შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩრდილები სიბნელეში(4)


10-03-2017, 17:46
ავტორი MmariiamM))
ნანახია 1 365

თავი 4

არ ვიცოდი როგორ მოვქცეულიყავი, აქამდე ყოველთვის მეგონა რომ მე და ბებიას საიდუმლოებები არ გვქონდა, ის ჩემთვის ბებიზე მეტი იყო ყოველთვის, ის ჩემი მისაბაძი ადამიანი იყო, პიროვნება რომელმაც თავისი ცხოვრება მე შემომწირა და მშობლების სიკვდილის შემდეგ საკუთარი შვილივით გამზარდა. ახლა კი მე ვუყურებ მას და არ ვიცი ვინ არის, თურმე ის მე თვრამეტი წელი მატყუებდა, სინამდვილეში არ ვიცი ვინ იყვნენ ჩემი მშობლები ან რატომ აშინებს ბებიას ასე სიმართლე. აქამდე თუ თავს დაკარგულად ვგრძნობდი, ახლა მარტო დაკარგული კი არ ვარ, არამედ ისიც კი არ ვიცი ვინ ვარ სინამდვილეში, ჩემი იდეალური ცხოვრება ერთი დიდი ტყული აღმოჩნდა. ბებიას ოთახის კარზე განუწყვეტლივ ვაკაკუნებდი.
-ები არასად არ წავალ სანამ არ მეტყვი რა ჯანდაბა ხდება ჩემს თავს. -მე კართან დავჯექი, არ ვიცოდი რა გამეკეთებინა, ასე უბრალოდ ბებიას ოთახის კართან ვიჯექი და შორს სივრცეში ვიყურებოდი. მოულოდნელად ოთახის კარი გაიღო, ოთახიდან ბებია გამოვიდა ხელში ძველი ბოქლომით დაკეტილი ყუთი ეჭირა.
-გამომყევი. -მისაღებ ოთახში შევედით, ის სავარძელში მოკალათდა ყუთი გახსნა და მზერა მე მომაპყრო.
-ები მომიყვები რა ხდება?
-დრო მოვიდა სიმართლე გაიგო ჩემო გოგო
-სიმართლე რის შესახებ?
-შენი წარმომავლობის ტიტულისა და შენი მომავალი ცხოვრების შესახებ
-ვერ ვხდები რას გულისხმობ -ებიმ ყუთი გახსნა, იქედან ამოიღო რამდენიმე ძველი წიგნი რომელშიც გაურკვეველ ენაზე რაღაცეები ეწერა, ასევე ფოტო ალბომი. ალბომი გამომიწოდა, მე ის გადავშალე იქ უმარავი ფოტო იყო რომელზეც ჩემთვის სრულიად უცხო ხალხი იყო აღბეჭდილი.
-ეს ხალხი ვინ არის ბებია?
-ეს ხალხი შენი წინაპრებია, სმიტების და მურების საგვარეულოა
-გავიგე ჩემი წინაპრები არიან მაგრამ ეს არ ხსნის სალემში ნანახ მშობლების ფოტოს
-მომისმინე ჩემო გოგო, დედაშენი ამელია მური ერთ-ერთი უძლიერესი ჯადოქარი იყო, მურების საგვარეულო კი ჯადოქრების ელიტარულ გვარს წარმოადგენდა სალემში. მამაშენიც ასევე ძლიერი ჯადოქარი იყო, სალემში ბევრი ჯადოქარი ცხოვრობდა და დღემდე ცხოვრობს, თუმცა ორი გამორჩეული გვარი არსებობდა მურები და სმიტები, ეს ორი გვარი დიდ მაგიის წყაროს ფლობდა ყოველთვის, მაგია წინაპრების ძალებიდან მოდის ამ ორ საგვარეულოში კი ყოველთვის ძლიერი ჯადოქრები იბადებოდნენ, ასე რომ მემკვიდრეობაც ძალიან ძლიერი იყო. მურების საგვარეულოს ყოველთვის სურდა რომ სალემში ლიდერი გვარი ყოფილიყვნენ, სმიტები კი ამის წინააღმდეგები იყვნენ. ერთი სიტყვით საუკუნივანი დაპირისპირების ისტორია აკავშირებდა ამ ორ გვარს, თუმცა ერთ დღეს მამაშენი ჯეიმ სმიტი უნივერსიტეტში შეხვდა დედაშენ ამელია მურს, მათ ერთმანეთი შუყვარდათ მიუხედავათ საგვარეულოების დაპირისპირებისა. მამაშენი იმ დროს სმიტების მაგიის ბოლო მემკვიდრე იყო, ხოლო დედაშენი მურების მაგიის უკანასკნელი მემკვიდრე, სწორედ ამიტომ არ სურდა საგვარეულოებს რომ ისინი დაქორწინებულიყვნენ.
-კარგი თავს მოვიკატუნებ რომ აქამდე რაც თქვი გავიგე, რატომ არ უნდოდათ საგვარეულოებს რომ მშობლები დაქორწინებულიყვნენ?
-შენს გამო, უფრო სწორად მემკვიდრის გამო, ჯეიმსის და ამელიას შვილი ორივე გვარის მემკვიდრეობას მიიღებდა ამიტომ ეწინააღმდეგებოდნენ ქორწილს, თუმცა შენი მშობლები გაჯიუტდნენ, ჩუმად იქორწინეს და როდესაც დედაშენი დაფეღმძიმდა ჯეიმსმა ის სალემიდან წამოიყვანა. ჩემო ძვირფასო შენ ორი საგვარეულოს უძლიერესი მაგიის მემკვიდრე ხარ.
-კარგი ეს ისტორია რაღაცით რომეოს და ჯულიეტას ისტორიას გავს, მაგრამ თუ მე ასეთი დიდი მაგიის მემკვიდრე ვარ სად არის ჩემი ძალები?
-შენი ძალები სალემშია, შენ თუ გინდა მემკვიდრეობა მიიღო სალემში უნდა წახვიდე და რიტუალი ჩაატარო
-მაგარია, ჯადოქრები არსებობენ, ჩემი მშობლები ელიტარული ჯადოქრები იყვნენ, მე კი ჯადოქრების პრინცესა ვარ. ბებია რაიმე ხომ არ მოწიე?
-ვიცი ახლა გიჭირს დაჯერება მაგრამ ეს სიმართლეა, ამ მაგიის გამო დაიღუპნენ შენი მშობლები
-რა მეგონა ეს ძარცვის დროს მოხდა
-არა როცა დაიბადე საგვარეულოებმა, მკვლელი გამოგზავნეს რომ ჯეიმსი, ამელია და შენ მოეკალი, თუმცა შენმა მშობლებმა შენი დაცვა მოახერხეს, მათ სიკვდილამდე გაუტეხელი შელოცვა შექმნეს რომლის წყალობითაც საგვარეულოს ვერც ერთი ჯადოქარი ვერ გავნებს შენ. მათ ამ შელოცვისთვის მთელი მაგია გამოიყენეს და დაიღუპნენ
-ეს საშინელებაა, შენ ძალები ისევ გაქვს?
-აბა შენი აზრით რატომ არ გახსოვს ბავშვობა
-ეს რას ნიშნავს?
-მე პერიოდულად შენს მეხსიერებას ვშლიდი, შენში დრო და დრო იღვიძებს მაგია მცირე რაოდენობით თუმცა მაინც, ამიტომ მე გიშლიდი მოგონებებს.
-ვერ ვიჯერებ არ ეს შეუძლებელია, მაგია როგორ შეიძლება არსებობდეს
-მე დაგიმტკიცებ. -ები მომიახლოვდა თავზე შემეხო, რაღაც გაუგებარი სიტყვები წარმოთქვა და ჩემმა მოგონებებმა ფილმის კადრივით გაირბინა თვალ წინ, გამახსენდა ჩემი მშობლების დაღუპვა და კიდევ რამდენიმე უცნაური შემთხვევა ბავშობიდან. მე გაურკვევლობაში ვიყავი, წამოვდექი და ჩემს ოთახში ავედი, ფანჯარასთან დავჯექი და გამუდმებით ების სიტყვებზე ვფიქრობდი, ფიქრებში ისე გავერთე რომ თავზე დამათენდა. არ ვიცოდი რა მელოდა მომავალში, ან რას ნიშნავდა ჯადოქრად ყოფნა თუმცა ერთი რამ დანამდვილებით ვიცოდი, ჩემი მშობლების სიკვდილის გამო შური უნდა მეძია, მე ისინი იმის გამო დავკარგე რომ პრეტენზიულ ბებრებს არ სურდათ საკუთარი ტიტულების დათმობა. მე მტკიცე გადაწყვეტილება მივიღე, ყველა მწარედ დაისჯება ვინც ჩემი მშობლების სიკვდილშია დამნაშავე. ფანჯარას მოვშორდი, წყალი გადავივლე და სამზარეულოში ჩავედი, ები მაგიდასთან იდგა და ჩემს ყოველ მოძრაობას აკვირდებოდა.
-დილამშვიდობისა ალექსანდარა
-დილამშვიდობისა ები
-როგორ გეძინა ძვირფასო?
-საერთოდ არ მძინებია,მთელი ღამე შენს მონაყოლზე ვფიქრობდი
-მერე რა გადაწყვიტე?
-რასთან დაკავშირებით?
-მიიღებ კუთვნილ ძალებს? -მე ცოტახნით უხმოდ ვიდექი ების წინ, ის გამომცდელი მზერით მიყურებდა, თითქოს ცდილობდა ჩემს თვალებში ამოეკითხა მისი შეკითხვების პასუხები. ცოტა ხნიანი ფიქრის შემდეგ სიჩუმე დავარღვიე
-მე სალემში მივდივარ, დროა ყველამ პასუხი აგოს ჩემი მშობლების სიკვდილის გამო. -ამ სიტყვებმა ები გააოცა, მის თვალებში გაოცება, შიში და სიხარული დავინახე. მე შევტრიალდი და ჩემს ოთახში ავედი რათა სალემში წასასვლელად მოვმზადებულიყავი. კარადიდან ჩემოდანი გამოვიღე და საწოლზე დავდე და ნივთების ჩალაგება დავიწყე, შემდეგ კი მოულოდნელად ოთახის ცენტრში გავჩერდი ვუყურებდი ჩემოდანს და დავფიქრდი ღირს კი სალემში წასვლა? რას მომიტანეს ეს მე, ნუთუ ეს ის არის რაც ჩემს ცხოვრებას აკლდა, ან უბრალოდ ჭკუიდან შევიშალე. როგორ უნდა დავრწმუნდე რომ ჩემი საქციელი სწორია, საიდან უნდა ვიცოდე რომ სალემში წასვლა ჩემთვის სასიკვდილო განაჩენი არ არის... მოულოდნელად ები შემოვიდა.
-ყველაფერი რიგზეა ჩემო გოგო?
-არ ვიცი ები, არ ვიცი სწორად ვიქცევი თუ არა
-მე ვერ გეტყვი როგორ უნდა მოიქცე თუმცა სალემში შენთან ერთად წამოვალ და შენი მაგიის მიღებაში დაგეხმარები, თუმცა ამის შემდეგ გზის გაგრძელება მარტოს მოგიწევს
-ანუ სალემში ჩემთან ერთად არ გადმოდიხარ?!
-არა, მე არ მაქვს უფლება სალემის მიწაზე ვიცხოვრო
-ეს რას ნიშნავს?
-იმას რომ მე მოკვეთილი ვარ სალემიდან
-ეს როგორ მოხდა?
-როდესაც შენ დაიბადე, მე უარი ვთქვი საგვარეულოს მოთხოვნებზე და აქ გადმოვედი. მე ან შენ უნდა ამერჩიე ან სალემი
-და შენ ჩემი აღზრდა ამჯობინე, საკუთარ მიწა-წყალს, ბებია მე ამას არასდროს დავივიწყებ.
-საყვარელო შენ შენი ცხოვრება გაქვს, მე არ მაქ უფლება მიგითითო რა გააკეთო მაგარამ ერთი დაზუსტებით ვიცი სალემი იმ სიცარიელეს შეგივსებს რომელსაც მთელი ცხოვრებაა გრძნობ
-შენი აზრით მაგია სწორედ ის არის რაც მთელი ცხოვრება მაკლდა?
-საყვარელო შენ იმისთვის დაიბადე, რომ უძლიერესი ჯადოქარი იყო. შეიძლება ახლა ვერ გრძნობ ამას მაგარამ როცა მაგიას მიიღებ მიხვდები რა გაკლდა ამდენ ხანს
-შენი ცხოვრება შეცვალა მაგიის არსებობამ?
-ჩემო გოგო მე მაგიამ ჩემი ცხოვრების ნამდვილი სიყვარული მაპოვნინა
-ბაბუას მაგიის წყალობით შეხვდი?
-დიახ, მე ერთი ჩვეულებრივი გოგო ვიყავი, მართალია სალემში დავიბადე მაგრამ მაგია არ მქონდა, ყოველთვის მინდოდა მაგიის არსებობის დამტკიცება, როდესაც შეკითხვების დასმა დავიწყე სმიტების საგვარეულომ გადაწყვიტა რომ მათთვის საშიში ვიყავი და ჩემი მოსაშორებლად ბაბუაშენი გამოგზავნეს
-ჩვეულებრივ ადამიანს რა საფრთხე უნდა მოეტანა მათთვის?
-მიუხედავად იმისა რომ სალემში ყველას რაღაც ეჭვები აქვს დანამდვილებით არავინ იცის ნამდვილი მაგიის არსებობის შესახებ. ჯადოქრებს არ სურს რომ ჩვეულებრივი მოკვდავები მათ საქმეში ერეოდნენ, სწორედ ამიტომ გამოგზავნეს ჩემს მოსაკლავად ბაბუაშენ, თუმცა იმის ნაცვლად რომ თავიდან მოვეშორებინე, მან მთელი გულით შემიყვარა და უფროსების დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად დავქორწინდით
-თუ ჩვეულებრივი ადამიანი იყავი ახლა მაგია საიდან გაქვს?
-როდესაც სმიტი გავხდი მე მათ მაგიაზე წვდომა მივიღე
-შენი აზრით სწორია სალემში რომ მივდივარ?
-ამას მხოლოდ მაშინ მიხვდები როცა იქ ჩახვალ და საკუთარ მემკვიდრეობას მიიღებ
-ბებია მე არ ვიცი მინდა თუ არა ჯადოქრად ყოფნა
-საყვარელო შენ მარტო მაგია კი არ გერგო მემკვიდრეობით არამედ დიდძალი ქონება, შენ ორი უმდიდრესი გვარის უკანასკნელი მემკვიდრე ხარ. ალექსანდრა როგორც უკვე გითხარი თავად უნდა მიხვდე სად არის შენი ადგილი, მე შენს ყველა გადაწყვეტილებას პატივს ვცემ. -ები ოთახიდან გავიდა და მარტო დამტოვა საკუთრ არეულ ფიქრებთან. მე ფანჯარასთან ვიჯექი, მშობლების ფოტოს ვუყურებდ და ვფიქრობდი იმ სიცარიელეზე რომელიც მთელი ცხოვრება თან მდევდა, მე ხომ ყოველთვის ამ ქალაქიდან წასვლა და თავგადასვლები მინდოდა, ჰოდა აი ჩემი თავგადასავალი. მე ავდექი ნივთების ჩალაგება დავიწყე, ყველაფერი ჩავალაგე რაც მჭირდებოდა, სალემში ჩემი ვიზიტი არ ვიცოდი რამდენ ხანს გაგრძელდებოდა. ჩემოდნები შევკარი და მისარებში ჩავიტანე.
-ანუ გადაწყვეტილება მიიღე
-კი ები მე მივდივარ სალემში რათა ის მივიღო რაც ყოველთვის მე მეკუთვნოდა.
-მიხარია ჩემო პატარავ, უკვე საღამოა ახლავე წავიდეთ თუ მოგვიანებით
-აჯობებს თუ ღამით ჩავალთ სალემში ასე შენთვის უფრო უსაფრთხო იქნება
-კარგი მაშინ წავიდეთ, მაგრამ კაილას რას უპირებ?
-ჯერ არ ვიცი, ახლა რაშიც ვარ დარწმუნებული ეს ის არის რომ არ მინდა კაილას საფრთხე დაემუქროს.
-როგორც იტყვი მაგრამ მის გარეშე გაგიჭირდება. -მე და ბებიამ ნივთები მანქანაში ჩავალაგეთ და სალემისკენ გავეშურე კაილას კი წერილი დავუტოვე შეიძლება ეს ცოტა ძველმოდურია მაგრამ, არ ვიცოდი სხვაგვარად როგორ ამეხსნა ჩემი გაუჩინარების მიზეზი. ჩემი წასვლიდან ჩოტა ხანში კაილამ წერილი მიიღო. -კარზე ზარის ხმა გაისმა
-უკაცრავად კაილა ქვინი აქ ცხოვრობ?
-მე გახლავართ, რით შემიძლია დაგეხმაროთ?
-მე საკურიერო კომპანიიდან ვარ, თქვენთვის ამანათი მაქვს
-კარგი მომეცით
-ხელი აქ მოაწერეთ... ღამემშვიდობისა. -კაილამ წერილს დახედა და ჩემი ხელნაწერი იცნო, წერილი სასწრაფოდ გახსნა „ ძვირფასო მეგობარო ალბათ ამ წერილის წაკითხვის შემდეგ შემიძულებ, მაგრამ სხვა გზა არ მაქვს, ცოტა ხნით ქალაქიდან მივდივარ. დროა ვიპოვნო ის რაც ჩემს ცხოვრებას აკლია, როდესაც გავერკვევი საკუთარ თავში და საკუთარ ცხოვრებაში გპირდები ყველაფერს უფრო დეტალურად აგიხსნი. მანამდე კი გახსოვდეს რომ ძალიან მიყვარხარ.“ - კაილამ წერილი დაკეცა და ასე გაშეშებული იდგა შემოსასვლელ კართან, ვერ გაეგო რატომ წავიდა მისი საუკეთესო მეგობარი ქალაქიდან ისე რომ არაფერი აუხსნა.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent