შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ამქვეყნიურ ჯოჯოხეთს მოგიწყობ +18 (15)


11-03-2017, 14:30
ავტორი jina
ნანახია 3 747

მგონი ჩემს ცხოვრებაში პირველად მეძნა ასე სასიამოვნოდ, სრულიად ბედნიერს. რომ გავიღვიძე შუადგე იყო და რაღ თქმა უნდა ალექსი ჩემს გვერდით არ იყო, აბა ამდენი ხნით ხომ არ გაუჩინარდებოდა. თავი წამოვწიე და წამოვჯექი, მუცელში ყრუ ტკივილს ვგრძნობდი, საწოლზე დავიხედე და ზეწარი სისხლიანი იყო
-აი ალექს ვის ჩავაბარე ქალიშვილობა, ჩემთვის გავიფიქრე და სააბაზანოს მივაშურე.
ცხელი წყლის წვეთებმა ყველანაირი ტკივილი მომიხსნენს, სხეული მომიდუნეს და დამამშვიდეს. ის თითოეული ნეტარი წუთი მახსენდებოდა ალექსი რომ მეხებოდა, ჟრუანტელი მივლიდა, მაგრამ მგონი პიროვნების გაორება მჭირდა, ვიცოდი რომ ალექსი უეჭველად მიყვარდა მაგრამ უცნობთან ისეთი რამ მემართებოდა რასაც ვერ აღვწერ, ის თითქოს სულიერად მიზიდავდა და შნაგანად ვგრძნობდი მას, მისი სიახლოვე იდუმალებით მოცულს მხდიდა და სწორედ ეს მიზიდავდა მასში, მისი ამოუცნობი მხარე საშუალებას არ მაძლევდა დამევიწყებინა და სწორედ ეს გახდსა იმის მიზეზიც რომ საშხაპიდან გამოსული პირდაპირ გარეთ გავედი მასთან შესახვედრად............
...........
ვიცოდი ალისია ისე არ გამიშვებდა რომ დაცვა ან მეთვალყურე არ გამოეყოლებინა, არც შევმცდარვარ დაჟინებულ მზერას ვგრძNობდი უკნიდან თუმცა საკმაოდ შეუმჩნევლად კი მომყვებოდა. იქვე ახლოს მდებარე კაფეში შევედი და თავისუფალ მაგიდასთან დავჯექი, ფანჯრიდან დავინახე ჩემი მდევარი რომელიც გზის მეორე მხარეს მდებარე სკამზე ჩამოჯდა
-დებილი, ჩავიბურტყუნე
-უკაცრავად რას ინებებთ? ღიმილით შემომეგება მიმტანი
-მმმმ... იცით გადავიფიქრე საღამოს შემოვივლი მაგრამ იქნებ ერთ რამეშ დამეხმაროთ? ეშმაკურად ავუციმციმე თვალები ბიჭს და მხარზე ხელი მოვუთათუნე. ჩემს ასეთ ქმედებაზე ცოტა დაიბნა და გაწითლდა
-მუდამ თქვენს სამსახურში მიგულეთ
-მაშინ მითხარი ამ კაფეს მეორე გასსასვლელი საით აქვს...........
ბიჭის მიერ მითითებული ადგილისკენ წავედი, ადვილად მივაგენი გასასვლელს და როგორც კი სრულიად მარტო დავიგულე თავი ტყავის კურტკა შევისწორე და დანიშნულების ადგილისკენ ავიღე გეზი....
ნეტა ვიცოდე ამ ბიჭს ასეთ მაღალ შენობაზე რატომ მოუნდა შეხვედრა, ჯანდაბა ეს კიბეებიც არადა არ თავდება. ჩემთვის ვყრიდი ცოფებს როცა შენობის სახურავისკენ მიმავალ ბოლო კიბეზე ავდიოდი, კარები გავაღე თუარა ცივი ჰაერი მეცა მაშნვე და თმა უსწორმასწოროდ ამიჩეჩა
-ჯანდაბა, ამაზეც გავჯავრდი. გარეთ უკვე საკმაოდ ბნელოდა, ახლა აქ ვინმე რომ მომვარდნოდა და და გადავეგდე ვერც დავინახავდი. შენობის სახურავის შუაგულში მივედი და ირგვლივ მიმოვიხედე, არავინ დამინახავს
-იდიოტი, მომატყუა. ხმამღლა ჩავილაპარაკე
-არ მომიტყუებიხარ, უკნიდან გამყინავი ხმა მომესმა, სწრაფად შევბრუნდი მისი მიმართულებით და სულ შავებში გამოწობილი, განიერი მხარ-ბეჭით, ჯიბეებში ხელებჩაწყობილი სილუეტი დავინახე რომელსაც ის ჭრელი თვალები უელავდა მხოლოდ და უნათებდა, შემშინდა, მართლა გულით შემეშინდა იმდენად იდუმალად და მისტიურად გამოიყურებოდა
-სიმართლე გითხრა მეშინია, ცოტა ხმის კანკალით ვუთხარი
-ჩემი? აქ უკვე ის ცივი ხმა ხრინწიანი გამხდარიყო, არაფერი მიპასუხია ისე მივშტერებოდი თვალებში, ნელნალე ჩემკენ სიარული დაიწყო, მეკი უკუსვლით დავიხიე.
-ჩემი გეშნია? გამიმეორა კითხვა
-ნუ მაიძულებ რამე დაგიშავო! საიდან წარმოვთქვი ეს სიდებილე, ნეტა თავში აგური დამეცეს, რა ვთქვი ახლა მე
-ასე თუ ივლი გადავარდები
-ასე თუ გააგრძელებ ჩემთან მოახლოებას მაშინ შიში მომკლავს, ღიმილი შეეპარა ტუჩის კუთხეში-აქ რისთვის მომიყვანე
-პასუხების მისაღებად! ისევ უხეში იყო მისი ტონი
-ჩემი გული რად გინდა? პირველივე ეს კითხვა დამებადა თავში რადგან მისი შემყურე ამაზე მეტად არაფერი მაინტერესებდა
-მოდი ასე ვიტყვი, უფრო საჭირო და ძვირფასი ყოფილხარ ცოცხალი ვიდრე შენი გული
-ეს რას ნიშნავს? გავოცდი
-შემდეგი კითხვა, ისე დამაიგნორა ვეღარც გავბედე იგივე მეკითხა
-რატომ ვარ ასეთი?
-იმიტომ რომ ღმერთმა ასეთი შეგქმნა
-უკვდავი ვარ?
-არა
-რითი შეიძლება მოვკვდე?
-სიბერით
-ჩემზე მართლა ნადირობთ? ამ კითხვაზე გაეცინა და დავინახე ლოყები როგორ დაეჩხვლიტა, წვერიან სახეზე ისე უხდებოდა რომ....
-მე არ ვნადირობ შენზე
-მაშინ საერთოდ რა ჯანდაბა გინდა ჩემგან? სიბრაზე შემეპარა ხმაში
-იცი რამდენად უნიკალური ხარ? შენი უჯრედული ქსოვილები სწრაფი რეგენერეაციის უშრეტი წყაროა, მარტო შენი თავის კიარა მთელი ხალხის გადარჩენა შეგიძლია, შენი ნებისმიერი ქსოვილი უკვდავია და სხვის მკვდარ უჯრედს ისე გამოაცოცხლებს ვერაფერს ვერ შეატყობ.
-თუ ასეა როგორრა მოვკვდები? დავიბენი
-მე არ მითქვამს რომ 70-80 წლის ასაკში მოკვდბეი სიბერით, მე ვთქვი რომ ზოგადად სიბერით მოკვდები მაგრამ ეს შეიძლება 100 ან 150 წლის შემდეგ მოხდეს
-ისევე როგორც შენი
-მამაკაცებში ეს ის შემთხვევაა როცა ვადა განუსაზღვრელია
-აჰა ანუ შენ ხარ უკვდავი
-მთლად ასეც არაა
-რთულია ამის გაგება, ამოვიოხრე
-გადახარშავ
-კიდევ ერთი, იოანე რა შუაშია ამ ყველაფერთან? ამ კითხვის შემდეგ ისეთი გამომეტყველება მიიღო თითქოს ყველაზე იდიოტური რამ ვკითხე
-ისინი სათამაშოები არიან
-დამცინი? შენ გგონია ეს ყველაფერი თამაშია? ამ თამაშს შედეგად ჩემი მშობლები ცოცხლებ აღარ არიან, მეგობრები, ძმა და ყველა დავკარგე და მეუბნები რომ თამაშია? სასოწარკვეთილი და გაბრაზებული ხმა მქონდა, ვგრძნობდი სახეზე ალმური ამდიოდა
-კარგად მომისმინე (გამოსცრა კბილებში) ალისია, ალექსანდრე, იოანე და დანარჩენი სხვა ვინც შენს გარშემო არიან და შენზე ნადირობენ, ვინც შენ გგულშემტკივრობს ან შენს დამარცხებას და მოკვლას ცდილობს, აბსოლიტურად ყველა პაიკია ამ თამაშში
-მაშინ მე და შენ? დავიბენი
-მე და შენ არ არსებობს
-ვერ გავიგე რა გინდა რა ქარგმებით მელაპარაკები, თუ ჩემი დახმარება გინდა ამოღერღე, მოთმინება გამოლეული ვუყვიროდი
-მეფე-დედოფალი უნდა იპოვო, არავის დახმარება არ არის საჭირო, თანდათან შენით შეძლებ ყველაფერს
-თუ ასეა მე და შენ რატომ ვართ ამ წუთას აქ?
-იცი მგონი ქათმის ტვინი გაქვს
-მიმართვებში მოიკოჭლებ ხომ? ვინ გგონია თავი. ისევ ჩემკენ დაიწყო სიარული მაგრამ ამჯერად ნაბიჯითაც არ დამიხევია უკან
-შენთან დაკავშირებით სხვა გეგმები მაქვს პირადად მე, ტუჩის კუთხეში ღიმილი შევნიშნე.
-მაინც რა? დავინტერესდი და ირონიულად გავუღიმე
-გაიგებ როცა დრო მოვა ფისო, ასე არ გეძახის შენი ღამის პარნიორი? სარკაზმი არ დაიშურა
-დაუფიქრდი ვისზე რას ამბობ, თითი დავუქნიე-მეორედ არ გაბედო ჩემთან მოახლოება! კარისკენ წავედი და მისი სიცილი გავიგე, გაოცებული შევბრუნდი, მე დამცინოდა ახლა ეს? იდიოტი
-რა ჯანდაბა გაცინებს?
-ჩემთან ისე იყავი ლაპარაკში გართული და ისე მათვალიერებდი რომ ისიც ვერ შენიშნე როგორ ამოვა ახლა მაგ კარიდან სამი დაქირავებული მკვლელი რომლებიც შენს წაყვანას ეცდებიან. კმაყოფილი და მომღიმარი მზერა მტყორცნა.
-რაა? როგორ თუ... კი მაგრამ... მეტის თქმა ვეღარ მოვასწარი
-გადახტი! მიბრძანა უცნობმა ქამრიდან მრგვალი ბასრი ნივთები ამოიღო, მერე ერთის მიმართულებით გაისროლა და ეს უკანასკნელიც უსულოდ დაეცა მიწაზე. გონს ვერ მოვედი ისე სწრაფად ხდებოდა ყველაფერი, უკან-უკან ვიხევდი და სიმართლე გითხრათ ვიცოდი აქედან გადახტომა არ ამცდებოდა და შესაბამისად სიკვდილიც მაგრა ზუსტად კიდეზე გავჩერდი და მეტ ნაბიჯს ვერც აქეთ და ვერც იქით ვადგამდი. მხოლოდ ვუყურებდი როგორ იბრძოდა ძალზედ ოსტატურად უცნობი და ამით ერთობოდა, დიახ არ მოგესმათ-ერთობოდა.
-გადახტი !!! კიდევ ერთხელ გაისმა მისი ბოხი ხმა. ისევ გაშეშებული ვიდექი და მხოლოდ ის მოვასწარი რომ ძირს ჩამეხედა მაგრამ სიმაღლის ისე შემეშინდა ერთი ნაბიჯით უკან დავიხიე, სწორედ ამ დროს დავინახე როგორ გამოიქცა ჩემკენ ეს არანორმალური და მის უკან კიდევ ათი შეიარაღებული ქილერი მორბოდა, გააზრება ვერც მოვასწარი ისე მკრა ხელი და გადამაგდო, თვალები მაგრად დავხუჭე, პირიდან ერთი ბგერავ ბგერაც ვერ ამოვუშვი, გული გამიჩერდა და შოკირებული ველოდებოდი როდის გავასხავდი ტვინს იმ ბეტონზე, მაგრამ მაშნვე ვიგრძენი ჩემი გულის ასმაგად ძგერა როცა ვიღაცის ძლიერ მკლავებში ჩავესვენე, შიშსგან უცნაური შეძახილი აღმომხდა, ხელები და თავი მოდუნებული მქონდა, მთლად ვცახცახებდი და გაყინული ვიყავი. მერე ვიღაცის გულიანი ხარხარი გავიგე, ვიღაცის კიარა ვის მკლავებშიც ვიყავი იმისი, თვალის გახელა არ მინდოდა მაგრამ იმდენად გავბრაზდი რომ სხვა გზა არ მქონდა, მაშნვე მის ჭრელ თვალებს შევეჩეხე, ზემოდან დამყურებდა და იღიმოდა ანუ დამცინოდა ეს ეშმაკის მოციქული
-რა მშიშარა ყოფილხარ, ჯერ კიდევ ბევრი გაქვს სასწავლი, მისი ხმა იავნანასავით ცამესმოდა, ალბათ შოკის ბრალი იყო, მეხუჭებოდა თვალები, მთელი ძალა მოვიკრიბე და მის ხელებშ მიუხედავად კომფორტულად ყოფნისა, მაინც ფართხალი დავიწყე, ამ იდიოტმა კი ეგრევე ძირს დამახეთქა
-მადლობა საჭირო არ არის, ცივი მზერა მტყორცნა
-ჯანდაბამდე გზა გქონია, მივაძახე და წავბარბაცდი ქუჩაშიმ უკნიდან ვგრძნობდი მწველ მზერას მაგრამ სიამაყის გამო არ შევბრუნებულვარ, არადა როგორ მინდოდა კარგად გამომელანძღა, დახმარება მჭირდებოდა სადაც იყო დავეცემოდი, წამით გავჩერდი და გარემო მოვათალიერე, კაცის ჭაჭანება არ იყო, ვისთის უნდა მეთხოვა დახმარება, წელში გავსწორდი და რამდენიმე ნაბიჯი გადავდგი, არა მეტს ვეღარ გავაგრძელებდი , ამ იდიოტისთვის უნდა მეთხოვა დახმარება მაგრამ გარანტია არც მქონდა დამეხმარებოდა თუარა, ნამდვილი დებილი ვარ სად მოვეთრეოდი ან რას ვფართხალებდი, ჩემს თავს გავუჯავრდი.
უკნიდან ნაბიჯების ხმა მომესმა და მხარზე ხელის დადება ვიგრძენი. უფ გაუთბა გული ამ ყინულის ლოდს და მიხვდა რომ დახმარებოდა მჭირდებოდა ხომ, მაშინვე დავთანხმდები უაზრო ლაპარაკს არ დავიწყებ, წამებში შევუთანხმდი საკუთარ თავს და ჩემს გვერდით მდგარ სილუეტს ავხედე
-დაგეხმაროთ გოგონა? სიმპატიური ბიჭი შემრჩა რომელიც ყველა კბილით მიღიმოდა, ჩაგეშალა ვიქტორია გეგმები რას იზამ, ახლა ამას რომ დავთანხმდე სად ჯანადაბაში მივაყვანინო თავი. პასუხის გაცემაც ვერ მოვასწარი როცა ეს ბიჭიც და მისი ხელიც უეცრად გაქრნენ, გვერძე გავიხედე და რას ვხედავ ამ გიჟმა ცალი ხელით როგორ ცარიელი მეშოკი ისე გასწია გვერდით
-გაქრი აქედან! კბილებში გამოსცრა. გაოცებული ვუყურებდი საწყალ ბიჭს, ალბათ იფიქრა ეს შეშლილი ვინ არისო, წამსვე გაგვეცალა
-შეიშალე? იქნება მინდოდა მისი დახმარება. გაბრაზებულმა ვუთხარი
-არ გინდოდა! მკაცრი მზერით მითხრა, წელზე ხელი მომხვია, მერე ფეხებთან და ისევ მის მკლავებში აღმოვჩნდი. სასიამოვონოდ კომფორტულად მოვკალათდი და თვალები დავხუჭე მაგრამ მისი ირონია მაინც მისწვდა ჩემს ყურთასმენას
-ვეცდები ალექსზე უკეთესი ვიყო. ამ სიტყვებზე სხვა დროს წამოვენთებოდი მაგრამ შუბლზე ცოტა უხეში და თბილი შეხება ვიგრძენი,იმდენად გადაღლილი ვიყავი ყურადღებაც არ მივაქციე, თავი მხოლოდ იმით დავიმშვიდე რომ ჩემი დროც დადგებოდა. ვიცოდი რომ არ შემეხებოდა ზედმეტად, მის თვალებში არაკაცობა არ ჩანდა ამიტომ მთლიანად მას მივენდე და სულ არ მადარდებდა სად წამიყვანდა.....

ჩემო საყვარელო მკითხველებო, მძმე გრაფიკის გამო ვერ მოვახერხე მალე დადება და ბოდიშს გიხდით... ხვალაც დავდებ ახალ თავს... გამიზიარეთ თქვენი შთაბეჭდილებები ამ თავის მიმართ <3 მადლობა ყველას <3



№1  offline წევრი gogona tbilisidan

რა ალექსი heart_eyes ეს ბიჭი რა საყვარელია ვაიმეე flushed აღარ დააგვიანო რა

 


№2  offline წევრი jina

gogona tbilisidan
რა ალექსი heart_eyes ეს ბიჭი რა საყვარელია ვაიმეე flushed აღარ დააგვიანო რა

vecdebi agar davagviano :*

 


№3  offline წევრი ninuca)))

ძალიან მომეწონა კარგი იყო.
მართალია აგვიანებ ხოლმე მაგრამ მაგასაც თავის მუღამი აქვს.
ველოდები შემდეგ თავს. kissing_heart heart_eyes
--------------------
ნუ იტყვით თქვენს ოცნებაზე უარს მხოლოდ იმიტომ რომ "ხალხი რას იტყვის", რადგან ხალხი მაინც იმას იტყვის რასაც უნდა.

 


№4  offline წევრი jina

ninuca)))
ძალიან მომეწონა კარგი იყო.
მართალია აგვიანებ ხოლმე მაგრამ მაგასაც თავის მუღამი აქვს.
ველოდები შემდეგ თავს. kissing_heart heart_eyes

yvelanairad vcdilob xolme rom ar davagviano <3 ♡

 


№5  offline წევრი Tskrialashvili Mariami

ნუ ისევ და ისევ cool თავი იყო <3
ალექანდრე მეორე ხარისხოვანი გახადა ჩემმა ,,უცნობმა''

 


№6  offline წევრი jina

Tskrialashvili Mariami
ნუ ისევ და ისევ cool თავი იყო <3
ალექანდრე მეორე ხარისხოვანი გახადა ჩემმა ,,უცნობმა''

მადლობა რომ მოგწონს <3

 


№7  offline წევრი ლილიანი

აუუ სულ არ მომწონს ალექსი რაა და ეს რა ვერ გაერკვა რა უნდოდა ალექსთან ასეთი კამფეტივით ბიჭი ყავს ვაახ მალ მალე დადე

 


№8  offline წევრი jina

ლილიანი
აუუ სულ არ მომწონს ალექსი რაა და ეს რა ვერ გაერკვა რა უნდოდა ალექსთან ასეთი კამფეტივით ბიჭი ყავს ვაახ მალ მალე დადე

კამფეტივით ბიჭი კაი იყო :დდდდდ ხვალ დავდებ :დდდ ალექსს ნუ შეიძულებთ გთხოვთ <3

 


№9  offline წევრი jina

Meri Vaxtangadze
ეჭვი მაქვს რომ ეს ბიჭი ალექსია..ვაიმე ნეტა მართლა გამართლდეს ჩემი ეჭვი თორე მერე გული დამწყდება ეომელიმეს რო აირჩევს...მალე დადე შემდეგი...დღეს დავიწყე კითხვა და სამ სატში ყველა წავიკითხე აქამდე რაც იყოო..ყველასგან განსხვავებულუ მოთხრობაა უცხოა..ჟანრი ფანტასტიკა ალბად მაგრამ ძალიან მომწონს...მალე დადე შემდეგი მოუთმებლად ველი

gamixarda sheni saxit kidev erti mkitxveli rom damemata :* ddges davdeb axal tavs

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent