შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბაიდაური (2თავი)


11-03-2017, 13:58
ავტორი silence
ნანახია 1 123

04.06.2016
დავბრუნდი,დღიურო. დამიგროვდა მოსაყოლი ამბები შენთვის და მოგიყვები. სამდღიანი პაუზა მქონდა,ვერ მოვახერხე დღიური ხელში ამეღო და რამე ჩამეწერა,არ შემეძლო ფიზიკურად.
გუშინწინ საშინელზე საშინელი დღე მქონდა! დავრწმუნდი რო ადამიანები ადამიანები არ არიან,ერთი დიდი ბრბოა,რომელსაც ადამიანობის ნასახიც კი არ გააჩნია.გული მტკივა მათ გარემოცვაში რომ ვცხოვრობ,თუმცა რავქნა,მე,ერთ პატარა საბრალო ბიჭს არაფრის შეცვლა არ შემიძლია. და აი რა მოხდა:დილა იყო,7-ისკენ. ამდროს კი ხეხილს დავეძებდი,ტრადიციულად. ერთ-ერთ უბანში შევედი,ალუჩის და ტყემლის ხეები დავინახე და ვიფიქრე გამიმართლათქო. მივუახლოვდი ხეებს და აძრომა დავაპირე. ავძვერი. ბევრი დავკრიფე და მიხაროდა. ხიდან ჩმოსულმა დავინახე ჩემგან რამოდენიმე მეტრში ხალხი,რომლებიც ძაღლებს ასეირნებდნენ. სეირნობდნენ ბავშვებიც დედებთან ერთად. ერთ-ერთ გოგონას(ჩემზე ალბათ 2 წლით პატარა იქნებოდა) ძაღლი გაეკიდა,ავი ძაღლი ჩანდა,შევატყვე,ძაღლის პატრონი სასწრაფოდ ძაღლს დაედევნა,ტოკზე ხელი ჩაავლო და შეაჩერა გოგოსკენ გაქცეული ძაღლი. გოგონა შეშინდა,გაიქცა დედასთან და ატირდა.წავიდა. ეს კაცი კი იქვე,პარკში დაჯდა,გაზეთი აიღო და კითხულობდა. ძაღლს გასართობად ბურთი მისცა ,ისიც უმოწყალოდ აწვალებდა და დიდღნიდა“ ბურთს. რამოდენიმე ნაბიჯი გადავდგი და რამოდენიმე მეტრით მივუახლოვდი ძაღლს,მინდოდა ცოტა ახლოდან მენახა,თუ როგორი იყო ის. ალბათ 7 მეტრით მიახლოებული ვიქნებოდი პატრონმა რომ შემომხედა და მკაცრი,ბოროტი მზერით მანიშნა მოშორდი აქედანო. გავტრიალდი.იი და ძაღლიც გამომეკიდა! მომზდევდა,მთელი სისწრაფით,გავიხედე უკან, პატრონს შევხედე,მიყურებდა,ბოროტად ეღიმებოდა,მერე ძაღლს შევხედე,თან მივრბოდი მთელი სიჩქარით,ძაღლის სახე მომასწავლებდა-მეტი არ მინდა დაგიჭიროო,სულ ნაკუწებად გაქცევო. ხილის უმრავლესობა ძირს დამეყარა,თუმცა მათ ყურადღებას ვეღარ ვაქცევდი. ახლა მთავარი ჩემთვის ამ ძაღლის მოშორება იყო,თუმცა არ მშორდებოდა! მატყობდა,რომ ვსუსტდებოდი და ნელ-ნელა ვეღარ ვკრეფდი ტემპს,ის საზიზღარი კი უფრო იკრეფდა ძალას! ბოლოჯერღა მივიხედე უკან,შევხედე პატრონს. მის მომღიმარ სახეს ლანდადღა ვხედავდი,თუმცა ეს ბოროტი ღიმილი არ გამოჰპარვია თვალს.რამოდენიმე ალუჩა და ერთი ორი ტყემალიღა მქონდა დაღჩენილი უბეში. სხვა გზა აღარ მქონდა,უნდა მესროლა ძაღლისთვის,რომ როგორმე შემეფერხებინა. ვესროლე.გამიმართლა,ზუსტად თავში მოვარტყი და რამოდენიმე ფეხებშიც,შეყოვნდა,მე კი ძალა მოვიკრიბე და თვალს მოვეფარე.
რომელიღაც მიწისქვეშაში ჩავედი და ავტირდი. მწარედ ვტიროდი.ცრემლები ღაპაღუპით ჩამომდიოდა,გული ძალიან სწრაფაც მიღგერდა,ძლივს ვსუნთქვდი. შევშინდი,დავისტრესე,ავღელდი. მტკიოდა,გული მტკიოდა. რატომ არ გამოეკიდა პატრონი და რატომ არ დაიჭირა ის ძაღლი,როცა ჩემკენ მორბენალი დაინახა?! ის გოგო თუ გადაარჩინა მე რა დავუშავე?! რამე ვატკენინე? რამე მოვპარე? რამე დავუშავე საერთოდ?! პასუხი ძალიან მარტივი მისახვედრია. არმინდა ეს გავიაზრო მაგრამ ფაქტი სახეზეა,რეალობა რეალობაა- მე ღარიბი ვიყავი,დაძენძილი ტანსაცმელი მეცვა,ბინძური სახე და ხელები მქონდა,იმ გოგოსგან განსხვავებით. პატრონი თან არ მახდლდა,ანუ ჩათვალა რომ უპატრონო ქუჩის ბავშვი ვიყავი და თავი არ შეიწუხა ჩემს დასახმარებლად. რატოომ?! მე ბავშვი არ ვარ? მე არ მაქვს გრძნობები? არ მაქვს შიშის შეგრძნება? არ ვარ ადამიანი?? ფინანსური შესაძლებლობებით განსაზღვრავენ და რადგან ეს მე არ გამაჩნია ესეიგი არ ვარ ბავშვი,არ ვარ ადამიანი?! გასაგებია,რომ ჩემს გამო თავი არ შეიწუხა,არც კი იფიქრა რომ შეიძლებოდა ძაღლს დავეგლიჯე ან სირბილის დროს შიშისგან გული გამხეთქვოდა და იქვე მოვმკვდარიყავი(არც იყო ეს გამორიცხული),თუმცა რატომღა იცინოდა?! რატომ მაპარებდა თავის ბოროტ,ეშმაკურ სიცილს?! რა დავუშავე,მითხარი რა?? არასდროს მინახავს ის ადამიანი ჩემს ცხოვრებაში და რა უნდა გემეკეთებინა მისთვის ცუდი? მას სძულს ჩემნაირები,ეზიზღება. შანსი მიეცა თავისი ზიზღის და ბოღმის გადმოსანთქევად და გამოიყენა კიდეც,არც კი დავენანე.
გული მტკივა,ძალიან მტკივა,ძალიან. ახლაც კი მეტირება ამ ღიურის წერისას. აი ფურცელიც დაასველა ჩემმა ბინძურმა ცრემლმა. საღამომდე იმ მიწისქვეშა გადასასვლელის ერთ კუთხეში ვიჯექი,ვერ ვინძრეოდი. აღარ ვიცოდი შიშმა მომიცვა ასე ძალიან თუ სულიერმა ტკივილმა? არვიცოდი. ვიჯექი,კბილები კრაჭუნობდნენ და თითები მიკანკალებდა. კიდევ მოხდა გულდასაწყვეტი რამ-მთელი დღის განმალობაში არავის მოსულა და გამომლაპარაკებია ან დახმარების ხელი არავის გამოუწვდია კუთხეში მჯდარი „მე“-სთვის,მაგრამ ეს უკვე აღარ მანაღვლებდა. არ შეიძლება ამდენი რამ გულთან მივიტანო,ჩემი გული ამდენს ვერ გაუძლებს,გასკდება და გაქრება. არ შემიძლია ამდენი დარდი,ამდენი ნერვიულობა და სტრესი. როპმ მოსაღამოვდა სახლში დავბრუნდი,ხელცარიელი. საჭმელი დანაზოგი ფულით ეყიდათ. რაც მთავარია მშივრები არ დარჩენილან,ამან გამახარა მხოლოდ. სარდაფში უხმოდ შევედი,დედამ შემომხედა,რატომ დააგვიანეო. ხმა არ გამიცია. პირდაპირ ლოგინისკენ წავედი და ჩავწექი. რამოდენიმე წუთშ დედის თბილი თითების შეხება ვიგრძენი. –„მადლობა ყველაფრისთვის,დე-მითხრა ნაზი ხმით და ბინძურ შუბლზე მაკოცა. „არაფრის“-გავიფიქრე მე და ჩამეძინა.

დამწყები ვარ,ეს ჩემი მეორე ჩანაწერია. გამიხარდება თ გამიზიარებთ თქვენს შეფასებებს და კომენტარებს,ვეცდები ყველაფერი გავითვალისწინო. მადლობა რომ კითხულობთ <3




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent