შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი ცხოვრება პაპარაცის ობიექტივში 18+


10-03-2017, 02:22
ავტორი Katherine Linton
ნანახია 2 111

-მენდი! წამოდი ჩვენი რიგია.
ჩემმა დაქალმა ხელი დამავლო და სტადიონის შესასვლელთან მდგარ დაცვასთან მიმათრია.
კონტროლიორმა ბილეთები შეგვიმოწმა და დაცვამ კარი გაგვიღო.
ეს რაღაც კონცერტია, სადაც ნინამ წამომათრია, რადგან მისი საყვარელი ბოის ბენდი გამოდის.
სტადიონი გადატენილი იყო გოგონებით. ახლაც არ ვიცი როგორ მოახერხა ნინამ სულ წინა ადგილების შოვნა. ზუსტად სცენის წინ ვიდექით. ხალხის ბრბო ახმაურდა. სცენაზე ოთხი ბიჭი გამოვიდა. არ მოგატყუებთ, გავერთე კარგად.
-ვინმე სიმღერის ხასიათზე არის დღეს? დაიყვირა სოლისტმა და რა თქმა უნდა ნინამ ხელი მკრა და ჩემ და უნებურად სცენის წინ აღმოვჩნდი. უკან დაბრუნება დავაპირე მაგრამ ხელზე შეხება ვიგრძენი. მივიხედე და ის სოლისტი მიღიმოდა. მეც მეტი გზა არ მქონდა, კიბემდე დაცვამ გამიკვალა გზა, ხოლო კიბესთან ის ბიჭი დამხვდა და ხელი მომაშველა ასვლისას. ავედი სცენაზე. მან მიკროფონი მომაწოდა ღიმილით. თვითონ გიტარა მოიმარჯვა და მორიგი მათი სიმღერა დაუკრეს რომელიც ვიცოდი, იმიტომ არა რომ ფანი ვარ, უბრალოდ მე მელომანი ვარ, მუსიკით ვსუნთქავ პირდაპირი მნიშვნელობით. სიმღერა რომ დავიწყე ბიჭებმა გაკვირვებულმა შემომხედეს და არამარტო მათ. ის სოლისტი ამყვა და შეიძლება თამამად ითქვას რომ ძალიან ლამაზი დუეტი გამოგვივიდა. სიმღერა დავასრულეთ, ის ბიჭი მოვიდა და ჩამჩურჩულა ხვალ, 7-ზე, სტადიონის წინ რომ კაფეა. უბრალოდ არ ვიცოდი რა მეთქვა ის მომშორდა,მაგრამ ღიმილიანი სახით მიყურებდა, პასუხად მეც გავუღიმე და თავი დავუქნიე თანხმობის ნიშნად. სცენიდან ჩამოვედი, კონცერტი მალე დამთავრდა. მთელი გზა, საღამო და მომდევნო დღის დილა ნინა არ გაჩუმებულა და სულ იმ ბიჭზე მელაპარაკებოდა, რომელსაც როგორც აღმოჩნდა ბრედი ქვია. რა თქმა უნდა დებილი ვიქნებოდი რომ არ გამხარებოდა პაემანზე ცნობილ, სიმპატიურ ბიჭთან წასვლა, მაგრამ გულის სიღრმეში მეშინოდა რომ ის უბრალოდ არ გამოჩნდებოდა.
ნინას იმედი ჰქონდა, რომ უფლებას მივცემდი სექსუალურ ბარბად გადავეკეთებინე, თუმცა ზედმეტი გამოპრანჭვა არ მიყვარს და მთელი დღე ვჩხუბობდით ამაზე.
უბრალოდ შავი მთლიანი კაბა ჩავიცვი, მუხლამდე, ჯინსის ქურთუკი და ფეხზე შავი ბოტასები. თმა ავიწიე (ცხენის კუდივით).
კაფეში ზუსტად შვიდზე მივედი. 8 საათზე მეოთხეჯერ ვთხოვე ოფიციანტს ცოტა გვიან მოსულიყო რადგან ჯერ კიდევ მარტო ვიჯექი ცარიელ მაგიდასთან. 9 საათზე ნინას მივწერე რომ გამოევლო მანქანით. 10 ზე კაფედან გამოვედი და დარწმუნებული ვიყავი იმაში რომ იმ ბრედს ვეღარ ვნახავდი.
მთელი გზა ჩუმად ვიჯექით. სულ ერთია ეს ვინმე ცნობილი ბიჭი იქნებოდა თუ ნებისმიერი სხვა, როცა პაემანზე არ მოდის და მთელი კაფის და პერსონალის თვალში სასოწარკვეთილ, მარტოხელა სულელს გავხარ, იმდენი ნეგატიური ემოცია გავსებს რომ მეორედ მასთან შეხვედრა აღარ მოგინდება.
ჩემს თავს ვადანაშაულებდი, რომ პატარა ბავშვივით ავცანცარდი მის ერთ სიტყვაზე. თავიდანვე ვფიქრობდი რომ პოპულარული ბიჭი ჩემთან, უბრალო ოფიციანტთან ვერ იქნებოდა.
მეორე დილით კარზე ზარის ხმა გაისმა. კარი გავაღე და პირველი უზარმაზარი ვარდების თაიგული დავინახე, რომელიც სახიდაან მოიშორა ბრედმა და შემომხედა.
-სანამ რამეს იტყვი მე დავიწყებ საუბარს
მან მითხრა. მე მაინც ვერაფერს ვიტყოდი რადგან სრულიან მოუწესრიგებელი, აწეწილი თმებით ვიდექი კარებში და შოკის, გაკვირვების, სიხარულისაგან ხმას ვერ ვიღებდი.
-ბოდიში გუშინ არ მინდოდა შენი გადაგდება. მოვედი, მაგრამ კაფესთან ფანებმა დამინახეს და პაპარაცებიც იქვე გაჩნდნენ. მანქანაში დავბრუნდი და ვფიქრობდი მომეწერა, მაგრამ შენი ნომერი არ მქონდა. ფანჯრიდან გხედავდი სადაც იჯექი და გიყურებდი, რომ გამოხვედი სახლამდე გამოგყევი, მაგრამ ვერ გავბედე გუშინ მოსვლა.
ცოტა ხნის დუმილის და გააზრების შემდეგ სახლში შემოვუშვი.
-მადლობა ვარდებისთვის.
-არაფრის. ვიცი მაგით ვერ გამოვისყიდი დანაშაულს, თუმცა აგიხსნი რატომ არ შემოვედი. უბრალოდ არ მინდა პაპარაცებმა ერთდ გვნახონ ,იმიტომ არა, რომ შენ პოპულარული არ ხარ. უბრალოდ მერე შენს პირადში ქექვას დაიწყებენ, ვინ ხარ, საიდან, როგორ და მაგ ყველაფერს ათას ტყუილს და სიბინძურეს დაუმატებენ და გამოაქვეყნებენ. დამიჯერე გამოცდილი მაქვს. თან არც გაგვიცნია ერთმანეთი და მათი ჩარევა ნამდვილად გააფუჭებს ყველაფერს.
-გასაგებია. მადლობა. ბრედ ბოდიში. ახლახანს ავდექი, 2 წუთი დაგტოვებ და მოვალ კარგი?
-არაა პრობლემა. კარგად გამოიყურები.
მან გამიღიმა. კიბეებზე ავირბინე და ნინას ოთახში შევვარდი რომელიც ხვრინავდა ტკბილად. საწოლზე დავხტი.
-ადექი! ადექი! ადექი! ის აქ არის! თმა გამიკეთე, მაკიაჟიც, შენ კაბას ჩავიცმევ.
მან თავი წამოყო.
-კაბას ხელი!
დამემუქრა და თითი დამიქნია ჯერ კიდევ მძინარემ. მერე წამოდგა
-ვინაა აქ?
-ბრედი.
ნინას სახეზე იმდენმა ემოციამ გადაიარა უცებ, რომ ცოტა შემაშინა მისმა გამომეტყველებამ.
-მინდა ვიკივლო რადგან ჩემი კუმირი ჩემს სახლშია, თან მინდა მაგარი ვლეწო სახეში რადგან ჩემი დაქალი გააბრაზა, თან მისი ახლოდან გაცნობა მინდა.
-ნინ დამშვიდდი და მომეხმარე.
-აუ რა იდიოტი ხარ! ლიფი რომ არ გაცვია და შენი მაისური ლანდავს არაფერი?
ვიფიქრე ახლა გული წამივიდოდა, სულ ავიწთლდი
-ვაიმეეეეე ასე დამინახა! რას იფიქრებს?!
-იფიქრებს რომ 3 ზომა მკერდი გაქვს. რა მოხდა მერე.
-არც კი ვიცნობ ადამიანს და უკვე ჩემი მკერდი ნახა და ბარემ შიშველი ჩავალ.
-გვეყო ისტერიკა.
ნინამ უცებ გამომაყო და დავბრუნდი ბრედთან.
-მისმინე ბრედ ბოდიში წეღან... ძალიან ცუდ ფორმაში დაგენახე
-არა მე მაპატიე ასე ადრე რომ მოვედი უბრალოდ ერთ კვირაში ტურნეში მივდივარ და 2 თვე
მინიმუმ ვერ დავბრუნდები ამიტომ მინდოდა ამ დღეებში რაც შეიძლება მეტი დრო გამეტარებინა
შენთან.
-2 თვე? კარგი რა გეგმები გაქვს... გვაქვს დღევანდელი დღისთვის.
-ერთ ადგილას მინდა წაგიყვანო.
გარეთ გამოვედით სადაც მისი შევროლე კორვეტი იდგა.
მანქანაში ცოტა ხანი სიჩუმე ჩამოვარდა.
-გუშინ მაგრად იმღერე. სადმე დადიოდი?
-კი ბავშვობაში, თან მომღერლობაზე ვოცნებობდი
-ახლა აღარ ოცნებობ?
-ახლა ვფიქრობ საკმაოდ ნიჭიერი არ ვარ მაგისთვის.
-მე კი მგონია რომ რამდენიმე ვოკალის გაკვეთილი და მზად ხარ დიდი სტადიონების დასაპყრობად.
ამაზე გამეცინა.
მან მუსიკები ჩართო და ჩემდა უნებურად ეგრევე ავყევი სიმღერას. ბრედმაც ხმა შემიწყო და ასე მხიარულად მივედით დიდ კერძო, ორსართულიან სახლთან.
-ვაუ ეს რა ადგილია?
-ჩვენი საერთო სახლია, ჩემი და ბიჭების. ისინი არ არიან სახლში.
მანქანიდან გადმოვედით. პირდაღებული ვათვალიერებდი ამ მშვენიერ სახლს. უეცრად ხელზე შეხება ვიგრძენი. თავიდან მოულოდნელობისაგან ხელი გვწიე, თუმცა შემდეგ ხელი ჩავკიდე და ერთად შევედით ეზოში. მან სახლი უკან გამიყვანა სადაც რაღაც დიდი შუშებიანი შენობა იყო. როგორც აღმოჩნდა ეს იყო დახურული ბასეინი. შიგნით რომ შევედით მან ტანზე გაიხადა და მხოლოდ ტრუსით გადახტა წყალში. მის პრესს მივაშტერდი.
-ჰეი არ ჩამოხვალ?
-რომ გეთქვა საცურაო თეთრეულს წამოვიღებდი.
-რომ მეთქვა მიხვდებოდი რომ საცურაოდ მომყავდი და საინტერესო აღარ იქნებოდა.
-ჩვეულებრივი საცვლებით წყალში ვერ ჩამოვალ, თან საკუთარი სხეული არ მომწონს და ამიტომ შენ მას არ გაჩვენებ.
-კარგი რა. თუ არ მაჩვენებ ვინ გეტყვის რომ არაჩვეულებრივ ფორმაში ხარ. თან ასე ხომ არ იდგები. მე აქედან არ ამოვალ სანამ შენც არ ჩამოხვალ.
გადავწყვიტე ჩავსულიყავი. ტანსაცმელი გავიხადე და ვიგრძენი როგორ ავწითლდი როცა მან შემათვალიერა მხოლოდ საცვლებში.
-ტყუილად კომპლექსდები მართლა არაჩვეულებრივი სხეული გაქვს
კიდევ უფრო გავწითლდი. და დიდი ხანი რომ არ ვმდგარიყავი ასე წყალში ჩავხტი.
-ძლივს!
გაიცინა მან. ამაზე წყალი შევასხი სახეში და უცებ თავად აღმოვჩნდი წყლის ქვეშ. ცდილობდა ძლიერად არ დამწოლოდა და მეც ვისარგებლე ამითი და ახლა მან ჩაყვინთა. დიდ ხანს ვიცურეთ, ვიწუწავეთ, მაგრად გავერთეთ.
-აგრილდა და მგონი ჯობს ავიდეთ.
თქვა მან და გაცურა კიბეებისკენ.
-რომ ახლა შებრუნდი
-ღმერთო რა მორცხვი ხარ! მან ჩაიცინა
ბასეინიდან რომ ავიდა ზურგით დადგა და ისე დაიწყო გამშრალება. მეც ავედი, პირსახოცი ავიღე და გამშრალება დავიწყე. ჩემი კაბა რომელიც ბასეინის კიდესთან ახლოს დავდე სულ დასველებულიყო, თუმცა მეტი გზა არ მქონდა და გადავიცვი. კაბა ტანზე მეკრობოდა.
-შეიძლება მოვბრუნდე?
-კი მაგრამ არ დამცინო.
ის მობრუნდა და დაცინვის მაგივრად ისევ ისეთი მზერით შემათვალიერა როგორც წეღან.
-მგონი მომიწევს ჩემი ტანსაცმელი გათხოვო
-იყოს სახლამდე მივალ როგორმე
-ისეთი მოსაწყენი ვარ რომ უკვე სახლში წასვლა გინდა?
-არა პირიქით, ძალიან მომწონს შენთან ერთად გართობა.
-ხოდა მოგიწევს ჩაიცვა რადგან ჯერ არსად გიშვებ. და კიდევ ძალიან უცნაურია მაგრამ ჯერ კიდევ არ ვიცი შენი სახელი.
-ამანდა, შეგიძლია მენდი დამიძახო.
მან წელზე მოიხვია პირსახოცი და სახლში შემიძღვა. საკმაოდ ლამაზად იყო სახლი მოწყობილი.
ბრედს მეორე სართულზე ავყევი და მის ოთახში შევედით. მან კარადაში ტანსაცმლის ძებნა დაიწყო.
-ბრედ არ გინდა ასე ვიქნები.
-პირველი, გაცივდები! მეორე, არ მინდა ბიჭებმა მაგ ფორმაში დაგინახონ!
-ბიჭებმა? ხო თქვი არ არიან სახლშიო.
-ახლა მოვლენ და მეგობრებს მოიყვანენ. ფართი გვაქვს.
მან თვისთვის ჯინსი და მაისური აიღო და მეც მომაწოდა ტანსაცმელი.
-მე გავალ. ჩაიცვი და ჩამოდი.
ის გავიდა. ტანსაცმელი გვშალე. შავი სპორტული შორტი და კაპიშონიანი ჟაკეტი იყო.
ჟაკეტი კაბასავით მქონდა შორტები მის ქვეშ სულ არ ჩანდა. რადგან სველი ვიყავი გადავწყვიტე ლიფი გამეხადა. ჟაკეტის ქვეშ ვერ გაარჩევდნენ მეცვა თუ არა. თმები დავივარცხნე და ქვევით ჩავედი.
ქვევით ის ბიჭები დავინახე, დანარჩენი ბენდის წევრები. ბრედი მოვიდა და მიჩურჩულა.
-გიხდება
-ნუ დამცინი
დავემუქრე
-თორემ რას იზავ?
მან ხელი მომკიდა და ბიჭებისკენ წამიყვანა.
-ბიჭებო ეს მენდია. მენდი ესენი ჯეიმსი, ტრისტანი და კონორი არიან.
-სასიამოვნოა.
ყველამ გამიღიმა, თუმცა არ გამომპარვია მათი ეშმაკური გამოხედვა რომელიც ბრედს მიაპყრეს. მათ იფიქრეს რადგან მისი ტანსაცმელი მეცვა, რამე მოხდა ჩვენს შორის.
ბრედმაც შეიფერა თითქოს მართლა ეგრე იყო და მე მეტი გზა არ მქონდა უბრალოდ ვიღიმოდი.
მალე სახლი გაივსო გოგოებით, ბიჭებით და მუსიკით.
ერთი გოგო, რომელიც ბო*ივით გამოიყურებოდა, მთელი საღამო მიბღვერდა და ცდილობდა ბრედის ყურადღება მიექცია. ბრედმა ის გამაცნო
-ამანდა ეს ელენაა
-სასიამოვნოა
-ვერ გეტყვი იგივეს.
-გოგოებო ილაპარაკეთ მე მალე დავბრუნდები.
ბრედმა დაგვტოვა.
სანამ რამეს ვიტყოდი, მან დაიწყო ლაპარაკი.
-მისმინე ვირთხა ძალიან კარგად ვიცი,რომ მათხოვარი ხარ და ეს ტანსაცმელი ბრედმა მოწყალების მიზნით მოგცა და იმის გამო არ გაცვია რომ მასთან სექ*ი გქონდა. შენგან განსხვავებით მე ვიცნობ მას და ვიცი,რომ შენ მას ვერ დააკმაყოფილებდი.
-ახლა შენ მომისმინე, შეიძლება უცოდველ კრავს ვგავარ, მაგრამ როცა შეურაცხყოფას მაყენებენ თავის დაცვა ვიცი. შენნაირი ბოზ*ს რჩევა რომ დამჭირდება დაგირეკავ. დიახ მე და ბრედს არაფერი გვქონია იმიტომ,რომ მაგ მიზნით არ გავუცნივარ. შეიძლება ჯერ ადრეა, მაგრამ ახლო მომავალში ჩვენ ერთად ვიქნებით, შენ კი მხოლოდ მის სათამაშოდ დარჩები. ჩემს შეშინებას ნუ ეცდები, რამე არ იტკინო.
-მემუქრები?
-გაფრთხილებ!
სწერვულად გავუღიმე და დავტოვე.
სამზარეულოში შევედი, რომ სასმელი ამეღო. იქ ტრისტანი იდგა და სიგარეტს ეწეოდა
-სასმელი გინდა?
მან მკითხა და ბოთლი გამომიწოდა.
-მადლობა.
ბოთლი გამოვართვი და ეგრევე მოვსვი.
-დავინახე ელენას ეჩხუბებოდი
-შეიძლება თქვენ ის განებივრებული გყავთ გარკვეული მიზეზების გამო, რაც ძალიან კარგად მესმის, იმიტომ რომ ბიჭები ხართ და მოთხოვნილება გაქვთ, მაგრამ თუ ეგ სწერვა შეეცდება ჩემი და ბრედის ურთიერთობა გააფუჭოს ჯობს თვითონ დაიმარხოს ცოცხლად სანამ მე ვიპოვნი. მართალია ერთი დღეა ბრედი გავიცანი, მაგრამ ძალიან მომწონს და თუ ჩვენ მომავალი გვაქვს, მე არ მივცემ ელენას მსგავს გოგოს ხელი შემიშალოს.
-ჰაჰაჰა, ჯერ ეხლა გაგიცანი და უკვე მომწონხარ. არც მე მევასება ეგ გოგო. არც გამჩენია სურვილი მაგასთან რამის. წამოდი თამაშს იწყებენ.
რა თქმა უნდა ფართი რა არის სიმართლე თუ მოქმედების გარეშე.
წრეზე დავჯექით.
ელენას დავასწარი და ბრედის გვერდით დავჯექი.
მან გამიღიმა და ჩემს გასაკვირად წელზე მომხვია ხელი. სახეზე გამარჯვებული ღიმილი ავიკარი და ელენას შევხედე, რომელიც ცეცხლს აფრქვევდა თვალებიდან.
თამაში ცოტა უაზროდ წავიდა თავიდან, თუმცა მერე გამოცოცხლდა. ბოთლი ელენას დაქალზე და ბრედზე გაჩერდა.
-ბრედ სიმართლე თუ მოქმედება?
-მოქმედება. უპასუხა ბრედმა და ბევრი ფიქრის გარეშე იმ გოგომაც უთხრა მოქმედება
-ელენას აკოცე.
სანამ იგი რამეს მოიმოქმედებდა ელენა მოვიდა მასთან და კოცნა დაუწყო. ჩემს დასანახად აკეთებდა რა თქმა უნდა.
რამდენიმე ბრუნის
ბოთლი ჩემზე და ელენაზე გაჩერდა. მან ბოროტად გამომხედა.
-2 სიმართლე გქონდა ამიტომ მხოლოდ მოქმედების უფლება გაქვს. პირდაპირ გეტყვი ტრისტანს აკოცე.
წრეში მჯდომები ახმაურდნენ ასეთი სანახაობა რომ მოელოდათ. ბრედმა და ტრისტანმა ერთმანეთს გადახედეს.
-ასრულებ თუ არა?
ტრისტანთან მივედი და ისიც ფეხზე წამოდგა თუმცა სანამ მივუახლოვდებოდი ელენამ მოახერხა ჟაკეტი გაეხსნა ჩემთვის და ახლა ყველას ყურადღების ცენტრში ჩემი მკერდი აღმოჩნდა.
თითქოს წამიერად ყველა გაიყინა, მათ შორის მეც, მხოლოდ ელენას ბოროტული სიცილი ჩამესმოდა. ჟაკეტი შევიკარი და გარეთ გავვარდი. სახლში როგორ მივედი აღარ მახსოვს, რადგან გზაში არაფერს არ ვუკვირდებოდი, არც არაფერზე ვფიქრობდი, მხოლოდ სიცილი ჩამესმოდა.



№1  offline წევრი ლილიტიი

ძალიან სწრაფად მოქმედებ.
არ ჩანს გრძნობები, ვნება, განცდები
უმარილოდ წერ
სწრაფა ვითარდება მოვლენები
ჯერ პირვლად ნახა და ლამის ქორწილე ფიქრობს გოგო ისეთი მიზნები აქვს.
არ მომეწონა
წარმატებებიი

 


№2  offline წევრი Katherine Linton

[quote=ლილიტიი]ძალიან სწრაფად მოქმედებ.
არ ჩანს გრძნობები, ვნება, განცდები
უმარილოდ წერ
სწრაფა ვითარდება მოვლენები
ჯერ პირვლად ნახა და ლამის ქორწილე ფიქრობს გოგო ისეთი მიზნები აქვს.
არ მომეწონა
წარმატებებიი

მადლობა <3 გავითვალისწინებ მომავალში.

 


№3 სტუმარი tata

მე ძალიან მომეწონა . მაგრამ გული დამწყდა მომდევნო თავები რომ არ დადეთ :-(

თუ ისტორიის წერა დაიწყე ის ბოლომდე უნდა დაამთავრო დაა არაა მნიშვნელოვანი ვის მოეწონება და ვის არა <3

 


№4  offline წევრი Katherine Linton

tata
მე ძალიან მომეწონა . მაგრამ გული დამწყდა მომდევნო თავები რომ არ დადეთ :-(

თუ ისტორიის წერა დაიწყე ის ბოლომდე უნდა დაამთავრო დაა არაა მნიშვნელოვანი ვის მოეწონება და ვის არა <3



აშკარაა რომ დასახვეწია მოთხრობა. თუმცა ახლო მომავალში საინტერესო რამეს შემოგთავაზებთ და ისე ვიზავ რომ დავდო ყოველ დღე ჩავარდნის გარეშე. შეიძლება ეს მოთხრობაც გავაგრძელო

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent