ქუჩის სამოთხე (მეორე თავი)
-ნი, გაგიტყდა? ღმერთო ეს რა უბედურება სიტყვაა? - უკაცრავად? ვუყურებდი ირონიულად მომღომარ დამიანეს და მისი ცემა მინდებოდა. - გადაგითარგმნო შენს ენაზე? ისევ ირონია - არ არის საჭირო. ჩავიბურტყუნე და ზურგი ვაქციე სამივეს. -მოკლედ, კონკურსის მიზანია, გამოავლინოს საუკეთესო მოცეკვავე გუნდი და ამისთვის გაქვთ ორი თვე. მასწავლებელი ხსნიდა და ყბაჩამოვარდნილი ვუსმენდი. მოვტრიალდი და ბავშვებს გავუღიმე. -იმედია,კარგად ცეკვავთ. დაიმედებულმა ვუთხარი და თვალი მოვავლე მათ. - აუ,მაგრად გამიტყდა გოგო. თორნიკემ ბიჭურად თქვა. - ნუ ლაპარაკობ ესე გთხოვთ! - კარგი, სესტრა! ჩემი ნათქვამი გაატარა და გამიღიმა. - კარგი სესტრა კი არა კარგი დაო, ესე უნდა მითხრა. - მომაშორეთ, ეს გოიმი აქედან. დაიყვირა თამარიმ და თორნიკეს ხელკავი გამოდო და წავიდნენ. - გოიმი მან მე მიწოდა? თითი მივიდე მკერდზე და გავიოცე. - ხო, შენ გიწოდა. დამცინა დამიანემ და ისიც წავიდა. მეც მათ დავედევნე უკან. მაინც მომიწევს შევეგუო მათ, ამიტომ ჯობია დღესვე დავიწყო. - დამელოდეთ, გავძახე მიმავალ ბავშვებს და ფეხსაცმლის კაკუნით წავედი მათკენ. - ოჰ, მოდის პრინცესა. ირონიულად ჩაილაპარაკა დამიანემ. - მომისმინე გოგონი! თუ ჩვენთან მეგობრობა გინდა იმ სოფკას და ნაწკას ჩამოშორდები, მაღალქუსლიანებს დაივიწყებ და ლაპარაკში აღარ ჩაგვეჩრები. პირობა წამომიყენა თამარიმ და ირონიულად გამიღიმა. - პასუხს ხვალ გეტყვით. მეტი ვერაფერი მოვიფიქრე, რომ მეთქვა და დაუფიქრებლად წამოვაყრანტალე. - ისე, შენი მძღოლი სად არის? მკითხა თორნიკემ. - სახლში გავუშვი, დღეს ისვენებს. - ოხ,როგორ იკადრე მის გარეშე წამოსვლა? ისევ დამიანე, ისევ ცინიზმი. - უბრალოდ, თქვენ როგორც იტყვით ხოლმე, არ გავუტეხე და დღეს შეყვარებულთან ერთად გაატარებს. - ეს უკვე მომწონს. გაიცინა თოკომ. ჰმ, თოკომ? როდის მერე სახელის შემოკლებები? - კარგი ჩემი წასვლის დროა,სასიამოვნო იყო თქვენი გაცნობა. დავემშვიდობე და სახლში შევაბიჯე. - ქეთა, მოვედი. გავძახე გოგოს და კიბეზე ავედი. ქეთაც ამომყვა. ყველაფერი დაწვრილებით მოვუყევი და გუგაც გვარიანად გამოლანძღა. ბოლოს კი შემოთავაზებაზე ვუთხარი. - მგონი კარგი აზრია, იმ გოგოების მოშორება, ვერ ვიტან მათ. არ გიმსახურებენ შენ. - ქეთა, ისინი ჩემი მეგობრები არიან და მათი მიტოვება ასეთი ადვილი არ არის. - შენ გადაწყვიტე. მითხრა ბოლოს ქეთამ და გავიდა. მარტო დამტოვა ჩემს ფიქრებთან.საწოლში შევწექი და დაძინება ვცადე. გუგა საშინლად მომექცა, მაგრამ რატომღაც არ ვარ ცუდად. არა გაბრაზებული ვარ, რომ დამამცირა, მაგრამ არ ვგრძნობ მონატრებას,გულის ტკივილს, ალბათ იმიტომ, რომ არ მიყვარდა. ხო ასეა არ მიყვარდა და იმიტომ არ მივტირი მას. მახსოვს გუგა როგორ გავიცანი, ერთმანეთს მაღაზიაში შევხვდით, კაბა ამარჩევინა ჩემი დაბადების დღისთვის და ისიც დავპატიჟე. აღმოჩნდა, რომ ჩვენს სკოლაში სწავლობდა. ერთმანეთს ყოველდღე ვხვდებოდით. მე ვუღიმოდი, ის მიცინოდა და ასე გავლიეთ ერთი წელი. შემდეგ სიყვარული ამიხსნა და ერთი წელი ბანალური შეყვარებულებივით გავატარეთ. ვჭამდით ნაყინს, ხელიხელჩაკიდებულები დავსეირნობდით პარკში და ერთმანეთს თვალებში შევციცინებდით. ერთ დღეს ჩემი კოცნა სცადა, მე კი არ მივეცი ამის უფლება. უბრალოდ ვცდილობდი ბავშვად დავრჩენილიყავი. არ მინდოდა გაზრდა. ამან კი ჩვენი დაშორება გამოიწვია. არ ვღელავ, მაგრამ გუგა მომენატრება დარწმუნებული ვარ. "ქუჩის ბანდის" შემოთავაზება მაშინებს, არ შემიძლია ასე უბრალოდ დავივიწყო სოფკა და ნაწკა(თვითონ უნდათ რომ ასე დაუძახონ) ჩემი ბავშვობის მეგობრები არიან, ასე რომ შემოთავაზებაზე უარს ვიტყვი.ამ ფიქრებში როდის ჩამეძინა ვერც კი მივხვდი. დილით ქეთას ყვირილმა გამაღვიძა. - დათა, დამსვი! - ნუ წიკვინებ, დაგეჯერა ჩემთვის და არ მოვიქცეოდი ასე. ბოლო სიტყვები ჩემს ოთახში გაისმა და დათა შემოვიდა,ქეთა კი ზურგზე ყავდა მოგდებული. - კუკუსკა, რა ხდება? მივმართე ბიჭს და თვალი ჩავუკარი. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.