შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცა ჯერ კიდევ ლურჯია ( თავი 4 )


10-03-2017, 16:00
ავტორი nan javaxishvili
ნანახია 1 508

-დაწყნარდი - ალექსანდრეს გაღიზიანებული ხმა გაისმა ოთახში, ინსტიქტურად ყველამ მას შევხედეთ, ის კი არაფრისმთქმელი სახით უყურებდა თავის დას, სალი წამში წამოდგა ფეხზე და ოთახი დატოვა, გოგონებიც მას მიჰყვნენ, ყველამ მე შემომხედა აინტერესებდათ რას ვიზავდი.... ფეხზე მძიმედ წამოვდექი, ტელეფონი ავიღე და იმედგაცრუებული სახით შევხედე იქ მსხდომთ
-აზრზე არ ვარ, ის გოგო ვინ არის და რა პრობლემა აქვს სალის მასთან, თუმცა ვიღაც ქალის ოჯახის წევრზე წინ დაყენება... - არ მინდოდა დამესრულებინა სიტყვა, ამიტომ შუა გზაზე შევწყვიტე, ვცდილობდი სხვა სიტყვები მეპოვნა - შენც იცი რას იმსახურებს და ვინ არის ასეთი ადამიანი... - აშკარად გააოცათ ჩემმა სიტყვებმა, ალექსანდრეს გაცოფებული სახე დავინახე, რომელიც მალე იფეთქებდა, თუმცა სასწრაფოდ დავტოვე ოთახი, დავინახე ბიჭებმა როგორ დაუკავეს ხელი, აშკარად ჩემი დახრჩობა სურდა, არც ვამტყუნებ ძნელია უცხო ადამიანისგან აიტანო ის სიტყვები, რასაც მე სხვას არ ვაპატიებდი და იქვე მოვსვავდი თავის ადგილას... " ახლა ამაზე უნდა ვდარდო? " გავიფიქრე - არა - " შენ რა ჩემს დამშვიდებას ცდილობ? " - არა- " აბა? " - შენ სიმართლე უთხარი, ესაა მთავარი, არაკაცური საქციელი იქნება თავის დაზე წინ სხვა ქალი რომ დააყენოს - ომოვიფრუტუნე და სალის ძებნა დავიწყე " ნეტა სად არიან? " ამ ფიქრებში თითქმის მთელი სახლი შემვიარე, მესამე სართულზე ერთ-ერთი ოთახიდან, რაღაც ხმა შემომესმა მივხვდი, რომ გოგონები იქ იქნებოდნენ, კარი შევაღე და გული თუ არ გამისკდებოდა არ მეგონა, " ღმერთო " აღმომხდა, რამის ჩავიკეცე, არა! არა! რატომ ღმერთო, რატომ მაწამებ? არ მოგბეზრდა... მეც ხომ მტკივა, ძალიან მტკივა, ამას რატომ მიკეთებ? დავიღალე, ჩემგან რა გინდა? რატომ მე? სახეზე მიტკლის ფერი დამედო, კარის სახელურს დავეყრდენი, რომ არ წავქცეულიყავი... ძვლივს ამოვიხავლე
-ეს?..... - სიტყვა ვეღარ დავამთავრე და განადგურებული თვალებით მივაჩერდი გოგონებს
-ეს სანდროს სახელოსნოა, ხელოვნებით იყო ერთ დროს გატაცებული, ეს ყველაფერი მისი შექმნილია... - ამას ყვებოდა ანა ოდნავ მოწყენით, თუმცა მაინც რაღაც ენთუზიაზმი იგრძნობოდა მის ხმაში... ვეღარ ვუძლებდი ყველგან ნახატები, ყოველ კედელზე ულამაზესი ფერთა გამა, " იისფერი და ლურჯი " ლურჯი ცა, მნათობთა ულამაზესი შერწყმა.... მეტს ვეღარ გავუძელი და იქიდან გამოვვარდი, აღარ შემეძლო იმ სილამაზის ყურება რაც იმ ოთახში იყო, იქვე აივანზე გავედი და კედელთან ჩავიკეცე, გათიშული ვიყავი, გაყინული, ტკივილის მეტი არაფერი იყო, შვება არსაიდან არ ჩანდა, რა დავაშავე? ამ კითხვას უკვე დიდიხანია ვუსვავ საკუთარ თავს, თუმცა პასუხი ისევ არსაიდან არ ისმის... ბურუსში ვიყავი ჯერ კიდევ, უცბად შეხება რომ ვიგრძენი, მერე ვიღაცამ ხელში ამიყვანა, სურნელი ვიგრძენი იცით რა სასიამოვნო? სახლის სურნელ იყო, ისეთი სუფთა და ნეტარი ჩემთვის, რომ თავი ვეღარ შევიკავე და ცრემლს უფლება მივეცი გარეთ გამოსულიყო, ვგრძნობდი, როგორ მისრიალებდა ჩემს სახზე ეულად მოწყვეტილი პატარა ბურთულა, როგორ გაიკვლია გზა, როგორ და დაეცა მის სხეულს... უცბად ვიგრძენი მკლავებიდან განთავისუფლება და მივხვდი, რომ საწოლში ჩამაწვინა, თვალები გავახილე და თბილად მომღიმარი საბა დავინახე, ჩემს თავთან იდგა და ელოდა ჩემს გამოფხიზლებას
-მადლობა - მადლიერმა გავუღიმე და ცრემლიანი თვალები მოვიწმინდე, ისევ გამიღიმა და პატარა ბავშვივით თავზე ხელი გადამისვა
-კარგად ხარ? ვიცი ეს უაზრო შეკითხვაა - თავი გააქნია და გაეღიმა
-შეგიძლია ჩამეხუტო? - შეცბა ეს რომ ვუთხარი - გთხოვ, როგორც ოჯახის წევრი, როგორ ძმა - თვალზე ისევ ცრემლი მომადგა, მან უკან დაიხია, მეგონა, რომ მიდიოდა, თუმცა შევცდი საწოლს შემოუარა და ჩემს გვერდით ფეხმორთხმით დაჯდა, ამწია და ზურგით მერდზე მიმიკრა
-ახლა მითხარ რა დაგემართა პატარა ქალბატონო? - თბილი ხმით მკითხა, აი ისეთით ოჯახის წევრები რომ მოგმართავენ ხოლმე
-11 წლს ასაკიდან ვხატავდი, იცი? როგორც ამბობდნენ საკმაოდ კარგადაც გამომდიოდა ფერთა ჰარმონიულად შერევა, არ მიყვარდა პორტრეტებისა და პეიზაჟების ხატვა, აბსტრაქსციითა და სიურეალზმით ვიყავი გატაცებული, როდესაც ვხატავდი თითქოს სხვა სამყაროში გადავდიოდი, მსიამოვნებდა ის რასაც ვაკეთებდი, მთელ სულს ვდებდი თითოეულ ნახატში. ხელოვნება ჩემი განუყოფელი ნაწილი იყო, თუმცა ყველაფერი ყოვეთვის ისე არ ხდება, რგორც ჩვენ გვსურს, ერთ დღეს მომიწია გვიანობამდე დავრჩენილიყავი სამხატვრო აკადემიაში, ნამუშევარი მქონდა დასასრულებელი, თუმცა არ დამცალდა... - სიმწრის ცრელი ჩამომივარდა თვალიდან - ვხატავდი როცა ვიღაც უკნიდან მომეპარა და თავში რაღაც ჩამარტყა, მხოლოდ სილუეტი გავარჩიე და მივხვდი, რომ ჩემი ერთ-ერთი კურსელი იყო, იცი ვიცანი კიდეც მისი მსგავსი სხვა არც იყო ჩვენს კურსზე - ფილტვებიდან ჰაერი მძიმედ ამოვისუნთქე - გონს სავადმყოფოში მოვედი, თავი საშინლად მტკიოდა, თუმცა შეხვეული ხელები მანიც შევამჩნიე, თუ არ გამგიჟდებოდი არ მეგონა... შემდეგ გაირკვა, რომ თავში ჩამარტყეს და ხელებზე ვენები გადამიჭრეს. იცი რამდენ ხანს ვბრძოლობდი, რომ ხელების ნორმალური მოძრაობა აღმედგინა? ექიმებმა მითხრეს რომ ნერვი დამიზიანდა, ამიტომ ძველებურად ვეღარ შევძლებდი ხელების გამოყებნებას, ეს შეიძლებოდა ცოტახანს ან სამუდამდ გაგრძელებულიყო, ასეც მოხდა სამუდამოდ გაგრძელდა, ხელებს ისე ვეღარ ვიყენებ, რომ ხატვა შევძლო, ახლა კი შემთხვევით ალექსანდრეს სახელოსნოს წავაწყდი მესამე სართულზე და ჩემზე ისე ძლიერ იმოქმედა, რომ გონს ახლაც ვერ მოვდივარ
-რომ სცადო? გიცდია მას შემდეგ რამე რომ დაგეხატა? - ძვლივს ჩახრინწული ხმით მკითხა, ვხვდებოდი, როგორ ქონდა სხეულუ დაჭიული
-ერთხელ, იმ შემთხვევიდან ორი თვის შემდეგ, თუმცა არ გამომივიდა, ხელის მტევანი ისე ძლიერ ამტკივდა, რომ ფუნჯი დამივარდა, ეს უფრო მტკივნეული იყო, ვიდრე ხელზე ჭრილობის ნაკვალევის დანახვა-მან ჩემი ხელი აიღო
-ვერაფერს შეამჩნევ, რამდენიმე თვეში მამამ პლასტიკური ოპერავია გამაკეთებინა ორივე ხელზე, რადგან თვითონაც ვერ აეტანა ჩემი ამ დღეში დანახვა და იფიქრა თუ იმ საშინელ იარებს მომაცილედა შედარებით იოლი იქნებოდა ეს ჩემთვის
-იყო?
-არა! არანაირი, ყველა ნახატი ჩემს სახელოსნოში შევიტანე და იქ ჩავკეტე, მას შემდეგ ის კარი არავის გაუხსნია, ვცდილობდი დამევიწყებინა, თუმცა არაფერი გამომდიოდა, უბრალოდ შევეჩვიე იმ აზრს რომ ყველაფერი დამთავრა და ამ ტკივილთან ერთად დავიწყე არსებობა, თუმცა ალექსანდრეს ნამუშევრებმა ყველა დამალული კარტი გახსნა და უარესად მეტკინა
-უნდა სცადო, ხელახლა უნდა სცადო გესმის?
-მეშინია,
-უნდა გაბედო
-და შიშს რა ვუყო?
-ჯანდაბაში მოისროლე
-არ გამომივა
-ოჯახი დაგეხმარება
-არ მყავს
-ეს როგორ? - მის ხმაში შეშფოთების ნოტები დავიჭირე
-არ მყავს, რამდენიმე თვის უკან ავარიის დროს დავკარგე ორივე
-მაპატიე
-არაუშავრს
-მაპატიე საყვარელო... - შუბლზე მაკოცა - ნებას თუ მომცემ მე ვიქნები შენი ოჯახი, შენი უფროსი ძმა
-მართლა? - ვერ დავიჯერე, თავი წამოვწიე, მისკენ შევბრუნდი და გაკვირვებული თვალებით მივაჩერდი
-ხო მარლა, ნიკოლ გახდები ჩემი პატარა დაიკო? - თბილად გამიღმა
-დიდი სიამოვნებით - ღიმილითვე ვუპასუხე და ჩავეხუტე
-ნიკოლ
-ხო
-ის გოგო დაიჭირეს? - ვიგრძენი ჩემს წელზე როგორ გაუქვავდა ხელები
-არა - ამოვიოხე
-ეს როგორ? ან რა ერქვა?
-ბარბარე, მამამისმა სხვა ქვეყანაში გააპარა და მოსამართლე მოისყიდა, რათა გამოძიება შეეწყვიტა. მამამ ეს რომ გაიგო, თვითონ დაიწყო ბარბარეს მოძებნა, თუმცა ისე გადაკარგეს უცხეთში, რომ ვერავინ მიაგნო,
-ახლა რომ შეგხვდეს სადმე
-სამაგიეროს არ გადავუხდი, უბრალოდ სცოცხლეს მოვუწამლავ და მივახვედრებ, რომ სამყარო მის გარშემო არ ტრიალებს - გამოვცერი კბილეში
-ჩემო პატარავ - უფრო მიმიკრა სხეულზე. უცბათ დაბლიდან რაღაც ხმა შემოგვესმა
-რა ხდება? - გავიკვირევე - წამოდი - ხელი გავუწოდე და მისაღებში ჩავედით
-ამას აქ რა უნდა? - დაიღრინა ტიტემ
-აქ ეს რა ჯანდაბას აკეთებს? - არ ჩამორჩა დაჩიც
ვიღაც გოგონა ჩვენგან ზურგით იდგა და სოფის უყურებდა, რომელსაც გაბრაზებისგან სახე წაშლოდა
-ალექსანდრე - დაიგრგვინა საბამ, გოგონა ნელა შემობრუნდა და ნეტა ეს არ გაეკეთებინა და კიდევ კარგი საბას ხელი ჰქონდა წელზე მოხვეული, რადგან წონასწორობას თუ არ დავკარგავდი არ მეგონა
-ნიკოლ?! - აღმოხდა გაოცებით, აშკარად არ მელოდა. საბამ გაკვირვებით შემომხედა აინტერესებდა ამ არსებას საიდან ვიცნობდი, ზემოთ ავიხედე და ჩემს ძმას თვალებში შევხედე
-ის არის - ვთქვი და ჩავეხუტე



№1  offline აქტიური მკითხველი Anuki96

დადგა დრო ბარბარეს გამწარებისა :D

 


№2  offline მოდერი ენემი

ვაიმე სასწრაფოდ ახალი თავები თორე არ ვიცი ალბათ დანარჩენი რო არ წავიკითხო მოვკვდები მაგარია. <3 საბა რა საყვარელიაააა kissing_heart heart_eyes

 


№3  offline წევრი japara

ძაან კარგად წერ <3 ველოდები ბარბარეს ცრემლებს და მოტეხილობებს

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent