შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ქუჩის სამოთხე (მესამე თავი)


12-03-2017, 11:09
ავტორი La Llorona
ნანახია 1 732

- ნინა, მიშველე. ისევ დაიწივლა ქეთამ და დათას ზურგში ხელები დაუშინა.
- რა ხდება, ბავშვებო, აქ? ვერც კი შევნიშნე როდის შემოვიდა მამაჩემი. ისეთი მკაცრი სახე ქონდა კინაღამ ტაში დავუკარი და ოსკარი გადავეცი. დათას და ქეთას სახე, რომ გენახათ... აღარ დავასრულებ.
- ბატონო დავით, ჩვენ... ჩვენ უბრალოდ... უბრალოდ. დათას ზურგიდან ჩამოსული გოგო ლუღლუღებდა და თითებს იმტვრევდა.
- კაი რა იყო გოგო, ვიხუმრე. გადაიხარხარა მამამ და თვალი ჩაუკრა გაოცებულ გოგონას.
- ნი, მიდი მოემზადე და სკოლაში წადით. ქეთა, შენ მე გამომყევი. ღიმილნარევი ხმით გვითხრა და აწითლებულ ქეთისთან ერთად ოთახიდან გავიდა.

***
სკოლაში შევედი და ღიმილით ვეძებდი გოგოებს. კლასში შევედი და იქ არ დამხვდნენ, არც საპირფარეშოში. სპორტდარბაზშიც გადავწყვიტე ჩასვლა და კიბეზე ვიყავი, როცა ნაწკას ხმა გავიგე.
- მიდი მაკოცე, ჩემო გიჟო.
- ნამდვილი სექსბომბა ხარ. ეს ხმა კი გუგას ეკუთვნოდა.
- აუ,სახლში განაგრძეთ, არავინ შემოგისწრონ. "სოფკაც" არ ყოფილა მთლად ერთგული. ცრემლები შემომაწვა და თავში ამომიტივტივდა მოგონებები. ხუთი წლისები ვიყავით, მოკლე კაბები გვეცვა და ერთმანეთს თოჯინების მოვლაში ვეხმარებოდით. ათი წლისებისას ერთმანეთს ნაყინების გამო ვეჩხუბეთ და მშობლებმა ძლივს შეგვარიგეს. შემდეგ გავიზარდეთ. ისინი მხოლოდ ჩაცმაზე და ბიჭებზე ფიქრობდნენ და 15 წლის ბავშვებს ქალიშვილობა უკვე დაკარგული ქონდათ და ნებისმიერ გამვლელს უწვებოდნენ. ობოლი ცრემლი მოვიშორე. მე ვანახებ მათ, როგორ უნდა გართობა. "არ ვიტირებ, მე ასეთი არ ვარ, არ ვიტირებ, არა." თავი შევაგულიანე და ნაბიჯი გადავდგი, მათკენ წავედი.
- ნაბი*ვარი და ორი ბო*ი,ნამდვილად კარგი ტრიოა. ირონიულად გავიღიმე და ტაში დავუკარი, დავინახე როგორ შეცბნენ სოფო და ნანა.
- რა იყო დამუნჯდით? ირონიას არ ვკარგავდი
- ნი, ყველაფერს აგიხსნით. დაიწყო ნანამ
- ნი არა ნინა და არ მჭირდება არაფრის ახსნა. აქ მხოლოდ მე ვლაპარაკობ. როდესაც შემხვდებით, ვითომ არ მიცნობთ და საერთოდ დამივიწყეთ. გუგამ ირონიულად ჩაიღიმა, სოფო შეიშმუშნა, ხოლო ნანა უემოციოდ მიყურებდა. წამოვედი და კლასში ავედი. ჩანთიდან ტელეფონი ამოვიღე და დათას დავურეკე. ვთხოვე, რომ წამოვეყვანე. ხუთ წუთში გზაზე ვიყავით და დათა ქეთის შესახებ მიყვებოდა.როცა მივედით, ეგრევე ჩემს გარდერობში შევიხედე და რამოდენიმე, საუკეთესო მაღალქუსლიანის გარდა ყველა სარდაფში ჩავიტანე და იქვე დავაგდე. შავი სპორტული ზედა და შარვალი ჩავიცვი, ნაცისფერ ბოტასებთან ერთად. მაკიაჟი მოვიშორე და გაშლილი თმები კოსად შევიკარი და გარეთ გავედი. არ ვიცი, სწორად ვიქცეოდი თუ არა, მაგარამ ეს უნდა გამეკეთებინა. "ბნელი ქუჩისკენ" წავედი და თან ირგვლივ ვიხედებოდი. მალევე მოვკარი თვალი "ჩემებს" და მათკენ წავედი. როცა დამინახეს უცნაურად შემათვალიერეს და გაოცებულები მიყურებდნენ.
- თანახმა ვარ. პირდაპირ ვუთხარი და გავიღიმე.
- ნინა, შენ ხარ თუ მეჩვენები? მკითხა თამარიმ.
- მე ვარ. ამოვილაპარაკე წარბებშეკრულმა.
- ხო, მაგრამ ესე ადვილად როგორ დათმე შენი დაქალები? - დაქალები განსაკუთრებით ირონიულად წარმოთქვა დამიანემ.
- მოღალატეებთან მეგობრობა იგივეარაც საკუთარი თავის დაბეზღება ან მოკვლა. გავიღიმე
- უკვე ჩემი და ხარ. თოკო ჩემკენ დაიძრა და ჩამეხუტა. მეც მოვხვიე ხელები და გავუცინე.
- ცეკვის დადგმას როდის ვიწყებთ? შემართებით ვკითხე ბავშვებს.
- გოგო, რა დროის ცეკვაა? ჯერ ილეთები უნდა ისწავლო, შემდეგ კი ცეკვასაც დავდგამთ. მიპასუხა თამარიმ და თოკოს ხელში ჩაარტყა.
- როგორც გავიგე ორი ცეკვა უნდა დავდგათ და რას იტყვი? თოკო მომიბრუნდა და თან ხელს იზელდა.
- ვალსის და ბრეიკდანცის დადგმას ვფიქრობდი. მხრების ჩეჩვით ვუპასუხე.
- ვალსის? სამივემ ერთდროულად წამოიყვირა.
- ხო, მე კარგად ვიცი და გასწავლით. ღიმილით ვუპასუხე. მასწავლებელთან შევათანხმე და თანახმა არიან ორ-ორი ბავშვი დავიმატოთ და წინააღმდეგი ხომ არ ხართ?
- არა და შენი ვარიანტები ვინ არიან?
- ქეთა და დათა. ვალსი იციან შესანიშნავად არ დაგვაღალატებენ.
- კარგი ხო. დაიბუზღუნა თამარიმ. დაურეკე და მოვიდნენ. 5 წუთში მართლაც ჩვენთან იყვნენ და გაოცებულები მომჩერებოდნენ.
- ყველაფერი დაფქვი. გამოფხიზებულმა დათამ ამოილაპარაკა.
- რა ვქნა? მისი სიტყვების არსს ვერ ჩავწვდი. გავიგონე დამიანეს და თამარის ირონიული ჩაცინება და თოკოს ფხუკუნი.
- ყველაფერი მოყევი-ო. ამიხსნა ქეთამ. მოკლედ მოვყევი ყველაფერი და კონკურსზეც ვუთხარი. რა თქმა უნდა დამთანხმდნენ.
- დარბაზი გვჭირდება სადაც ვიმეცადინებთ - ვთქვი და ჟაკეტი შევისწორე - ამიტომ, გადავწყვიტე ჩვენს სპორტდარბაზში ვივარჯიშოთ ხოლმე. პასუხის მოლოდინში გავინაბე.
- კარგი. ხუთივემ ერთად თქვა და სახლის გზას დავადექით მე, ქეთა და დათა. დანარჩენები კი იქ დავტოვეთ.
- რას შვრები? გვერდით მომიჯდა თოკო და გამიცინა.
- რავი არაფერს, ვცდილობ ხალხის მზერას დავემალო.
- კაი რა, მე მომწონს შენი ჩაცმის ახალი სტილი.
- თოკო, ერთნაირი სტილი გვაქვს. სულელივით გავუცინე.
- ჰმ, თოკო?
- ნუ დამცინი, აბა ამდენჯერ ხო არ ვიტყვი შენს სახელს? აწითლებულმა შევხედე
- ვიხუმრე, ხო იცი უკვე ჩემი და ხარ და შეგიძლია ყველაფერი მითხრა. გამიცინა და თავის მერხთან გადაჯდა, რადგან მასწავლებელი შემოვიდა. გაკვეთილები უაზროდ გაიწელა, მე კი ზურგი მიხურდა, დამიანეს მზერა მიწვავდა, მაგრამ ჯიუტად არ ვიხედებოდი უკან. ამას თან ჩემი "დაქალების" ყურადღებაც ემატებოდა და სულ ახურებული ვიყავი.


ძალიან მახარებთ თქვენი კომენტარებით, ყველა ძალიან მიყვარხართ და ვინც კითხულობს თქვენი აზრი დააფიქსირეთ.



№1  offline აქტიური მკითხველი La-Na

უნამუსო საზიზღრები.ყველაზე მეტად ეს არ მესმის.დაქალის ყოფილა როგორ უნდა გამოელაპარაკო.ძაან მაინტერესებს ამათი ისტოეია
--------------------
ლანა

 


№2  offline აქტიური მკითხველი La Llorona

La-Na
უნამუსო საზიზღრები.ყველაზე მეტად ეს არ მესმის.დაქალის ყოფილა როგორ უნდა გამოელაპარაკო.ძაან მაინტერესებს ამათი ისტოეია

მადლობა ლან, ძალიან მამხნევებ შენი კომენტარებით. და სტიმულს მაძლევ
--------------------
M.D

 


№3  offline აქტიური მკითხველი nawkas12345

Heii axla wavikitxe samive da siujeti momwons dzalian. Personajebic aseve. Orad ori rcheva rom ar ichqaro chauwvrilmandi ufro metad detalebbs cota martivi naweria. Axlac dZaan kargia magram ase tu izav uketesi iqneba. Veli shemdwgs

 


№4  offline აქტიური მკითხველი La Llorona

nawkas12345
Heii axla wavikitxe samive da siujeti momwons dzalian. Personajebic aseve. Orad ori rcheva rom ar ichqaro chauwvrilmandi ufro metad detalebbs cota martivi naweria. Axlac dZaan kargia magram ase tu izav uketesi iqneba. Veli shemdwgs

აუცილებლად გავითვალისწინებ, მადლობა რჩევისთვის და მადლობა იმისთვის რომ მოგწონს საყვარელო❤❤
--------------------
M.D

 


№5  offline მოდერი ენემი

რა საშინელებაა მეგობარს ეძახი და ზურგს უკან გღალატობენ imp კარგი ტიპები არიან ნინას ახალი ბანდის წევრები :D

 


№6  offline აქტიური მკითხველი La Llorona

baby girl for everyone
რა საშინელებაა მეგობარს ეძახი და ზურგს უკან გღალატობენ imp კარგი ტიპები არიან ნინას ახალი ბანდის წევრები :D

ჩემი ჩანაფიქრიც ასეთი იყო, მადლობა რომ კითხულობ
--------------------
M.D

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent