ჩემი ტანსაცმელი ავიღე და სააბაზანოში წავედი. უკვე მოვიწესრიგე თავი. დროა ჰალსტუხიც შევიკრა. მართალია კვანძის გაკეთება ვიცი მაგრამ, როგორც ფილმებშია თებეას გავაკეთწბინბ და იქნებ კოცნაც გამოვტყუო , გამიელვა აზრმა და უცებ გამოვაღე სააბაზანოს კარი. თებეას დანახვაზე პირში ნერწყვი გამიშრა. სარკის წინ ზურგით იდგა წითელ კაბაში კამოწყობილი და ცდილობდა ელვა შეეკა. ეს კაბა მისი სხეულის ყველა საუკეთესო ნაწილს უსვამდა ხაზს. ასე ლამაზი არასოდეს მენახა, არაფერი. ვერ შეამჩნია ჩემი გამოსვლა. მეც ამით ვისარგებლე. მივუახლოვდი და ჩემსკენ ზურგით დავაყენე. სარკეში მის გაოცებულ თვალებს და აწითლებულ ლოყებს გადავაწყდი. მისი კაბის ელვას ჩავკიდე ხელი, თან თითებით მის სხეულს ვეხებოდი.
-ნუ გრცხვენი ჩემი თებეა, აწიე თავი. მე შემი ქმარი ვარ.
-ვიცი.- მითხრა და ყოველგვარი უხერხული ქმედების გარეშე მომცა ელვის შეკვრის საშუალება. ბოლომდე შევაბნიე და კისერში ვაკოცე. ისეთი სასიამოვნო სუნი ქონდა. მინა ბოლომდე შევისრიტო. ჩემსკენ შემოვიბრუნე, თვალები დავხუღე და მისი ტუჩებისკენ ავიღე გეზი მაგრამ მხოლოდ ცივ თითებს ვგრძნობ ტუჩებზე და პროტესტის ნიშნად წუწუნი დავიწყე.
-კარგი რაა ახლა გაჩერება იქნებოდა?
-მაკიაჟს გამიფუჟებ. არ გინდა რომ შენი ცოლო ლამაზად გამოიყურებოდეს?
-ჩემმა ცოლმა ჯვალოს მეშოკი რომ ჩამოიცვას მაინც ლამაზი იქნება. -წავეარშიყე და მივიხუტე.
-კარგი გეყოფა. -ისევ მომიშორა. -მოდი ჰალსტუხს გაგიკეთებ. - თავი მორჩილად დავუხარე და დავაკვირდი როგორ კრავდა ნასკვს. მის თითებს რომ შევხედე გამახსენდა რომ რაღაც აკლია. ის ის იყო სახლიდან გასასვლელად მოვემზადე რომ გავაჩერე თებეა. ხელი ჩავკიდე და ბეჭდები პატრონს დავუბრუნე. მივხვდი ემოციები როგორ მოეძალა. თვალები აუცრემლიანდა და სიხარულისგან არ იცოდა რა მოემოქმედებინა. მომეხვია კისერზე ისე ძლიერ რომ ცოტაც და გამგუდავდა. სიტუაცია განვმუხტე.
-რომ მეკოცნა მაკიჟი გიფუჭდებოდა და რომ ტირი მაშინ არა? - გაიცინა და თვალები ფრთხილად შეიმშრალა. მერე მე დამხედა თითზე და ორმაგი სიხარული შეეტყო რომ შეამჩნია რომ მეც მეკეთა ბეჭედი. მივუახლოვდი და შუბლზე ვაკოცე. ხელი ჩავკიდე და ამაყად გავეი ქუჩაში რადგან ვიცოდი რომ გვერდით უმშვენიერესი ქალბატონი მომყვებოდა და ეს ქალბატონი ჩემი მეუღლე იყო.



№1  offline აქტიური მკითხველი nawkas12345

Dzalian lamazi tavi iuo. Moutben$ad veli shemdegs!!!

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent