შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უსათაურო (თავი 1)


10-03-2017, 20:21
ავტორი nini ko
ნანახია 1 440

გარდერობს უემოციოდ მოვავლე თვალი და სადა ყვითელ კაბასა და თეთრ ზედაზე შევაჩერე არჩევანი. მოვემზადე, მობილური ავიღე და სალომეს სახლის გზას დავადექი, სადაც გოგოებს უნდა შევხვედროდი. მათ ქვემოთ ველოდებოდი, როცა მათი ორი კლასელი დავლანდე. ტელეფონში ჩავძვერი, არ მინდოდა რომ ვეცნე. მარიამმა დამირეკა- ამოდი ჯერ ვერ ჩამოვდივართო და მეც სადარბაზოსკენ დავიძარი, მაგრამ მანამდე მათთვის უნდა ჩამევლო.
-გამარჯობა-ჩაილაპარაკა ერთ-ერთმა, თუ არ ვცდები ლუკა ერქვა.
-გამარჯობა-ჩურჩულით ვთქვი და სადარბაზოში გავუჩინარდი.
შემდეგ როგორც იქნა მოემზადნენ გოგოები და ტაქსებში გავნაწილდით. ჩვენი მეგობრის სოფოს დაბადების დღე იყო და ბარში მივდიოდით.
საკმაოდ მყუდრო ბარი იყო.
-დეა, წამო რა ვიცეკვოთ-მთხოვა სალომემ და ჩემი აყენება სცადა.
-მოიცა ერთი-ორი გადავკრა თორემ ხო იცი მიჭირს ისე ცეკვა-სიცილით დავუბრუნე პასუხი და არყის ჭიქას დავწვდი. მთელი საღამო ვამჩნევდი ჩუმად გამოპარებულ მზერას, მაგრამ არ ვიმჩნევდი. ვცეკვავდი თავდავიწყებით, როგორც მჩვევია. დალევა ცოტა მეტი მომივიდა და უკვე სიარული მიჭირდა. ტაქსის რომ ველოდებოდით, უკვე სერიოზულად მიჭირდა თავის დაჭერა, ამიტომ იმ გამოპარებული მზერის ავტორს ვთხოვე დაგეყრდნობი რომ არ წავიქცე-მეთქი. დამთანხმდა. როგორც კი მივუახლოვდი ძალიან დიდი სითბო ვიგრძენი და ძალიან გამიკვირდა, რადგან შუა ზამთარში ღამის ორ საათზე პერანგის ამარა იდგე ქუჩაში და თან ასეთი თბილი იყო შეუძლებელია.
-როგორ ხარ ასეთი თბილი-წამომცდა გაბრუებულს.
მას ხმა არ ამოუღია უბრალოდ დამხედა და გამიღიმა... გამიღიმა თან როგორ!!! მაგ მომენტში მივხვდი რომ ძალიან დიდ შარში გავეხვეოდი. ტაქსი მოვიდა და ნაწილი წავიდა. ისიც წავიდა.
მერე მეორე ტაქსიც მოვიდა, მაგრამ მე უარი ვთქვი. გასეირნება მერჩივნა. ღამის ორ საათზე მივუყვებოდი ლამპიონებით განათებულ ქუჩას, მთვრალი თან სრულიად მარტო. მხოლოდ მანქანა თუ ჩამივლიდი, ისიც ძალიან იშვიათად. მივდიოდი და ვფიქრობდი...
ლუკაზე ვფიქრობდი.
უი, სულ დამავიწყდა, მე დეა ვარ.



№1  offline წევრი Mariaami G

გააგრძეელე კარგიაა heart_eyes blush

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent