ირონია
დღეს იმ დაწყევლილი დღიდან ორი წელი გავიდა... დღიდან რომელმაც ცხოვრება სამუდამოდ გამინადგურა, რომელმაც ჩემი ბოლო იმედიც წამართვა. დღეს ჩემი მეოცე დაბადებისდღე უფრო მეზიზღება ვიდრე წინა. ამიტომაც ამ დღეს წამლის გარეშე ვერ გადავაგორებ. ამიტომაც უცბათ ვამზადებ წამალს და ეგრევე ვენაში ვირჭობ. საწოლზე ვწვები ემბრიონის ფორმაში და წარსულში გადავდივარ... მახსოვს ის დღე, რაა ბედნიერი ვიყავი იმ დღეს მთელი ბავშვობა ველოდი, სრულწლოვანი ვხდებოდი. ჩემს უახლოეს ადამიანებთან ერთად სახლში ვიყავი და ჩემს იუბილეს ავღნიშნავდი. ნინე, სალი, სანდრო, ლუკა, ნიკუშა, მე და ჩემი ძმა ანდრო ბავშვობიდან ერთად მოვდიოდით. მართალია ბიჭები გოგოებზე სამი წლით დიდები იყვნენ მაგრამ ერთად მაინც კარგად ვერთობოდით. თითქოს განუყრელები ვიყავით, მაგრამ იმ საბედისწერო დღემ ყველა აგვრია. მოკლედ გეტყვით ჩემ დაბადების დღეზე ნიკუშა და ანდრო აგვიანებდნენ ბევრჯერ დავურეკეთ ორივეს მაგრამ არცერთმა აიღო ტელეფონი, ბოლოს ისე ავნერვიულდი სანდრო და ლუკა მაწყნარებდნენ იქნება საცობში მოყვნენო, მაგრამ მაინც მღრღნიდა შიგნიდან რაღაც რაც მოსვენებას არ მაძლევდა. ღამის თორმეტ საათზე კი როცოო მოთმინების ფიალა ამევსო და უკვე ტირილსაც კი ვაპირებდი, ტელეფონზე ზარის ხმა გავიგე და ეგრევე ვუპასუხე ანდროს სახელის დანახვისას, მაგრამ როდესაც შემატყობინეს რომ ანდრო ამაღლობელი ავტოავარიას ემსხვერპლა იმწუთასვე ჩავიკეცე და გონება დავკარგე. რომ გამოვფხიზლდი დაკრძალვის დღე იყო. მინდოდა მისი სახე ბოლოჯერ მენახა მაგრამ მითხრე რომ მისი სახე იმდენად დამახინჯებული იყო, რომ მას ვერავინ ცნობდა, ხოდა შემეშინდა რომ ჩემს ანდროს "დამახინჯებულს" დავიმახსოვრებდი, ამიტომაც როგორღაც თავი შევიკავე და დასაფლავების შემდეგ სახლში წამოვედი. ორი კვირა თითქმის არაფერს ვჭამდი, არავის ველაპარაკებოდი, ახლოს არავის ვუშვებდი. მერე მივხვდი რომ ესე გაგრძელება აღარ შეიძლებოდა და სახლიდანაც გამოვდიოდი და მთელ დღეს კლუბებში და ბარებში ვატარებდი, სულ ვეწეოდი და ვსვავდი, მაგრამ არავის ვეკონტაქტებოდი, არმინდოდა არავინ, რადგან შეიძლება ისინიც დამეკარგა და მე ამდენს ვეღარ გადავიტანდი. ერთ დღესაც ბარში ჯდომისას გავიგე "წამლის" შესახებ რომელიც ყველა პრობლემას ავიწყებს ადამიანს, ხოდა მეც გადავწყვიტე გამესინჯა ის, თავიდან ყველაფერი კარგად იყო მაგრამ მერე "წამალმა" მოქმედება შეწყვითა და დავბრუნდი ისევ რეალობაში ეს რამოდენიმეჯერ გავიმეორე, მერე ისე შევედი აზარტში რომ წამალზე დამოკიდებული გავხდი. ასე მოვედი აქამდე სასმელი, სიგარეტი, ნარკოტიკი და ცემი საყვარელი ტვიქსი რომლის გარეშეც ერთი დღე ვერ ვძლებდი. ეს საცდელი თავია და ძალიანც ნუ გამკიცხავთ თუ მოგეწონებათ დააკომენტარეთ რომ გავაგრძელო. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.