შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ლურჯი მთვარე 6 თავი


19-02-2016, 20:31
ავტორი ლორელაი
ნანახია 8 164

მთელი დღე მის გვერდით გავატარე, ვცდილობდი უხერხულობა, არ შემექმნა, რადგან ზუსტად ვიცოდი, როგორ უჭირდა ამ ყველაფრის გამო ჩემთვის თვალებში შემოხედვის. ყავა გავუკეთე, აივანზე გავუტანე და მეც გვერდით დავუდექი.
- მეცადინეობ? - მკითხა მოულოდნელად, თუმცა არ შემოუხედავს.
- ვცდილობ, თუმცა ქიმიაში დიდად ვერ ვერკვევი, ეს ფორმულები თავს მატკიებს. - ღრმად ამოვისუნთქე და თავი უკან გადავწიე. ირაკლი ჩემკენ შემობრუნდა, ცოტა ხანს ასე მიყურებდა, მეც არ გავნძრეულვარ, გადაწეული თავით მზერა ზეცისთვის მქონდა გაშტერებული. თავი ჩემსკენ გადმოწია და ძალიან ფრთხილად შემეხო ამობურცულ ხორხზე, ვიგრძენი როგორ დამიარა დენმა იმ ადგილიდან და ყელს დაბლა ჩაუყვა. მკოცნიდა, ნელა, აუჩქარებლად და ნაზად, ვიდექი თვალებგაშტერებული და ყოველი ამბორისას სუნთქვა მეკვროდა. ორივე ხელი შემოვხვიე წელზე და სხეულზე მივეკარი. ხელებსშუა მომიქცია, ზურგით მოაჯირს მიმაყრდნო, მე ისევ გადაწეული მქონდა თავი და მის მოქმედებას ველოდი. ის არ ჩქარობდა, დაჟინებით მიყურებდა, მათვალიერებდა თითქოს ჩემი სახის შესწავლა უნდოდა. თავი წამოვწიე და მზერა გავუსწორე, მიღიმოდა. გული გამითბა. მის თვალებში მე ვჩანდი, გამიგონია როცა ადამიანის თვალებში შენს თავს დაინახავ, იცოდე, რომ ის შენი ბედისწერააო.
- მე პირველი ვარ? - მკითხა ღიმილით.
- ჰო, - თვალები დავხარე. - შენ პირველი ხარ, როგორც ყოველთვის ყველაფერში.
- ჩემი ჭკვიანი გოგო. - შუბლზე მაკოცა და ხელი კისერზე შემომხვია, მისი თითების შეხებამ გამაბრუა. მეორე ხელით ჩემს თითებს მისწვდა, ლოყასთან მიიტანა და სახეზე ჩამოისვა. ტუჩები კბილით მეჭირა, რომ თრთოლა როგორმე დამეფარა. ხელი ამომიბრუნა და ხელის გულს სული შეუბერა, გაშლილი ხელისგული თითებით მოვისინჯე, ასე მეგონა რაღაც მძიმე და მტკივნეული გაფანტა, ისე როგორც უდაბნოში ამოვარდნილი ქარი გაფანტავს ქვიშას. მის თითებს კისერზე ვგრძნობდი, პირველ მალასთან და სიამოვნებისგან თვალები მეხუჭებოდა. ჩვენი ტუჩები შეერთდა, აი, ასე უბრალოდ და ყოველგვარი მოულოდნელობის გარეშე, არც მე გამიწევია თავი და არც მას დაუძალებია რამე, მას ეს უნდოდა, მეც. ჩემი პირველი კოცნა, ჩემს პირველ სიყვარულთან, ჩემი ოცნების მამაკაცთან, აივანზე, შებინდებისას, მაშინ როცა ღამე სილურჯით ცდილობს დღის დამორჩილებას, როცა ცაზე მთვარის მკრთალი კონტური იკვეთება.
ყველაფერი დეტალურად მახსოვს, აპრილი იყო, ლურჯი აპრილი.
- დაუკრავ ჩემთვის რამეს? - ვკითხე და ლოყაზე ვაკოცე.
- რა დავუკრა?
- რა ვიცი, რამე ისეთი ჩვენ რომ შეგვეფერება. - ვეუბნებოდი და მისი ინსტრუმენტებისკენ მივდიოდი, ხელი დამიჭირა, თავისკენ შემაბრუნა და მომეხვია.
- უკეთესი იდეა მაქვს. - ყურთან მიჩურჩულა და კარისკენ წამიყვანა. - აიღე ჩანთა. - მივყავდი და თან მოსაცმელს იცმევდა.
- სად მივდივართ, ირაკლი?
- ნუ, ხარ მოუთმენელი, მივიდეთ და ნახავ. - გამიცინა და სირბილით ჩამატარა კიბეები, მისი მხიარულება მეც გადამედო. გულისფანცქალით ველოდი მომდევნო ნაბიჯს. მანქანას მართავდა, თან ვიღაცას სწერდა და კმაყოფილი იღიმოდა, მერე ჩემკენ გადმოიხარა მაკოცა და წელში გასწორდა. გვერდულად ვიჯექი და მის პროფილს ვუყურებდი, უბედნიერესი ვიყავი, ირაკლი იღიმოდა და მე ეს მიხაროდა. მანქანა ბართან შეაჩერა, ჩემს მხარეს მოუარა, ხელი გამომიწოდა და გადასვლაში დამეხმარა, მიკვირდა, ასეთ ირაკლის პირველად ვხედავდი. ბარში ხალხმრავლობა იყო, მეუცხოვა ეს გარემო, თავი უხერხულად ვიგრძენი, ირგვლივ სიგარეტის კვამლი და გამაყრუებელი მუსიკა ისმოდა, ჩემთვის უცნობი ბენდი, მთელი მონდომებით ცდილობდა მსოფლიო ჰიტების დაკვრას, თუმცა ვერ ვიტყვი რომ კარგად გამოსდიოდათ. ირაკლიმ სცენის წინ დამაყენა და სადღაც გავიდა, ორ წუთში სცენა ჩაბნელდა, სიჩუმე ჩამოწვა. გაოგნებული ვიდექი და ველოდი. მერე სცენიდან საოცრად ნაცნობი ჟღერადი ხმა გაისმა, ვიღაც მთელი მონდომებით მღეროდა ZAYN – PILLOWTALK-ს. მერე ვიგრძენი როგორ მომეხვია ვიღაც უკნიდან, ხელები მუცელზე შემომხვია და ცეკვაში ამიყოლია, არ შემშინებია, ჩემმა სხეულმა ირაკლის სიმხურვალე ზუსტად ამოიცნო, მთელი გრძნობით მივენდე, ავყევი. ეს იყო უბედნიერესი წუთები, მე მთლიანად განვიცდიდი მას და ის მე. დარბაზი ნელ-ნელა განათდა, ბოლოს სცენაზეც აინთო შუქი და გავშეშდი. გული ამიჩქარდა, მიკროფონთან ირაკლი იდგა და მღეროდა, დაბნეულობისგან გავშეშდი თვალები დავხუჭე და თავი გავაქნიე, მაგრამ ირაკლი ისევ სცენაზე იდგა და მღეროდა. გაოგნებისგან არ ვიცოდი მიმეხედა უკან თუ არა, ჩემზე შემოხვეულ ხელებს, ხელები მოვკიდე და მოვიშორე, მთელი სხეულით დაძაბულმა მივიხედე უკან და ირაკლის დანახვაზე ხველა ამიტყდა. ჩემ წინ იდგა, ღიმილიანი სახით და ეშმაკური თვალებით წარბებს ქვეშიდან მიყურებდა. ხან სცენაზე მდგარ ირაკლის ვუცქერდი, ხან ჩემ წინ ეშმაკურად მომღიმარს, ვგრძნობდი, რომ ცუდად ვხდებოდი, გული მიცემდა, თავბრუ მეხვეოდა, სუნთქვა მიჭირდა. ალბათ საშინლად გამოვიყურებოდი, რადგან ირაკლის მომენტალურად შეეცვალა გამომეტყველება და გარეთ გამიყვანა, მინდოდა წინააღმდეგობა გამეწია, მაგრამ გაუგებრიობისგან და მოულოდნელობისგან გაბრუებულს საუბრის თავიც არ მქონდა.
- კარგად ხარ? - მისმა სიტყვებმა რეალობაში დამაბრუნა, ის იყო, ირაკლი, მაგრამ აბა სცენაზე ვინ მღეროდა?
- შენ ის ხარ? თუ... - ერთი ნაბიჯით დავიხიე უკან და შორიდან ავათვალიერე, გაეცინა, თმები აიჩეჩა და ხელი მომკიდა.
- მე, მე ვარ. - ხელი წელზე შემომხვია და უკან მიმახედა, ჩვენკენ ირაკლის ორეული მოდიოდა. - გაიცანი, ჩემი ძმა, გიორგი. - გაოგნებულმა გვერდულად გავხედე.
- გამარჯობა, დადუნა. - ირაკლის ხმით მითხრა ირაკლის ორეულმა, გაოცებისგან ხმას არ ვიღებდი, ძმები ღიმილით მიცქერდნენ და ჩემს პასუხს ელოდნენ.
- გამარჯობა. - ამოვილუღლუღე და ხელი გავუწოდე. - მეგონა მესიზმრებოდა. - ჩემს გულუბრყვილობაზე სამივეს გაგვეცინა. ვუყურებდი ძმებს და ვხვდებოდი, მიუხედავად ფიზიკური მსგავსებისა, ისინი აბსოლიტურად განსხვავდებოდნენ ერთმანეთისგან. გიორგი ბევრად ლაღი ჩანდა, ვიდრე ირაკლი, უფრო მხიარული, ქარიზმატული.


გიორგი მალე დაგვემშვიდობა, წასვლამდე ძმას მხარზე მეგობრულად დაჰკრა ხელი და ლაღად გააგრძელა გზა.
- არ მჯერა, ტყუპისცალი გყოლია და მე როგორ არ ვიცოდი! - ვერაფრით ვმალავდი აღფრთოვანებას.
- შენ ბევრი რამ არ იცი, დადუნა. - საყვარლად გამიღიმა.
- არაფერიც, მე ყველაფერი ვიცი. - გავიჯგიმე გულმოსული.
- მოდი აქ, ნუ გარბიხარ. - მომეხვია და ჩემს თმაში ჩამალა ცხვირი. - აბა, რა იცი მითხარი.
- ყველაფერი.
- მაინც? - არ ცხრებოდა ირაკლი.
- თუნდაც ის, რომ არავინ გყვარებია. - თამამად ვუპასუხე, გაშეშდა, ხელი გამიშვა და სიგარეტი ამოიღო ჯიბიდან.
- კიდევ? - ვხედავდი, როგორ უკანკალებდა ხელები, სანთებელის ანთებისას.
- გეშინია ამ გრძნობის, ფიქრობ, რომ შენამდე ვერ მოვა. - გავაგრძელე ჩუმად, სიტყვებს ფრთხილად ვარჩევდი. - ან მოვა და ვერ შეინარჩუნებ…



№1  offline წევრი მოლურჯო

მეღირსა
სითბო ვიგრძენი
რაც ყველაზე მეტად მინდოდა მეგრძნო ვიგრძენი
ბედნიერება ვიგრძენი...
--------------------
მარიამი

 


№2  offline წევრი natia-natia

მომწოონს კარგია

მომწოონს კარგია

 


№3  offline წევრი qetiqetiA3

ვაიმეე როგორ ველოდებოდიი არ მეყოფა ეს თავი...როგორ გამახარე რომ დადე წავიკითხავ ახლა love

არ მეყოოო crying ვიტირებ ახლა იცოდეეე recourse როგორ მინდოდა ბევრი ბევრი წამეკითხა.. როგორ მომწონს ვერ აგიღწერ მართლა...არაჩვეულებრივად წერ და მინდა იცოდე რომ ერთი ადამიანი ჩემი სახით მოუთმენლად ელოდება ამ ისტორიას . როდესაც სიახლეებში ვხედავ საშინლად მიხარია ...აუ როგორ მინდა კიდევ request მადლობა შენ ამ ისტორიისთვის (და ნაწყენი ვარ ცოტა ასეთი პატარა თავისთვის recourse ) ველი ველი შემდეგს უმაგრესიი ხარრ love love love

ხელში ის პაკეტი რა მისცა?რომ არ ჩანს და ძალიან მაინტერესებდა recourse recourse

 


№4 სტუმარი ნინო კ.დ

აუ რა კარგი იყოო . მალე დადე ახალი თავი ძალიან კარგია

 


№5  offline წევრი kiko

შოკი ისტორიაა ❤აი უსაზღვროდ მიყვარს ეს ისტორია ❤ განსხვავებული და რაღაცნაირად ძალიან კარგია ❤

 


№6  offline ახალბედა მწერალი lullaby

აუ თაათ...
ვაიმე გიორგიიიი...
არ ველოდი საერთოდ, მაგრამ სიტუაციის დასაწყისშივე მივხვდი რაც ხდებოდა...
რა კაი თავი იყო... თითქოს განმუხტა სიტუაცია...
დანარჩენს პირადში გეტყვი :დდ

 


№7  offline ახალბედა მწერალი ლორელაი

lullaby
აუ თაათ...
ვაიმე გიორგიიიი...
არ ველოდი საერთოდ, მაგრამ სიტუაციის დასაწყისშივე მივხვდი რაც ხდებოდა...
რა კაი თავი იყო... თითქოს განმუხტა სიტუაცია...
დანარჩენს პირადში გეტყვი :დდ

lullaby
აუ თაათ...
ვაიმე გიორგიიიი...
არ ველოდი საერთოდ, მაგრამ სიტუაციის დასაწყისშივე მივხვდი რაც ხდებოდა...
რა კაი თავი იყო... თითქოს განმუხტა სიტუაცია...
დანარჩენს პირადში გეტყვი :დდ

ვიცოდი რომ მოგეწონებოდა <3 ჩემი ჩანაფიქრები შენ არ იცი ჯერ,გაგიჟდები

 


№8 სტუმარი ნიცაცო

ერთდროულად მომწონს კიდეც და არც მომწონს
რაჩაცნირია,ეს ბიჭი,ვერ გავუგე...
ან ეს გოგო როგორ უნდა შეგიყვარდეს ასე,თუმცა სიყვარულს რას გაუგებ.შენ რაც შეგეხება,მომწონს შენი ისტორიები,სხვანირად აღიქვავ სამყაროს,ასე მგონია,ამ ისტორიაშიც იმხელა გრძნობა დევს,მაინც აღფრთოვანებით ვკითხულობ

 


№9  offline წევრი mako-makako

შენი ისტორიები ყველა წაკითხული მაქვს და ესე მგონია ჩემთან ძალიან ახლოს ხარ,რაღაც შინაგანად ჩემი მგონიხარ.არ ვიცი ეს შეგრძნება რატომ გამიჩნდა მაგრამ ასეა და რა ვქნა.ამ ისტორიას არ ვკითხულობდი რადგან მიყვარს დასრულებულს ერთიანად რომ ვგრძობ ყველაფერს.სათაურმა თავიდანვე დამაინტრიგა,რაღაც ამოუცნობია ისტორიასვით და სევდიანი, დღეს ისეთ ცუდ განწყობაზე ვარ.ძალიან სევდიანი ხოდა ვეღარ მოვითმინე და წავიკითხე.რატომღაც მხიბლავს ამოუცნობი მამაკაცები და მათი სევვდიანი გამოხედვა. ეს ისტორია რაღაც ისეთია რასაც მთელი გულით და სულით რომ უნდა ჩაწვდე და მიიღო ის ყველა ემოცია და გრძნობა რაც ავტორს აქვს ჩადებული.მსიამოვნეს წაკითხვა და ველოდები შემდეგს.წარმატებები თათა..<33
--------------------
,,ცხოვრება ტალღაა რომელსაც თუ არ ჩაჰყევი აუცილებლად ჩაგითრევს.''

 


№10  offline ახალბედა მწერალი ლორელაი

mako-makako
შენი ისტორიები ყველა წაკითხული მაქვს და ესე მგონია ჩემთან ძალიან ახლოს ხარ,რაღაც შინაგანად ჩემი მგონიხარ.არ ვიცი ეს შეგრძნება რატომ გამიჩნდა მაგრამ ასეა და რა ვქნა.ამ ისტორიას არ ვკითხულობდი რადგან მიყვარს დასრულებულს ერთიანად რომ ვგრძობ ყველაფერს.სათაურმა თავიდანვე დამაინტრიგა,რაღაც ამოუცნობია ისტორიასვით და სევდიანი, დღეს ისეთ ცუდ განწყობაზე ვარ.ძალიან სევდიანი ხოდა ვეღარ მოვითმინე და წავიკითხე.რატომღაც მხიბლავს ამოუცნობი მამაკაცები და მათი სევვდიანი გამოხედვა. ეს ისტორია რაღაც ისეთია რასაც მთელი გულით და სულით რომ უნდა ჩაწვდე და მიიღო ის ყველა ემოცია და გრძნობა რაც ავტორს აქვს ჩადებული.მსიამოვნეს წაკითხვა და ველოდები შემდეგს.წარმატებები თათა..<33

მადლობა,ეს ისტორია ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს.მიხარია რომ გრძნობ

 


№11  offline წევრი mako-makako

ლორელაი
mako-makako
შენი ისტორიები ყველა წაკითხული მაქვს და ესე მგონია ჩემთან ძალიან ახლოს ხარ,რაღაც შინაგანად ჩემი მგონიხარ.არ ვიცი ეს შეგრძნება რატომ გამიჩნდა მაგრამ ასეა და რა ვქნა.ამ ისტორიას არ ვკითხულობდი რადგან მიყვარს დასრულებულს ერთიანად რომ ვგრძობ ყველაფერს.სათაურმა თავიდანვე დამაინტრიგა,რაღაც ამოუცნობია ისტორიასვით და სევდიანი, დღეს ისეთ ცუდ განწყობაზე ვარ.ძალიან სევდიანი ხოდა ვეღარ მოვითმინე და წავიკითხე.რატომღაც მხიბლავს ამოუცნობი მამაკაცები და მათი სევვდიანი გამოხედვა. ეს ისტორია რაღაც ისეთია რასაც მთელი გულით და სულით რომ უნდა ჩაწვდე და მიიღო ის ყველა ემოცია და გრძნობა რაც ავტორს აქვს ჩადებული.მსიამოვნეს წაკითხვა და ველოდები შემდეგს.წარმატებები თათა..<33

მადლობა,ეს ისტორია ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს.მიხარია რომ გრძნობ

მივხვდი იმიტომ რომ შენი ისტორიებისგან ბევრად განსხვავებული და გულში ჭამწვდომია.მე მთელი გულიტ ვგრძნობ ამ ისტორიას და ერთ-ერთი ჩემი ფავორიტია <3
--------------------
,,ცხოვრება ტალღაა რომელსაც თუ არ ჩაჰყევი აუცილებლად ჩაგითრევს.''

 


№12  offline წევრი teddy))

Dzalian mowmons! Ragac amoucnobi dzalaaa :* me megona ver mxivdeboda an orivestan qonda romani da ver xvdeboda :D mara yvelaferi gairkva :* dzaliaan momwons

 


№13  offline წევრი Ana Imnadze

ვაიმე,სიმღერა... ვგიჟდები <3

 


№14  offline წევრი ninaia

სიტყვები არ მყოფნის

 


№15 სტუმარი ჯუბა

რა უაზრობაა

 


№16  offline აქტიური მკითხველი LuckyGirl

ვაიმე ესთავი...
როგორ მოყვარს გიორგი!
ეჰ იგივე ემოციიები))

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent