შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ზოგჯერ სამაგიეროს გადახდა სასიამოვნოც შეიძლება იყოს... (4)


11-03-2017, 22:48
ავტორი likkuna
ნანახია 1 524

ამ საღამოს შემდეგ იკა ერთი თვე არ გამოჩენილა. არვიცოდი სად იყო და ცოტა არ იყოს განვიცდიდი კიდევაც,მაგრამ არ ვიცი რატო. რაღაც მომენტში გავიფიქრე იქნებ ამით მიხდის სამაგიეროსთქო თუმცა არამგონია ასეთი ბანალური რომ იყოს. ერთ საღამოს გიო ამოვიდა, მასთან ერთდ იკაც იყო, ძალიან გამიკვირდა თუმცა მთელი საღამო ხმა არ გაუცია ჩემთვის ერთი გამარჯობა მითხრა და ვსო. რაღაც ჭირდა არ ვიცი რა მაგრამ დარწმუნებული ვარ რომ რაღაც მოხდა. მე რათქმაუნდა არაფერი არ მიკითხავს, მაგრამ ინტერესით ვკვდებოდი. ათი წუთით შემოვიდნენ მხოლოდ და მერე ისევ საქმეზე წავიდნენ. მე კიდე გავემზადე და დასაძინებლად წავედი. INSTAGRAM-ს ვათვარიელებდი როცა SMS მომივიდა. ნატაშკა იყო, მეკითხებოდა ხვალ რა ვქნათო, მოვუყევი რასაც ვაპირებდი, მერე კი დავემშვიდობე და დავიძინე.
ალბათ ღამის სამი საათია ვინ უნდა რეკავდეს ამ დროს. ტელეფონს გადავწვდი და უცხო ნომერი დავინახე, ვეცადე არ შემჩნია რომ მეძინა თუმცა მაინც ახალ გაღვიძებული ხმით დავილაპარაკე

-დიახ, გისმენთ
-გეძინა?? თუმცა რა კითხვას ვსვამ რათქმაუნდა გეძინებოდა ღამის 3 საათზე
-იკაა? რა იყო რამე მოხდა?
-არა არაფერი უბრალოდ დაძინებამდე მინდოდა გამეგო როგორ ხარ
-კარგად ვარ იკა მაგრამ შენ არ ხარ კარგად, რაღაცნაირი ხმა გაქ
-არაფერი ისეთი, ნუ ღელავ შენ, არმინდოდა რომ გამეღვიძებინე თუმცა არც ისე მინდოდა დაძინება რომ არ დაგლაპარაკებოდი. დღეს წესიერად ვერ დაგელაპარაკე
-წესიერად კი არა მარტო გამარჯობაო და მერე ზედაც არ შეგიხედავს
-ხოო ვიცი, ბოდიში, მაპატიე თუ შეიძლება ამის პატიება-ეხლა ისეთი სისულელე თქვა ველოდი როდის გადაიხარხარებდა, თუმცა არა ეს მთელი სერიოზულობით თქვა
-კარგი იკა რაა
-კაი ვსო მოვრჩი-ახლა კი მისი ნაძალადევი სიცილის ხმა გავიგე
-ნუ იცინი ეგრე
-ეგრე როგორ?
-აი ეგრე ცინიკურად და ისიც ძალით
-რატო არ მოგწონს ეგრე რომ ვიცინი?
-არა ცინიკურად რომ იცინი მომწონს ხოლმე გააჩნია რა შემთხვევაში ნუ რასაკვირველია მე თუ ნერვები არ მეშლება და ძალით რომ იცინი ეგ მართლა არ მომწონს
-კარგი აღარ გავიცინებ ძალით
-კარგი იქნება
-ღმერთო აშკარად ახალ გაღვიძებული ჯობიხარ, არ მესწერვები და რასაც ფიქრობ იმას ამბობ-აი ამის თქმა და ჩემი მთლიანად გამოფხიზლება ერთი იყო, მართალია წესიერი პასუხი ვერ მოვიფიქრე მაგრამ გამოფხიზლებული ნაღდად ვიყავი
-კარგი. არმინდა რომ შევწყვიტოთ ლაპარაკი თუმცა ვხვდები რომ ძალიან გეძინება ამიტომ მიდი და დაიძინე ისედაც არ უნდა გამეღვიძებინე. ტკბილი ძილი ლამაზუკა-რა აბდაუბდა ლაპარაკობს დამაგლიჯა ნერვები რაა ან ეს ლამაზუკა რაღაა
-ეს ლამაზუკა ახალია?
-არაა სულაც არა,აქამდეც ეგრე გეძახდი. უბრალოდ შენ არ მიცნობდი და არ გესმოდა თან შეგეფერება ეგ სახელი დარაც მთავარია მე მომწონს. ეხლა კიდე არ გამაბრაზო წადი და დაიძინე
-ღმერთო კარგი კარგი ვიძინებ კარგად
-ტკბილი ძილი-ასეთი თბილი და საყვარელი ხმა მე ჯერ არ გამიგია, რასაც ქვია დავდნი ისე მესიამოვნა
-შენც-დაახლოებით იგივე ტონით ვუთხარი მეც მაგრამ ამ სწერვა ხმაზე რამდენად გაჭრა არ ვიცი. ამის მერე კი მართლა ტკბილად დამეძინა. დილით მაღვიძარამ გამაღვიძა, ძლივს გადმოვიზლაზნე საწოლიდან. ჩავიცნი ყავა დავლიე გამოსაფხიზლებლად და დაბლა ჩავედი, გავიფიქრე „აუ ეხლა რა წავა ავტობუსით რა“ როცა სადარბაზოსთან გიოს მანქანა დავინახე, გამიკვირდა ასე ადრე რა უნდა აქთქო, თუმცა რა გიო მეც რა კარგად ვარ რათქმაუნდა იკა იყო.
-როგორ ხარ?-გადმოიწია და გადამკოცნა, რაღაც არაჩვეულებრივი სურნელი ქონდა, არ ვიცი რატომ მაგრამ ეს სურნელი მაგიჟებდა.
-კარგად იკა შენ როგორ ხარ? რა გინდა აქ ამ დილა ადრიან
-რავი ვიფიქრე ავტობუსით სიარული უფრო დაღლისთქო და გადავწყვიტე მე წამეყვანე, თან აქვე ვიყავი დეიდაჩემთნ დავრჩი და..
-ღმერთო იკა ჩემს აზრებს კითხულობ?? -დაუფიქრებლად დავსვი კითხვა-სასტიკად არ მინდოდა ავტობუსით წასვლა, დედა კიდე აქეთ არაა და გავიფიქრე დავრჩებითქო
-კაი ქენი რომ წამოხვედი
-ჰოო რომ არ წამოვსულიყავი მომკლავდა ნატაშკა რაღაც პროეკტი გვაქ გასაკეთებელი
-აჰამ გასაგებია, არ წავიდეთ?
-კი-მანქანის კარები გამიღო, მერე კი თავის ადგილს დაუბრუნდა
გზაში ხმა არ ამოგვიღია, მხოლოდ გადმომხედავდა ხოლმე და ვსო. მე ფანჯარაში ვიყურებოდი, თუმცა ამას თუ ყურება ერქვა საერთოდ ვერ ვაზროვნებდი, უბრალოდ ვიყურებოდი და ვერაფერს ვერ აღვიქვამდი. უცებ მეჩვენა რომ დრო ძალიან გაიწელა, არადა სკოლამდე სულ რარაც 5 წუთის გზაა მანქანით, მერე ფანჯარაში გავიხედე და დავრწმუნდი რომ დიდ შარში ვარ.
-იკა მემგონი სკოლის გზა ეს არაა-აუღელვებად ვთქვი თუმცა გული გასკდომაზე მქონდა
-ვიცი
-მერე?
-არაფერი, არ მიმყავხარ სკოლაში
-რაა? შენ გაგიჟდი? ახლავე წამიყვანე სკოლაში სასკოლო მაქვს მასწავლებლები მყავს საქმე მაქვს იკა მოატრიალე მანქანა-უკვე შეშნებული და ცოტა ხმამაღალი ტონით ვლაპარაკობდი
-არა-იკა კი თავის სიმშვიდეს ისევ არ კარგავს
-გთხოვ მოაბრუნე მანქანა
-არათქო ერთელ გითხარი და ვსო, სამაგიერო უნდა გადაგიხადო იმისთვის რაც იმ დღეს გააკეთე
-იკა გთხოვ მასწავლებლები მყაავს სამეცადინო მაქვს, ძალიან გთხოვ
-ტასო გთხოვ უბრალოდ მენდე ნუ გეშინია არ გიტაცებ უბრალოდ რაღაც მინდა გავაკეთო რაშიც შენი დახმარება დამჭირდება, მასწავლებლებზე ნუ ღელავ ნატაშკას ვუთხარი და ის მოაგვარებს
-რაა? ნატაშკამ იცოდა?
-კი შენს წაყვანს რომ ვაპირებდი იცოდა ისიც იცის რის გაკეთებას ვაპირებ, თუმცა ყველაფერი არა და ჰო კიდევ რომ დაურეკო მაინც არაფერს არ გეტყვის
მაშნვე ტელეფონი ავიღე და ნატაშკას დავურეკე
-შენ გოგო სრულ ჭკუაზე თუ ხარ?
-რატო რა ხდება?
-ნახე ამოვალ შენთან და მოგკლავ რა გააკეთე გოგო არ იცოდი რომ საქმე მაქვს რეებს აკეთებ ჩემს ზურგს უკან
-აუუ ტასო ნუ ხარ ისტერიჩკა აცადე ბიჭს ვაა ნუ გეშინია მოკვლას არ გიპირებს ეგრეც ვერ გაგიმეტებდი - ჩაიცინა და ამან ჩკუიდან გადამიყვანა.
-მაცადეე ცოტახანი განახებ მერე როგორც ვერ გაგწირავ-ვუთხარი გაბრაზებულმა და გავუთიშე
შეწინააღმდეგებას აზრი არ ქონდა რადგან მაინც არ გააკეთებდა იკა იმას რასაც ვთხოვდი, ამიტომ გავჩერდი და უბრალოდ გზას ვუყურებდი. ბოლოს კი მთაწმინდაზე ავღმოჩნდი
-ეს იყო რაც უნდა გენახებინა? მადლობა ვიცი როგორიცაა მთაწმინდა
-შეგიძლია გაჩერდე ხუთი წუთი სწერვობის გარეშე?
-არა როცა ადამიანს ჩემი არ ესმის არ შემიძლია
-ტასო მესმის, უბრალოდ ერთი დღე მოგაცილე მეცადინეობას მალე გადაიწვები ადამიანო, მინდოდა რომ დაგესვენა და შენ კიდე უარეს დღეში ხარ
-არ შემიძლია დასვენება მაშინ როცა ვიცი რა მელის წინ რაა
-კაი მაინც ხო იცი რო ჩააბარებ და რატო იკლავ თავს
-იმისთის რომ ისეთი ვიყო როგორიც მე მინდა
-კარგი, საღამომდე სწერვობის გარეშე თუ გაძლებ შენს თავს ვფიცავარ მართლა გაგიშვებ
-და თუ ისევ ვისწერვე?
-მაგ შემთხვევაში მთელი ღამე ჩემთან იქნები
-არც კი იოცნებო
-მაშინ შეწყვიტე სწერვობა და გამომყევი
სხვა გზა არ მქონდა გავყევი და ეხლა მართლა ვნანობ რომ ვეჩხუბე აქ მოსვლა არ მინდათქო. ამაღლებულზე ამიყვანა და იქედან მთელი თბილისი ჩანდა ისეთი ლამაზი იყო დღის რომ მგონი ღამის თბილისს ბევრად ჯობია. აღტაცებულმა ვთქვი
-რა მაგარიააა
-გეუბნებოდი მენდეთქო შენ კიდე ისტერიკები მიმართე
-მაგის მიზეზი იცი მშვენივრად-თავი ჩახარა და ჩაიცინა, მერე კიდევ გვერდულად გამომხედა. ეს გამოხედვა მკლავს და მანადგურებს, ისე მიყვარს.
-მოიცა და სამაგიერო ამითი გადამიხადე რომ მთელი დღე მომწყვიტე გარე სამყაროს?
-არაა ჯერ ყველაფერი წინაა-თვალი ჩამიკრა და სკამისკენ მანიშნა-მოდი დაჯექი
მეც მივუჯექი გვერდზე და უბრალოდ ვტკბებოდი თბილისის ხედით და მასთან ერთად ყოფნით. ფიქრებში გართულმა უცებ ვერც შევნიშნე რომ მიმიხუტა და სახე მის კისერთან მქონდა.
-რას აკათებ?
-ჩუუ ნუ გააფუჭებ ყველაფერს-ჩამჩურჩლა თავზე ტკბილად მაკოცა და არ ვიცი მგონი 5 საათი ასე ვიჯექით. ეს იდელეა კი ნიაკოს (ჩემი დის) ზარმა დაარღვია
-ჰოო ნიი
-სად ხარ გოგო-იკამ მანიშნა რომ ნატაშკასთანო უთხარიო
-ნატაშკასთან ერთად ვარ მთაწმინდაეზე ცოტა განტვირთვა გვინდოდა და.. რა ხდება ხო მშვიდობაა?
-კი კი უბრალოდ დაგირეკე მაინტერესებდა რას შვებოდი
-აამ კაიი გკოცნი
-მეც
მერე ჩვეულებრივად ვიჯექით. არც ერთი ხმას არ ვიღებდით უბრალოდ ვტკბებოდით ასე ყოფნით. ამასობაში მოსაღამოვდა კიდევაც, განათდა თბილისიც და სხვანაირი გახდა. ამ ფიქრებში გამეღიმა
-რაზე იღიმი
-არაფერი უბრალოდ მსიამოვნებს აქ ყოფნა და ყველაფრისგან დასვენება-მანაც გაიღიმა. მერე ფეხზე ამაყენა და მეუბნება
-დღეს კარგი გოგო იყავი
-რატო
-რადგან პირობა შემისრულე და არ გისწერვია
-დავიწყო გინდაა?
-არაა არა ოღონდ ეგ არ ქნა და ნუ გააფუჭებ ყველაფერს
-კარგიი
მიმიხუტა, შუბლი შუბლზე მომადო და მოვკვდი. არ ველოდი მისგან ამ ქმედებას თვალებში მიყურებდა და ცხივრს ოდნავ მიხახუნებდა ლოყაზე. ღმერთო აი ახლა მართლა გავგიჟდები ტუჩებთან მოიწია ძალიან ახლოს იყო. იმ მომენტში მეგონა მაკოცებდა და პირველი კოცნაც ასეთი უაზრო იქნებოდა, მეშინოდა არ ვიცი რატომ მაგრამ მთელი სხეულით ვკანკალებდი, კოცნის მოლოდინში თვალები დავხუჭე, თუმცა ჩემი იმედები ფუჭი აღმოჩნდა.უცებ მომშრდა ვერც კი მივხვდი როდის, ეს მაშინ გავიაზრე როცა მომძახა-სამაგიერო გადახდილია ლამაზუკა, ახლა შეგძლია მანქანაში ჩაჯდე და ნატაშკასთან ავიდეთ-ღმერთო რა საშინელება იყო. ახლა ერთი სურვილი მქონდა მხოლოდ, რომ გავმქრალიყავი იქედან.
ნატაშკასთან მიმიყვანა. მანქანიდან ისე გადმოვედი რომ არც კი დავემშვიდობე სადარბაზოს ვუახლოვდებოდი, როცა ვიღაცამ ხელზე მაგრად მომიჩირა და შემატრიალა, ვერც კი მივხვდი ისე მიმიკრო, ყვირილი ვერ მოვასწარი ისე მოწყვეტით მაკოცა. მე გავშეშდი ვერ ვმოძრაობდი, იკა კიდევ ნაზად მიკოცნიდა ტუჩებს. უცებ მომშორდა და შუბლი მომადო
-მაპატიე... არ... არ მინდოდა უბრალოდ...
-გთხოვ გაჩერდი ძალიან გთხოვ-დამნაშავეს თვალებით ამომხედა. არ შემეძლო ამ თვალების ყურება და ტირილი ამიტყდა. მემგონი 5 წლის მერე არ მიტირია, ახლა კი ვსკდებოდი ტირილით. არ ვიცი რატომ მაგრამ თავისით მომდიოდა ცრემლები
-კარგი ვსო გაჩერდი.. ნუ ტირიხარ... არ შემიძლიხარ ასეთი.. უბრალოდ ნუ ტირი-თავისი გრძელი თითებით მაშორებდა ცრემლებს მე კიდე ეს უფრო მატირებდა.
-მე უბრალოდ... დამცინებ ეხლა დარწმუნებული ვარ-უფრო ამივარდა ტირილი
-კარგი კარგი ვიცი რომ არ ელოდი, ბოდიში-იცინოდა-გული გამიხეთქე ტირილი რომ დაიწყე-ახლა უფრო უმატა სიცილს და მეც ავყევი. ვერ გამეგო მეტირებოდა თუ მეცინებოდა.
-არ ვარ ემოციური ზოგადად. არვიცი რატო დავიწყე ტირილი-მეც მეცინება ჩემს თავზე-არვიცი რა დამემართა
-კარგი გაჩე ვსო ნუღარ იფიქრებ ამაზე
-კარგიი
-ახლა ადი თორე ნატაშკა გაგიჟდება ძაან დააგვიანე უკვე-ჩაინიცა კიდევ მაკოცა და სანამ სახლში არ შევედი და ფანჯრიდან არ გადავხედე იქამდე მელოდებოდა.


გამიზიარეთ თქვენი აზრი... :)



№1  offline წევრი japara

Patara iko mara rac iko kaiiko

 


№2  offline წევრი likkuna

japara
Patara iko mara rac iko kaiiko

Madloba❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent