შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ახალ წლამდე მარტო (3 თავი)


9-03-2017, 19:35
ავტორი უჟმური გოგო
ნანახია 1 293

- ლელე ლელე-იძახოდა. მე კიდე ხმას არ ვიღებდი-აქ ხარრ? რატომ ჩამკეტე ოთახშიი?
მე ხმას არ ვიღებდი და გადავწყვიტე წყალი გადამევლო, საეთოდ არ მადარდებდა მაგის ყვირილი. რა საშინელება გადავიკიდე, რატომ არ მომტყდა ფეხები საერთოდ იმ დღეს სახლიდან, რომ გავედი? ან რამ შემაყვარა საერთოდ? დებილი ვიყავიი, მაგრამ ეხლა არ მადარდებს მხოლოდ იმაზე ვფიქრობ როგორ მოვიშორო.
სააბაზანოში შევედი და მაქსის ხმა, რომ არ გამეგო სიმღერები ბოლო ხმაზე ჩავრთე. ამან გაჭრა და საეთოდ აღარ მესმოდა მისი ხმა. მეც ბედნიერად ვივლებდი წყალს.
მოკლედ ეხლა მე 20წლის ვარ, მაქსი კი 18 წლის რომ ვიყავი მაშინ გავიცანი. გამოცდები მქონდა ჩასაბარებელი და ინგლისურ ენის ცენტრში ვემზადებოდი. მაშინ მოვიდა იქ მხოლოდ ერთ დღეს, კლასიკური ტანსაცმელი ეცვა, სიმპატიურიც იყო, თან ძაან, მე კიდე მაშინ პატარა და დებილი ვიყავი შეყვარებული უკვე მყავდა, მიყვარდა მეთქი ვერ ვიტყვი არც კი მახსოვს რას ვგრძნობდი, უბრალოდ კარგი ბიჭი იყო და სკოლაშიც ყველა მაგის შეყვარებულობაზე ოცნებობდა და ეს ბედი მე მხვდა წილად ზოგადად იქამდე არავინ მყოლია, ყოველთვის თავს ვიფასებდი ბიჭების წინაშე, ამიტომაც მაქსი რომ შემოვიდა კლასში და ყველამ მისკენ გაიხედა, მეც შევხედე და მალევე გავაგრძელე წერა. კლასში ხუთნი ვიჯექით, მაქსი მეექვსე გამოდგა.
რომ შემოვიდა არავის მისალმებია ისე განაგრძო გზა და ყველასგან მოშორებით დაჯდა მთელი დრო ტელეფონით ვიღაცას წერდა, მერე დაურეკა კიდეც და კლასში ელაპარაკებოდა. ამ დროს კი მასწავლებელმა უყვირა, ან გადი, ან ტელეფონს თავი დაანებეო, მანაც დადო ტელეფონი ოღონდ უკვე მაშინ, როცა საუბარს მორჩა და აღარც აუღია, მერე წასვლის დროც მოვიდა. კლასიდან გავედით ყველანი, ის კიდე მე გამომყვა.
-ოეე გოგონი - დამიძახა. თავიდან ვერ ვიცანი ხმა და მივიხედე მისკენ, ის რომ შევამჩნიე ისევ წინ გავიხედე და გზა მშვიდად განვაგრძე. მაქსი კი გამოიქცა უნდა დამწეოდა, მაგრამ გამიმართლა და გზაში თორნიკე დავინახე. თორნიკე ჩემს შეყვარებულს ერქვა, ეს გამიხარდა მივედი და ჩავეხუტე მაქსი კი გაჩერდა და აღარ დამინახია რა გაკეთა მერე მხოლოდ ის ვიცი რომ აღარ გამომყოლია. მეორე დღეს თირნიკესთან ჩხუბი მომივიდა ქუჩაში ვიდექით, არ ვიცი საიდან მაგრამ მაქსი გამოჩნდა და თორნიკეს უთხრა.
-შეეშვი ამ გოგო თორემ გაზღვევინებ- მაშინ მე ის გმირად ჩავთვალე, მან კიდე ხელი მომკიდა და წამიყვანა. თავს ძაან უცნაურად ვგრძნობდი თან დამცირებული ვიყავი,თან ამაყიც, შემაშინა თორნიკეს საქციელმა და იმედები გამიცრუა, მაქსი კი ის სულ სხვა იყო... მაგრამ იმ დროს მე მასე ყურადღებას არ ვაქცევდი. ხმას არ ვიღებდი, არც თორნიკეს ვუყურებდი მერე გამაჩერა და მითხრა.
- წამოხვალ ჩემთან ერთად?-აღარაფერი მოთქვამს. თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე ჩემს გმირს, მან კიდე მანქანაში ჩამსვა და დაძრა.
-სად ცხოვრობ - უეცრად მითხრა, მე კიდე მივასწავლე ჩემი სახლი, მიმიყვანა სახლამდე ამომყვა კიდეც, მე ჩემს მეგობართან ანასთან ერთად ვცხოვრობდი, სახლში რომ დააკაკუნა მან გაუღო კარები, ისიც კი არ მომაფიქრდა, რომ ჩემი გასაღებით გამეღო.
სახში შევედი ანა კი გაკვირვებული მიყურებდა. იმდენად დაბნეული და აღელვებული ვიყავი არაფრის ახსინს თავი არ მქონდა, აზრზე ვერ მოვდიოდი რა გამეკეთებინა, არ ვიცოდი, მანამდე სანამ მან კარები არ მიხურა და წავიდა. თავი უცნაურად ვიგრძენი, დაუცველად, როცა ჩემმა დამცველმა მიმატოვა, მეც უკანვე გავეკიდე, ხელი მოვკიდე და ვუთხარი
-რა გქვია?- მაშინ ჯერ მისი სახელი არც ვიცოდი
-მაქსიმე - ჩუმადვე მიპასუხა მან
- შემოდი სახლში ყავას დაგალევინებ- ვუთხარი და ველოდებოდი პასუხს ეს ისე მშრალი დიალოგი იყო მის ადგილას გულგრილად გავეცლებოდი იმ ადგილს მაგრამ მან ეს არ გააკეტა იმიტომ, რომ ჩემს მდგომარეობაში შევიდა თუ იმიტომ რომ უბრალოდ მასაც მოუნდა ჩემთან ყოფნა, არ ვიცი
- არ მიყვარს ყავა- ეს პასუხი რომ მივიღე გამიკვირდა
-მაშინ ჩაი- მან გაიღიმე და თავი დამიქნია. მეც წინ წავედი და უჩუმრად გამომყვა. ისეთი საშინელიც არ აღმოჩნდა, როგორსაც მე ვფიქრობდი.
ერთ დღეს სახლში რომ დავბრუნდი გაკვირვებული ანა დამხვდა ვარდებით ხელში. ვკითხე ვინ გაჩუქათქო გახარებულმა და ჩემი არააო მითხრა
- შენი სახელი აწერია
მეც ვნახე და მას მხოლოდ სახელი ეწერა. არც რამე რომანტიკული ტექსტი, არც გამომგზავნის სახელი, გამიკვირდა მერე 1 კვირა, აღარ მინახავს მაქსი. არ ვიცოდი სად იყო. არც მეგობრები ყავდა, არც მისი ნომერი ვიცოდი, მერე ერთი კვირის მერე გამოჩნდა და მოვიდა ჩემთან. ხელი მომკიდა და მანქანაში ჩამსვა, მერე ვეკითხებოდი რაღაცეებს გაკვირვებული ის კიდე საერთოდ არ მპასუხობდა, ბოლოს ის მითხრა: "როგორ მომენატრეო" მეც გამიკვირდა და ჩუმად და მორცხვად ვუპასუხე: "მეც" მან კიდე მანქანა გააჩერა, უკვე თბილისს კარგად გაცდენილები ვიყავით ხელი მომკიდა და სახლში შემიყვანა ტყეში ვიყავით სადაც მხოლოდ ერთი სახლი იდგა. მე მას ვენდობოდი, არ ვიცი თუ შეიძლება ისე ენდო ადამიან როგორც მაშინ ვენდობოდი მას მე, ეჭვიც არ შემპარვია მის ქცევებში მიყვარდა უკვე და მაშინ მის ქცევებმა, მისმა თვალებმა მიმახვედრა, რომ მასაც ვუყვარდი.
ისეთი უცხო იყო ჩემთვის. მისი მარტო სახელი ვიცოდი. არაფერი მეტი. მისი უცნაურობებით მიყვარდა, იმ საღამოს მთხოვა აქ დარჩიო, თან ისე თითქოს საშუალებაც მქონოდა იქედან წასვლის, კარგი მეთქი ვთქვი. მაქსი კიდე მოვიდა გვერძე მომიჯდა და ჩამეხუტა. არ ვიცი რა სჭირდა არაფერს ამბობდა მაგრამ ცუდად რომ იყო ვხედავდი მერე მითხრა ყვავილები როგორ მოგეწონაო, მე არ გამკვირვებია, "მშვენიერი იყო" ვუთხარი. მერე ისევ დაიწყო:
- ლელე 1 კვირაა არ მინახიხარ, თურმე რამდენის გაგება შეიძლება ადამიანზე თუ მოგენატრება, მე შენ მენატრებოდი, ძალიან მენატრებოდიდა რაღაცას მივხვდი, ამ მონატრებისს მიზეზს - მაშინ პირველად მომმართა ასე ისე მესიამოვნა უფრო ჩავეხუტე.
- რას მიხვდი მაქს
-რომ შემიყვარდი- ეს სიტყვები ძალიან ჩუმად თქვა მაშინ მე არ მითქვამს "მეც მიყვარხართქო" მაგრამ ვპიქრობ ის ამას უსიტყვოდაც მიხვდა.
მეორე დღეს წამოვედით იქედან. 1 თვე ჩვენი ურთიერთობა შესანიშნავი იყო, მერე ჩემი კატა მაჩუქა და მითხრა მე ვეღარ ვიტანო, მაგ დღის მერე ძალიან შეიცვალა, გაუხეშდა, მე ვცდილობდი გამეგო რა ხდებოდა, მაგრამ ამაოდ.
ერთ დღეს ანა მეჩხუბა რატო არ დაანებებ თავსო, ცუდად გექცევაო, და კიდე ბევრი ამდაგვარი. ვუთხარი მაქსს თავი დაანებეთქო და სახლიდან გამოვიქეცი, პარკში დავჯექი და ვფიქრობდი რა გამეკეთებინა, მაშინ მოვიდა მაქსი ჩეემთან აუღელვებლად, მომიჯდა გვერდით, მეც ავხედე და მას არაფერი უთქვამს ისევ ისეთი ცივი იყო, მე კიდე ვკითხე:
- მაქს რატომ ხარ ასეთი?
- რა გინდა ლელე
ესს სიტყვები რაღაც ძაან ცივად წარმოთქვა, მე თითქოს იმედი დავკარგე, ალბათ მივხვდი იმას, რომ იგი ყოველთვის ასეთი ამოუცნობი იქნებოდა და თავი დავანებე. ალბათ იფიქრებთ, რომ აღარ მიყვარდა, მაგრამ შეცდებით შეიძლება მძულდა,ვეღარ ვიტანდი, ეგოისტი ნაბიწვარი გავხდი, მაგრამ მიყვარდა, ძალიან მიყვარდა, თავს ვარიდებდი იმ დღის მერე, სახლშიც მივედი ანისთან. ერთხელ მაქსი მთვრალი მოვიდა ჩემთან. ღამე იყო. საშინლად აუტანელი გამხდარიყო, მაგრამ ყველაფრის მიუხედავად,რომ დავინახე გამიხარდა მთვრალი, აუტანელი იყო. უზრდელურ სიტყვებს იძახდა, მაგრამ მაინც მიხაროდა მისი დანახვა, რაც არანაირ შემთხვევაში უნდა გამომეხატა, მეტიც თავი უნდა მეიძულებინა აღა გამხარებოდა და აი მივაღწიე ამას მისი დანახვა, მხოლოდ ზიზღს იწვევს ჩემში. მაგრამ მაინც მიყვარს, უბრალოდ ვერ ვიტან არ მინდა მასთან ყოფნა. მაგ დღეს გავაგდე და მეორე დღეს არავისთვის მითქვამს წამოვედი სახლიდან. ამის მერე აქ ვცხოვრობ. 1 წელზე მეტი ვერ დავრჩები აქ უნივერსიტეტი უნდა დავამთავრო ამ ერთ წელსაც ვაგდებ. ეხლა კიდე მაქსმა მომაკითხა, აუტანელმა არსებამ და კატას, რომელსაც ვერ იტანს სახლიდან გააგდოოო
________________________________________________________
როგორიაა? მოგწონთ ვინმეს ან გავაგრძელო წერა თუ შევეშვა?




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent