შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ქუჩის სამოთხე (პირველი თავი)


10-03-2017, 02:56
ავტორი La Llorona
ნანახია 1 952

-ნინა ადექი, დაგაგვიანდება. გავიგონე მამაჩემის სასიამოვნო ხმა
-ბატონო დავით, მაცალე ძილი. ამოვიზმუილე
-ნუ მეძახი ეგრე, თორემ მოგხვდება. არასდროს მოსწონდა როდესაც ფორმალურად მივმართავდი და მუდამ ბუზღუნებდა,მე კი მიყვარს მისი ბურტყუნი.
-უიმე, უჟმურო, ვდგები ხო. ვუთხარი და ავდექი. მამა გავიდა. მოკლედ გაგეცნობით, სანამ ვემზადები. მე ნინა მეტრეველი ვარ, 17 წლის. და-ძმა არ მყავს, დედა 4 წლის ასაკში გარდამეცვალა და მას მერე მხოლოდ მამა მყავს და ერთმანეთს ვავსებთ. მამა ბიზმესმენია და ფულიც არ გვაკლია. გვაკლია კი არა თავზე საყრელად გვაქვს. დაცვაც გვყავს და დამძმარეებიც. ასე ვთქვათ, ჩემი ერთადერთი მეგობრები. ჩემი პირადი დამხმარე ქეთა, ჩემი საუკეთესო მეგობარია და ერთადერთი სკოლაში არ დავდივართ ერთად, თორემ ისე სულ ერთად ვართ. მეგობრად ქეთას შეყვარებულს დათასაც ვთვლი.დათა ჩემი მძღოლია და ერთმანეთი ჩემს სახლში გაიცნეს.
-ნინა, დროზე.დათას ხმა გავიგე ქვემოდან, მეც არ დავაყოვნე და ჩემს მოკლე ქვედა ბოლოს მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი შევუსაბამე და კაკუნით ჩავედი ქვემოთ.
-წავედით, დათა. ვუთხარი ბიჭს და მანქანაში ჩავჯექი
-ჩემი უჟმური, როგორ ხარ? მომიკითხა დათამ.
-კარგად შენ, ჩემო კუკუსკა? ასეთ მიმართვაზე გიჟდება და მთელი დღე მხიარულად დადის.
-მეც კარგად, თვალებგაბრწყინებულმა მითხრა და მანქანა დაქოქა. მთელი მგზავრობის დროს ხმა არ ამომიღია. 10 წუთში კი სკოლაში ვიყავით.
-ნუ დამელოდები,დღეს ჩემით მოვალ.გავაფრთხილე დათა და სკოლაში შევაბიჟე. "ნაწკა და სოფკა" გავიფიქრე ჩემკენ მომავალი გოგოების დანახვისას.
-როგორ ხართ გოგჩოებო? მივმართე და ორივე გადავკოცნე.
-ნი, გაიგე? ლუკას ანასთვის უღალატია. დაიწყო ნაწკამ
-ვაიმე, მართლა? ხმა დამიწვრილდა.
-ხო გოგო, მოღალატე ყოფილა ეგ, არადა რა სიმპაწიაა. თვალები მინაბა სოფკამ. ბიჭების გიჟები არიან ორივე და ყველაფერს აკეთებენ, რომ მათ საწოლში აღმოჩნდნენ.
-ნი, გუგა მოდის შენკენ.გუგა ჩემი შეყვარებულია და ძალაინ მომწონს. სე*ქსი კი არა ,ერთმანეთისთვის ნაკოცნიც კი არ გვაქვს.
-ნინა, გშორდები. მოვიდა და ასე ორ წამში მომახალა, რომ მშორდებოდა. რა ვიგრძენი? ცრემლები სახეზე, გულის არეში ტკივილი და ხალხის გაოცებული მზერა. პირველად მეტკინა ასე, ბიჭის გამო გული და იმედგაცრუებული ვარ. ცრემლები მოვიწმინდე და ირონიულად გავიღიმე.
-ჩემზე უკეთესი გეპოვნოს. მივახალე და კლასში შევედი. დავჯექი. ჩემს გგვერდითა მერხზე "ქუჩის ბანდა" შეკრებილიყო და რაღაცაზე იცინოდნენ. "ქუჩის ბანდა" ორი ბიჭის და ერთი გოგოსგან შედგება, რომელიც "ქუჩის ცეკვებს" ცეკვავენ და ჩაცმის ქუჩური სტილი აქვთ. ვერცერთს ვერ ვიტან, მძულს მათი ჩაცმის სტილი. ამიხსენით გოგოს როგორ უნდა ეცვას მუდამ შარვალი და კედები? ხელზე ბენდენა როგორ უნდა ეკეთოს? ან თმები სულ შეკრული როგორ უნდა ქონდეს? მათ ყოველთვის ამრეზით ვუყურებდი და არც ეხლა იყო გამონაკლისი. პირველი ისტორია გვქონდს,ისტორია ძალიან მიყვარს და კარგადაც ვსწავლობ.
-ბავშვებო, ძალიან კარგი ამბავი მაქვს. ვაკეთებთ პროექტს და დაგაჯგუფებთ. პირველ ჯგუფში იქნებინ: ნინა, თორნიკე, დამიანე და თამარი.
რა? არ არსებობს, მე ამ ბანდასთან?
-ხუმრობთ? ვკითხე მასწავლებელს.
-ნინა, არ ვხუმრობ და თუ შეიძლება ერთად დადექით.
სრული ბედნიერებისთვის ესღა მაკლდა.



№1  offline აქტიური მკითხველი Anuki96

ძლივს არ გამოჩნდი ახალი ისტორიიით. სად იყავი აქამდე? იცოდე ისტორია არ შეწყვიტო და დაასრულე ბოლომდე!!!

 


№2  offline აქტიური მკითხველი La Llorona

Anuki96
ძლივს არ გამოჩნდი ახალი ისტორიიით. სად იყავი აქამდე? იცოდე ისტორია არ შეწყვიტო და დაასრულე ბოლომდე!!!

მადლობა ანა, აუცილებლად დავასრულებ და თან შევეცდები არ დავიგვიანო
--------------------
M.D

 


№3  offline აქტიური მკითხველი La-Na

საინტერესოდ დაიწყე.მაგრამ უცებ ნუ განავითარებს მოვლენებს კარგი?უფრო უკეთესი გამოგივა მჯერა
--------------------
ლანა

 


№4  offline აქტიური მკითხველი La Llorona

La-Na
საინტერესოდ დაიწყე.მაგრამ უცებ ნუ განავითარებს მოვლენებს კარგი?უფრო უკეთესი გამოგივა მჯერა

მადლობა, აუცილებლად გავითვალისწინებ და ვეცდები გამოვასწორო
--------------------
M.D

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent