მოლურჯო სული (თავი 6 )
ადამიანთა უმეტესობა ფიქრობს, რომ ცხოვრებასთან ომი მხოლოდ ბრძოლისა და შეტაკებებისაგან შედგება. სინამდვილეში ომი მასთან მოლოდინია. მორიგი ბრძოლის, მორიგი ვახშმის, მორიგი დღის... ნეტავ ხვალ რა იქნება, მარი, ნეტავ ხვალ რას მიქადის ბედი?! უმისოდ ვკვდები, უმისოდ ფილტვებს ჟანგბადი არ ყოფნის და ფუნქციონირებას წყვეტს, ვიცი ის თუ ჩემს სიახლოვეს იტრიალებს, იმაზე მეტად ცუდათ ვიქნები ვიდრე დღეს ვარ, უბრალოდ ეს ყოველივე გარდაუვალია, თან მას სხვა ქალის გვერდით, რომ ვხედავ გული მეგლიჯება ორად.. არ შემიძლია, ვერ ავიტან ამას, ვერა, ის ჩემია, ჩემი ტატოა... ტატო, რომელსაც ისეთი ვუყვარდი, როგორიც ვიყავი, არაფრის შეცვლას არ ითხოვდა ჩემში, მე მისი არსებობა მაბედნიერებდა! ამ წრეებს, სოციალურ ფენებს და საერთოდ ურთიერთობებს არღვებდა ჩვენი სიყვარული, ნეტავ სად გაქრა მისი ჩემდამი ამოდენა სიყვარული, სად? რომ ასე მიმეტებს, ასეთი თვალებით მიყურებს, იმ თვალებით, რომლებშიც ადრე სიყვარულის ჭინკები ციმციმებდნენ, დღეს კი აღარაფერია გაყინული მზერის გარდა იქ, აღარ! გაშლილი ხელის გულით ვცადე ცრემლების შემშრალება და მეგობარს გავხედე. -ნუ ტირი გთხოვ! შენი ამ დღეში ყოფნისთვის გიორგის ღმერთი დასჯის, მას ის ამ ცოდვებს რაც შენს წინაშე ჩაიდინა და არამარტო შენს წინაშე, არ აპატიებს! ხელები შემოხვია კეკუტიამ, ბავშვობის მეგობარს და სივრცეს გახედა, გული ტკიოდა მისი ამ მდგომარების გამო. ის მომსწრე იყო ყველაფერის, მან სიმართლე იცოდა, სიმართლე, რომლიც ყველაფერს ცვლიდა. -აბა, ჩემი გოგოები რაზე საუბრობენ?! სათითაოდ ჩაიკრა გულში ორივენი, ბატონმა თორღვამ. შვილის ნამტირალები თვალები მის თვალთახედვას არ გამოპარვია. -მარიკო, რა მოგივიდა ჩემო გოგო?! შენმმა ქმარმა გაწყენინა? რატომ ტირი მამი?! თვალებში ჩააკვირდა ქალიშვილს. -არაფერია მაა, დამშვიდდი. ვცადე, როგორაც შემეძლო გამეღიმა. -როგორ თუ არაფერია?! რაც გიორგის ცოლად გაყევი ერთი დღე არ მინახიხარ, მას შემდეგ ბედნიერი. რა ხდება მარიამ თქვენს შორის, უნდა ვიცოდე?! შეშფოთებას შვილის მდგომარეობის გამო ვერ მალავდა თორღვა ბატონი. -დამშვიდდი მამიკო, დამშიდდი! ხელები მაგრამ შემოვაჭდე და ტუჩები მაგრად მოვიკვნიტე, რომ ცრემლები შემეკავებინა და სიმართლე არ მეთქვა მამასთვის. *************************************************** ********************************************* -ოჰოო, ბატონი ტატო მობრძანებულა თავის ფეხით ჩემს კომპანიაში, რა პატივია. გიორგი ლაბაძეს შიშის და ამავდროულად შურისძიების უდიდესი გრძნობა ერთად ეუფლებოდა, თან ამპარტავნობა და სიამაყეც არ ასვენბდა. -მორჩი ცინიზმს, გიორგი?! მშვიდად დააუღელვლად უთხრა ტატომ. -აქ, რატომ მოხვედი?! -შენს, მოსაკითხად, ხომ იცი შენი კარგად ყოფნა ჩემსავით არავის უნდა. გაიღიმა ემხვარმა და გიორგის თამაშის წესებით შეუდგა თამაშს. -არა მგონია ჩემს მოსაკითხად მოსულიყავი, თქვი რა გინდა და აქედან წაეთრიე, ის რომ რაღაც ბინძური გზებით ფული იშოვნე, არ გეგონოს ჩვენს საზოგადოებაში შემოსვლის უფლება გაქვს და საერთოდ ჩემგან შორს დაიჭრე თავი. ნერვები მტყუნობდა ლაბაძეს და სიმწრის ღიმილით იცინოდა. -სამწუხაროდ შენ და მე ერთმანეთისგან შორს ვერ დავიჭერთ თავს, მინიმუმ ორი წელი მაინც, შემდეგ ვნახოთ! კვლავ ამაზრზენად გაუღიმა ემხვარმა. -რას ბოდავ? თავი ყასიდათ გვერდზე გადაწია გიორგიმ და მოუთმენლობა დაეტყო, პასუხის მოლოდინში. -აი, ამას.. საქაღალდე დაუგდო წინ ტატომ. ლაბაძემ ცოტა დაეჭვებულმა შეხედა, მერე გახსნა და საბუთებს ზედმიწევნით დაუწყო თვალიერება. -შეუძლებელია! იღიმოდა, მაგრამ ეს ღიმილისგარდა ყველაფერი იყო. -შესაძლებელია, მე და შენ ამიერიდან პარტნიორები ვართ, ასე რომ იმაზე ხშირად შევხვდებით ერთმანეთს ვიდრე შენ ან შენს ძვირფას ცოლს წარმოგიდგენიათ. კაბინეტიც მინდა ჩემი აქ და მეტიც ისიც ამ სართულზე უნდა იყოს, შენი კაბინეტივით დიდი და ლამაზი, გემოვნება ხომ იცი თითქმის ერთნაირი გვაქვს, შენც ყოველთვის ის მოგწონდა რაც მე, ამტომ დარწმუნებული ვარ იდეალურად მომიწყობ ყველაფერს ორშაბათისთვის. ფეხი-ფეხზე გადაიდო ემხვარმა და კმაყოფილი მზერა მიაპყრო აფოფრილ ლაბაძეს. -ზედმეტი არ მოგივიდეს.. შენ ხომ იცი, რომ ჩემთან თამაშში დაიწვები, მე გიორგი ლაბაძე ვარ და მგონი ეს გავიწყდება და მბრძანებლობა ჩემი სტილია, ჩემი! მოთმინებას კარგავდა, რადგან მიხვდა იმაზე მწარედ გააცურეს ვიდრე მას ეგონა. -მაგას რა დამავიწყებს, შენი ბინძური საქმეების დღის სინათლეზე გამომზეურება მოგიწევს, ასე რომ მოემზადე! თვალი ჩაუკრა ტატომ. -ზღვარს ნუ გადადიხარ, მე შენ გაფრთხილებ! თითი დაუქნია მუქარის გასამყარებლად ლაბაძემ და კბილები გააჭრიალა. სასამართლოში ადვოკატი დღესვე შეიტანს სარჩელს, რომ თანამშრომლობის შესახებ საბუთები ბათილად ცნო, მე შენთან კი არა, ვახტანგთან გავაფორმე ხელშეკურულება, ასე რომ შენთან საქმე მე არ მაქვს „ძალად ბიზნესმენო“! კვლავ გაუღიმა და ნერვიულობის დასაფარად, ხელები ჯიბეში ჩაიწყო გიორგიმ. -ყველა საბუთი წესრიგშია, მე შენგან განსხვავებით არ ვთაღლითობ გიორგი და ადამიანების უბედურებაზე, ჩემს ბედნიერებას არ ვაგებ, ასე რომ სამსამართლოს თაობაზე მუქარით შეგიძლია სხვა შეაშინო, მე ვახტანგმა ყველაფერი კანონიერად გადმომიფორმა, ახლა მე და ის ვართ ჩემი ჰოლდინგის და აგრეთვე შენი ჰოლდინგის მეწილე-პარტნიორები და ამას ვერაფრით ვერ შეცვლი. ფეხზე წამოდგა, მხრებში გაიშალა ემხვარი და კარისკენ წავიდა, მერე თითქოს გონს მოეგო, რაღაც დაავიწყდაო და კვლავ მისკენ შემობრუნდა. - ხო, მართლა ამ საღამოს ეს ამბავი უნდა ავღნიშნოთ და შენ და შენს მეუღლეს, მე და ვახტანგი გელოდებით, რესტორნაში, მისამართზე და დროზე ინფორმაციას ჩემი მდივანი შეგატყობინებს, რამდენიმე საათში. აბა დროებით. თავი დაუკრა და კმაყოფილმა გამოიხურა კარები. **************************************************************************************************************************** -რას აკეთებს ჩემი ძვირფასი ცოლი?! ელდა-ნაკრავმა ჩამოვაფარე ნახატს ტილო. -აქ შენ რას აკეთებ? ვითომ არაფერიო და აგდებული გავეპასუხე. -მომენატრა ჩემი ცოლი და მის სანახავად მოვედი. მხარზე მაკოცა, ამან მე უარესად გამაღიზიანა, მხარი ავუქნიე და ფეხზე წამოვდექი. -გეყოფა, გიორგი, ამ ცირკის თამაშს მაშინ მაინც რატომ არ წყვეტ, როცა მარტონი ვართ? და რატომ უსვავ ასე ხშირად ხაზს, იმ ფაქტს, რომ შენი ცოლი ვარ? გაცხარებული ვუსვავდი კითხვებს, ის კი მის ირონიულ და დამცინავ ღიმილს არ მაშორებდა, ზოგადათ მისი სიმშვიდე ყოველთვის იმაზე მეტად მაღიზიანებდა და მიკეტავდა ჭკუას ვიდრე თავად ის და მისი პიროვნება, მისივე ცოდვებით. -პასუხი მარტივია საყვარელო ორივე კითხვაზე, იმიტომ, რომ ჩემი ცოლი ხარ, ცოლი, რომლის მსგავსზეც ყველა მამაკაცი იოცნებებს. ჩემი ხელი აიღო და მეამბორა. -იმპოტენტი ხარ, შენ ნამდვილად ავადმყოფი ხარ! ზიზღით გამოვგლიჯე ხელი. -ხო ავადმყოფი ვარ, შენი სიყვარულის ავადმყოფობა მჭირს! კვლავ არ წყვეტდა ცინიკურ საუბარს. -ეს რასაც შენ მიკეთებ ავადმყოფობაა, სიყვარული არ არის გიორგი და უნდა გაიგო! ახლა კი აქედან გაეთრიე თუ მსგავის სისულელეების საუბარს აპირებ კვლავ. -ზოგადათ ამ თემებზე სასაუბროდ არ მოვსულვარ, საღამოს ვახშამზე მივდივართ და მინდოდა გამეფრთხილებიე, რომ მოემზადო. -მე არსად წამოსვლას არ ვაპირებ, ნამდვილათ არ მაქვს ამის განწყობა.. თანაც შენი ვაჟკაცური ქმედების შემდეგ ტუჩზე ჭრილობა გამირთულდა და ხომ უყურებ რა დღეშიც მაქვს, მაშინ დამალვა შევძელი, მაგრამ ახლა ვერ შევძლებ, ზედმეტი კითხვები კი არ მინდა, მარტო წადი. -იმ ქმედების გამო ბოდიშს გიხდი, მაგრამ შენი ბრალი იყო, წყობიდან გამომიყვანე.. თავიც კი არ ჩახარა, რომ ოდნავი თანაგრძნობის გრძნობა გამოეწვია ჩემში, უტეხად მიყურებდა თვალებში. -საცოდავი არსება ხარ! ღვარძლიანად ამოვილაპარაკე. -საღამოსთვის მოემზადე, ხომ ისიც გაითვალისწინე, რომ შენი ტატო და მისი ქალიც იქ იქნებიან და ჭკუას ძალა დაატანე. შუბლზე მაკოცა და გახევებული დამტოვა ჩემს სახელოსნოში. ****************************************************************************************************************************ფეხები უკან მრჩებოდა რესტორანში შესვლა იმდენად არ მინდოდა. დიდათ არ გამომიდია თავი ჩაცმა-დახურვაზე, ატმისფერი პერანგი და თეთრი შარვალი ჩავიცვი, თმა ახალი დაბანილი მქონდა და საოცარი მოცულობა ჰქონდა ,მეტიც გამფუებოდა ეს ხვეული თმა და უსწორმასწოროდ მეყარა მხრებზე, თითქოს გაშლილი თმითაც ვცდილობი ტუჩზე დარტყმის კვალის დაფარვას. მაგრამ თმა რას დაფარავდა მას, გამღმავებოდა, ტატოსთან მომხდარი იმ სცენის გამო, ალბათ კბნებმა და კოცნამ იმოქმედა ცუდათ. ეს ფაქტი, რომ გამახსენდა თუ, როგორ ეხებოდა ჩვენი ბაგეები ერთმანეთს ღიმილი მომეფინა სახეზე და კვლავ გიჟურმა სურვილმა წამომიარა, ტატოს ბაგეებს დავწაფებოდი, რომლებიც ასე მიწვევდნენ და თან ღვინოს წრუპავდნენ. -ქალბატონო მარიამ, სახეზე რა დაგემართათ, უფრო სწორად კი ტუჩზე? ვახტანგი ჩამეკითხა. ენა დამება, და ჩემს თავზე გავბრაზდი, რომ ტყუილიც კი არ მქონდა ამ ფაქტზე მოფიქრებული. -არაფერია ბატონო ვახტან... ენა არეულმა დავიწყე ტყუილების საუბარი. უბრალოდ მე... კარს დავეჯახე, საძინებლის კარს და აი, შედეგიც, გამიმწვავდა მდგომარეობა, ყურადღება არ მივაქციე და... როგორაც შემეძლო გავუღიმე და გიორგის გავხედე, რომლის თვალებშიც ვერაფერი ამოვიკითხე თუ რას გრძნობდა ის იმ წამს. მერე მისი ხმაც მოწვდა ჩემს დახშულ ყურთასმენას. -ხო, წუხელ ცოტა ზედმეტი დავლიეთ და როდესაც ცუღლუტით საძინებელში შევდიოდით ინციდენტი შეგვემთხვა. გამიღიმა, მე კი სიმწარის და სირცხვილის ალმრმა გადამკრა სახეზე, ტატოს წონასწორობიდან გამოსაყვანად აკეთებდა ამ ყველაფერს და მინდოდა იქვე მიმეხრჩო. -არ მგონია, რომ ვინმეს აინტერესებდეს ჩვენი ცხოვრების შესახებ დეტალები ძვირფასო და ასე რომ გთხოვ ნუ მარცხვენ. ხელზე ხელი დავადე და სიძულვილით სავსე მზერა ვესროლე. -იცით მარიამ ბედნიერება რთული დასამალია, ალბათ გიორგიც ძაალიან ბედნიერია, რომ ენას ვერ აჩერებს, ნუ გაუწყრებით. ტატო სიტყვით გამოვიდა. აი, მე და ანუშკიც იმდენად ბენდიერები ვართ ხანდახან მეც მიჭრს თავის კონტროლი. აქ სიყვარულით სავსე თვალებით გახედა გოგოს, ისიც დადნა წამში. მაგრამ იცი რა ვისწავლე, მეგობრებო?! სიყვარულს, ბედნიერებას და საერთოდ ასეთ ამაღელვებელ გრძნობებს მალვა უნდა, რადგან არ გაგანადგუროს ამ გრძნობების ძალამ და არ წაგერთვეს ხელიდან ბედნიერება, რომლის მოსაპოვებლადაც ბევრი იწვალე. ეს სიტყვები ჩემი მიმართულებით თქვა და საერთოდ ყველა სიტყვას ჩემს გასამწარებლად ამბობდა. ამიტომ, ახლა ვისწავლე თავის კონტროლი და მე და ანუშკა ამ ყველაფერს საგულდაგულოდ ვმალავთ, რადგან არ წაგვერთვას ხელიდან და პირიქით უფრო გავაღრმავოთ. ამ დროს ხელი მოხვია მხრებზე გოგოს და გულზე მიიკრა, მერე კი შუბლზე ზუსტად ისე აკოცა, როგორც მე მკოცნიდა ადრე. ახლა ალბათ, რომ არა ეს ხალხი აქვე ვიტირებდი, მაგრამ თავი შევიკავე და საპირფარეშოში გასვლა მოვიმიზეზე, რომ ცრემლები დამეფარა, იქ შესულმა კი ცრემლები გადმოვყარე. უკვე მაგიდასთან დაბრუნებას ვაპირებდი, კარი გამოვაღე და წინ ამესეტა ემხვარი. -შენ რა იყო საპირფარეშოებში ჩემს დარაჯად იქეცი?! კოპები შევკარიდა გზის გაგრძელება ვცადე, თუმცა ხელში ხელი ჩამავლო და უკან შემაბრუნა. -რას აკეთებ, შენ სრულ ჭკუაზე ხარ?! გიორგი მელოდება, ასევე შენც გელოდებიან და წავიდეთ. მწარედ ვანიშნე თავის „ანუშკაზე“. -სახეზე რა გჭირს? ის ტყუილები არ მითხრა რაც იქ დააბრეხვე, გაიგე?! თითი დამიქნია და სახე ჩემი ხელებში მოიქცია, რათა კარგად დაენახა იგი. -მე სიმართლე ვთქვი და საერთოდ რა შენი საქმე, წადი შენს გოგოს მიხედე და ზედმეტები ნუ მოგდის, ის დღე არ გაძლევს უფლებას, რომ ასე მესაუბრო, დაივიწყე ის დღე, ამოშალე გონებიდან. ენას არ ვაჩერებდი ოღონდაც კი დავსხტლდომოდი ხელიდან. თან მის უზადო ნაცრისფერ თვალებს ვუყურებდი და მინდოდა დამეკოცნა სათითაოდ. -საუბარი სხვა თემაზე ნუ გადაგქავს მაგაზეც ვისაუბრებტ ნუ ღელავ, მაგრამ ჯერ სიმართლე უნდა მითხრა. მე და შენ 4 დღის წინ ვიყავით ერთად... თვალები დააწვრილა და დაასკვნების დადება დაიწყო. -ერთად არ ვყოფილვართ. უმალ გავაპროტესტე, თუმცა მისი მკლავებიდან ვერ დავიხსენი თავი. -კინაღამ სექსი გვქონდა და აბა ვისთან იყავი?! კვლავ მისი იორონიული მზერა. მაგრამ ახლა ამას არ გაგირჩევ.. ხელი შემიშვა. ესეიგი მე და შენ კინაღამ სექსი გვქონდა ზუსტად 4 დღის წინ, შენ და შენმა გიორგიმ კი თქვით რომ.... აქ ცოტახანს შეჩერდა, თითეულ სიტყვას ჩემს გასაბრაზებლად ამბობდა. მერე კი კვლავ განაგრძო. რომ წუხელ მოგივიდათ ინციდენტი რისგამოც ტუჩი გახეთქილი გახვს და თუ სახესაც დავუკვირდებით მარცხენა მხრიდან ოდნავ სილურჯის ელფერი დაკრავს, რაც იმაზე მიუთითებს, რომ სახეზე ვიღაცამ დაგარტყა. -რა კარგი ფანტაზია გაქვს, რა სილურჯე. ვცადე ამეგდო მის ნათქვამი. უეცრად ხელები დამიკავა, წყალი მოუშვა ონკანზე და მარცხენა ლოყა მომბანა, მერე კი შემიმშრალა. -შპაკლით კარგად დაგიმალავს, თუმცა კი ჩემს თვალს ვერ გამოაპარებ მაგას. რა მოგივიდა? ან რატომ იტყუები? გაცხარებულიყო, მისი ქცევები, რომ არაა ვიფიქრებდი ჩემზე დარდობსთქო. -არ ვიტყუები. კარებს დავეჯახე, მერე რა რომ დღეები აგვერია, მე და ჩემს ქმარს და საერთოდ რა უფლებით მიწყობ დაკითხვას?! ხომ გაგიგიათ საუკთესო თავდაცვა თავდასხმაოო, მაგრამ ესეც დავაგვიანე და ვერ მიშველა. -ტყუილის თქმა არასდროს გამოგდიოდა, ხომ იცი იმაზე კარგად გიცნობ ვიდრე ეს ვინმეს წარმოუდგენია,თუმცა მთლად ბოლომდეც ვერ შეგიცანი, რადგან ის გააკეთე რასაც შენიდან ვერასდროს წარმოვიდგენი. გაბზარული ხმა შემოეპარა, თუმცა წამის შემდეგ კვლავ რიხი მისცა მის ტემბრს. მე ვერ მომატყებ მარიკო. შუბლი-შუბლზე მომადო და ღრმად ამოისუნთქა. -გთხოვ გამიშვი და ნუ ერევი ჩემს საქმეში.. არ ვიცი,რატომ თუმცა დანებებულის პოზიციიდან ვთქვი ეს წინადადება. ჩემმა ამ ქცევამ დააბნია და ხელიდან დავუსხლტდი, კარის სახელური უნდა ჩამომეწია უკვე მისი ხმა, რომ გავიგონე. -ალბათ ტუჩზე ჭრილობა ჩემთან კოცნაობამ გაგიღიზიანა, თუმცა იმ საღამოს იმდენად ვიყავით ერთმანეთით სავსე, რომ... ალბათ ალმური მეკიდა სახეზე, კიდევ კარგი ვერ მხედავდა. მე, იმ საღამოსვე შეგამჩნიე ეს ჭრილობა, თუმცა მაშინ ამისთვის არ გვეცალა, ახლა კი გაგრთულებია საქმე. მის სუნთქვას ვგრძნობდი უკვე ზურგს უკან, მერე ვიგრძენი მისი ხელები ჩემს წელზე და როგორ ჩარგო ჩემს თმაში თავი და ცხელი სუნთქვა მომფინა სახეზე, მერე შემომატრიალა და თვალებში ჩამაშტერდა. ნეტავ იცოდე, როგორ ამომაცალე ყველა გრძნობა გულიდამ და მარტო სიძულვილი, დიდი სიძულვილი დამიტოვე. უმალ გავაწყვეტიე სიტყვა, ვერ ავიტანე მისი ეს სიტყვები. -ადრე ამ თვალებში რამდენი რამის ამოკითხვა შემეძლო, დღეს თითქოს გაყინული გაქვს ყველა გრძნობა და იმპულსი, თუმცა მე, მაინც მამცნოობენ შენი საუცხოო თვალები, რომ ისევ-ისე, არა უფრო ძლიერ ვუყვარვარ შენს ყველაზე დიდ და თბილ გულს, რომელსაც ყველაზე დიდი სიყვარული შეუძლია, ამის დამამტკიცებელი საბუთი კი ის არის, რომ 5 წელია დაატარებ ჩემს სიყვარულს მთელი გულით და ასე უფრთხილდება, ძაალიანაც გინდა დამარწმუნო, რომ არ გიყვარვარ და გძულვარ, მაგრამ ვიცი, რომ შენი გული ისევ მე მეკუთვნის, ისევ მე და ასე იქნება სიცოცხლის ბოლომდე! დავამთავრე კმაყოფილმა მონოლოგი, ფეხის წვერებზე ავიწიე და მის ტუჩებს დავეტაკე, ის გახევებული იდგა, მომთხოვნად, ვუკოცნიდი ბაგეებს, ვიცოდი მალე უნდა დამეღწია მათთვის თავი რადგან აქედან სახსალამათს გამესწრო. ტატო, რომ გონს მოვიდა, მხოლოდ ქალის გამაბრუებელ სურნელს გრძნობდა,სურნელს რომელიც ჭკუიდან შლიდა. ************************************************************************************************************************* -ახლა ვაპირებდ შენს საძებნელად წამოსვლას საყვარელო, რატომ დაგაგავიანდა დაბრუნება? ისეთი სახით მიყურებდა თითქოს ჩემს გამოჭერას ცდილობდა ლაბაძე. -გიორგი წავიდეთ შინ თუ შეიძლება, რაღაც არ ვარ კარგად. მეც ვაჯახე სათქმელი. -კი, მაგრამ ტატოც კი არ არის აქ და უხერხულია ცოტა, დავემშიდობოთ. რა დაგემართა? თითქოს შეშფოთდა, ფეხზე წამოდგა ხელი მომხვია. -არ ვიცი თავბრუმეხვევა, ალბათ წნევა დამივარდა. -ხო, ეხლა მარტის თვეა და სისხლი იცვლება, წნევის თამაში ჩვეულებრივი ამბავია, მომეტებულ ემოციებთან ერთად. ტატომ კუთვნილი ადგილი დაიკავა და კმაყოფილი მზერა გვესროლა. -წავიდეთ საყვარელო, წავიდეთ. ყველას დაემშვიდობა სასწრაფოდ გიორგი და გულზე მიხუტებულმა გამიყვანა რესტორნიდან. ტატო კი მანამ არ აცილებდა წყვილს ამრეზილ მზრეას სანამ თვალს არ მოეფარნენ და ბინდს არ შეუერთდა მათი მანქანა. **************************************************************************************************************************** -გიორგისთან ბედნიერი არ არის. დადო დასკვნა ძმაკაცთან და შუბლი ცივ მაგიდაზე დადო. გიგისაც რაღაც უცნაური ამოუცნობი მზერა ჰქონდა. -ეგ სიდან დაასკვენი?! ის რომ კინაღამ დაგნებდა რამდენიმე დღის წინ ამას არ ნიშნავს, უბრალოდ შენთან შესაძლოა დაუოკებელი ლტოლვა ჰქონდეს, თან მონატრება დაემატებოდა თან და .... ვისკი მოწრუპა და ძმაკაცს მიაპყრო გამჭოლი მზერა. -მგონია, რომ ცუდათ ექცევა მას გიორგი, მეტიც ნაცემი იყო იმ საღამოს, ტუჩი გახეთხილი ჰქონდა, მაშინ ყურადღება არ მივაქციე,ისე ვიყავი მისით სავსე, მაგრამ დღეს გაღიზიანებოდა ჭრილობა და აშკარად ემჩნეოდა. იცრუა კარს დავეჯახეთ გუშინო. არა და 4 დღის წინაც ასე იყო, დავიმარტოხელე და მაინც არ აღიარა, ტყულიში რომ გამოვიჭირე, სიმართლე არ მითხრა რა მოხდა მათ შორის. მერე სახესაც დავაკვირდი და ლოყაც დალურჯებული აქვს. -რას ამობ? ანუ შენი ვარაოდით, გიორგი ცემს?! გიგიმ თვალები დააკვესა. -არ ვიცი ძმაო, არაფერი არ ვიცი. ხელებს დავამტვრევ, გეფიცები ძვალ-რბილს გავუერთიანებ ეს რომ დავამტკიცო, ამის უფლებას არ მივცემ, როგორ კადრულობს ამას! არ ცხრებოდა ემხვარი. -და შენ ვინ ხარ, რომ ამას აკეთებ?, შენ ხომ ის გძულს! უკიზინებდა ძმაკაცი. -სამაგიეროდ მას ვუყვარვარ, ხო ისევ ვუყვარვარ, დღეს თავად მაკოცა, ვერ შეიკავა თავი. კმაყოფილი საუბრობდა და ბედნიერების ღიმილი დასთამაშებდა სახეეზე მამაკაცს. -თქვენ სულ გააფრინეთ?! აღშფოთება ვერ დამალა გიგიმ. კაი, შენ კაცი ხარ და არც ოჯახი გყავს და არც არაფერი და ის გათხოვილი ქალი რაღამ გადარია, ერთი კაცი არ აკმაყოფილებს და მეორეს ეკიდება?! არ ფიქრობთ ეს გიორგიმ რომ გაიგოს რა მოხდება?! თქვენ ვერ ხართ რა. თუ გიყვართ ერთმანეთი, ამ სიყვარულისთვის იბრძოლეთ, თუ არა და ნუ იქცევით თინეიჯერი ბავშვებივით, ამხელა ადამიანები. -მე არ მიყვარს, ეს მას ვუყვარხარ! პოზიციებს არ თმობდა ემხვარი. -არა ხო საერთოდ არ გიყვარს! ტუჩები გააწკლაპუნა და მობეზრებული სისულელეების მოსმენით, გარეთ გავიდა და დატოვა საკუთარ ფიქრებთან, ბავშვობის მეგობარი. *************************************************************************************************************************** სახლში მისულს უფრო მეტად მომეშალა ნერვები, ვერაფრით დავიძინე მთელი ღამე. -ღმერთო ჩემო, ეს როგორ ჩავიდინე, ასე როგორ დავეცი, როგორ ვაკოცე, ასე როგორ მოვიქეცი, თავი დავიწვი, დავიღუპები, ნამდვილად დავიღუპები, ის თუ ჩემს სიახლოვეს იქნება დიდხანს. ჩემი თავი გავლანძღე ათასი საძაგელი სიტყვით, მაგრამ ახლა რაღას ვუშველიდი ჩემს მიერ ჩადენილ ქმედებას, ის უკვე მოხდა. ისევ ისე ვუყვარვარ, არ ვძულვარ, მის თვალებში დღეს ეს დავინახე, მას ისევ ვადარდებ, ისევ განიცდის ჩემს ტკივილს. ბედნიერება მომეფინა გულზე, მაგრამ უმალ შეცვალა ტკივილმა ეს ყოველივე და მლაშე ცრემლებმა კი მთლად ამიწიოკა სული. **************************************************************************************************************************** -თორღვა ბიძია შეიძლება?! ყურებამდე გაღიმებულმა შეყო კეკუტიამ თავი კაბინეტში. -რა თქმა უნდა ჩემო გოგო, შემოდი, მაგრამ აქ შენ რამ მოგიყვანა, მშვიდობა გაქვს? მარიამ, ჩემი მარიამი სად არის? წამიერად შფოთვა შეეტყო კაცს. -ნუ ღელავთ თორღვა ბიძია, მარი კარგადაა ნუ ჯერ-ჯერობით მაინც. -რას ნიშნავს „ჯერ-ჯერობით“ მარი, ბიძია. თორღვა აღელვდა და გაუგებრობაში მყოფი თვალებს უაზროდ აცეცებდა. -მოკლედ თორღვა ბიძია მარიკომ არ იცის, რომ მე აქ ვარ, მაგრამ მეტი გაჩუმება არ შემიძლია, მას გევრდში მდგომი სჭირდება, ვერ ვიტან იმას რომ მისი ეს მდგომარეობა დღითი-დღე უარესდება, გული მტკივა, ხომ იცით ის ჩემთვის დასავითაა. ის ბედნიერი არაა, კვდება, ნადგურდება, მანამ ვერავინ მიხვდებით ვერაფერს სანამ ხელში არ ჩაგვაკვდება მე კი ამას ვერ დავუშვებ, მას გევრდში მდგომი ადამიანები სჭირდება და თქვენს გარდა მას ვერავინ დაუდგება მხარში, მეეჭვება რამე შეცვალოთ თუმცა გაამაგრებთ, თან ხომ იცით როგორ უყვარხართ... -მაშინებ მარიამ უკვე, მითხარი რა ჭირს ჩემს შვილს?! -არასდროს გაგჩენიათ კითხვა თორღვა ბიძია, რატომ გაყვა ასე უსიტყვოდ მარიამი გიორგის ცოლად? ან რატომ ეთანხმება ყველაფერზე? ან რატომაა ისე, რომ ის ძლიერი და მხიარული მარიამი დღეს აღარ არსებობს?... -მაზე ხშირად მიფიქრია, განა კი ამას არ ვეკიტხები სულ?! მარიამს ის ღარიბი ბიჭი უყვარდა, რომელიც დედამისს ძაალიან არ მოსწონდა, მერე ის ბიჭი გაქრა და გიორგის გაყვა ეს ყველაფერი ისე უეცრად მოხდა, რომ მეგონა უბრალოდ გატაცება ჰქონდა იმ ბიჭსადმი, გიორგის კი ვიცოდი რომ სულ უყვარდა მარიამი. სიამაყით გამოაცხადა თორღვამ. -უყვარდა?! ეს სიყვარული არ არის ბიძია თორღვა ეს ავადმყოფობაა. გიორგი სხვისი უბედურებით ხარობს,ის საშინელი ადამიანია, თქვენ მას კარგად არ იცნობთ. -რას ნიშნავს შენი სიტყვები შვილო? -იმას რომ გიორგიმ აიძულა, მარი რომ ცოლად გაყოლოდა, გიორგი თქვენი სანაქებო სიძე ნაძირალაა. მან მარიამი ის მხიარული მარიამი გაანადგურა. ცეცხლებს აფრქვევდა თითქოს კეკუტია. -როგორ თუ აიძულა? თორღვა პირღია უსმენდა ამ ერთი ციდა გოგოს და ხვდებოდა, რომ გული ეგლიჯებოდა ტკივილით. -დიახ, მან აიძულა რომ ცოლად გაყოლოდა, ატერორებდა და აშანტაჟებდა, რომ თუ ცოლად არ გაყვებოდა... რომ... ენა დაება აქ გოგოს. -რა მოხდებოდა, თქვი ბოლოს და ბოლოს სიმართლე მარიამ. აქ თორღვამ ვეღარ შეიკავა თავი. -მაპატიეთ თორღვა ბიძია მაგრამ სიმართლე უნდა გითხრათ ვიცი, გული გეტკინებათ მაგრამ სხვა გზა არ არის. -თქვი, იმაზე მეტად მაინც აღარ მეტკინება, როდესაც ვუყურებ თუ როგორ კვდება ჩემი შვილი. -თაკოს ციხეში ჩასვამდა. -რააა? თაკოს ჩემს შვილს რა უნდა ციხეში? თორღვას ჩაუსსისხლიანდა თვალები და იქუხა. -მან.. მან... ბიჭი მოკლა... უფრო სწორად შემოაკვდა.... თორღვას მიწა გამოეცალა ფეხქვეშ თითქოს და თავზე დააენგრა ყველაფერი, ყურებს არ უჯერებდა ის რასაც ახლა ისმენდა რეალური არ ეგონა. მხოლოდ ერთს ბლუყუნებდა; „ეს, როგორ... ჩემი შვილი..“ -იმ საღამოს თაკო მეგობრებთან ერთად წავიდა, უნივერსიტეტის მეგობარი რაღაც წვეულებას მართავდა. ბევრი ვეხვეწეთ არ წახვიდეთქოო, მაგრამ მაგრამ მაინც წავიდა. მარის და მე არასდროს მოგვწონდა მისი მეგობრები. მერე არ ვიცი იქ რა მოხდა, იმ ბიჭს ბევრი მოუნდომებია თუ რაღაცამდაგვარი, იარაღი დებულა იქვე ახლოს და ესროლა... მეხის გავარდანასავით იყო თორღვასთვის ეს სიტყვები. მერე იქ საიდანღაც გიორგი გაჩენილა, მას ის მკვდარი მიუმალია.. მერე მარის დაურეკა მოდიო.. რომ მივიდა, თაკო შოკში იყო, ხომ იცით მისი დაავადების პატრონისთვის ნერვიულობა რასაც შვრება. მარის მაშინ წაუყენა ულტიმატუმი გიორგიმ ან ცოლად გაყვებოდა ან თაკოს ჩაუშვებდა, მას ის იარაღი და ვიდეო ჩანაწერი აქვს სადაც თაკო... მოკლედ... უჭირდა გოგოს უკვე საუბარი. ვერ გაიმეტა თაკო, ვერ გაგიმეტათ თქვენ, თაკო რომ ციხეში გაუშვას გიორგიმ, მისი ნერვული სისტემის პატრონი ხომ იცით... და ტატოზე თქვა უარი.. იცით თორღვა ბიძია, როგორ უყვარს ტატო, იცით რამოდენა სიყვარული ჰქონდათ. ამდენხანს უძლებდა ასე თუ ისე ტკივილს ახლა კი ვეღარ უძლებს, დაბრუნდა ტატო დაბრუნდა და ის ისეთი უმწეო და ღარიბი ბიჭი აღარ არის, როგორიც ადრე იყო, ხუთი წელიაა მარი კვდება და არ ვიცი მაგრამ მას ჭირდებით, რამე გამოსავალი უნდა არსებობდეს, მას რომ დავეხმაროთ. ამ საუბარში იყო კეკუტია, რომ თორღვა ამილახვარი უღონოდ დაეცა იატაკზე. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.