შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

Dark/ბნელი (თავი 1) (Harry Styles FanFiction)


9-03-2017, 19:54
ნანახია 3 005

თავი 1.
ხალხით სავსე ოთახში მალევე ამოვიცანი ჩემი მეგობრები.ღამდებოდა და წვეულებაზე ხალხის რაოდენობაც ნელ ნელა მატულობდა.სახლი,სადაც ეს წვეულება ტარდებოდა ძლივს უძლებდა მრავალრიცხვოვან ნასვამ მოზარდებს.ამ დროს საკმაოდ მომხიბვლელი ბიჭი შევამჩნიე რომელიც სამზარეულოს კარებიდან შემოსულიყო.ღიმილი სახეს უნათებდა და ყავისფერ თვალებს ვერ მაცილებდა.მორცხვად გავიღიმე,როდესაც ის ჩემი მიმართულებით წამოვიდა,მაგრამ მალევე იმედ გაცრუებამ შემიპყრო,რადგან ის შეჩერდა.მისი მზერა ჩემს უკან მდგარ მაღალ და ხუჭუჭ თმიან ბიჭისკენ იყო მიმართული,რომელიც მას მისჩერებოდა.ეს ხუჭუჭ თმიანი ყმაწვილი მალევე ამოვიცანი და ის ისტორია გამახსენდა რომლითაც ადრე ჩემი მეგობარი მაშინებდა.ამ ბიჭმა ერთხელ თავისი მეგობარი სცემა.არც არის გასაკვირი რომ იმ ყავისფერ თვალებიანმა ბიჭმა მის დანახვაზე მალევე უკან დაიხია.

ნერვიულობისგან პულსი ამიჩქარდა და ყელი გამიშრა.დროის გარკვეულ მონაკვეთში გაუნძრევლად ვიდექი,მაგრამ გონს მაშინვე მოვეგე როდესაც დავინახე თუ როგორ მიახლოვდებოდა ის ხუჭუჭ თმიანი ბიჭი,ის რომელიც საშინლად მაშინებდა.აღელვებულმა თავიდან ფეხებამდე ჩავათვალიერე.ჯინსები იდეალურად მორგებოდა მის საკმაოდ გამხდარ ფეხებს,თეთრი მაისური კი მის პრესს გამოკვეთდა.სულ რამდენიმე წამში შევხვდები იმ ადამიანს რომელიც მთელი წვეულების განმავლობაში თვალს არ მაცილებდა.

-მეცეკვე.-ჩახლეჩილი ხმით მომიგო.

პასუხის გასაცემა ვერც კი მოვასწარი რადგან მაშინვე საცეკვაოდ გამიწვია.ჭიქა კი,რომელიც ხელში მეჭირა დამივარდა.ხელის გული ზურგის ქვედა ნაწილზე დაედო და მისკენ მიზიდავდა.ხელები მის მკერდზე დამეწყო,ამით ჩვენს შორის მანძილის გაზრდას ვცდილობდი.მისმა უხეშმა ქცევებმა განმაცვიფრა,აქამდე არავინ მომპყრობია ასე.მაიძულა ხელები მის კისერზე შემომეხვია.თავი ავწიე და მოციმიმე თვალები დავინახე,რომლებითაც ეს ბიჭი მიცქერდა.მის მწვანე თვალებს ოდნავ ცისფერიც დაკრავდა.მალევე მივხვდი რომ ის მთელ ჩემ სხეულს ათვალიერებდა.შემრცხვა.
-რა გქვია?
-ბ-ბო,-ენა დამება.
მან გამიღიმა და ყურში ჩამჩურჩულა.
-მე ჰარი ვარ.
სანამ თავს გასწევდა მისი ტუჩები ყურის ოდნავ ქვემოთ შემეხო.თვალები დავხუჭე და ხელები კიდევ უფრო მჭიდროდ მოვხვიე.ღმად ამოვისუნთქე როდესაც მან თავისი თეძოები ჩემსას მიაბჯინა.რაღაც სიცილის მაგვარი მომესმა თითქოს ჩემი რეაქციით ტკბებოდა.არასოდეს განმეცადე რაიმე ამდაგვარი,რაც მისთვისაც აშკარა იყო.
-მომწონხარ.-ჩაიცინა-ისეთი უმანკო ხარ...
მისი მზერა ჩემს მკერდზე დაეცა.თავისი სიმაღლით სარგებლობდა და ზემოდან მათვალიერებდა.ხელები მოვაშორე.მისთვის სილის გარტყმის სურვილი ყოველ წამს მეზრდებოდა.თუმცა ვცდილობდი თავშეკავებული ვყოფილიყავი რადგან ჯერ კიდევ მეშინოდა მისი.ხელები ავწიე,მინდოდა რაც შეიძლებოდა მალე გავცლოდი მას,მაგრამ ის მაჯაში ჩამწვდა.
-ახლავე,ახლავე.-თავისი ხრინწიანი ხმით მეუბნებოდა.
ჰარიმ ხელები გამიშვა და ზურგზე შემეხო.გრძელი თითები ჩემი ჯინსების უკანა ჯიბეში ჩააძვრინა,როგორც ჩანს ჩემს ტელეფონს ეძებდა,მაგრამ ხელი გააჩერა და მალევე ნათელი გახდა რომ მხოლოდ ეს არ წარმოადგნენდა მის ერთადერთ მიზანს.საჯდომზე ხელი მაგრად მომიჭირა და როგორც იქნა ტელეფონის ამოიღო.თავი ვერ შევიკავე და ამოვიკვნესე რაზეც მან ღიმილით მიპასუხა.
ჩუმად ვიდექი,ჰარი ამასობაში ნომერს კრეფდა.რამდიმე წამის შემდეგ სიგნალის ხმა გავიგე და მივხვდი რომ ჩემი ტელეფონიდან თავისაზე მესიჯი გაეგზავნა.ახლა მას ჩემი ნომერი აქვს.რა ჯანდაბა ხდება? მეგობრებს მხოლოდ რამდენიმე წუთით ჩამოვშორდი,ახლა კი ვარ ბიჭთან რომელსაც მხედველობაში მხოლოდ ერთი რამ აქვს.მისი ცხელი სუნთქვა ყელზე ვიგრძენი,როდესაც მან ტელეფონი ისევ ჯიბეში ჩამიდო.ჰარიმ კვლავ მიმიზდა თავისკენ,ჩემი მკერდი მისაზე იყო მიბჯენილი,რაც დიდ სიამოვნებას ანიჭებდა.
-მორჩი.-ძალიან ჩუმად ვთქვი.
ვიბრაცია ვიგრძენი,რომელსაც მისი მკერდი გამოსცემდა-ის იცინოდა.ტუჩები კი ისევ ჩემ ყურებთან აღმოჩნდა.
-მე ასე არ ვფიქრობ პატარავ.ჩვენ ძალიან გავერთობით.
შევკრთი.ჰარი მაშინებდა მაგრამ ამჯერად შიში არ იყო ის,რამაც ამაზე წასვლა მაიძულა-სილა გავაწანი,რის გამოც მას მარცხენა ლოყა გაწითლებოდა.
-შენ შეიძლება პრობლემაც იყო,-უხეშად მომიგო-რაც მე ძალიან მომწონს.
თავი დახარა,ჩემი გვერდით გადაწია და ტუჩები ყელზე შემახო.ჰარიმ ხელები გამიშვა და ზურგზე მომხვია,რათა გაქცევის საშუალება არ მოეცა.პროტესტის ნიშნად მკერდზე გათავისუფლებული ხელები დავაწყვე და ვცდილობდი ჰარი მომეშორებინა,მაგრამ უცებ ვიგრძენი როგორ მიწოვდა ყელის ნაწილს.
-ჰარი.-ვევედრებოდი.
მის მაისურს ჩავეჭიდე,ტკივილი კიდევ უფრო გაძლიერდა როდესაც მან ყელზე კბილები ჩამასო.ის იცინოდა,მე კი ვცდილობდი მისი ხელები მომეშორებინა,ის კი ჩემი ყელის ღრღნას განაგრძობდა.ტკივილი ოდნავ შემიმსუბუქა როცა კბილები თავისი ნაზი ტუჩებით ჩაანაცვლა,თუმცა მან არ მომცა უფლება ამით დიდხანს დავმტკბარიყავი და კვალ კბენა დაიწყო.დაზიანებული ადგილი ალოკა და რამდენიმეჯერ მაკოცა.
ჰარიმ უკან დაიხია,როგორც იქნა მისგან თავი გავითავისუფლე.თითებით ნატკენ ადგილს ვეძებდი,ჰარიმ კი ისევ მოახლოება დაიწყო.
-შენ ახლა ჩემი ხარ.
ისევ ამათვალიერა,შემდეგ მიბრუნდა და ჰორიზონტს მიეფარა.გაოცებული ვიდექი,ბოლომდე ჯერ კიდევ ვერ გამეაზრებინა ის ყველაფერი რაც ახლახანს მოხდა.
-ჯანდაბა!
ხალხის გროვაში ვცდილობდი ჩემი მეგობრები ამომეცნო.როდესაც ბოლოს და ბოლოს მივაგენი მათ,ისინი მხიარულად მსჯელობდნენ რაღაც თემაზე და საერთოდ არ აქცევდნენ ყურადღებას იმას რაც სულ ორიოდე წუთის წინ მოხდა.პირი გავაღე რათა რაღაც მეთქვა,მაგრამ მათ დამასწრეს.
-რა მოხდა?-ზოუიმ მკითხა,მის ხმის ტონში აღელვება იგრძნობოდა.
-მე-მე...
მან თმაზე დამხედა.თვალები ყველას გაუფართოვდა,როდესაც მათ „ეს“ დაინახეს.
-ვინ გაგიკეთა ეს?-შარლოტას განცვიფრებისგან პირი დაეღო.
პასუხი არ გამიცია,მხოლოდ ერთ ადგილს ვიყავი მიშტერებული.მეგობრებმა დიდი ინტერესით მიაბრუნეს თავები იმ მიმართულებით საითაც მე ვიყურებოდი,რათა ენახათ რას ან ვის ვიყავი მიშტერებული.ჰარიმ პასუხის ნიშნად თვალს არ მაცილებდა და იცინოდა.დავინახეთ თუ როგორ დაემშვიდობა თავის მეგობრებს და როგორ გაემართა გასასვლელისკენ,თუმცა წასვლის წინ მან მაინც მოასწრო ჩემთვის თვალის ჩაკვრა.მე ისევ ჩემ მეგობრებს მივუბრუნდი.შარლოტას სურვილი კლავდა მომხდარზე კომენტარი გაეკეთებინა,მაგრამ აზრს ვერ აწყობდა.ლუსიმ როგორც იქნა დუმილი დაარღივა.
-ფუ ამის...

მეგობრებო ესეც ახალი მოთხრობა.. თუ მოგეწონებათ კომენტარებში დაწერეთ და ასევე ისიც დაწერეთ გავაგრძელო თუ არა დადება. დიდი იმედი მაქვს ეს ახალი მოთხრობა მოოგეწონებაათ
ს.მ



№1  offline წევრი qetiqetiA3

წავიკითხავ კი,გააგრძელე heart_eyes

 


№2  offline წევრი ლილიტიი

ძალზედ საინტერესოა.
საერთოდ შენი ყველა ისტორია ძალიან საინტერესოა
გელოდები'თ

 


№3 სტუმარი Guest Daiena

Meore tavs rodis dadeeb? ❤j

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent