შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ამქვეყნიურ ჯოჯოხეთს მოგიწყობ +18 (16)


12-03-2017, 17:36
ავტორი jina
ნანახია 3 455

ძილშიც კი უცნაური შეგრძნება მქონდა, გაღვიძება არ მინდოდა, დამძიმებულ ქუთუთოებს განშორების საშუალებას არ ვაძლევდი, ისევ და ისევ სიზმრების კორიანტელში მივიწევდი, როცა სხეულზე მძიმე რაღაც დამაწვა მერე მხრებზე ხელი ვიგრძენი რასაც ჩემი ჯანჯღარი მოყვა. სასწრაფოდ ვჭყიტე თვალები და ხელში ალექსი შემრჩა
-როგორც იქნა გაიღვიძე, ამოიოხრა და ხელები ჰაერში გაასავსავა
-რამდენ ხანს მეძინა, დავიჭყანე და საწოლზე წამოვჯექი
-აბა მე რავიცი
-უკმაყოფილო ხარ რამით?
-გუშინ აქედან რომ გახვედი მერე შემოსული არავის დაუნახიხარ და არ მეტყვი სად ჯანდაბიდან მოხვედი? ხელები მკერდთან გადაიჯვარედინა და შუბლი შეკრა
-განსაკუთრებული გზები ვიცი, ჩემი ჭკუით გავიხუმრე, გულში ძალიან მესიამოვნა ის ფაქტი რომ იმ გადარეულმა არსად წამიყვანა და აქ ისე შემომიყვანა რომ არავის გაუგია
-ზედმეტად თავდაჯერებული ხარ, ირონია გაურია ხმაში
-შენი ირონია შენთვის შეინახე. საწოლიდან წამოვდექი და აბაზანისკენ წავედი-შეგიძლია გახვიდე, მივაძახე სანამ შევიდოდი. უცბათ მომვარდა და მაჯაში ჩამავლო ხელი, თავისკენ მიმატრიალა და ძალიან ახლოს დადგა ჩემთან
-ნუ მეთამაშები, კბილებში გამოსცრა და მზერა ჩემი ტუჩებისკენ გადაიტანა
-რატომაც არა? ეს ყველაფერი ერთი დიდი თამაშია რომლისგანაც ადრე თუ გვიან თავს დავაღწევ, ხელი გამოვგლიჯე და აბაზანაში შევედი. დარჩა ასე გაოცებული, ეგონა ყელზე ჩამოვეკიდებოდი და დავუწყებდი კოცნას, ვერ მოგართვი ალექსანდრე. რატომღაც ჩემივე გრძნობები მაშინებს და მაბნევს, ასეთი ცვალებადი რატომ ვარ, ხომ შემეძლო ახლა ეს წუთი გამომეყენებინა და და მესიამოვნა მაგრამ ამის ნაცვლად საშხაპეში ვდგევარ.....
.....
ბანაობის შემდეგ სწრაფად გავიშრე სწორი წელამდე თმა და ოთახშ გავედი, დაახლოებით ხუთი წამის შემდეგ კარზე კაკუნი გაისმა და ქერა ლამაზმა გოგონამ შემოყო თავი
-შეიძლება?
-რა ხდება? ინტერესით ვკითხე
-ეს ტანსაცმელი მოგიტანეთ, აუცილებელია რომ ეს გეცვათ
-რა საჭიროა?
-ბატონმა ალექსმა ასე გადაწყვიტა, მე გავალ. გავიდა და კარი გაიხურა.
ლოგინზე დადებულ ტანსაცმელს დავხედე, შავი ვიწრო ტყავის შარვალი იყო, გვერძე მაიკა იდო ისიც შავი ფერის და უკლავო. დავყევი მათ ნებას და ჩავიცვი, საკმაოდ კარგად გამოკვეთდა ჩემს ფორმებს ეს შარვალი, მაიკა კი თავისუფლად მქონდა ისე რომ ლიფის სალტეც გამოჩნდებოდა რაიმე მოძრაობის დროს. დისკომფორტი არ შეუქმნია ჩემთვის, სულერთი იყო, ლიფი ვის არ უნახავს. შავი ბათინკი ჩავიცვი და ოთახიდან გავედი, იმ წამსვე ალექსი შემეფეთა, მკლავში ხელი ჩამავლო და გასავლელისკენ წამიყვანა
-რას აკეთებ?ვცდილობდი სიმშვიდე შემენარჩუნებინა
-მიმყევხარ
-მართლა? მაგას მეც ვხედავ ბრმა არ ვარ. სად მიგყევარ?
-შენი წვრთნები ამ ბაზაზე დასრულდა, ახალ საფეხურზე გადადიხარ, არც კი მიყურებდა ისე მიხსნიდა
-ანუ?
-ანუ ის რომ ახალ კონსტრუქტორებს შეხვდები და მათთან ერთად უფრო რთულ ეტაპს გაივლი
-ამის შესახებ აქამდე რატომ არ ვიცოდი? გაბრაზებულმა ხელი გავაშვებინე და წინ გადავუდექი
-არ იყო საჭირო, ჩვეულებრივი გამომეტყველებით მეუბნებოდა
-ასე ხომ? იმ შენი საყვარლის ნახვა მინდა, გამოვცერი კბილებში
-რომლის? შემომანათა მწვანე თვალები რომლები მოეჭუტა ცოტათი
-იდიოტო ალისიასი, ალმური ამედო სახეზე და მინდოდა ერთი მაგრად შემომერტყა მისთვის
-ალისია ჩემი საცოლეა. ისევ ხელი მომკიდა და შავ დიდ ჯიპში ჩამტენა, თვითონ კი უკან შებრუნდა. ამ დროს მერას ვგრძნობდი? რთულია აღწერა, თავზარდაცემული და შეურაცხყოფილი ვიყავი, თავს გამოყენებულად და მერე გადაგდებულად მივიჩნევდი, ისე მომინდა იქაურობის დალეწვა და საერთოდ გადაწვა რომ კანკალმა ამიტანა, თავი ხელებში ჩავრგე, შუბლი მოვისრისე, თვალები დავხუჭე და მძმედ ამოვისუნთქე. რაც არის არის, იქნებ მომატყუა, იქნებ ასეა საჭირო, ჩვენ მომავალი მაინც არ გვქონდა, ყველაფერი კარგად იქნება, პირველი იმედგაცრუება არაა ვიქტორია შენს ცხოვრებაში და გადაიტან, დამშვიდდი, ღრმად ისუნთქე 1, 2, 3... აი ასე კარგია კიდევ ერთხელ.... ვიმეორებდი და ვცდილობდი დამშვიდებას.
მძღოლის მხარეს გაიღო კარი და ვიღაც ჩაჯდა, მისკენ გავიხედე, მანაც შემომხედა
-მე გიო მქვია, ბაზამდე შენს მიყვანას მე უზრუნველყოფ, შეგიძლია დაისვენო და დაიძინო, წინ დიდი გზა გველის. მიაყარა და მანქანა დაქოქა
-მარტოები მივდივართ? ეს კითხვა დამებადა
-არა უკან ორი მანქანა მოგვყვება დაგვაზღვევენ თუკი რაიმე პრობლემა დაფიქსირდება. მეტი აღარაფერი მითქვამს, სკამი უკან გადავწიე და მას მივეყრდენი, თვალები ისევ დავხუჭე, არაფერზე არ მინდოდა ფიქრი, მითუმეტეს ალექსზე, არც ძილი მეკარებოდა, წამდაუწუმ ვოხრავდი და ალბათ შევაწუხე ეს ბიჭიც
-ყურსასმენები და mp3 არ გაქვს? მოულოდნელად ვკითხე ისე რომ არც გამიხელია თვალი
-ბარდაჩოკში ნახე.
საბედნიეროდ მივაგენი, მართალია არცისეთი განსაკუთრებული მუსიკები იყო ჩაწერილი მაგრამ რამდენიმე სიამოვნებით მახსენებდა ჩემს ბავშვობას და ახლა უფრო დამშვიდებული მივიწევდი სიზმრების სამყაროსკენ......
...........
სხეულზე სიცივე ვიგრძენი და გამოფხიზლება დავიწყე, ფანჯარა ჩაუწევია გიოს და ამიტომაც გამეღვიძა, სახეზე დაძაბულობა ეტყობოდა და მალმალე სარკეში იხედებოდა
-რამე ხდება? შეპარული ხმით ვკითხე
-დაცვის არცერთი მანქანა აღარ მოგვდევს და რაციითაც ვერ ვაწვდენ ხმას.
-ფიქრობ რომ ..... აღარ გავაგრძელე, არ მინდოდა მისი უარესად დაძაბვა და შეშინება
-გავარკვევ, დამაიმედებელი მზერით გადმომხედა და იქვე ბენზინ-გასამართ სადგურზე შეუხვია
-მანქანაში დარჩი დარეკვას ვცდი მაღაზიიდან, გამიღიმა და გადავიდა, მეც მას გავაყოლე თვალი. დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში არ გამოჩენილა, მაგრამ მაინც მშვიდად ვიყავი სავარძლის საზურგეს მიყრდნობილი და თვალებს ვასვენებდი (დახუჭული მქონდა).
კარის გაღებას სწრაფადვე მოყვა მანქანის დაქოქვა და ადგილიდან გიჟვით მოწყვეტა, დაფეთებულმა შევხედე გიოს მაგრამ თვალები კინაღამნ ბუდიდან გადმომცვივდა. სადღაა გიო?! შეშინებული ვაცეცებდი თვალებს და ვერ ვიჯერებდი ახლა მძღოლის ადგილას ვინც იჯდა
-მიტაცებ? ყველაზე სულელური შეკითხვა დავსვი, აბა რა მექნა ამ ბიჭის მოახლოებისას სულ ვიბნეოდი და უაზრო რაღაცეებს ვროშავდი.
-ალტერნატივას გთავაზობ, შემომანათა თავისი მნათობი სფეროები რომლებიც ამ წუთას ნაცრისფერები იყო, თან გამჭვირვალე.
-გიო მოკალი? ხმა გამებზარა
-რაიყო შეგეცოდა? ისეთი სახე გაქ თითქოს არასდროს არავინ მოგიკლავს.
-შენ არავინ გეკითხება
-სწორედაც რომ მეკითხება, ამას მოყვა ბოროტული სიცილი
-სად მივდივართ?
-ქორწინების სახლში, სრული სერიოზულობით მითხრა და კინაღამ დავიჯერე
-რა? გამოშტერებული სახით ვკითხე
-რაიყო პირველი ღამის გეშინია? შენც არ მყავდე ახლა ქალწული. ისევ ეს ირონია და სარკაზმი
-გააჩერე მანქანა, მკაცრი ხმით ვუთხარი
-ისე უკანაც ხომ არ დაგაბრუნო? არც ის ჩამომრჩა
-უბრალოდ გააჩერე მანქანა, დავუღრიალე, შენც არ მომიკვდე ერთი ყურიდან შეუშვა მეორედან გაუშვა. ასე არ გინდა ხო ვაჟბატონო, კარგი მაშინ ჩემი წესებით ვიმოქმედებ. კარის სახელური გადავწიე და პირდაპირ მთელი სხეული გადავეშვი გარეთ, ჯერ სიმსუბუქე ვიგრძენი მერე კი სიმძმე და რამდენიმე ბრუნი გავაკეთე მიწაზე, მთელი სხეული დამეჭიმა და საშნლად მტკიოდა, მიუხედავად ამისა სწრაფად წამოვდექი, გარემოს გადავხედე და სრულიად ცარიელ გზაზე ვიყავით, ორივე მხრიდან ტყე ეკრა გზას, მე ხომ უტვინო ვარ, ხოდა ამ ტყეშ შევვარდი. უკან რომ გავუხედე დავუნახე მანქანის უკანა წითელი ფარები როგორ აინთო მერე კი მხრუჭების გამაყრუებელმა ხმამ მოიცვა არემარე. უფრო ავუჩქარე ნაბიჯს, საკუთარი გულის ცემა ყურებში გუგუნივით ჩმესმოდა, სწრაფად ვდუნთქავდი და მივრბოდი ამ ტყე-ღრეში, ჯერ კიდევ შუადღე იყო, მაგრამ ისე არმოვჩნდი სიბნელეში ვერც გავიაზრე, არა სიბნელე კიარა ნისლი იყო, რაც იმაზე მიუთითებდა რომ ტყის შუაგულში ვიყავი, უეცარმა კანკალმა ამიტანა, ყოველთვის მეშინოდა სიბნელის მითუმეტეს ასეთ ადგილას მარტო ვიყავი, ღმერთო ნეტა ახლა გამოჩნდებოდეს ეს გიჟი და აქედან წამიყვანდეს თუნდაც ცემით, თანახმა ვიყავი.
არ ივცი რამდენი ხანი ვიბოდილე ასე, ფეხები მტკიოდა, ხის მორებს, ნეშომპალას და რაღაც ცხოველების ჩონჩხებს ვაწყდებოდი, უფრო და უფრო მიტანდა შიში, ხმას ვერ ვიღებდი, უკვე პანიკის ზღვარზე ვიყავი და ტირილი დავიწყე, ჩუმად ვტიროდი და ჩემს ჯიუტ თავს ვწყევლიდი. კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგი და ფოთლების შრიალი მომესმა, ისე თითქოს ვიღაც მიახლოვდებოდა, მეპარებოდა და ჩემი ბადეში გაბმა უნდოდა, უკან გადავდგი ერთი ნაბიჯი და მიწა გამომეცალა ფეხქვეშ, ფეხი დამისრიალდა და ორმოსავით რაღაცაში ჩავვარდი, საჯდომით დავეცი და კუდუსუნი მეტკინა, ახლა ვიღა მიპოვიდა აქ, სიბერე კიარა მატლები შემჭამდნენ და ისე მოვკვდებოდი.
ცხოველების ხმაც მესმოდა, მეგონა საიდანღაც რაღაც გამოხტებოდა და მეცემოდა, ხელები ტალახაინი მქონდა, ცრემლებსაც ვეღარ ვიწმენდდი, ვტიროდი ტკივილისგან, შიშისგან, ყველაფრის გამო ვტიროდი რაც დამემართა. მუხელბზე დავეცი და მიწას ხელებით დავეყრდენი, მაგრად დავხუჭე თვალები
-შენ ყველაფერს შეძლებ, აქ არ მოკვდები, თავი ხელში აიყვანე. ვუმეორებდი საკუთარ თავს და ვარიგებდი. ეს მხოლო გამხნევება იყო თორემ აღარანაირი იმედი არ მქონდა იმის რომ აქ გადავრჩებოდი, ჯერ კარგად დაღმებულიც არ იყო და უკვე მესმოდა გააფთრებული ცხოველების ყმუილი, გათენებამდე ვერც მივაღწევდი ალბათ და იპოვიდნენ მერე ჩემ ძვლებს ამ უღრან ტყეში...
ისევ ვქვითინებდი როცა აშკარა ხმა გავიგე, ჩემს სახელს ყვიროდნენ, მაგრამ მასში ის ჭრელთვალება უცნობი ვერ ამოვიცანი, დავინტრიგდი ვინ შეიძლება ყოფილიყო, მინდოდა დამეყვირა აქ ვარ მეთქი მაგრამ გაჩუმება ვარჩიე, ფეხზე წამოვდექი და თავი მაღლა ავწიე.
ხმა უფრო და უფრო ახლოდან მოდიოდა, მერე სანათებიც კი დავინახე. ვერ მივხვდი უნდა გამხარებოდა თუ უნდა დავმალულიყავი, იქნება მტრები მეძახდნენ, ან ხომ შეიძლებოდა ალექსის ხალხი გამოჩენილიყო, მიმხვდარიყვნენ რომ რაღაც მოხდა და საძებნელად წამოსულიყვნენ, ამ ფიქრებით ვიყავი გართული როცა მძმე სხეული დაეშვა ჩემს გვერდით ძალიან სწრაფად პირზე ხელი ამაფარა, ორმოს კიდეზე მიმაყუდა და წინიდან დამიდგა, მაშინვე ვიცანი ის ნაცრისფერი თვალები, ხელით მანიშნა გავჩუმებულიყავი და მორჩლად დავუქნიე თავი. ორმოში სანათებს ანათებდნენ, უცნობმა უფრო მეტად მიმაკრა კიდეს და თითონაცმომეკრო, ჩვენი ცხვირები ერთმანეთს ეხებოდა, ორივეს გულის ცემას ვგრძნობდი როგორი აჩქარებული იყო, თვალებში ვუყურებდით ერთმანეთს...
როცა ხმა მიწყდა და უფრო შორიდან ისმოდა, ამ გიჟმა ორივე ხელი ჩამჭიდა და ცივი მზერით შემომხედა
-აქ დატოვების ღირსი ხარ, მომახალა პირდაპირ
-დამტოვე მერე ვინ გეხვეწება რომ აქედან წამიყვანო, ჩემი გრძელი ენა მაინც ვერ მოვიქციე კბილებს შორის, რასაც მისი წარბებაწეული გამოხედვა მოჰყვა, სწრაფად მომვარდა, მაჯაში ხელი ჩამავლო და მისკენ ზურგით მიმაბრუნა, ხელები წელზე შემომხვია და ისე სწრაფად აღმოვჩნდი ორმოს ზემოთ რომ გააზრებაც ვერ მოვასწარი, თვალებგაფართოებული მივჩერებოდი
-შენი ხმა არ გავიგო! მიბრძანა, ცალი ხელით ზურგზე მომიგდო და გზისკენ დაიძრა.
მანქანაში ჩაჯდმისთანავე კარი ჩაკეტა
-გეშინია ისევ არ გადავხტე? სარკაზმი არ დავიშურე
-დიდი სიამოვნებით ვუყურებ სულ ცოტახანში როგორ მოიშლი მაგ გრძელ ენის ტლიკინს როცა დამლაპარაკებელი აღარ გეყოლება, გაბრაზებული და ცივი ხმით მითხრა, ღვედი გადაიჭირა და მანქანა დაძრა....

........
როგორ მიყვარხართ და მახარებთ თქვენი თითოეული კომენტარით ვერც წარმოიდგენთ <3 თითოეული თქვენგანი ჩემი სტიმულია <3 მადლობელი ვარ შეფასებისთვის და ასეთი დადებითი ემოციებისთვის <3 მიყვარხართ და კიდევ ველი თქვენს აზრებს <3
პ.ს ფოტოზე ჩემი უცნობია <3



№1  offline წევრი jina

GirlFromEarth
არადა მე ალექსიც მომწონდა

მაგრამ ამ თავის მერე ყველანაირი განვითარება მომეწონება:d <3

vecdebi kargad ganvavitaro :*

 


№2  offline აქტიური მკითხველი nawkas12345

Magari motxrobaa. Rogorc ar unda gaaketo maonc dzaan magari iqneba

 


№3  offline წევრი jina

nawkas12345
Magari motxrobaa. Rogorc ar unda gaaketo maonc dzaan magari iqneba

mixaria dzalian aseti ganwyobit rom xar ^^ :*

 


№4  offline წევრი Tskrialashvili Mariami

აუ ეს ალექსანდრე, როგორ მიშლიის ნერვეეებს რააა :@
აი უცნობზე ხო ვგიჟდები მე , თითქოს უხეშია არადა მგონია, რომ ძალიან საყვარელი იქნება (იმედია) <3 შემდეგ თავს ველიი ხვაალ :* :)

 


№5  offline წევრი jina

Tskrialashvili Mariami
აუ ეს ალექსანდრე, როგორ მიშლიის ნერვეეებს რააა :@
აი უცნობზე ხო ვგიჟდები მე , თითქოს უხეშია არადა მგონია, რომ ძალიან საყვარელი იქნება (იმედია) <3 შემდეგ თავს ველიი ხვაალ :* :)

mec vgijdebi am ucnobze :D yvelanairad vecdebi xval davdo <3

 


№6  offline წევრი Niioo

მიყვარხარო რო გითხრა არ დამიჯერებ ხო?:(

 


№7  offline წევრი jina

Niioo
მიყვარხარო რო გითხრა არ დამიჯერებ ხო?:(

anu mogwons chemi motxroba :D

 


№8  offline წევრი gogona tbilisidan

Au es ucnobi miyvars❤️Ra sakvarelia vaimeee aleksi im mxriv ar momwons rom ver chamokalibda romeltan unda da es ucnobi saswaulia ai ar Vici ra shenc saswauli xar male dade

 


№9  offline წევრი jina

gogona tbilisidan
Au es ucnobi miyvars❤️Ra sakvarelia vaimeee aleksi im mxriv ar momwons rom ver chamokalibda romeltan unda da es ucnobi saswaulia ai ar Vici ra shenc saswauli xar male dade

madloba chemo kargo :* dges davdeb

 


№10  offline წევრი Niioo

jina
Niioo
მიყვარხარო რო გითხრა არ დამიჯერებ ხო?:(

anu mogwons chemi motxroba :D


ხოოო ხოოო joy joy joy მომწონს კი არა მაბოდებს heart_eyes

 


№11  offline წევრი NniNna

ნერვებს მიშლის..რომ გეკითხათ სიგიჟემდე უყვარდა ალექსი და ეხლა ატუტრუცანავდა..ვნახოთ რა იქნება..რავი ორივე ერთიდაიგივე პიროვნება ან შეკრულები რომ იყვნენ ალექსიც და ნაცრისფერთვალებაც..არ ვიცი არ ვიცი..

 


№12  offline წევრი jina

NniNna
ნერვებს მიშლის..რომ გეკითხათ სიგიჟემდე უყვარდა ალექსი და ეხლა ატუტრუცანავდა..ვნახოთ რა იქნება..რავი ორივე ერთიდაიგივე პიროვნება ან შეკრულები რომ იყვნენ ალექსიც და ნაცრისფერთვალებაც..არ ვიცი არ ვიცი..

gamilandzga gogo :D :D

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent