დასასრულის დასაწყისი (III)
-ვადა სადამდე გაქვს?- ჰკითხა მარიმ, როცა მისი ჩემოდნიდან ტანსაცმლის ამოლაგება დაიწყო. ნინიმ ქვითარს დახედა და თავი უკმაყოფილოდ გააქნია. -ხვალ დილის 8 საათამდე -რაა? დღეს ყველანი ტყეში ვაპირებთ ღამის გათევას ამ დღისთვის 2 კარავი ვიყიდე. გირჩევნია დღესვე გადაიხადო ხვალ ასე ადრე ვერსად წახვალ. -დღეს? ჰო მაგრამ ძალიან დაღლილი ვარ იქნებ შენ... -მართვის მოწმობა არ მაქვს დაგავიწყდა? შენს გამო ოთხ კედელში გამოკეტვა კარგ იდეად არ მეჩვენება -კარგი კარგი ცოტას დავისვენებ და წავალ. -ისე რომ იცოდე შენს ტანსაცმელს მე არ უნდა ვალაგებდე -მაგრამ მაინც ალაგებ და კარგადაც გამოგდის, კარგი ცოტას დავიძინებ და წავალ, შენ მანამდე ლაშქრობისთვის ტანსაცმელი ჩამილაგე -თქვა და მეორე მხარეს გადაბრუნდა. ორი საათის შემდეგ გამოეღვიძა , საწოლიდან წამოდგა, თავი მოიწესრიგა და ოთახიდან ჩქარი ნაბიჯებით გამოვიდა. თავის საქმეებს მალე მორჩა და ქვითარით ხელში მანქანაში დაბრუნდა მაგრამ მანქანამ შუა გზაზე გაჩერდა და ადგილიდან არ დაიძრა, ნინი დახმარების სათხოვნელად დასახლებულ პუნქტს დაუწყო ძებნა მაგრამ უკნიდან საშინელი ღრენის ხმა მოესმა, მანქანასთან უზარმაზარი ძაღლი იდგა, შემდეგ კი პირდაპირ მისკენ გამოიქცა, ნინი მანქანასთან ვერ მივიდოდა ამიტომ გადაწყვიტა ტყისკენ გაქცეულიყო, იქ რომელიღაც მაღალ ხეზე აძვრა, თავი შეიმაგრა და საზარელ ცხოველს ზევიდან დააცქერდა, დაახლოებით 5 წუთ არ იყო გასული რომ რაღაც ხმები შემოესმა , მიხვდა რომ ძაღლს პატრონი ეძებდა და შვებით ამოისუნთქა. მალე იმ ადგილს ახალგაზრდა ბიჭი მოადგა, ლურჯი მაისური და ჯინსის შარვალი ეცვა, წელზე კი სპორტული ჟაკეტი ჰქონდა შემოხვეული. ხეზე ასული გოგონა რო, დაინახა სიცილი აუტყდა და ჯიბიდან ძაღლის დასაბმელი თოკი ამოიღო. -სასაცილოს რამეს ხედავ? გადმოსძახა გაბრაზებულმა და ერთ ტოტით ქვემოთ ჩამოვიდა. -საერთდ არავის უყეფს ხოლმე, შენ ალბათ არ მოეწონე, ჩემი აზრით, არცაა გასაკვირი, ამ დაგლეჯილი შარვლით , და გაწეწილი თმით ნებისმიერს შეაშინებ. ნინი მაშინ მიხვდა , რომ ხეზე ასვლის დროს ტანსაცმელი და თმები საშინელ დღეში ჩავარდნოდა. -შენი სულელი ძაღლი რომ არა ახლა ამ დღესჰი არ ვიქნებოდი, როგორც ჩნს ისეთვე იდიოტია, როგორც მისი პატრონი. -მე და ჩემს ძაღლს იდიოტი გვიწოდე? - სახეზე ეშმაკური ღიმილი დასთამაშებდა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.